მეექვსე ჟამნი

მოვედით, თაყუანისვჰსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანისვჰსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანისვჰსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.

ფსალმუნი 53-ე

1. ღმერთო, სახელითა შენითა მაცხოვნე მე და ძალითა შენითა მისაჯო მე.
2. ღმერთო, ისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იხუენ სიტყუანი პირისა ჩემისანი.
3. რამეთუ უცხონი არდგეს ჩემ ზედა სა ძლიერთა იძიეს სული ჩემი და არა შეჰრაცხეს ღმერთი ცინაშე მათსა.
4. აჰა ესერა ღმერთი შემწე ჩემდა არს და უფალი შემწყნარებელ სულისა ჩემისა.
5. მიაქციო ბოროტი მტერთა ჩემთა; ჭეშმარიტებითა შენითა მოსრენ იგინი.
6. და მე ნებითა ჩემითა მსხუერპლი შევწირო შენდა, აუვარო სახელსა შენსა, უფალო, რამეთუ კეთილ;
7. რამეთუ ყოვლისა ჭირისა ჩემისაგან მიხსენ მე და მტერთა ჩემთაი იხილა თუალმან ჩემმან.

ფსალმუნი 54-ე

1. ყურად-იღე, ღმერთო, ლოცვისა ჩემისაი და ნუ უგულებელსჰყოფ ვედრებასა ჩემსა.
2. მომხედენ მე და შეგესემინ ჩემი, რამეთუ შევწუხენ ზრუნვასა ჩემსა და შევძრწუნდი.
3. ხმითა მტერისაითა და ჭირითა ცოდვილისაითა; რამეთუ მოაქციეს ჩემ ზედა უშჯულოებითა და რისხვით მითქუმიდეს მე.
4. გული ჩემი შეძრწუნდა ჩემ თანა და შიში სიკუდილისაი დამეცა ჩემ ზედა.
5. შიში და ძრწოლაი მომიხდა მე და დამფარა მე ბნელმან.
6. და ვთქუ: ვინმცა მცა მე ფრთენი ვითარცა ტრედისანი, და ავფრინდე მე და განვისუენო.
7. ესერა განვეშორე სილვტოლითა და განვისუენე უდაბნოსა შინა.
8. მოველოდე ღმერთსა, მაცხოვარსა ჩემსა სულ-მოკლებისაგან და ნიავქარისა.
9. დაანთქენ, უფალო, და მიმოდაყვენ ენანი მათნი, რამეთუ ვიხილე მე უშჯულოებაი და ხდომაი ქალაქსა შინა.
10. დღე და ღამე გარე-მოადგეს მას და ზღუდეთა მისთა, და უშჯულოებაი და სიცრუვე და შრომაი შორის მათსა.
11. და არა მოაკლდა უბნებსა მისსა აღნადგინები და ზაკვაი.
12. რამეთუ მტერმან თუმცა მაყუედრა, მო-მცა-ვითმინე მისი და მოძულე თუმცა ჩემი ჩემ ზედა მდიდრად იტყოდა, და-მცა-ვემალე მისგან.
13. ხოლო შენ, კაცო, მოყუასო ჩემო, წინამძღუარო ჩემო და მეცნიერო ჩემო;
14. რომელმან ერთბამად შენდა და ჩემდა დაატკბენ ჭამადნი, რამეთუ ვიდოდეთ ჩუენ ერთგულებით სახლსა ღმრთისასა.
15. მოვედინ სიკუდილი მათ ზედა და ცოცხლივ შთახდენ იგინი ჯოჯოხეთად; რამეთუ უკეთურებაი იყო სამკვიდრებელსა შინა მათსა და შორის მათსა.
16. მე ღმრთისა მიმართ ღაღად-ვყავ და უფალმან ისმინა ჩემი.
17. მწუხრი, დილეულ და სამხრად მიუთხრობდე და ვიტყოდი და ესმეს ხმისა ჩემისაი.
18. იხსნეს სული ჩემი მშვიდობით მახლობელთაგან ჩემთა, რამეთუ მრავლობით იყვნეს იგინი ჩემ-თანა.
19. ესმეს ღმერთსა და დაამდაბლნეს იგინი, რომელ-იგი წინავე იყო საუკუნეთა; რამეთუ არა არს მათდა ნაცვალ, არცა შეეშინა მათ ღმრთისა.
20. მიყო ხელი მისი, რაითამცა მიაგო მათ, რამეთუ მათ შეაგინეს შჯული მისი.
21. განიყვნეს იგინი რისხვითა პირისა მისისაითა და მიეახლნეს გულნი მათნი. ლბილ იქმნეს სიტყუანი მათნი უფროის ზეთისა და იგინი იყვნეს ვითარცა ისრის პირნი.
22. მიუტევე უფალსა ზრუნვაი შენი და მან გამოგზარდოს შენ; და არა სცეს შერყევაი უკუნისამდე მართალსა.
23. ხოლო შენ, ღმერთმან, შთაჰხადნე იგინი მღვიმესა მას განხრწნისასა; კაცთა მოსისხლეთა და მზაკუვართა ნუ განაზოგნენ დღენი მათნი? ხოლო მე უფალო შენ გესავ.

ფსალმუნი 90-ე

1. რომელი დამკვიდრებულ არს შეწევნითა მაღლისაითა, საფარველსა ღმრთისა ზეცათასა განისვენოს.
2. ჰრქუას უფალსა: ხელის აღმპყრობელი ჩემი ხარ შენ და შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი, და მე ვესავ მას.
3. რამეთუ მან გიხსნეს შენ საფრხისა მისგან მონადირეთასა, და სიტყვისა მისგან განსაკრთომელისა.
4. ბეჭთ საშუალითა მისითა გფარვიდეს შენ, და საგრილსა ფრთესასა მისთასა ესვიდე, საჭურველად გარემოგადგეს შენ ჭეშმარიტება მისი.
5. არა გეშინოდეს შიშისაგან ღამისა, და ისრისაგან, რომელი ფრინავნ დღისი.
6. ღუაწლისაგან, რომელი ჰვალნ ბნელსა შინა, შემთხვევისაგან და ეშმაკისა შუა-დღისა.
7. დაეცნენ მარცხენით შენისა ათასეულნი, და ბევრეულნი მარჯვენით შენისა, ხოლო შენ არა მიგეახლნენ.
8. ხოლო შენ თვალითა შენითა ხედვიდე და მისაგებელი ცოდვილთაი იხილო.
9. რამეთუ შენ, უფალი, ხარ სასო ჩემდა და მაღალი გიყოფიეს შესავედრებელად შენდა.
10. არა შევიდეს შენდა ძვირი, და გვემა არა მიეახლოს საყოფელთა შენთა.
11. რამეთუ ანგელოსთა მისთადა უბრძანებიეს შენთვის, დაცვა შენთა ყოველთა შინა გზათა შენთა.
12. ხელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერხი შენი.
13. ასპიტსა და ვასილისკოსსა ზედა ჰხვიდოდე, და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი.
14. რამეთუ მე მესვიდა, და ვიხსნა იგი და დავიფარო იგი, რამეთუ იცნა სახელი ჩემი.
15. ხმა-ჰყოს ჩემდამო, და მე ვისმინო მისი, და მისთანა ვიყო ჭირსა შინა, ვიხსნა იგი, და ვადიდო იგი.
16. დღეგრძელობითა განვაძღო იგი, და უჩუენო მას მაცხოვარებაი ჩემი.

დიდება, აწდა...

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო,
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო,
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

პირველი ტროპარი

დიდება

მეორე ტროპარი

აწდა

ღმრთისმშობლისა:

რამეთუ არა მაქუა ჩუენ კადნიერებაი მრავალთაგან შეცოდებათა ჩუენთა, არამედ შენგან შობილსა ევედრე ღმრთისმშობელი ქალწულო, რამეთუ ფრიად შემძლებელ არს ვედრებად დედა ძისა მიმართ შეწყალებად მვედრებელთა მისთა, ნუ შეურაცხ-ჰყოფ ოხასა ჩუენ ცოდვილთათვის ყოვლად-წმიდაო, რამეთუ მოწყალე არს და ცხოვრებად ჩუენდა შემძლებელ, რომელმანცა ჯვარსა ზედა ვნება ნებსით თავს იდვა ჩუენთვის.

მჰსთვად მეწიენ ჩუენ წყალობანი შენნი უფალო, რამეთუ დავგლახაკენით ჩუენ ფრიად, შემეწიენ ჩუენ ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, დიდებისათვის სახელისა შენისა. უფალო მიხსენ, და მილხინენ ჩუენ ცოდვათა ჩუენთაგან სახელისა შენისათვის.


წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ; უფალო გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან; მეუფეო შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი, სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

(რამეთუ შენი არს სუფევა… - მღვდელი)

ამინ.

კონდაკი

უფალო შეგვიწყალენ (40-ჯერ).

რომელი ყოველსა დღესა, და ყოველსა ჟამსა, მარადის ცათა შინა და ქუეყანასა ზედა თაყუანისიცემები და იდიდები, ქრისტე ღმერთო, ცხოველო, სულგრძელო და მრავალ მოწყალეო, რომელსა მართალი გიყვარს, და ცოდვილთა ჰსწყალობ, რომელმან ყოველთა გვიწოდე ცხოვრებად აღთქმითა მით ყოფადთა კეთილთა შენთათა, შენ, უფალო, შეიწირე ლოცვაი ჩუენი ჟამსა ამას, წარმართე ცხოვრებაი ჩუენნი მცნებათა შინა შენთა, სულნი ჩუენნი წმიდა-ჰყუენ, ხორცნი უბიწოდ, გონებანი განგვიწმიდენ, და გულის-სიტყვანი განგვიმართლენ, და გვიხსენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა ძვირთა და სალმობათაგან, და შეგვზღუდენ ჩუენ წმიდათა ანგელოზთა შენთა მიერ, რათა დაბანაკებითა მათითა დაცულნი და ძღვანებულნი, მივიწივნეთ ერთობასა სარწმუნოებისასა, და მეცნიერებასა უხილავისა დიდებისა შენისასა, რამეთუ კურთხეულ-ხარ შენ უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება, აწდა.

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

სახელითა უფლისათა პატიოსანო მამაო, გვაკურთხენ

(მღვდელი)

ამინ.

ღმერთო და უფალო ძალთაო, და ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედო, რომელმან სიტკბოებითა მიუწთომელისა მოწყალებისა შენისათა, მხოლოდ შობილი ძე შენი, და უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, გარდამოავლინე ცხოვრებისათვის ჩუენისა, და პატიოსნითა ჯუარითა მისითა ხელით წერილი ცოდვათა ჩვენთა განხეთქე, და შემუსრენ მის მიერ მთავრობანი და ხელმწიფებანი ბნელისანი, შენ მეუფეო კაცთ-მოყვარეო, შეიწირე ჩუენ ცოდვილთა სამადლობელი ესე და სავედრებელი ჭრტინვაი, და მიხსნენ ჩუენ ყოვლისაგან ცთომილებისა, და საცთურიანისა ბნელისა, და ყოველთა ბოროტისყოფად მეძიებელთა ჩუენთა, უხილავთა მტერთაგან, განმსჭვალენ შიშითა შენითა ხორცნი ჩუენნი და ნუ მისდრეკ გულთა ჩუენთა სიტყვათა მიმართ გინა გულის სიტყვათა უკეთურებისათა, არამედ სურვილითა შენითა მოსწყლენ სულნი ჩუენნი, რათა მარადის შენდა მომართ აღმხილველნი თვალითა და შენ მიერითა ნათლითა განათლებულნი, შენ მიუწთომელისა ნათლისა მოვივლტოდეთ, დაუცხრომელად აღსარებასა აღვავლენდეთ და მადლობასა შევსწირვიდეთ შენდა, შენ დაუსაბამოისა ნათლისა მამისა, მხოლოდ შობილისა ძისა შენისა, და ყოვლად-წმიდისა სულისა შენისა, აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.