მესამე ჟამნი

შემდგომად „კურთხეულ არს“-ისა – ამინ.

დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის, და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნე სახიერო სულნი ჩვენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ; უფალო გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან; მეუფეო შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი, სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

(რამეთუ შენი არს სუფევა… - მღვდელი)

ამინ.

უფალო შეგვიწყალენ – 12-გზის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

მოვედით, თაყუანისვჰსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანისვჰსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანისვჰსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.


ფსალმუნი მე-16

1. ისმინე უფალო სიმართლისა ჩემისაო, მოხედენ ვედრებასა ჩემსა, ყურად-იღე ლოცვისა ჩემისაი არა ბაგეთაგან ზაკულთა.
2. პირით შენით განმართლებაი ჩემი გამოვედინ და თუალთა ჩემთა იხილედ სიწრფოებაი.
3. გამოსცადე გული ჩემი, განიხილე ღამე; გამომახურვე მე და არა იპოვა ჩემ თანა სიცრუვე.
4. რაითა არა იტყოდის პირი ჩემი საქმესა კაცთასა, სიტყუათათვის ბაგეთა შენთაისა მე დავიცვენ გზანი ფიცხელნი.
5. დაამტკიცენ ფერხნი ჩემნი ალაგთა შენთა, რაითა არა შემიბრკუმენ სლვანი ჩემნი.
6. მე ღაღად-ვყავ, რამეთუ ისმინე ჩემი, ღმერთო; მოყავ ყური შენი და ისმინე სიტყუათა ჩემთაი.
7. საკვირველ ყავ წყალობაი შენი, რომელი იხსნი მოსავთა შენთა მხდომთაგან მარჯუენისა შენისათა.
8. დამიცევ მე, უფალო, ვითარცა გუგაი თუალისაი და საფარველსა ფრთეთა შენთასა დამიფარო მე.
9. პირისაგან უღმრთოთაისა, რომელნი მაჭირვებდეს მე; მტერთა ჩემთა სული ჩემი მოიცვეს.
10. და ცრემლი თვისი შეიყენეს; პირი მათი იტყოდა ამპარტავნებასა.
11. განმაგდეს მე და აწ ესერა მომიცვეს მე, თუალნი მათნი ყვნეს დადრეკილ ქუეყანად.
12. შემრაცხეს მე ვითარცა ლომი განმზადებული ნადირსა და ვითარცა ლეკვი ლომისაი იყოფებინ რაი ფარულთა.
13. აღდეგ, უფალო, უსწრვე მათ და დააბრკოლენ იგინი და იხსენ სული ჩემი უღმრთოთაგან, მახვილი შენი.
14. მტერთაგან ხელისა შენისათა. უფალო, მცირედთაგან ქუეყანით მიმოდაყვენ იგინი ცხორებასა მათსა და საიდუმლოთა შენთაგან, რამეთუ აღივსო მუცელი მათი, განძღეს ჭამმადითა და დაუტევეს ნეშტი ყრმათა მათთა.
15. ხოლო მე სიმართლითა ვეჩუენო პირსა შენსა განვძღე გამოჩინებასა დიდებისა შენისასა.

ფსალმუნი 24-ე

1. შენდამი, უფალო, აღვიღე სული ჩემი.
2. ღმერთო ჩემო, შენ გესავ, ნუ მრცხუენებინ მე უკუნისამდე ნუცა მეცინიან მე მტერნი ჩემნი.
3. და რამეთუ ყოველნი, რომელთა დაგითმონ შენ, არა ჰრცხუენეს. ჰრცხუენოდენ მათ, რომელნი უშჯულოებენ ცუდად.
4. გზანი შენნი, უფალო, მაუწყენ მე და ალაგნი შენნი მასწავენ მე.
5. მიძეღუ მე ჭეშმარიტებითა შენითა და მასწავე მე, რამეთუ შენ ხარ ღმერთი მაცხოვარი ჩემი და შენ დაგითმე მარადღე.
6. მოიხსენე მოწყალებათა შენთაი, უფალო, და წყალობანი შენნი, რამეთუ საუკუნითგან არიან.
7. ცოდვათა სიჭაბუკისა და უმეცრებისა ჩემისათა ნუ მოიხსენებ; წყალობითა შენითა მომიხსენე მე სიტკბოებისა შენისათვის, უფალო.
8. რამეთუ ტკბილ და წრფელ არს უფალი; ამისთვის შჯულიერ ყვნეს ცოდვილნი გზასა.
9. უძღუეს მშვიდთა საშჯელსა შინა, ასწავლნეს მშვიდთა გზანი მისნი.
10. ყოველნი გზანი უფლისანი – წყალობა და ჭეშმარიტება მათთვის, რომელნი გამოეძიებენ აღთქუმათა მისთა, და წამებათა მისთა.
11. სახელისა შენისათვის, უფალო და მილხინე მე ცოდვისა ჩემისაგან, რამეთუ მრავალ არს.
12. ვინ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა? შჯულიერ ყოს იგი გზასა მას, რომელიცა სთნდა;
13. სულმან მისმან კეთილთა შინა განისუენოს და ნათესავმან მისმან დაიმკვიდროს ქუეყანაი.
14. ძალ არს უფალი მოშიშთა მისთა და შჯული თვისი აუწყოს მათ.
15. თუალნი ჩემნი მარადის უფლისა მიმართ, რამეთუ მან განარინნეს მახესა ფერხნი ჩემნი.
16. მოიხილე ჩემ ზედა და შემიწყალე მე, რამეთუ მხოლოდ შობილ და გლახაკ ვარი მე.
17. ჭირნი გულისა ჩემისანი განმრავლდეს, ურვათა ჩემთაგან გამომიყვანე მე.
18. იხილე სიმდაბლეი ჩემი და შრომაი ჩემი და მომიტევენ მე ყოველნი ცოდვანი ჩემნი.
19. იხილენ მტერნი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს და სიძულვილით ამაოდ მომიძულეს მე.
20. იცევ სული ჩემი და მიცევ მე და ნუ მრცხუენებინ მე, რამეთუ გესავ შენ.
21. უმანკონი და წრფელნი შემომეყვნეს მე, რამეთუ დაგითმე შენ, უფალო.
22. იხსენ, ღმერთო, ისრაელი ყოველთაგან ჭირთა მისთა.

ფსალმუნი 50-ე

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი.
2. უფროის გამბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი ჩემ წინაშე არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განჰმართლდე სიტყვათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვწმინდნე მე, განბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკუეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლ ღმრთისა არს სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებულნი ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს.
18. კეთილი უყავ უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუველი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

დიდება, აწდა

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო,
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო,
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

პირველი ტროპარი

დიდება

მეორე ტროპარი

აწდა

ღვთისმშობლისა:

ღვთისმშობელო ქალწულო შენ ხარ ვენახი ჭეშმარიტი, რომელმან გამოიღე ტევანი ცხოვრებისა, შენ გევედრებით მიმადლებულო, მოციქულთა თანა, მეოხ-გვეყავ ცხოვრებისათვის სულთა ჩუენთასა.

უფალი ღმერთი კურთხეულ, კურთხეულ არს ღმერთი დღითი დღე, წარგვიმართოს ჩუენ ღმერთმან მაცხოვარებისა ჩუენისამან, ღმერთი ჩუენი, ღმერთი მაცხოვარი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ; უფალო გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან; მეუფეო შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი, სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის)

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

(რამეთუ შენი არს სუფევა… - მღვდელი)

ამინ.

კონდაკი

უფალო შეგვიწყალენ (40-ჯერ)

რომელი ყოველსა დღესა, და ყოველსა ჟამსა, მარადის ცათა შინა და ქუეყანასა ზედა თაყუანისიცემები და იდიდები, ქრისტე ღმერთო, ცხოველო, სულგრძელო და მრავალ მოწყალეო, რომელსა მართალი გიყვარს, და ცოდვილთა ჰსწყალობ, რომელმან ყოველთა გვიწოდე ცხოვრებად აღთქმითა მით ყოფადთა კეთილთა შენთათა, შენ, უფალო, შეიწირე ლოცვაი ჩუენი ჟამსა ამას, წარმართე ცხოვრებაი ჩუენნი მცნებათა შინა შენთა, სულნი ჩუენნი წმიდა-ჰყუენ, ხორცნი უბიწოდ, გონებანი განგვიწმიდენ, და გულის-სიტყვანი განგვიმართლენ, და გვიხსენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა ძვირთა და სალმობათაგან, და შეგვზღუდენ ჩუენ წმიდათა ანგელოზთა შენთა მიერ, რათა დაბანაკებითა მათითა დაცულნი და ძღვანებულნი, მივიწივნეთ ერთობასა სარწმუნოებისასა, და მეცნიერებასა უხილავისა დიდებისა შენისასა, რამეთუ კურთხეულ-ხარ შენ უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება, აწდა.

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

სახელითა უფლისათა პატიოსანო მამაო, გვაკურთხენ

(მღვდელი)

ამინ.

მეუფეო ღმერთო მამაო ყოვლისა-მპყრობელო, უფალო ძეო მხოლოდ შობილო, იესო ქრისტე, და წმიდაო სულო, ერთო ღვთაებაო, ერთო ძალო, შემიწყალე მე ცოდვილი, და რომლითაცა მსჯავრითა უწყი, მაცხოვნე მე უღირსი მონაი შენი, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ საუკუნითგან, და უკუნისამდე, ამინ.