სავედრებელი პარაკლისი ღირსი მამისა ჩუენისა
წმიდისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა აღმსარებელისა და სალოსისა

მღდელი: კურთხეულ არს-ი

და უკეთუ ერისკაცია, იტყჳს: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკჳდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს.

უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაჲ...

ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოჲ. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიჴსენე დღეთა პირველთაჲ, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ჴელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაჲ ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა. მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიჴსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაჲთა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათჳს, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაჲ შენი ვარ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

მღდელი: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.

გუნდი: მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
გუნდი: მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაჲთა ვერეოდე მათ.
გუნდი: მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
გუნდი: მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

 

ტროპარი

საღმრთოჲსა ქუხილისა საყჳრო სულიერო და ჴმამაღალო ქადაგო სიყუარულისაო, მოწამეთა მსგავსად მოღუაწეო და განსაცდელთა შინა მყოფთა მსწრაფლ შემწეო, ქართველთა სიქადულო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სხუაჲ ტროპარი

ჯუარცმითა და ღუაწლითა შენითა სულნი კაცთანი მოიმკუენ სასუფევლისათჳს ღმრთისა, უღმრთოთა წინაშე, ვითარცა უჴორცოჲ, უშიშად აღიარებდი ღმერთსა და სისხლითა და ცრემლითა დაამტკიცებდი სასუფეველსა, სიმდაბლჱ შეიმოსე, ვითარცა სამოსელი ნათლისაჲ და წუთისოფლისა ზრახვანი უძლეველად დაამჴუენ სალოსობითა შენითა, სიქადულო ქართველთა ერისაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე შენგან შეყუარებულსა ჯუარცმულსა ღმერთსა, იესუ ქრისტესსა, შეწყალებად და ცხოვნებად სულთა ჩუენთათჳს.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გჳჴსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგჳცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იჴსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

 

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უსჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაჲ ჩემი მე უწყი, და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღჴოცენ. გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

გალობაჲ 1, უგალობდითსა, ჴმაჲ 3 გვერდი

ძლისპირი: წამის ყოფითა, ღმერთო, ბუნებანი მდინარენი ზღუდედ აღამაღლენი და მათ შორის განიყვანე ერი ისრაელთაჲ ჴმელად, და გალობდა გალობასა ძლევისასა.

წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

შური გაქუნდა შენ, წმიდაო ბერო, მართლისა ამის სარწმუნოებისა და განვრცობისათჳს სიყუარულისა, და გვიჩვენე გზაჲ კეთილად მსახურებისაჲ.

წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

სიწმიდითა გულისაჲთა იქმენ რაჲ სამკჳდრებელ სულისა წმიდისა, სურნელებაჲ ლოცვათა შენთაჲ, ღირსო, ვითარცა კეთილი საკუმეველი, მარადის აღიწეოდა ღმრთისა მიმართ.

წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

გამობრწყინდი შორის ყოველთა წმიდასა მოკლებასა შინა ჭეშმარიტებისასა ჟამთა მათ უსჯულოთა, ნეტარო ბერო, და განანათლე ერი შენი ღუაწლითა თჳსითა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვითარცა მოგიღებიეს ღმრთისაგან კადნიერებაჲ მეოხებად ცოდვილთა, აწ გევედრები შენ, წმიდაო ბერო, რაჲთა იჴსნე სული ჩემი საწყალობელი მონებისაგან ცოდვისა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დაჴსნდა წყევაჲ ევაჲსი, პირველისა მის დედისაჲ, რაჟამს უსძლომან შვა უაღრესი ბუნებათაჲ, ხოლო ერი მორწმუნეთაჲ, ვითარცა ღირს არს, სამართლად ადიდებენ.

 

გალობაჲ 3, განძლიერდასა

ძლისპირი: ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, ყოვლისა დამბადებელო, რომელმან სიტყჳთ დაამყარენ ცანი მაღალნი, ყოვლით ძალით მათით და სულითა მით საღმრთოჲთა დამამტკიცენ ჩუენ ერთობით კლდესა ზედა სარწმუნოებისასა.

წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

სიყრმითგანვე იყავ შენ მდაბალ და ყოვლადვე-განშორებულ ჩუეულებისაგან ყრმათა სილაღისა, ხოლო აღიზარდე რაჲ, ღირსო, ევლტოდე სიჭაბუკისა გულის თქუმათა და იყავ შენ განმზადებულ ყოვლისავეთჳს საქმისა კეთილისა.

წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ვეშაპი მაცთური საოცრებისა ხილვითა გეწყო ბრძოლად ყრმასა მას სულ მცირესა, გარნა შენ ზეგარადამოჲთა ძალითა დასთრგუნე ძალი იგი ეშმაკისაჲ, აწცა თანა-წარგუჴადენ მის მიერ აღძრულნი განსაცდელნი მვედრებელთა შენთა.

წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

სახლი მშობელთა შენთაჲ, ვითარცა უცხოსა გაქუნდა და იქცეოდი რაჲ მას შინა სახითა გლახაკისაჲთა, ქრისტეს ტრფიალებითა მოწყლულმან შეიმოსე ჯუარი მისი, ნეტარო, და შეუდეგ კუალთა მისთა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ზეობასა მას ღმრთისმბრძოლთასა აღეტყინე რაჲ ზეცისა სურვილითა, დაუცხრომელად მუშაკობდი აღშენებად უფლისა სავანისა, და სამ-გზის დაგირღვევდენ რაჲ შენებულსა, კუალად აღაგებდი უკეთესსა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მჴსნელო ჩუენო იესუ, ვედრებითა მშობელისა შენისაჲთა მშჳდობაჲ სოფელსა მოჰმადლე, და ძლევაჲ ჯუარითა მოეც ერსა ჩუენსა ღმრთისმოყუარესა მტერთა ზედა ურწმუნოთა, და მორწმუნენი ღირს-მყვენ შენდობასა.

 

მიჴსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოჳვლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

მღდელი: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტესმოყუარისა მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს).

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღუდელოესისა (აქა მოიხსენეთ სახელდებით, ვინც გენებოთ) და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა შეიწყალოს მონა ანუ მჴევალი (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით). განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი და იჴსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხჳსა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ჴორცთაჲსა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთათჳს.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

წარდგომაჲ

გიხილა რაჲ მჴურვალედ შესრული მოღუაწებასა, მრავალ ფერი ეგე განსაცდელი შეგამთხვია შენ ეშმაკმან, რაჲთა განაქარვნეს მჴურვალებაჲ შენი, და მიუშვა იგი ღმერთმან, ვითარცა იგი იობს ზედა მართალსა. და შენცა განმზადე რაჲ თავი თჳსი განსაცდელთა მიმართ - მრავალგზის შეგემშია და მოგეწყურა; დაშუერ; მოკიცხვაჲ და ყუედრებაჲ თავს იდევ; პყრობილ-იქმენ; სამშჯავროდ წარსდეგ და იგუემე, და ღმრთისმბრძოლთა წინაშე კადნიერად აღიარე ქრისტე; მას ევედრე აწ ჴსნად ჩუენდა ჭირთაგან, ღმრთივსანატრელო გაბრიელ, რომელნი საჴსენებელსა შენსა აღვასრულებთ.

 

გალობაჲ 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: მოხვედ ჩუენდა, ქალწულისაგან არა ანგელოზი, არამედ თჳთ უფალი, განჴორციელებული ღმერთი, და მიჴსნენ ჩუენ ყოვლითურთ, რომელნი ვღაღადებთ: დიდებაჲ ძალსა შენსა.

წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

დიდი ჭირი და იწროებაჲ მოაწიეს რაჲ ეკლესიათა და მორწმუნეთა, მბრძოლთა მათ ღმრთისათა, მრავალნი იძულებით განიძარცუვიდეს სქემასა მონაზონებისასა, ხოლო შენ აღირჩიე სრბაჲ იწროსა მას გზასა, და შეუძრველად ჰგიებდი მართალსა ზედა აღსარებასა.

წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ჟამსა მას უღმრთოთა მძლავრებისასა, ჭაბუკი, ვითარცა მჴცოვანი და ბრძენი, სულგრძელებითა დაითმენდი საღმრთოჲსა სიყუარულისა განძარცვასა და სიმდაბლითა იტჳრთავდი შეურაცხებასა.

წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

აღგკვეცეს რაჲ მცირესა სქემასა, ღირსო, გიწოდეს სახელი გაბრიელ ათონელისაჲ, რომელსაცა შეერთე ახალი ესე მოღუაწჱ, ნუგუეშინის-საცემელად ივერთა ერისა და მიემსგავსე მას მონაზვნებრივითა უპოვარებითა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

იქმენ რაჲ ჴელდასხმულ მღდელ-მონაზონად, ქადაგებდი მართლმადიდებლობისა ყოვლად-უბიწოსა სარწმუნოებასა, და ნათელ-სცემდი რაჲ ერსა შენსა, დანთქმულსა წყუდიადსა შინა წარმართობისასა, ასწავებდი დამარხვად მცნებათა ღმრთისათა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჭეშმარიტო ღმრთისა დედაო, ევედრე შენ, ძესა შენსა დამბადებელსა, რაჲთა მიმიძღუეს ჩუენ ნავთსადგურად მყუდროდ და განმარინნეს დანთქმისაგან ცოდვათა ჩუენთასა.

 

გალობაჲ 5, ღამითგანსა

ძლისპირი: სული მაცხოვარებისაჲ, უფალო, რომელ-იგი მიუდგა გულსა შინა პირველთა წინაჲსწარმეტყუელთასა და იშვა ქუეყანასა, მან მაუწყა ჩუენ მოსლვაჲ შენი ქუეყანად მორწმუნეთა ცხორებად, და აწ განათლებულნი გალობით გადიდებთ.

წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

მრავალგზის შეგემთხვევოდა რაჲ უღმრთოთაგან შეურაცხებაჲ, წარხვედ ბეთანიად, სადა მკჳდრ იყუნეს სასწაულთმოქმედნი მამანი: გიორგი იოანესა თანა, და განგსწავლნეს რაჲ კეთილად მსახურებითა, განძლიერდი და ქრისტჱს მიერ მოგენიჭა მადლი დაფარულთა ცნობისაჲ.

წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ხედვიდი რაჲ ერსა შენსა ურწმუნოებასა შინა, განხურდი ქრისტეს სიყუარულითა, რამეთუ ჰმსახურებდენ დაბადებულთა და არა დამბადებელსა, რომელი-იგი კურთხეულ არს უკუნისამდე, და აღუდევ ცეცხლი და დასწუენ საძაგელი იგი სახებაჲ კაცისა მის ღმრთისმბრძოლისაჲ.

წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

შეგიპყრეს და წარგადგინეს რაჲ წინაშე მძლავრთა, სთქუ კადნიერად: `არა უხმს დიდებაჲ მძორსა მას კაცისასა, არამედ მაცხოვარსა, მკუდრეთით აღმდგარსა~, და ამხილებდი ძალითა სულისაჲთა, გარნა არცაღა შეიწყნარეს ჭეშმარიტებაჲ უგუნურთა მათ და შეგაყენეს დილეგსა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვერცა გუემათა და არცაღა შიშმან სიკუდილისამან შეუძლეს განშორებად შენდა სიყუარულისაგან ჭეშმარიტისა ღმრთისა, რამეთუ ურიცხუნი წყლულებანი თავს ისხენ და ვითარცა ოქროჲ, გამოიხურვე ბრძმედსა მას შინა განსაცდელთასა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ცანი და ქუეყანაჲ განათლდეს შენ მიერ, უქორწინებელო დედაო იესუჲსო, რამეთუ გამოგჳბრწყინვე შენ ნათელი დაუშრეტელი, ღმერთი ყოველთაჲ, რომელმან ბნელსა შინა შეყენებულნი მიჴსნნა და ზეცისა სასუფეველისა მკჳდრად გჳჩინნა.

 

გალობაჲ 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: დანთქმული ღელვათა სოფლისა ამის განსაცდელთა ნავითა ცოდვისაჲთა შთავრდომილი და მიგდებული მჴეცსა სულთა მომსრველსა, გიღაღადებ: ვითარცა იონა იჴსენ განჴრწნისაგან და სიკუდილისა, ეგრეთცა მიჴსენ მე, ქრისტე.

წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

რომელნი ეგე პირველ სიცოფითა იქადოდეს, განძჳნდეს მოკლვად შენდა, არამედ ლოცვითა და ვედრებითა შენითა ღმრთისა მიმართ, განცრუვდა სილაღჱ მათი, ნეტარო, და ქრისტემან, კლდემან სიმტკიცისამან დაგიფარა საკჳრველად.

წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

მანქანათა უღმრთოებისათა ვერ შეუძლეს შერყევად სარწმუნოებისა შენისა სიმტკიცისა, და განგაწესეს რაჲ შლეგთა და შეურაცხთა თანა, მოიწინეს შენ ზედა ურიცხვნი განსაცდელნი, რომელნი-იგი არავინ იცნის თჳნიერ ღმრთისა.

წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

განგიტევეს რაჲ შუამდგომლობითა ეფრემ პატრეარქისაჲთა, კუალად იწყე მსახურებაჲ სიონსა, გარნა დაყენებულ იქმენ მსახურებისა და ზიარებისაგან ხელისუფალთა მძლავრებითა, და ვითარცა გლახაკი უსადგუროჲ, საფლავთა და ქუაბთა შინა იყოფოდი და ითხოვდი საფასესა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

საცთურისა ვერ დამთმენელი და ფრიად მოყუარჱ მოყუასისა, უღმრთოებისათჳს ამხილებდი ერსა შენსა, რაჲთამცა არა მოიწიოს მას ზედა სასჯელი ღმრთისაჲ, მას ევედრე აწ, გჳჴსნნეს ჩუენ ცოდვათაგან ბოროტთა და დაგვიფარნეს საბრჴისაგან მტერისა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

წინაჲსწარ მოასწავა საიდუმლოჲ შენი, ქალწულო, პირველ კიდობანმან შჯულისამან, შემწყნარებელმან საღმრთოთა წერილთამან, და ტაკუკმან ოქროჲსამან, სამკჳდრებელმან მანანაჲსამან და კუერთხმან.

 

მიჴსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოჳვლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

მღდელი: მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.

მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.

მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროჲსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფჱ მშჳდობისაჲ, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაჲ, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

კონდაკი

ვითარცა სათნომან ღმრთისამან და სარწმუნომან, სიფიცხჱ იგი ბერობისაჲ აღირჩიენ უფროჲს სოფლისა სიტკბოებათა და აღიწიე რაჲ თავსა სრულებათასა, სიბრძნჱ შენი დაჰფარე სალოსობითა და ვითარცა აღმსარებელი, დღითიდღე იღუწიდი სადიდებელად ღმრთისა, მას ევედრე აწ დაუცხრომელად ჴსნად ჩუენდა ყოვლისაგან სენისა და განსაცდელისაგან ბოროტისა, რაჲთა გიღაღადებდეთ შენ, ღირსო გაბრიელ: გიხაროდენ, მფარველო მოსავთა შენთაო!

იკოსი

სიმჴნით აღიღე რაჲ ფარი სარწმუნოებისაჲ, შეჭურვილ იყავნ მარხვითა, ლოცვითა და სხჳთაცა ბევრეულითა ღუაწლითა და ქრისტჱსთჳს სულელობითა შენითა ქადაგებდი რაჲ სახარებასა, დაითმენდი მრავალთა განსაცდელთა და მრჩობლი გჳრგჳნი აღმსარებლობისაჲ და სალოსობისაჲ მოიღე ღმრთისაგან; აწ გვითხოვე მისგან ცოდვათა და უსჯულოებათა ჩუენთა შენდობაჲ, წმიდაო ბერო გაბრიელ, რაჲთა ღირს-ვიქმნნეთ დიდებასა მისსა.

 

მღდელი: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომა ჴმაჲ 4

პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.

მუხლი: უგალობდეთ ღირსნი მისნი უფალსა.

მღდელი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.

მღდელი: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

გუნდი: ამინ.

მღდელი: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელი: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშჳდობაჲ ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღდელი: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

მღდელი: მოხედენ.

 

სახარებაჲ ლუკასი

ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა, ნეტარ-ხართ გლახაკნი სულითა, რამეთუ თქუენი არს სასუფეველი ღმრთისაჲ. ნეტარ-ხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განჰსძღეთ. ნეტარ-ხართ რომელნი ჰსტირთ აწ, რამეთუ იცინოდეთ. ნეტარ-იყუნეთ რაჟამს მოგიძულნენ თქუენ კაცთა და ოდეს გამოგასჴნენ და გაყუედრებდენ და განჴადონ სახელი თქუენი, ვითარცა ბოროტთაჲ ძისათჳს კაცისა. გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყუენით, რამეთუ აჰა, ესერა სასყიდელი თქუენი მრავალ - არს ცათა შინა.

 

გუნდი: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა წმიდისა მამისა ჩუენისა გაბრიელისაჲთა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა, აღჴოცენ უსჯულოებანი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

 

გერი: ეჰა, რავდენი დიდებული ქმენ სიყუარულისათჳს ღმრთისა, რამეთუ მოკიცხვაჲ და ყუედრებაჲ თავს იდევ და ჭირითა და ღუაწლითა აღასრულე რაჲ მოქალაქობაჲ ამის საწუთროჲსაჲ, არაჲვე დაუტევენ მოსავნი შენნი აღთუმისაებრ შენისა, არამედ ვითარცა არწივი ფრთივ-მალჱ მოვლი ყოველსა სოფელსა, განსაცდელთაგან იჴსნი ურვათა და კრულებათა შინა მყოფთა და კურნებასა მიანიჭებ მთხოველთა.

 

მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკჳდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაჲ ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაჲ, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაჲთა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაჲთა, ძლიერებითა ჯუარისა ვაზისაჲთა; მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაჲთა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინაჲსწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანესითა, წმიდისა წინასწარმეტყუელისა ილია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა, წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა და მატათასითა; წმიდისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოჲსითა, წმიდა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაჲსითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაჲთა, წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და წმიდისა საკჳრველთმოქმედისა მამისა ჩუენისა სპირიდონისა, ტრიმიფუნტელი ეპისკოპოსისაჲთა; წმიდისა ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარად მფარველთა მისთა. წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა: წმიდისა მთავარმოწამისა ძლევაშემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარჱსა და მარინჱსითა; წმიდათა დიდებულთა მოწამეთა არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინჱსა და წმიდისა დიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისაჲთა; წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაჲთა; წმიდისა მღდელ-მოწამისა ნეოფიტე ურბნელისა და წმიდისა დიდისა მოწამისა აბო ტფილელისაითა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა და გრიგოლ ხანძთელისაჲთა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანესი, გაბრიელისა, იოვანე-თორნიკყოფილისა, ეფთჳმისა და გიორგისაჲთა, წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, აშოტ კურაპალატისა, დავით აღმაშენებელისა და სოლომონისაჲთა; წმიდისა და კეთილმსახურისა მეფისა თამარისითა, წმიდათა კეთილად მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: არჩილ, დემეტრე, შუშანიკ, ქეთევან და ლუარსაბისაჲთა; წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა; წმიდისა ილია მართლისაჲთა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისმშობელისა იოაკიმ და ანნაჲსითა; (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი) და წმიდისა არქიმანდრიტისა, ღირსისა მამისა ჩუენისა გაბრიელისა, აღმსარებელისა და სალოსისა, და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაჲ, და შეგჳწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

მღდელი: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

გალობაჲ 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: ყრმათა ბაბილონს საჴუმილსა მას შინა ცუარი ეცურია ზეგარდამოჲ. ღმრთისა მიერ ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ-ხარ, უფალო მამათა ჩუენთაო, ღმერთო უკუნისამდე.

წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

საღმრთოჲთა გულისჴმისყოფითა გიხმო რაჲ პატრიარქმან საკურთხეველსა შინა, გაზიარნა და განგიტევა სამთავროს მონასტერსა, ხოლო შენ დაეყუდე რაჲ მცირესა სენაკსა ფრიად სიგლახაკესა შინა, შესწირვიდი მსხუერპლსა უსისხლოსა და ქადაგებდი საკჳრველად.

წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

მოქალაქჱ ზეცისა იერუსალჱმისაჲ დაემკჳდრე ახალსა იერუსალჱმსა, სამეუფოჲსა ქალაქსა მცხეთას - მახლობლად მაყვლიანსა, სადა იგი იერუსალჱმით მოიწია ნინო, ქრისტჱს მხევალი და ილოცვიდა რაჲ, მოაქცივნა ქართველნი ჯუარითა ცხოველითა.

წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

გარდახვედ რაჲ გოდოლსა მირიანისასა, განაშუენე იგი წმიდათა ჯუართა მიერ და ხატთა, რომელთაცა ეძიებდი და კაზმავდი ჴელითა შენითა, და მრავალთა ამხილებდი და განსწავლიდი წყობასა მტერთა მიმართ უხილავთა და ხილულთა, და დედათა განაკრძალებდი ლოცვასა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ქრისტჱსთჳს სულელ იქმენ შენ და აღიღე რაჲ ორკეცი ღუაწლი: დაყუდებისაჲ და სალოსობისაჲ, ბრძენი ეგე შერაცხილ იყავნ უგუნურად და იქმენ შენ საქიქელ სამღდელოთაგან და ერთა, გარნა აწ დადგრომილ ხარ წმიდანად ივერთა ეკლესიისა და გაქუს მადლი მორწმუნეთა შეწევნისაჲ, ვინაჲცა აღვიძრვით ქებად ღუაწლისა შენისა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გიხაროდენ შენ, ასულო ადამისო, გიხაროდენ, სძალო ღმრთისაო, გიხაროდენ, მშობელო მაცხოვრისაო, რომელმან დაიტიე შემოქმედი შენი, მეოხ-გვეყავ მარადის.

 

გალობაჲ 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: შეუწუელმან მაყუალმან სინას აუწყა ღმერთი მოსეს, ჴმითა წულილსა და ენა-მძიმესა, და შურმან საღმრთომან ყრმანი იჴსნნა საჴუმილისაგან და გალობით ღაღადებდეს: ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს ღმერთსა და უფალსა, უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ვითარცა დავით დაიმდაბლა თავი თჳსი და თქუა შემუსრვილითა გულითა: `მატლ ვარ და არა კაც, საყუედრელ კაცთა და შეურაცხ ერისა~; ეგრეთცა გვიჩუენე ჩუენ სიმაღლჱ სიმდაბლისაჲ, და ვითარცა შეურაცხი, ლოთი და ურგები, ძაღლსა მაცხოვარისასა უწოდდი თავსა თჳსსა, რაჲთა არცაღა განითქუე სათნოებითა და სიწმიდითა.

წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

მარადის გლოასა შინა იყავ, ნეტარო, და ჴსენებასა მას საუკუნოჲსა სასჯელისასა და კუბოსა შინა, ვითარცა მკუდარი განრთხმული ცრემლთაცა გარდამოსთხევდი თუალთაგან, რამეთუ პირველთა მათ მამათა მიბაძჳთა ამასვე სოფელსა დაიტირდი თავსა თჳსსა.

წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

არავინ ყოფილ არს მამათა ჩუენთაგანი მსგავს შენდა, ჵ, ბერო საკჳრველო, რამეთუ მოცემულ გაქუნდა შენ სიტყუაჲ სიბრძნისაჲ და მეცნიერებისაჲ სულისაგან წმიდისა, და მადლი შეწევნისაჲ და წინაჲსწარმეტყუელებისაჲ და კუალადცა აღმატებული ნიჭი სიყუარულისაჲ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

დაფარულსა საიდუმლოსა, ვითარცა ცხადსა ჰხედევდი, წმიდაო, ხოლო მომავალი სარწმუნოდ უწყოდი, და ყოველივე თქმული შენი ჭეშმარიტ-არს, აწ მოგუეც ჩუენ გული გონიერი და ბრძენი, გულისხმის-ყოფად კეთილისა და ბოროტისა, რაჲთა წარმწყმედელთა გზათაგან განვერნეთ და წარვემართნეთ გზასა მას ჭეშმარიტსა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სამთა მათ ყრმათა ბაბილონს საჴუმილსა შინა სამებასა თაყუანის-სცეს და შეურაცხ-ყვეს ხატი იგი ოქროჲსაჲ, და ცუარითა სხურებულნი გალობითა ღაღადებდეს: ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს ღმერთსა და უფალსა, უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

 

გალობაჲ 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: მტჳრთველმან გამოუცდელმან უხრწნელებისამან, სიტყუასა დამბადებელსა ავასხა ბუნებათა. მოვედ, უბიწოო ქალწულო, ღმრთისმშობელო, შენგან შობილსა თანა მასწავე მორწმუნეთა, რაჲთა ღირს ვიქმნეთ ჩუენ დიდებად შენდა.

წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

დასნეულდი რაჲ, მადლითა განღმრთობილო, დაითმენდი მწარეთა სალმობათა, და გემცნო რაჲ დღჱ საწუთოჲთგან განსლვისა შენისაჲ, აკურთხევდი სამწყსოსა და ილოცვიდი წინაშე ხატისა მის ნიკოლოზ მღდელთმთავრისა, ევედრებოდი რაჲ ერისათჳს შენისა და მამულისა.

წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

შეჰვედრე რაჲ სული შენი უფალსა, შეერთე სიმრავლესა მას წმიდათასა, და ძუელთა მათ ბერთაებრ ჭილოფსა წარგრაგნილი დაგფლეს სამთავროს ეზოსა შინა, გარნა პატივი სიწმიდისაჲ არცა სიკუდილისა მიერ განგეშორა, ღირსო, და სამარხოჲ შენი იქმნა უძლურთათჳს, ვითარცა საუნჯჱ მადლისაჲ და წყაროჲ კურნებისაჲ.

წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

აწ არა თუ ღმრთისა მორწმუნენი და მოსავნი, არამედ უდებნი და მცირედ მორწმუნენი მოისწრაფვენ მიმთხვევად სისხლისა შენისა, ღირსო, ჭურჭელსა შინა კუალად უხრწნელად დაცულისა, და გევედრებიან რაჲ წყალობასა, მარადის ისმენ ვედრებასა მათსა და მისცემ ლხინებასა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ხედვიდეს რაჲ მღდელთმთავარნი საფლავსა შენსა საკჳრველსა, კურნებათა აღმომადინებელსა, და სასწაულთა აურაცხელთა, რომელნი იქმნებოდა მადლითა შენითა, ჴმამაღლად გადიდეს, ვითარცა საკჳრველთმოქმედი მამაჲ უკანაჲსკნელისა ამის ჟამისაჲ, და საჴსენებელად და საუკუნოდ ნეტარებაჲ და ქებაჲ შენი განგვიწესეს.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ძუელი შჯული მოგასწავებს, ქალწულო წმიდაო, და ახალი აღგიარებს ღმრთისმშობლად, უსძლოო, და ჩუენ მორწმუნენი სარწმუნოებით ვიტყჳთ: მშობელო სიტყჳსაო, ვედრებად ნუ დასცხრები ღმრთისა მიმართ მოსავთა შენთათჳს.

 

ღირს არს ჭეშმარიტად, რაჲთა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

 

მღდელმან აკმიოს:

მკითხველი (ან ერისკაცი): ქრისტემან მოგცა შენ მადლი სასწაულთაცა საქმედ და ესრეთ პატივ გცა საწუთროსა ამას, ხოლო შემდგომად სიკუდილისა შენისა უფროჲს იდიდე წინაშე მისსა, პატივცემული აღმსარებელთა თანა და სალოსთა, საუკუნესა, აწცა მოგჳჴსენე წინაშე ღმრთისა და განსაცდელთაგან შეცული ერი შენი იჴსენი ოხითა შენითა.

იხარებს აწ ქართველთა ეკლესიაჲ ჴსენებასა შენსა და გვიწესს ყოველთა მორწმუნეთა, რაჲთა გნატრიდეთ შენ, მოშურნესა მჴურვალესა და ვნებათა თჳთმპყრობელსა, გლახაკთა წინა-მდგომელსა, და ცოდვილთა სულთა მძღუანსა, რამეთუ იქმენ შენ მსხუერპლ საღმრთოჲსა ქრისტჱს საკურთხეველისა და კადნიერად მეოხ-ხარ ჩუენ ყოველთათჳს.

იშვებდ აწ, ქალაქო სამეუფოო, განსცხრებოდე სავანეო დედათაო, და დღესასწაულობდ ქუეყანაო ქართლოსიანთაო, რამეთუ წყალობითა მოგვხედნა ქრისტემან ღმერთმან და მოგუმადლა ჩუენ აღმსარებელი მამაჲ და სალოსი ბერი შემწედ ჭირთა შინა, ნუგეშად მწუხარებათა, მკურნალად სნეულებათა და გამომჴსნელად ვნებათაგან.

შემოკრბით, ჵ, ერნო ქართველთანო, და შესხმითა სულიერითა უგალობდეთ წმიდასა და ახოვანსა ქრისტჱს მხედარსა გაბრიელსა, ვითარცა ქუეყანასა ზედა ქრისტეს მეორედ მოსვლისა მქადაგებელსა და ბილწისა მის ანტიქრისტეს წინა აღმდგომელსა.

დაღაცათუ საფლავმან დაგფარა შენ, ჵ, ყოვლად ქებულო გაბრიელ, საკჳრველებათა მათ აღმობრწყინვებითა ელვარობ წმიდისა მის სავანითგან ყოველსა ზედა ქუეყანასა და სულიერთა სულნელებათა მიჰფენ სულთა და გონებათა ჩუენთა, ვინაჲ ესე მოვისწრაფვით სამთავროსა, ნაწილთა შენთა საყოფელსა, რაჲთამცა ცხებითა მით ზეთითა კანდელისა შენისაჲთა აღმოვივსოთ კურნებაჲ სულთა და ჴორცთა ჩუენთა.

ჵ, ღუაწლისა მძლეო, წმიდაო გაბრიელ ბერო, შეგვაწყნარე მფარველსა ერისა ჩუენისასა, შენ მიერ შეყუარებულსა ქალწულსა ღმრთისმშობელსა, რაჲთა არა ვიქმნეთ საყუედრელ და საცინელ მტერთა ჩუენთა, არამედ მამულისა ჩუენისა კაცთა წესისაებრ, წმიდათა არსითა და ალილუიათი უგალობდეთ სამებასა განუყოფელსა და შეურყვნელსა:

 

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს.

უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაჲ...

გუნდი: ამინ.

 

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყჳს მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიჴსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გჳჴსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგჳღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაჲთა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაჲ ნათესავისა ქრისტეანეთაჲსა.

 

მღდელი: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა და მხევალთა შენთათა აქა მდგომარეთა და აქა მოხსენებულთა, უკეთუ გინდეს სახელდებით), რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე მონასტერი, (ანუ ეკლესიაჲ) და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მაჴჳლისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარეწარაქციოს რისხუაჲ, მარადღე ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხჳსაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (40-გზის).

მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორის, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

მღდელი: მერმე და მერმე მუჴლთმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: ამინ.

 

სავედრებელი ლოცვა

ჵ, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო! ბერთა სამკაულო, მღდელთა გჳრგჳნო და ანგელოზთა მოდასეო, ქართველთა ზესთამბრძოლო და ჭირთა შინა ურცხვენელო ჴელის აღმპყრობელო, ღმრთისა მიმართ მეოხო და ყოველთა უპოვართა, განწირულთა და სარწმუნოებითა შენდამი შევრდომილთა შესავედრებელო, ზღუდეო და საფარველო.

ჵ, თანამოდასეო აღმსარებელთა და სალოსთაო, ღირსო მამაო გაბრიელ! რომელმან აღირჩიე ცხორებაჲ ანგელოზებრივი და ზეობასა მას უღმრთოთასა შეიმოსე წმიდაჲ იგი სქემაჲ მონაზონებისაჲ, აწ შენმიერითა მეოხებითა და შეწევნითა მოგვანიჭე სიბრძნჱ, სიმჴნჱ და მძლეველობაჲ დაცვად მამულისა და სარწმუნოებისა ჩუენისა, რამეთუ ურიცხვნი მტერნი ჭეშმარიტებისანი ზაკულითა განზრახვითა შეთქუმულ არიან მართლმორწმუნეთა ზედა და ძალითა და ნიშნებითა სიცრუვისაჲთა იღუწიან, რაჲთა ერიცა საუფლოჲ განხრწნეს და გამოაჩინეს ერად ბნელისა, ხოლო ჩუენ ძილის დაჴსნილებასა მივცემივართ და ვერცაღა ძალ-გვიძს წინა-აღდგომად მათთა, არამედ გუაქუს მეოხებაჲ შენი ქრისტჱს მიმართ, რაჲთამცა ღირს-გვყოს წინაჲსწარმეტყუელებათა შენთა აღსრულებისა და მოგვცეს ჩუენ მეფჱ მირონცხებული მმართებელად და წინამძღურად, ვითარცა დავით ისრაელთა, რაჲთა კეთილად განაგებდეს და იურვოდეს ღმრთისმშობლისა წილხვედრსა ერსა ჩუენსა, მტჳრთველსა საუფლოჲსა ჯუარისასა ქუეყანასა ზედა, და აღადგენდეს მამულისა ჩუენისა ერთობასა და აღამაღლებდეს ღირსებასა და ძლიერებასა ქუეყანისა და ნათესავისა ჩუენისასა, რაჲთა არა ჰსთქუან ურიცხუთა მტერთა ჩუენთა, სადა არს ღმერთი მათი, რომლისა მიმართ აქუთ სასოებაჲ. ყოვლადძლიერითა მადლითა ლოცვისა შენისაჲთა დაიფარე და განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოჲს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მამაჲ ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონოზნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენნი ქრისტეანენი.

ჵ, წმიდაო მამაო ჩუენო, არქიმანდრიტო გაბრიელ! ვითარ იგი პირველ იღუაწე ჩუენთჳს მოციქულებრივითა შრომითა შენითა და მამობრივითა მოწყალებითა, ეგრეთცა აღთქმისაებრ შენისა ვსასოებთ გამოჴსნასა ჴელთუქმნელისა ანჩის ხატისასა და პატივად მისად სახელდებულსა საკათალიკოსოსა ტაძარსა შინა კუალად დაბრძანებასა, რაჲთა წინაუსწროდეს საკჳრველსა გამოჩინებასა აწყურის ჴელთუქმნელისა ხატისასა და დიდებულსა მობრძანებასა პორტაიტისასა - ვითარცა შეუორგულებელთა თავსმდებთა გამოჴსნისა ჩუენისათა სატანისა მაჴეთაგან და ბოროტისა მის ანტიქრისტეს საცთურისა და ბრძოლისაგან, ვითარ წინაჲსწარმეტყუელეს მისთჳს მამათა, რამეთუ დასასრულსა მას საუკუნეთასა ათონსა დაუტევებს და გამორჩევითა ივერიისაჲთა ბრწყინვალედ დიდებულ ჰყოფს მკჳდრთა მისთა, ხოლო აწ განძლიერებულ არს ზრახვაჲ იგი უსჯულოებისაჲ და წილხვედრი ერი ღმრთისმშობლისაჲ დაცემულ არს ცოდვითა და სიბოროტითა და ჩუენცა, უდებებისა მედგრობათაგან ძლეულნი, ვსძრწით მოსალოდებელისა მისთჳს დღისა დიდებით მეორედ მოსლვისა ქრისტჱსისა, გარნა შენ, წმიდაო, გვაშორე საღმრთოჲსა მშჯავრისა საშინელებაჲ უსჯულოებისა ჩუენისათჳს და მოწყალებითა შენითა გვითხოე ქრისტჱს მიერ ცოდვათა ჩვენთა ურიცხვთა მოტევებაჲ, მართლმადიდებლობით განათლებაჲ, კეთილთა საქმეთა მიერ განსუენებაჲ, სასუფეველსა ცათასა განბრწყინვებაჲ, ანგელოზთა თანა გალობაჲ, წმიდათა თანა სუფევაჲ, და შენ თანა დიდებაჲ და მადლობაჲ, რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

მღდელი: სიბრძნით ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი: დიდებაჲ შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

გუნდი: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის). გვაკურთხენ.

მღდელი: ქრისტემან, ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა დედისა თჳსისაჲთა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა და (წმიდისა, რომლისაცა იყოს ტაძარი), წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანაჲსითა, და ღირსისა მამისა ჩუენისა გაბრიელისა, აღმსარებელისა და სალოსისაჲთა, და ყოველთა წმიდათაჲთა შეგჳწყალნეს და გუაცხოვნნეს ჩუენ, ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყუარე.

გუნდი: ამინ.

 

ერისკაცმან: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა, წმიდისა საკჳრველთმოქმედისა მამისა ჩუენისა გაბრიელისა, და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.

 

ლოცვა ხატისა მთხვევასა ზედა:

ზეგარდამოჲთა ნათლითა ჰბრწყინავ, ჵ, ღირსო მამაო ჩუენო, საკჳრველთმოქმედო გაბრიელ, და საღმრთოჲთა ძალითა მოგუმადლებ სათხოვართა კეთილად აღსრულებასა, რომელნი ესე შევრდომითა ხატსა შენსა წმიდასა თაყუანის-ვჰსცემთ და მჴურვალედ გევედრებით: ნუ მიგვაქცევ აწ სირცხვილეულთა, არამედ შეგვეწიე, რაჲთა წინ აღუდგეთ ეშმაკისა სიცბილსა და კაცთა ბოროტებასა, ხოლო ერსა ჩუენსა მოჰმადლე ძლევაჲ მტერთა მიმართ მზაკუვართა და მართლაღსარებითა დამტკიცებული ეკლესიაჲ დაიცევ შეუძრველად.

სასოდ, სიმტკიცედ და სიქადულად წმიდაჲ და პატიოსანი ხატი შენი მოგჳგიეს და მოქენე ვართ შეწევნისა შენისა, ჵ, ქრისტეს მსახურო, სანატრელო გაბრიელ, აწცა გამომიჴსნენ სამწყსონი შენნი ესე, ყოველთა ურვათა და საცთურთაგან.

ავტორ-შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი