29 დეკემბერი 33-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი 11 იანვარი
ძველი სტილით ახალი სტილით

(სახარების საკითხავები 32-ე შვიდეულისა).

შემდგომი დღესასწაული ქრისტეშობისა.

14000-თა ჩვილთა მოწამეთა, ჰეროდეს მიერ ბეთლემს ჰურიასტანისასა და საზღვართა მისთა, ქრისტესთვის მოწყვედილთა (I); ღირსისა ნინოსი, სამთავროს წმიდა ნინოს მონასტრის იღუმენიისა (ამილახვარი, 1904)*; ღირსისა მარკელისა, მღვიძარეთა სავანის წინამძღვრისა (485); ღირსისა თადეოზ აღმსარებელისა (818).

 

რიგ.: 1 პეტ. 2: 21-3: 9 (დას. 59 ). მკ. 10: 46-52 (დას. 48).

 

* ხსენების დღე დაწესდა წმიდა სინოდის 2016 წლის 22 დეკემბრის კრების განჩინებით.

* თუ უპირატესი ინებებს ღირ. ნინოს განგების საზეიმოდ შესრულებას, მაშინ მისთვის ცისკრად და ლიტურგიაზე საკითხავები საზიაროთაგან გვ. 239.