| 20 დეკემბერი | 31-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ქრისტეშობის წინა შაბათი | 2 იანვარი |
| ძველი სტილით | ახალი სტილით |
წინადღესასწაული ქრისტესშობისა. ქრისტეშობის წინა შაბათი.
მღვდელმოწამისა ეგნატე ღმერთშემოსილისა (107). ფილოგონისა, ანტიოქიელი ეპისკოპოსისა (323); დანიელისა, სერბელ მთავარეპისკოპოსისა (1338); მართლისა იოანე კრონშტადტელისა (1908).
ქრისტესშობის წინა შაბათისა: გალ. 3: 8-12 (დას.
205). ლკ. 13: 18-29 (დას. 72)*.
მღ.მოწ.: ებრ. 4: 14-5: 6 (დას.
311). მკ. 9: 33-41 (დას. 41).
** 1900 წლის „მოსკოვის საეკლესიო უწყებანში“, N 50, სტატიაში – „ქრისტესშობის წინა დღეს, შაბათსა და კვირიაკეს. მწუხრზე სამოციქულოსა და სახარების საკითხავების შესახებ“ - საფუძვლიანადაა დამტკიცებული, რომ ჩვენს ტიპიკონში შეცდომაა, და უნდა გასწორდეს ამგვარად:
ქრისტესშობის წინა დღეს ყოველთვის წაკითხულ უნდა იქნეს ებრ. (დას. 303) და ლკ. (დას. 5), და თუ წინა დღე დაემთხვევა ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს, მაშინ წაკითხულ უნდა იქნეს კერძოდ, ბასილი დიდის ლიტურგიაზე, რომელიც აღესრულება მწუხრთან ერთად; ხოლო თუ წინა დღე დაემთხვევა შაბათს ან კვირიაკეს, მაშინ – დიდ მწუხრზე, რომელიც აღესრულება ოქროპირის ლიტურგიის შემდეგ, ცალ კე. ამიტომ, სადღესასწაულო საკითხავები (ებრ. 303 და. ლკ. 5) არასდროს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიტევოს ან შეიცვალოს სხვებით.
ქრისტესშობის წინა შაბათი, თუ ის ამავდროულად იქნება წმიდათა მამათა კვირიაკის (ქრისტესშობის წინა კვირიაკის) წინა შაბათი, ე.ი. თუ დაემთხვევა 18-23 დეკემბერს, ოქროპირის. ლიტურგიაზე წაკითხულ უნდა იქნეს გალ. (დას. 205) და ლკ. (დას. 72). ხოლო თუ ეს შაბათი მოსდევს ქრისტესშობის წინა კვირიაკეს, ე.ი. თუ დაემთხვევა 24 დეკემბერს, მაშინ ოქროპირის ლიტურგიაზე წაკითხულ უნდა იქნეს გალ. (დას. 207) და მთ. (დას. 53); ხოლო მწუხრზე, როგორც ნათქვამია ზემოთ, ებრ. (დას. 303) და ლკ. (დას. 5). ამ შემთხვევაში გალ. (დას. 205). და ლკ. (დას. 72), წაიკითხება წინა შვიდეული შემდგომად მეერგასისას შაბათს, ე.ი. 17 დეკემბერს, მამათა ანუ ქრისტესშობის წინა კვირიაკის წინა შაბათს. (Богослужебные указания на 2001 год, с. 632-641).