12 ოქტომბერი 21-ე კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა IV. 25 ოქტომბერი
ძველი სტილით ახალი სტილით

წმიდათა მამათა, რომელნი შეიკრიბნენ VII მსოფლიო კრებაზე (787)*; მოწამეთა: პროვოსი, ტარახოსი და ანდრონიკესი (304); ღირსისა კოზმასი წმიდაქალაქელისა, მაიუმელ ეპისკოპოსისა და კანონთგამომთქმელისა (787) მოწამისა დომნიკასი (286); მარტინე მოწყალისა, ტვირელ ეპისკოპოსისა (400); დღესასწაული იერუსალიმის ღმრთისმშობლის ხატისა (48).

 

მწუხრ.: მამათა: 1) დაბ. 14: 14-20. 2) 2 შჯ. 1: 8-11, 15-17. 3) 2 შჯ. 10: 14-21.
ცისკ.: სახ. მე-10, ინ. 21: 1-14 (დას. 66).
ლიტ.: გალ. 2: 16-20 (დას. 203). ლკ. 7: 11-16 (დას. 30).
წმ. მამათა: ებრ. 13: 7-I6 (დას. 334). ინ. 17: 1-13 (დას. 56).

 

* მამათა ხსენება გარდამავალია – დადებული 11 ოქტომბრის მომდევნო კვირიაკეს (იხ. 11 ოქტომბერი, სადღესასწაულო, 1865 წ. გვ. 191. სადღესასწაულო, 2013 წ. წიგნი I, გვ. 234).

შენიშვნა: მამათა კვირიაკეს დამთხვეული რიგის წმიდის განგება დაიტევება, და იგალობება „ოდეს გულისჴმა-ყოს ეკლესიარხმან“ (იხ. სადღესასწაულო, 1865 წ. გვ. 191. სადღესასწაულო, 2013 წ. წიგნი I, გვ. 234).