ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათი

როგორ ვილოცოთ ბრწყინვალე შვიდეულში

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!

ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!

დღესასწაული ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისა

გადმოცემა ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის შესახებ

ივერიის ღვთისმშობლის ხატის სასწაულები

ივერთა მონასტრის საკვირველთმოქმედი კანდელი

მონრეალის ივერიის ღმრთისმშობლის მირონმდინარე ხატი

სასწაულთან შეჩვევა შეუძლებელია - ინტერვიუ მონრეალის ივერიის ღმრთისმშობლის მირონმდინარე ხატის მცველთან იოსებ (ხოსე) მუნიოს კორტესთან

ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ასლები და მისი სახელობის ტაძრები საქართველოში

 

პარაკლისი ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისა

დაუჯდომელი ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისა

 

ხსენება 6000 მამისა, დავით გარეჯის უდაბნოში მოწყვეტილთა 1616 წელს

დავით გარეჯის ლავრა დასაბამს VI საუკუნიდან იღებს და იმთავითვე ხდება საქართველოს სულიერებისა და კულტურის ერთ-ერთი ბრწყინვალე კერა.  დავით გარეჯის ლავრას იქ მოღვაწე ბერ-მონაზონთა სიმრავლის გამო ბერთა ქალაქს უწოდებდნენ. ლავრა მრავალგზის დარბეულა მტერთა მიერ, მრავალი გარეჯელი მამა აღსრულებულა მოწამეობრივად, მაგრამ განსაკუთრებულია 1616 წლის აღდგომა ღამეს „სიკვდილითა სიკვდილის დათრგუნვა“.

1615 წელს სპარსეთის შაჰი აბასი დიდძალი ლაშქრით თავს დაესხა საქართველოს, ქვეყნის დაპყრობისა და აოხრების შემდეგ, იგი სანადიროდ გაემართა გარე კახეთის ველებში. გარეჯის მთებში მას შემოაღამდა და იქვე დაბანაკდა მხლებლებთან ერთად. შუაღამისას შაჰის ყურადღება მიიპყრო შორს, მთაზე მოძრავმა ცეცხლოვანმა მწკრივმა. უსჯულოს თავიდან მოჩვენება ეგონა, მაგრამ შემდეგ აუხსნეს: ამ ადგილებში ბერები ცხოვრობენ, რომლებიც ახლა ქრისტეს აღდგომას აღნიშნავენ და ანთებული სანთლებით გარს უვლიან ეკლესიასო. შაჰმა ბრძანა, მონასტერში მეომრები გაეგზავნათ და ამოეხოცათ ბერები.

ამავე ღამეს ღვთის ანგელოზი გამოეცხადა დავით გარეჯის ლავრის წინამძღვარს არსენს და აუწყა: „უფალი ჩვენი იესო ქრისტე დღეს თავის ზეციურ სავანეში მოგიწოდებთ ყველას. ამ ღამით თქვენ დიდი გამოცდა გელით - მახვილით მოისრებით. ვისაც სურს, დაზოგოს თავისი დროებითი სიცოცხლე, დაე, გაიქცეს ან დაიმალოს, ხოლო ვისაც სწყურია იხსნას სული თვისი მარადისობისათვის, მახვილით მოწყდება და უფლის მიერ უხრწნელი გვირგვინით შეიმკობა. გამოუცხადე ღმრთის ეს მოწოდება სავანეში შეკრებილ ყველა ბერს“.

წინამძღვარმა ყველას აუწყა ჩვენების შესახებ და მამებმაც იწყეს მოწამეობრივი ღვაწლისთვის მზადება. მხოლოდ ორ მორჩილს შეეშინდა სიკვდილის და მონასტრის მოშორებით ერთ-ერთ მთაზე დაიმალა.

წირვის ბოლოს „მამაო ჩვენოს“ გალობისას სპარსი მეომრები გარს შემოერტყნენ სავანეს. მონასტრის წინამძღვარი მაშინვე  გავიდა რაზმის მეთაურთან და თხოვა წირვის დასრულებისა და ზიარების ნება დაერთოთ საძმოსთვის.

სპარსელებმა მოითათბირეს და გადაწყვიტეს, მცირე დროის შემდეგ აღესრულებინათ შაჰის ბრძანება. მამებმა მიიღეს წმინდა ზიარება, ერთმანეთი გაამხნევეს და საზეიმოდ შემოსილები წარსდგნენ უსჯულოთა წინაშე.

სპარსელებმა პირველად წინამღძვარს მოჰკვეთეს თავი, შემდეგ კი მხეცებივით დაერივნენ მამებს და უწყალოდ აჩეხეს ყველანი. ამ დროს სიკვდილის შიშით მონასტრიდან წასულმა ორმა მორჩილმა იხილა ზედიდან გარდამოსული ბრწყინვალე გვირგვინები, რომელთაგან ორი საწყალობლად ტივტივებდა ჰაერში. მორჩილები სასწრაფოდ დაბრუნდნენ უკან. სპარსელებმა ისინიც ნაკუწებად აჩეხეს და მიწაზე მიმოფანტეს ფრინველებისა და გარეული მხეცების შესაჭმელად. შემდგომ ამ ადგილას ამოვიდა ვარდის ბუჩქი, რომელიც XIX საუკუნეშიც ხარობდა, უწყლო, მშრალ და ქვიან ნიადაგზე.

მოგვიანებით ქართველთა მეფემ არჩილმა დიდი გულმოდგინებით შეაგროვა მოწამეთა ძვლების და ქვის დიდ საწნახელში მოათავსა ტრაპეზის მარცხენა მხარეს. წმიდა ძვლებიდან კეთილსურნელოვნმა მირონმა იწყო დენა.

წმიდა დავითისა და წმიდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერთა ძმობამ თხოვნით მიმართა კათოლიკოს ანოტონ I, შეედგინა მათთვის ღვთისმსახურება და მათ პატივსაცემად დაედგინა ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათი.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

წმიდა იოანე ოქროპირი „სააღდგომოდ“

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II
სააღდგომო ეპისტოლე

წითელი კვერცხი და არტოსი

 

შენიშვნა: დიდმარხვის ძირითადი საკითხავები გადატანილია კატეგორიაში „მარხვები“