რამდენიმე დღის წინ ქართველი საზოგადოებრიობა შეძრა იერუსალიმის ჯვრის მონასტერში შოთა რუსთველის ფრესკის ჩამოფხეკის ფაქტმა. ქსპერტთა შეფასებით, მისი აღდგენა სათუო ხდება. „მთავარი გაზეთის“ კორესპონდენტის ცნობით: შესასვლელში, პირდაპირ ქვაფენილზე ასვენია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატიც.“ ვანდალიზმს ტერორიზმის მსგავსად არც ნაციონალობა და არც საზღვრები არ გააჩნია. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვიღაც მიზანმიმართულად ცდილობს, შეურაცხყოს ჩვენი რელიგიური გრძნობები, წაშალოს ისტორიული მეხსიერება და მოარყიოს სამომავლო საყრდენები.

კვლა იტყვის: მიკვირს ნაღველი კაცისა ჭკუიანისა. რა მჭმუნვარებდეს რას არგებს ნაკადი ცრემლთ ბანისა?“

შოთა რუსთველის ჩამოფხეკილი ფრესკა დღეს მოკლული შვილივით გვისვენია და ჩვენი სახელმწიფოებრივი და სულიერი უძლურების მამხილებელი ხდება, თუმცა გლოვასთან ერთად სამძიმრად მოსულთ შორის მტერ-მოყვარის გარჩევასაც გვავალებს და გამოფხიზლებისაკენაც მოგვიწოდებს.

* * *

დასავლური რენესანსის აღმოსავლელი წინამორბედი დიდი შოთა კურთხევის გამომთხოველი მზერით შეჰყურებდა წმიდა იოანე დამასკელსა და წმიდა მაქსიმე აღმსარებელს და საუკუნეებში ატანდა მისი მავედრებელი ხმა: „ამის დამხატავსა შოთას შეუნდვეს ღმერთმან. მინ! რუსთველი“ - აქ, ამ წერტილში თავს იყრის ღვთისმოყვარე და უფლისმაძიებელი ქართული სულის ხმიანობა - გაშლილი სასულიერო და საერო ლიტერატურაში. იგი ერთგვარი სიმბოლოა ქართველობის წვლილისა მსოფლიო კულტურასა და ლიტერატურის საგანძურში.

* * *

გადმოცემით, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ადგილზე ის ხე იდგა, რომლიდანაც დამზადდა ჯვარი, სადაც ივნო უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, მონასტრის სახელიც აქედანაა. რუსი ბერის დანიელის ცნობით, რომელმაც აქაურობა 1167 წელს მოილოცა: „მაღალ საკურთხეველს ქვემოთ არის წმიდა ხის განაჭერი, რომლის ნახვა შეიძლება თეთრი ქვის ფილებით დაფარულ იატაკში ამოჭრილი ხვრელიდან“.

ახალგაქრისტიანებულ მეფე მირიანს ძელიცხოველის ჯვრის ნაწილს წმიდა კონსტანტინე იმპერატორი მოუძღვნის: „სიხარულით მოანიჭა ნაწილი ძელისა ცხოვრებისა, და ფიცარნი იგი, რომელთა ზედა დამსჭვალულ იყვნეს ფერხნი უფლისანი და სამსჭვალნი ხელთანი..“ რაოდენ დიდი უნდა ყოფილიყო ბერძენთ იმპერატორის სიხარული მეორე სახელმწიფოს გაქრისტიანების გამო, რომ მან ესოდენ დიდი სიწმიდე და სასწაულთმოქმედი ნაწილი უფლის სამსჭვალებთან ერთად ასე უშურველად გაიღო. „მოქცევაი ქართლისაში“ ძელიცხოველის ჩამობრძანებას მოყვება უფლის კვართზე ამოსული მაკურნებელი ხის მოჭრაცა და სვეტიცხოველის სასწაულიც.

გადმოცემით, წმიდა ქალაქის ეს ადგილი კონსტანტინე იმპერატორსავე მოუძღვნია მეფე მირიანისათვის და მას აქ ეკლესია აღუმართავს. „რადგან პირველად ქრისტიანობის სარწმუნოებაზედ მირიან მეფე მოიქცა კერპმსახურებისაგან, ამისთვის დიდმა კონსტანტინემ პირველი მსოფლიო კრების განჩინებითა, მრავალი შეწევნა მისცა ქრისტიანობის განსამტკიცებლად საქართველოს და იერუსალიმშიაც ადგილები მისცეს“, - წერს თეიმურაზ ბაგრატიონი აკადემიკოს ნიკო მარს. მოგვიანებით წმიდა მეფე მირიანის აღმართული ეკლესია წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალს გაუფართოებია და ამგვარად იქცა ჯვრის მონასტერი დედაეკლესიად საქართველოში და უცხოეთში აშენებულ ეკლესია-მონასტერთ შორის.

განსაკუთრებულია ქართველი ბერის, პროხორეს ღვაწლი. მას წმიდა ექვთიმე მთაწმიდელის კურთხევით, გაერთიანებული საქართველოს მეფის ბაგრატ IV და მისი დედის, მარიამის მხარდაჭერითა და ანტიოქიის, სინას მთის ქართული მონასტრების შემწეობით ორმოცამდე ძმასთან ერთად XI საუკუნის დასაწყისში საფუძვლიანად აღუდგენია და გაუმშვენიერებია ჯვრის მონასტერი. და განუჩინა მათ „წესი და კანონი მონასტრისაი მსგავსადვე საბაწმიდის ლავრისა“. მ პერიოდსავე უკავშირდება დიდი სალიტერატურო მუშაობის გაჩაღება...

აღნიშნულ პერიოდში პალესტინაში ქართველები სამწერლო ასპარეზზე მოღვაწეობენ სხვა მონასტრებშიც. სეთებია: კაპათა, აშენებული XI საუკუნეში დედოფალთა - მართ და ბორენას მიერ, დელტაველთ დედათა მონასტერი, წმიდა აღდგომა, დედათა მონასტერი დერთუფა, კატამონის მონასტერი, გეთსიმანია და სხვები. სულ პალესტინაში ქართველებს ჰქონიათ ოცამდე სავანე - მონასტერი, რომელშიაც მეცხრამეტე საუკუნის დამდეგიდან სულ ერთიანად გაქრა ქართველთა ხსენება.

... 1187 წელს იერუსალიმი სალადინმა დაიპყრო. წმიდა მეფე თამარმა ღვთის წყალობით მოახერხა, კარგი ურთიერთობა დაემყარებინა მასთან და მის შვილებთან, ამიტომ ქართველთა მოღვაწეობა წმიდა მიწაზე არ შეზღუდულა.

ზოგიერთი ცნობით, სწორედ თამარმა წარგზავნა შოთ რუსთველი იერუსალიმში. დრეული არაბული წყაროების მოწმობით 1192 წელს იერუსალიმში ჩავიდა „ქართველი ელჩი“. ბერძენი მემატიანე კი წერს: „ლეგენდარულმა თამარ მეფემ, რომლის კარზე ცხოვრობდა მგოსანი შოთა რუსთ ველი, 1192 წელს იგი იერუსალიმის წმიდა ადგილებში გააგზავნა“. ლ. ცაგარელის მოწმობით: „მეფე თამარმა სალადინს, მის მიერ დაპყრობილ „წმიდა ჯვარში“ (ანუ ჯვრის მონასტერში) 200 ათასი დინარი შესთავაზა და მოსთხოვა ყველა იმ ქართული წმიდა რელიქვიების დაბრუნება, რომლებიც მუსლიმებმა ქართველებს წაართვეს იერუსალიმის აღების დროს.“ ცაგარელი ფიქრობს რომ რუსთველმა ჯვრის მონასტერი თამარ მეფის ნება-სურვილითა და მხარდაჭერით მოხატა.

ჯვრის მონასტერი დგას იერუსალიმის სამხრეთ- ასავლეთით, ზღვის დონიდან 700 მეტრის სიმაღლეზე. იგი ამჟამად მოქცეულია ქალაქის ფარგლებში და გარშემორტყმულია მასიური ქვის გალავნით.

თავის დროზე მონასტერში ყოფილა 400-მდე სენაკი, საკრებულო ტაძარი, სასულიერო სემინარია, სატრაპეზო, ბიბლიოთ კა, რამდენიმე შიდა ეზო და დამხმარე ნაგებობები.

საუკუნეების განმავლობაში აქაურობა მრავალჯერ დანგრეულა და აღდგენილა. ისტორიულ ქარტეხილებში მონასტერი მეჩეთადაც გადაუკეთებიათ და XX საუკუნის 50-იან წლებში ისრაელის მხედრიონის ნაწილიც განულაგებიათ.

პირველი ცნობა ჯვრის მონასტერში შემორჩენილი შოთა რუსთველის ფრესკის არსებობის შესახებ ეკუთვნის ტიმოთე გაბაშვილს, რომელმაც 1754-1756 წლებში შემოიარა ახლო აღმოსავლეთის ქართული მონასტრები.

1845 წელს რუსთველის პორტრეტული გამოსახულება ფანქრით გადმოუღია ნიკოლოზ ჩუბინიშვილს.

რუსთველის ფრესკა ასევე უნახავთ პროფ. ლექსანდრე ცაგარელს 1883 წელს და დეკანოზ პეტრე კონჭოშვილს 1899 წელს. ერთი წლის შემდეგ კი იერუსალიმში ჩასულ ნიკო მარს ფრესკა აღარ დახვედრია და ამის შემდეგ 1961 წლამდე დიდი პოეტის ეს უნიკალური გამოსახულება დაკარგულად ითვლებოდა, ვიდრე ქართველ მეცნიერთა ექსპედიციამ ირაკლი აბაშიძის, აკაკი შანიძისა და გიორგი წერეთლის შემადგენლობით ხელახლა არ მიაკვლია და საღებავის სქელი ფენის მოცილების შემდეგ კვლავ არ გამოაჩინა დიდი პოეტის სახე, იგი ქართველი დიდებულისთვის დამახასიათებელ საერო ტანსაცმელშია, მხრებზე მოსხმული აქვს ყარყუმის ბეწვისსაყელოიანი მეწამული ფერის მანტია. თავზე შავი ფერით გაწყობილი თეთრი ბეწვის ქართული ქუდი ახურავს და მუხლმოდრეკილი და ხელებაპყრობილი დგას ეკლესიის დიდი მამების-მაქსიმე აღმსარებლისა და იოანე დამასკელის წინაშე.

ფრესკის წარწერის გამო კვლევართა ნაწილი ფიქრობს, რომ ის ავტოპორტრეტია და XII საუკუნეში იერუსალიმში რუსთველის ჩასვლასა და ჯვრის მონასტრის რესტავრირების ხანას განეკუთნება. აწილი კი მიიჩნევს, რომ 1643 წელს, მეორე რესტავრაციისას ნიკიფორე ჩოლოყაშვილმა ტაძრის კედლებზე ის პიროვნებები გამოსახა, რომლებიც დაკავშირებულნი იყვნენ მონასტრის ისტორიასთან.

თეიმურაზ ბაგრატიონის აზრით, „შოთა რუსთველი ჯვრის მონასტერში დაემკვიდრა, მრავალი შესწირა ამ მონასტერს და დიდი სათნოებით მუნ აღესრულა ერისკაცობაშივე და მუნვე დაეფლა“.

წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძეს კი მიაჩნდა, რომ: „დიდი პოეტი შოთ რუსთველი აქ ცხოვრობდა როგორც ბერი, გარდაიცვალა იმავე მონასტერში და იქვე იქნა დასაფლავებული.“

ძველთაგან მომდინარე საეკლესიო ტრადიციის მიხედვით, გამოჩენილი მოღვაწის პორტრეტი მისი სამარის თავზე იხატებოდა. ჯვრის მონასტერი ქართველთათვის საფიცარი სხვა მოღვაწეების ძვალთშესალაგიც არის.

* * *

ლამის ჩვენი წელთააღრიცხვისდროინდელია მოყვრისა და ღვთის სიყვარულით ნაშენები ეს ისტორიული კვალი, რომლის აღმოფხვრას არც ჩვენი მაყი XXI საუკუნე თაკილობს. ეს ჯერ 2002 წელს იერუსალიმის წმიდა ნიკოლოზის ქართულ მონასტერში ერთ-ერთი ძველესი წარწერის განადგურებითაც დადასტურდა, რომლის აღდგენა იმავე წელს კი მოხერხდა, მაგრამ კონკრეტული დამნაშავე არ გამოვლინდა. ვინ იცის, შესაძლოა, სწორედ მისივე სიძულვილის მსხვერპლი გახდა შოთა რუსთველის ეს ერთადერთი, ფასდაუდებელი ფრესკაც...

რას მოიტანს ხვალინდელი დღე არავინ იცის, ბოროტება თავისი გაუმართლებლობით ხომ მოქმედების უნარსაც გართმევს და ჭირისუფლისეული უძლურებით ჩნდება კიდევ უფრო უძლური კითხვა: ვის რას უშლიდა?

მაგრამ ისევ ხმიანობს შოთას მზიანი სულიდან გადმომდინარე გზისმაჩვენებელი სიტყვები: „კაცმან საქმე მოიგვაროს ვეჭვ ჭმუნვასა ესრე სჯობდეს!“ და მეორე: „ღმერთმან ერთი ვით აცხოვნოს, თუ მეორე არ წარწყმიდოს.“

მასალა მოამზადა ნანა ბოკუჩავამ
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“