| 21 დეკემბერი | 31-ე კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა VI. | 3 იანვარი |
| ძველი სტილით | ახალი სტილით |
წინადღესასწაული ქრისტესშობისა. ქრისტეშობის წინა (წმიდათ მამათა) კვირიაკე.
პირველთა მამათა ჩვენთა მართალთა: ადამისი, აბელისა და სეთისა, ადამის ძეთა; ენოსისა, სეთის ძისა; კაინანისა, ენოსის ძისა; მალელელისა, კაინანის ძისა; იარედისა, მალელელის ძისა; ენოქისა, იარედის ძისა; მათუსალასისა, ენოქის ძისა; ლამექისა, მათუსალას ძისა; ნოესი, ლამექის ძისა; სემისა და იაფეთისა, ნოეს ძეთა; არფაქსადისა, იაფეთის ძისა; კაინანისა არფაქსადის ძისა; სალასა, კაინანის ძისა; ებერისა, სალას ძისა; ფალეკისა, ებერის ძისა; რაგავისა, ფალეკის ძისა; სერუქისა, რაგავის ძისა; ნაქორისა, სერუქის ძისა; თარასა, ნაქორის ძისა; მართალთა მამათმთავართა: აბრაჰამისა, თარას ძისა; ისააკისა, აბრაამის ძისა; იაკობისა, ისააკის ძისა; რუბენისა, სიმონისა, ლევისისა, იუდასისა, ზაბულონისა, ისაქარისა, დანისა, გადისა, ასერისა, ნეფთალისა, იოსებისისა და ბენიამინისა, ეფრემისა და მანასესი იაკობ მამათმთავრის ძეთა; მართალთა: ფარეზისა და ზარასისა, იუდა მამათმთავრის ძეთა; ესრომისა, ფარეზის ძისა; არამისა, ესრომის ძისა; ამინადაბისა, არამის ძისა; ნაასონისა, ამინადაბის ძისა; სალმონისა, ნაასონის ძისა; ბოოსისა, სალმონის ძისა; იობედისა, ბოოსის ძისა რუთისგან; იესისა, იობედის ძისა; მართალთა მეფეთა: დავითისა, იესეს ძისა; სოლომონისა, დავითის ძისა; რობოამისა, სოლომონის ძისა; აბიასი, რობოამის ძისა; ასასი, აბიას ძისა; იოსაფატისა, ასას ძისა; იორამისა, იოსაფატის ძისა; ოზიასი, იორამის ძისა; იოთამისა, ოზიას ძისა; აქაზისა, იოთამის ძისა; ეზეკიასა, აქაზის ძისა; მანასესი, ეზეკიას ძისა; ამონისა, მანასეს ძისა; იოსიასი, ამონის ძისა; იექონიასა, იოსიას ძისა; მართალთა: სალათილისა, იექონიას ძისა; ზორობაბელისა, სალათილის ძისა; აბიუდისა, ზორობაბელის ძისა; ელაკიმისა, აბიუდის ძისა; აზორისა, ელაკიმის ძისა; სადოკისა, აზორის ძისა; აქიმისა, სადოკის ძისა; ელიუდისა, აქიმის ძისა; ელეაზარისა, ელიუდის ძისა; მატანისა, ელეაზარის ძისა; იაკობისა, მატთანის ძისა; იოსებ დამწინდველისა, იაკობის ძისა; იოაკიმესი, ღმრთისმშობლის მამისა; მართლისა მელქისედეკ მღდლისა, სალემის მეფისა; მოსე წინასწარმეტყველისა; მართალთა მღვდელთა: აჰდონისი; ალიაზარისა; ფინეზისი; ისუსი, იოსედეკის ძისა; სვიმონ დიდისა, ჰონეას ძისა; ეზრასი; მართალთა: ლოთისა; იობისა; ისუსი, ნავეს ძისა: ქალებისა; ორისი; აოდისი; ბარაკისი; გედეონისა; სამსონისა; იეფთაესი; ნეემიასი; ტობისა და ძისა მისისა ტობიასი; წინასწარმეტყველთა: სამოელისა; ნათანისა; სამესი; ელიასი; ელისესი; ესაიასი; იერემიასი; ეზეკიელისა; დანიელისა; ოსიასი; იოველისა; ამოსისა; აბდიასი; იონასი; მიქეა მორათისელისა; ნაუმისი; ამბაკუმისა; სოფონიასი; ანგეასი; ზაქარიასი; მალაქიასი; აზარიასი; იოადისა; მექეასი, სიმლეას ძისა; ზაქარიასი, იოანე ნათლისმცემლის მამისა; მოწამეთა სამთა ყრმათა – ანანიასი, აზარიასი და მისაელისა; შვიდთა ძმათა მაკაბელთა: აბიმესი, ანტონინესი, გურისა, ელეაზარისა, ევსევონისა, ალიმისა და მარკელისა, დედისა მათისა სოლომონიასი და მოძღვრისა მათისა ელეაზარ მღდლისა; ათოთხმეტათასთა ჩვილთა ჰეროდეს მიერ მოწყვეტილთა; მართალთა დედათა: ევასი, სარასი, აბრაჰამის ცოლისა; რებეკასი, ისააკის ცოლისა; ლიასი და რაქელისა, იაკობის პირველი და მეორე ცოლისა; ასენეთისა, იოსების ცოლისა; მარიამისა, მოსეს დისა; რააბისა; დებორასი; იაელისი; რუთისა; სარეფთელისა; სომანიტელისა; ივდითისა; ესთერისა; წინასწარმეტყველთა: ანასი, სამოელის დედისა; ოლდასი; ანასი, ფანოელის ასულისა; მართალთა: სუსანასი; ანასი, ღმრთისმშობლის დედისა; ელისაბედისა, იოანე ნათლისმცემლის დედისა*. ღირსისა მაკარი მმარხველისა, ხახულის მონასტრის წინამძღვრისა (1035); მრავალვნებულისა ანტონ IIისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა (1827)*; მოწამისა ივლიანასი და მის თანა 500-თა მამათა და 130-თა დედათა, ნიკომიდიას წამებულთა (304); მოწამისა თემისტოკლესი (251); პეტრესი, კიევის, მოსკოვის და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტისა და საკვირველთმოქმედისა (1326).
ცისკ.: სახ. მე-9, ინ.
20: 19 -31 (დას. 65).
ლიტ.: ქრისტესშობის წინა კვირიაკისა: ებრ. 11: 9-10, 17-23, 32-40 (დას.
328): მთ. 11-25 (დას: 1).
* მართალთა მამათა და დედათა ხსენების დღე გარდამავალია და ემთხვევა ქრისტეს შობის წინა კვირიაკეს.
შენიშვნა: რიგის კვირიაკის სამოციქულო და სახარება დაიტევეა (იხ. სადღესასწაულო, 1865 წ. გვ. 502).
** ანტონ II-ის ხსენების დღე დაწესდა წმიდა სინოდის 2011 წლის 5 ივლისის კრების განჩინებით.