1 ოქტომბერი მე-20 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი 14 ოქტომბერი
ძველი სტილით ახალი სტილით

დღესასწაული კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა.

საფარველი ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა; მოციქულთა სწორთა მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასი (IV); წმიდათა სიდონიასი და დედისა მისისა, მაცხოვრის ჯვარცმის ჟამს მცხეთას ვნებულისა და პირველმარტვილისა (I)*; და აბიათარ მღვდელისა, ურიაყოფილისა (I); მელქისედეკ I-ისა, სრულიად საქართველოის პირველისა კათალიკოსპატრიარქისა (1033); მოციქულისა 70-თაგანისა ანანიასი (I); ღირსისა რომანოზ ტკბილადმგალობელისა (556); მოწამისა დომნინე თესალონიკელის· (IV); ღირსმოწამისა მიქაელისა, ზობიელ იღუმენისა და მის თანა 36-თა ღირსმოწამეთა (780-790).

სვეტიცხოვლობა.

 

მწუხრ.: კვართისა: 1) გამ. 15: 22-27: 16: 1. 2). ეს. 60: 1-16. 3). იგავ. 9: 1-11.
ცისკ.: მკ. 15: 16-24 (დას. 67).
ლიტ.: კვართისა: 1 ტიმ. 3: 14-16 (დას. 284). ინ. 19: 23-24 (დას. 60 შუა).

 

* ხსენების დღე დაწესდა წმიდა სინოდის 2015 წლის 22 დეკემბრის კრების განჩინებით.