პარაკლისი ათონის ივერიის ღმრთისმშობლის ხატისა,
კარიბჭისად წოდებულისა

მღდელმან: კურთხეულ არს-ი.

უკეთუ ერისკაცია, იტყჳს: ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკჳდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს.

უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ...

უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოჲ. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიჴსენე დღეთა პირველთაჲ, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ჴელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაჲ ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა. მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიჴსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაჲთა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათჳს, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაჲ შენი ვარ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.
მუჴლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
მუჴლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაჲთა ვერეოდე მათ.
მუჴლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუჴლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

 

ტროპარი I, ჴმაჲ 1

სილაღჱ მოძულეთა ხატისა უფლისაჲთა და მძლავრებაჲ არაწმიდათა უღმრთოთაჲ, უმოწყალოდ დაემკჳდრა ნიკიას, და მოიწიეს სატანჯველად ქურივისა, ღმრთისმშობელისა ხატისა კეთილმსახურებითა პატივისმცემელისა, ხოლო მან ძითურთ თჳსით მიუბოძა ზღუასა ხატი იგი და ესრეთ ღაღად-ყო: დიდებაჲ შენდა, წმიდაო, ზღუაჲ მღელვარჱ მწე შენდა გექმნეს, დიდებაჲ მსვლელობასა შენსა, უხრწნელო.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ტროპარი II, ჴმაჲ 1

წმიდისაგან ხატისა შენისა, ჵ, დედოფალო ღმრთისმშობელო, სიმრთელენი და კურნებანი უხუად მოეცემიან ყოველთა სარწმუნოებითა და სიყუარულითა მისდა მოლტოლვილთა, ამისთჳს ჩემსაცა უძლურებასა მოხედენ და შეიწყალე სული ჩემი, სახიერო, ხოლო ჴორცით განმკურნე, მადლითა შენითა, ყოვლადწმიდაო.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გჳჴსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩვენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იჴსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უსჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაჲ ჩემი მე უწყი, და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღჴოცენ. გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალჱმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

გალობაჲ 1, უგალობდითსა, ჴმაჲ 4 გუერდი

ძლისპირი: ეტლთა მფლობელი ფარაო დაანთქა საკჳრველთმოქმედმან კუერთხმან მოსჱსმან, რომელმან გამოსახა სახჱ ჯუარისაჲ და განუპო ზღუაჲ მეწამული და ისრაელი იჴსნა განმავალი, მეტყუელი გალობასა უფლისასა: რამეთუ დიდებით დიდებულ არს.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.

აწცა მიითუალე ჩემმიერ მორთმეული ესე ვედრებაჲ, ვითარცა პირველ ძემან შენმან და ღმერთმან ჩემმან უფალმან შეიწირა ორნი იგი წულილნი ქურივისანი და ჴსნაჲ ცოდვათა ჩემთაჲ მომმადლე მე, რაჲთა მარადჟამს გადიდებდე შენ, ქალწულო პორტაიტისაო.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.

განბრწყინდა ათონი და იშუებს ივირონი, რამეთუ ანგელოზთა მიერ ზღჳთ მიბრძანდა საკჳრველი ხატი შენი, ნათლითა გამოუთქმელითა მოელვარჱ და შარავანდედითა მოწყალებისა შენისაჲთა ყოველთა განმანათლებელი.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

ყოვლად პატიოსანი ხატი შენი, მიიქუა რაჲ გაბრიელ მკერდსა ზედა, გიღაღადებდა შენ, დედოფალო, ჵ, ტკბილო დედაო, მეუფისა ქრისტჱსო, მფარველ ექმენ სავანესა შენსა, სიხარულად ყოველთა ქრისტეანეთა და თავსმდებ საუკუნოჲსა ცხორებისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მწე და მფარველ ექმენ, ქალწულო, სავანესა ივერიელთასა, რაჟამს დაანთქ ზღუასა შინა მჴედარნი ამირასნი ნავებითურთ მათითა, აწცა დაანთქ ძისა შენისა მოწყალებისა მორევსა ყოველნი ვნებანი და აურაცხელნი შეცოდებანი ჩემნი.

 

გალობა 3, განძლიერდასა

ძლისპირი: შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო, და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყუარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო, და განმაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო, კაცთ-მოყუარე.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.

რომელმან მრავალ-პატიოსანი ხატი შენი მიუბოძე ივირონსა, ეგრეთვე უნუგეშოდ არა დაგჳტევენ მკჳდრნი წილხვედრისა შენისანი, ქალწულო, და ვიდრე ჟამადმდე, მის წილ ამბორს-უყოფთ საკჳრველთა პირთა მისთა, შენმიერითა მფარველობითა განდიდებულთა.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.

ვითარცა ძუელადვე ნიკიითგან ათონს პონტოჲსა ზღჳთა მიწევნული ცეცხლმთებარჱ ხატი შენი იქმოდა სასწაულთა ყოვლად-დიდებულთა, ეგრეცა წმიდათა პირთა მიერ ხატისაჲთა მოგუფენ სასწაულთა მრავალფერთა და დაშრეტ საჴუმილსა ვნებათასა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

პირისა შენისა ყოვლად წმიდისა და უხრწნელებისა ხატი არს საკურნებელი ყოვლისა სოფლისაჲ, რომლისადა მიახლებულნი და კრძალვით შენდა თაყუანისმცემელნი, უბიწოო, მადლსაცა კურნებათასა აღმოვივსებთ და განვთავისუფლდებით უძლურებათაგან.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უნაყოფო გონებაჲ ჩემი ნაყოფიერ ჰყავ, კურთხეულო ქალწულო, შობილო უნაყოფოთაგან, რამეთუ შენ უფროჲს ნაყოფიერ ჰქმნი კეთილად ყოველსა მოვლინებითა ხატისა შენისათა.

 

გჳჴსენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, ყოვლისა სავნებელისა, და ჭირისა და იწროებისაგან, რომელნი ყოვლითა სულითა შევუვრდებით სასწაულმოქმედსა ხატსა შენსა ივერიის კარისად წოდებულსა.

მოიხილე, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, ფიცხელსა ამას სხეულისა ჩემისა დაჴსნილობასა ზედა და კურნებულ-ყავ ტკივილი სულისა ჩემისაჲ.

 

მღდელმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტესმოყუარისა მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს).

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასი და ყოვლადუსამღუდელოესისა (მოიხ. ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა შეიწყალოს მონა ანუ მჴევალი (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით). განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი და იჴსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხჳსა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ჴორცთაჲსა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთათჳს.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

წარდგომაჲ

მოიწია დღეს ბრწყინვალჱ დღესასწაული მფარველისა ჩუენისაჲ, განიხარებენ ყოველნი მართლმადიდებელნი და განსცხრებიან კრებულნი კაცთანი, რამეთუ მოგჳწოდებს წმიდაჲ ღმრთისმშობელი ჩუენი, ხილვად თჳსისა ცეცხლმთებარისა ხატისა, მოწყალებისა შარავანდედითა ყოველთა განმანათლებელისა, და ჩუენცა მოხარულნი ამისა ვღაღადებთ: გჳჴსენ, დედოფალო, სიყმილისაგან, ცეცხლისა, მახჳლისა და ჭირთაგან, პატივისმცემელნი ხატისა შენისა გამოჩინებისანი.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

იხარებდა სავანჱ ივერიისაჲ დღესასწაულსა გამოცხადებისა შენისასა, რამეთუ ესევითარი სასწაული ჩუენებულ იყო შეწევნისათჳს სიყუარულისა ერისათჳს შენდა წილხდომილთა, ოდეს ანგელოზთა მიერ ზღჳთ მოძღუანებული ნათელცისკროვანი ხატი შენი, არაჲ მივიდა სხუასა მონასტერსა, არამედ ივერთასა ღირს იჩინა დავანებაჲ, ჴელითა გაბრიელ ქართველისაჲთა და მით აკურთხე ათონის უდაბნოსა შინა ახლად-აგებული სავანჱ იგი ქართველთაჲ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხი მჴურვალჱ, და შესავრდომელი დიდი, და მფარველი მტკიცჱ და თანამბრძოლი და ზედამხედველი ხარ შენ, პორტაიტისაო, მათთჳს, რომელნი ეძიებენ შეწევნასა შენსა; ამისთჳს იჴსენ იგინი ყოვლისაგან საბრჴისა, ვითარცა აღუთქუ, ყოვლადუბიწოო, მონათა შენთა.

 

გალობა 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: შენ ხარ, ქრისტე, ღმერთი ჩემი, შენ ხარ ძალი ჩემი, შენ ხარ უფალი ჩემი და სიქადული ცხორებისა ჩემისაჲ, რომელმან არა დააცარიელენ წიაღნი მამისანი და გამოუჩნდი სიმდაბლესა ჩემსა, ამისთჳსცა წინაჲსწარმეტყუელისა ამბაკუმის თანა ვიტყოდით: ძალსა შენსა დიდებაჲ, კაცთ-მოყუარე.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.

აჰა, ესერა დიდად შუენიერი დახატულებაჲ პორტაიტისაჲ მოიწია ათონითგან ტფილისსა, და დიდითა პატივითა დაბრძანდა ტაძარსა ღმრთისმშობელისასა, დიდებულსა სიონსა, შემწედ ჭირთა შინა, ნუგეშად მწუხარებათა, მკურნალად სნეულებათა და გამომჴსნელად ვნებათაგან.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.

ვითარცა ივერთა სავანისა სამწყსონი განშუენდებოდეს მადლითა ხატისა შენისაჲთა, ეგრეთცა უფროჲს მზისა ნათლისა განბრწყინდების ერი ჩუენი მადლითა შენითა, რამეთუ საკჳრველი ესე პირი ხატისაჲ იქმნების, ვითარცა წყაროჲ უკუდავებისაჲ სნეულთა და უძლურთათჳს და ყოველთათჳს მომნიჭებელი დიდთა წყალობათა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

მადლისა მოცემისა მნებებელმან ერისათჳს ჩუენისა, კუალად გამოგჳჩინე ჩუენ ხატოვნებაჲ შენი, რომლისადა მიახლებულნი მსგავსებასა მას შენსა თაყუანის-ვსცემთ და გევედრებით: აჰა, მოვედ აწ და შემოგჳკრიბენ მამულნი განბნეულნი, და უჩინე მზღუარი, ყოველთა კაცთაგან უსარჩლელი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ ხარ სიმტკიცჱ და ძალი ჩემი ღმრთისმშობელო, რამეთუ დღესა მწუხარებისა ჩემისასა შენმიერვე განვისუენო და შენ მიერვე აღვმაღლდე ზეციერსა სამკჳდროსა სოფლისაგან ამისა და ვიხარებდე მეუფისა და ღმრთისა, მჴსნელისა ჩემისა თანა.

 

გალობა 5, ღამითგანსა

ძლისპირი: რაჲსათჳს განმიშორენ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო, და დამფარა მე ბნელმან წყუდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა შენთასა წარჰმართე სლვაჲ ჩემი, გევედრები.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.

უწყით რაჲ ოხათა შენთა და მოწყალებათა სიმრავლჱ, ქალწულო პორტაიტისაო, ყოვლითურთ თავსა ჩუენსა შევვედრებთ საღმრთოსა საფარველსა შენსა, რამეთუ თჳნიერ შენსა არავინ არს შემწჱ და ნუგეშინისმცემელ ჩუენდა.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.

უფსკრულმან უღირსთა შეცოდებათამან გარემომიცვა მე, და დაინთქუმის სული ჩემი, გარნა მომეც, დედოფალო კარისაო, ძლიერი მკლავი შენი, და ვითარცა გაბრიილ, მეცა მოლტოლვილი ხატისადმი შენისა, უვნებელად დამიცევ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

ვითარცა თავსმდები და ჭეშმარიტი წინამძღუარი გამოჴსნისა ჩუენისაჲ, ზეცისა ძალთა თანა ევედრე ძესა შენსა, განსდევნოს ჩუენგან მტერნი იგი ჭეშმარიტებისანი, რომელნი აღდგომილ არიან ჩუენ ზედა, და გჳჴსნეს ზედა დასჴმისაგან ბოროტთაჲსა, რაჲთა ვდგეთ მტკიცედ და შეურყველად გზასა ზედა ქრისტჱს მცნებათასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ ხარ სიმტკიცჱ და ძალი ჩემი, ღმრთისმშობელო, რამეთუ დღესა მწუხარებისა ჩემისასა შენმიერვე განვისუენო და შენ მიერვე აღვმაღლდე ზეციერსა სამკჳდროსა სოფლისაგან ამისა და ვიხარებდე მეუფისა და ღმრთისა, მჴსნელისა ჩემისა თანა.

 

გალობა 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და მას აღუარებ ბრალთა ჩემთა მარადის, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცე ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია, და იონაჲსებრ ვღაღადებ: აღმომიყვანე მე, ღმერთო ჩემო.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.

სარწმუნოებაჲ გუაქუს შეუორგულებელ შენდა მომართ, ქალწულო პორტაიტისაო, და გევედრებით: მოგვეც ჴელი შეწევნისაჲ და დაიცევ ქუეყანაჲ, რომელი გამოირჩიე და ეშმაკთა მონებისა და კერპთ-მსახურებისა გამოიჴსენ, რაჲთა სირცხჳლეულ იქმენ მტერნი ჩუენნი.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.

მსწრაფლ გუეწიე, წმიდაო მშობელო გამოუთქუმელო ძისა ღმრთისაო, და ვიდრე აღსრულებადმდე საუკუნისა დაიცევ ივერიაჲ და ერი ივერიისაჲ, რაჲთა არა ჰსთქუან ურიცხვთა მტერთა ჩუენთა, სადა არს ღმრთისმშობელი, რომლისა მიმართ აქუთ სასოებაჲ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

აწ მოიხილე, ტკბილო დედაო, მეუფისა ქრისტჱსო, შენმიერ გამორჩეულსა ერსა ზედა და სათნო იჩინე აღორძინებად და განმრავლებად და აღვსებად ჩუენდა სულითა სიბრძნისაჲთა, ურთიერთასისა სიყუარულითა და საღმრთოჲსა გულისჴმისყოფისაჲთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ნუ დასცხრები ვედრებასა ჩუენთჳს, ქალწულო, ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო მარიამ, რამეთუ სიმტკიცე ხარ ჩუენ მორწმუნეთა და სასოებითა შენითა განვძლიერდებით და სარწმუნოებით შენ და ძესა შენსა გადიდებთ და თაყუანის-გცემთ.

 

გჳჴსენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, ყოვლისა სავნებელისა, და ჭირისა და იწროებისაგან, რომელნი ყოვლითა სულითა შევუვრდებით სასწაულმოქმედსა ხატსა შენსა ივერიის კარისად წოდებულსა.

მოიხილე, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, ფიცხელსა ამას სხეულისა ჩემისა დაჴსნილობასა ზედა და კურნებულ-ყავ ტკივილი სულისა ჩემისაჲ.

 

მღდელმან: მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.

მღდელმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.

მღდელმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფჱ მშჳდობისაჲ, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაჲ, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

კონდაკი, ჴმაჲ 8

დაღაცათუ ზღუად შთაგდებულ იქმნა წმიდაჲ ხატი შენი, ღმრთისმშობელო, ქურივისა მიერ, რომელმანცა ვერ ძალიდვა დაფარვაჲ მისი მტერთაგან, გარნა გამოჩნდა იგი მფარველად ათონისა და მეკარედ ივერიელთა სავანისად; შიშად მტერთა, ხოლო მართლმადიდებელთა საქრისტიანოთა შინა, შენთა პატივისმცემელთა მჴსნელად ყოველთაგან ვნებათა და ზედა მოსლვათაგან.

იკოსი

იხილა რაჲ კრებულმან მონაზონთამან შორის სუეტსა ცეცხლისაჲსა ხატი ღმრთისა დედისაჲ, ღაღადყო: ჵ, მეუფეო, ღირს მყუენ ჩუენ მიმთხვევად ხატისა დედისა შენისასა, ხოლო შენ, გაბრიილ, შევედ ზღუად და მიიქუ წიაღთა შინა საუნჯჱ ჩუენდა გამოცხადებული, რაჲთა გუექმნეს ჩუენ მცველად მიურულებელად, ხოლო ყოველთა ქრისტეანეთა მფარველად და სიხარულად.

 

მღდელმან: მოხედენ. სიბრძნით. წარდგომაჲ სახარებისაჲ, ჴმაჲ 4

მოვიჴსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა.

მუხლი: ისმინე, ასულო, და იხილე და მოყავ ყური შენი.

მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდაჲ სახარებაჲ, მშჳდობაჲ ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღდელმან: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

სახარება ლუკასი

მათ დღეთა შინა აღდგა მარიამ და წარვიდა მთად კერძო მსწრაფლ ქალაქად იუდაჲსა. და შევიდა სახლსა ზაქარიაჲსსა და მოიკითხა ელისაბედ. და იყო ვითარცა ესმა ელისაბედს მოკითხვაჲ მარიამისი, ჰკრთებოდა ყრმაჲ იგი მუცელსა მისსა და აღივსო სულითა წმიდითა ელისაბედ და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და თქუა: კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაჲ. და ვინაჲ ჩემდა ესე, რაჲთა მოვიდეს დედაჲ უფლისა ჩემისაჲ ჩემდა. რამეთუ აჰა ესერა ვითარცა იყო ჴმაჲ მოკითხვისა შენისაჲ ყურთა მომართ ჩემთა, ჰკრთებოდა ყრმაჲ ესე სიხარულით მუცელსა ჩემსა. და ნეტარ არს, რომელსა ჰრწმენეს, რამეთუ იყოს აღსრულებაჲ თქმულთაჲ მათ მისა მიმართ უფლისა მიერ. და თქუა მარიამ: ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა, რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მჴევლისა თჳსისასა, რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი, რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი. და დაადგრა მარიამ ელისაბედის თანა სამ თუე, და წარვიდა სახიდ თჳსა.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

 

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

მოწყალებითა შენითა, მრავალმოწყალეო ღმერთო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

 

გერი: მოვედით ერნო ქართველთანო, აღმოვივსოთ დაუწყვედელი იგი მადლი ხატისაგან ღმრთისა დედისა, რომელი ცეცხლებრ ბრწყინავს, და შევიტკბოთ სარწმუნოებითა და სიყუარულითა, რამეთუ იგი დიდებითა მოენიჭების ერსა ჩუენსა ზღუდედ და მცველად, და მფარველ გუექმნების ჩუენ ხილულთა და უხილავთა მტერთაგან.

 

მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკჳდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაჲ ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაჲ, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაჲთა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაჲთა, ძლიერებითა ჯუარისა ვაზისაჲთა; მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაჲთა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინაჲსწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდისა წინასწარმეტყუელისა ილია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა, წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა და მატათასითა; წმიდისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოჲსითა, წმიდა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაჲსითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაჲთა, წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკჳრველთმოქმედისაჲთა და წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა: წმიდისა მთავარმოწამისა ძლევაშემოსილისა გიორგისა და წმიდისა დიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისაჲთა; წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაჲთა; წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარესა და მარინესითა; წმიდათა სანატრელთა მამათა ჩუენთა: ლუკიანე, დოდო, დამიანე, ონოფრე და სჳმეონ გარეჯელთა; წმიდისა ღირსისა მამისა ჩუენისა იოანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარად მფარველთა მისთა, და მოწაფეთა შორის ღირსისა მამისა ჩვენისა დავით გარეჯელისაჲთა; წმიდისა მღდელ-მოწამისა ნეოფიტე ურბნელისა და წმიდისა დიდისა მოწამისა აბო ტფილელისაითა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა და გრიგოლ ხანძთელისაჲთა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანესი, გაბრიელისა, იოვანე-თორნიკისა, ეფთჳმისა და გიორგისაჲთა, წმიდათა დიდებულთა მოწამეთა არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინჱსა, წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, აშოტ კურაპალატისა, დავით აღმაშენებელისა და სოლომონისაჲთა; წმიდისა და კეთილმსახურისა მეფისა თამარისითა, წმიდათა კეთილად მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: არჩილ, დემეტრე, შუშანიკ, ქეთევან და ლუარსაბისაჲთა; წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა; წმიდისა ილია მართლისაჲთა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისმშობელისა იოაკიმ და ანნაჲსითა, (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი), ზესთა საშინელისა განკაცებისა პირისა ღმრთისა ანჩის ხატისაჲთა, ივერიის ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობლისა ხატისაჲთა და ყოველთა წმიდათა და სიწმიდეთა შენთაჲთა, გევედრებით შენ მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაჲ, და შეგჳწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

გალობა 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: ყრმანი ებრაელნი საჴუმილსა შინა ვიდოდეს, ცეცხლსა ზედა კადნიერებით შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.

ლამპარი ბრწყინვალჱ, მრავალ-მნათობი, წმიდაჲ ხატი ღმრთისა დედისაჲ, მდებარჱ ბჭესა ზედა ივერთა მონასტრისასა, განანათლებს გონებათა ჩუენთა და იოტებს ბნელსა ცოდვისასა.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.

ცეცხლი საღმრთოჲ, რომელი გამოვალს ხატით შენისაჲთ, ღმრთისა დედაო, დასწვავს ბანაკსა ხატთმბრძოლთასა, და ტკბილსა ნათელსა ძლევათასა მორწმუნეთა მოგუფენს და განგვამტკიცებს.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

ვითარცა გჳრგჳნი ბრწყინვალჱ, ყოვლად უხრწნელო დედოფალო, საკჳრველი ხატი შენი ივერიის კარისაჲ უპყრიეს ეკლესიასა ქრისტჱს ღმრთისასა და იშუებს და იხარებს ღმრთივბრწყინვალედ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ ხარ სიხარული მკჳდრთა უდაბნოჲსა მთაწმინდისაჲსა, და ნუგეში და სიქადული ერისა ამის სამეუფოჲსაცა, ქალწულო მარიამ, რომელსა გიგალობთ და აღგამაღლებთ უკუნისამდე.

 

გალობა 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: მთასა ზედა მოსეს თანა-მზრახვალმან მაყულოვანი სახედ გამოაჩინა, ქალწულისაგან შობილსა უვნებელად ყოველნი ვაკურთხევთ და აღვამაღლებთ მას უკუნისამდე.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.

დიდებული ტაძარი სიონისაჲ, მსგავსად სამოთხისა, ხატისა შენისაგან სულიერთა სულნელებასა მოგუფენს მისდამი მილტოლჳლთა და სურნელ ჰყოფს სულთა და გონებათა ჩუენთა.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.

ყოვლადბრწყინვალისა სახისა შენისა გამოცხადებაჲ სიხარულსა მიჰფენს ყოველთა მორწმუნეთა, ხოლო ქუეყანასა ჩუენსა მოანიჭებს მცველსა დაუძინებელსა და ჭირთაგან მჴსნელსა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

ბრწყინვალედ დღესასწაულობს ერი მორწმუნე ქართველთაჲ მოსლვასა პატიოსანისა ხატისა შენისასა და ვედრებითა ითხოვს შენგან, უბიწოო, რაჲთა წარგჳმართო მომავალი ნებისაებრ შენისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

რომელმან ანგელოზისაგან სიტყუაჲ შეიწყნარა, და ღმერთი მხოლოჲ გჳშვა, და ნათელი გამოუბრწყინვა სოფელსა, ყოველნი ვაკურთხევთ და ავამაღლებთ მას უკუნისამდე.

 

გალობა 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: განკჳრდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი განკჳრვებულ იქმნნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და საშოჲ შენი უმაღლეს ცათა საყდართა გამოაჩინა. ამისთჳს, ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს ხარ, გადიდებენ შენ.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.

შეიწყნარენ ვედრებანი ესე, რომელთა შენდა შევწირავთ კეთილმოშიშებითა და გვექმენ მხურვალე შუამდგომელ ჩუენ ცოდვილთა ძისა მიმართ შენისა, რაჲთა ყოველთაგან თესლთა, ბრძოლად ჩუენდა შემოკრებულთა გჳჴსნას, უბიწოო, და შინაგანცემისაგან ქართველთაჲსა.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.

აწ დააყუდე, ყოვლადწმიდაო, უბიწოო ქალწულო, ზედა დასჴმაჲ უკეთურთაჲ და განზრახუანი მათნი დაჴსენ, ხოლო მართლაღმსაარებელთა ერთა შორის მშჳდობაჲ და სიყუარული განაჩინე, რაჲთა შენზედა სასოებისა დამდებელთა არა გვრცხვენოდეს უკუნისამდე.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

საღმრთოთა გალობათა მიერ, ჵ, წმიდაო პორტაიტისაო, ქალწულო ღმრთისმშობელო, ღმრთეებრივსა ხატსა შენსა თაყუანისვსცემთ, შევთხოვთ შენდობასა და ჴსნასა სულთა ჩუენთასა, ვითარცა თავს-მდებსა ჴსნისა ჩუენისასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

წინაჲთვე გქადაგებდეს, უბიწოო, წინასწრმეტყუელნი, გამოგსახვიდეს კიდობნად, კუერთხად, ტაკუკად და ბჭედ დახშულად, და მთად გამოუკუეთელად, და კიბედ ზეცისად აღმართებულად, და წყაროდ დაბეჭდულად, სულმცირედ ღრუბელად და მშობელად ევმანუელისა.

 

ღირს არს ჭეშმარიტად, რაჲთა გადიდებდეთ, შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმნენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისაჲსა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელმან აკმიოს

 

მოვედით, ჵ, მოყუარენო ღმრთისმშობლისანო, აღიპყრენით ჴელნი და ვედრებაჲ შესწირეთ ხატსა ამას საკჳრველსა და ჴმობდით: მოხედე, კეთილმოწყალეო დედაო, მწუხარებათა, ზედა გარემოდგომილთა ჩუენდა და განჰკურნე უძლურებანი სულთა ჩუენთა.

აჰა, მადლი აღვსებული პატიოსნისაგან ხატისა შენისა, მოწყალეო დედოფალო, რამეთუ ყოველი შემუსრვილითა გულითა აღმოივსებს საღმრთოთა ნაკადთა აღმომდინარეთა უშურველად და მიიღებს სარწმუნოებითა თხოვასა. აწცა ნუ დასცხრები ჩუენ ყოველთათჳს ჴსნად გარე მოდგომილთა მძჳნვარეთა ჭირთა და ურვათაგან.

თქმულნი შენნი, რომელ აღმოთქუ, უხრწნელო, წილხვედრებულთა შენთათჳს, აღასრულე, ვითარცა მოწყალემან, და ნუ მისცემ სამკჳდრებელსა ჩუენსა საყუედრელად მტერთა, რაჲთა გულისჴმაჰყონ ყოველთა, რამეთუ ნაწილ შენდა ვართ ჩუენ ნათესავი ქართველთა.

ვითარცა ძუელად აჩუენე საკჳრველი მფარველობაჲ ერსა ჩუენსა, ეგრეთვე ნუ დაგჳვიწყებ, ჵ, დედათა შორის კურთხეულო, ღმრთისმშობელო მარიამ, და ამაო ჰყვენ საშინელნი მზაკუვარებანი მათნი, რომელნი უკეთურთა და ამაოთა იღუწიან სავნებელად ერისა ჩუენისა, აღრჩეულისა შენ მიერ, ვითარცა საკუთარისა.

ზეცისა ძალთა კრებულნი და მოციქულთა გუნდნი და ყოველნი ენანი, შენ გადიდებენ, სძალო წმიდაო, ხოლო ჩუენ მწიკულევანითა ბაგითა დედად ღმრთისა გქადაგებთ, სახიერო დედოფალო, ყოვლად უბიწოდ და სამწმიდა არსობისა გალობითა უფალსა უღაღადებთ:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-გზის). დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს.

უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ...

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყჳს მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ. დიდებაჲ...

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიჴსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გჳჴსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ჴელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ. აწდა...

მოწყალებისა კარი განგჳღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაჲთა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაჲ ნათესავისა ქრისტეანეთასა.

 

მღდელმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, კაცთმოყუარე, ისმინე და შეგჳწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონისა (ანუ მხევლისა) ღმრთისა, რათა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე მონასტერი, ანუ ეკლესიაჲ და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახჳლისა, უცხო-თესლთა ზედა მოსვლისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარეწარაქციოს რისხუაჲ, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხჳსაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (40-გზის).

მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორის, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

სავედრებელი ლოცვა

ჵ, ყოვლადწმიდაო, ღმრთისმშობელო კარისაო, ჭეშმარიტო წინამძღუარო ცხორებისა ჩუენისაო, და მფარველო და მოღუაწეო ქართველთა ერისაო! მოხედვაჲ ყავ ზეცით წყალობით და მოიჴსენე უფლისა მიერ და ძისა შენისა წილად ხვდომილი ესე შენად ქუეყანაჲ და საზეპუროჲ ერი, რამეთუ აღთქუმულ გაქუს შენ ჟამსა შეჭირვებისასა დაცვაჲ და დაფარვაჲ ჩუენი.

ჵ, მხოლოო დედათა შორის კურთხეულო, წმიდაო უბიწოო, ქალწულო ღმრთისმშობელო! დედობრივსა მადლსა და შეწევნასა შენსა მარადის შევრდომილნი გუაკურთხენ და განგვწმიდენ ცისკროვანებითა საკჳრველთმოქმედისა ხატისა შენისაჲთა, და თანამბრძოლ გუეყავ ჩუენ მარადის, ვითარცა აღგჳთქუ, წინააღმდგომად მბრძოლისა, ჩუენ ზედა აღბორგებულისაჲსაю, რამეთუ მბრძოლნი იგი ჭეშმარიტებისანი ზაკულითა განზრახვითა შეთქუმულ არიან მართლმორწმუნეთა ზედა და ძალითა და ნიშნებითა სიცრუვისაჲთა იღუწიან, რაჲთა ერიცა საუფლოჲ განხრწნეს და გამოაჩინეს ერად ბნელისა. გარნა ჩუენ შეძრწუნებულნი ვეძიებთ ღონესა განრინებად ურიცხუთა განსაცდელთაგან და გევედრებით შენ: ქალწულო პორტაიტისაო, მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა დაგჳცევ მზაკუვარებათაგან და საცთურთა მზაკუვარისა ეშმაკისაჲთა, რომელსა ჰნებავს წარწყმედაჲ ჩუენი, რაჲთა არა მოვიღოთ ბეჭედი იგი ანტიქრისტესი და არა თაყუანის-ვსცეთ მას, არამედ მეფჱ ქრისტჱს-მოყუარჱ ცხებულ იქმნას და გჳრგჳნოსან საყდარსა ზედა სრულიად საქართველოჲსასა, რაჲთა კეთილად განაგებდეს და იურვიდეს ქუეყანასა, აღრჩეულსა შენ მიერ, ვითარცა საკუთარსა, და აღამაღლებდეს და აღადგენდეს ძლიერებასა ჩუენსა ქუეყანით დავიწყებისაჲთ, რაჲთა ვიყოთ ერთ სამწყსო და უფალი იყოს მწყემს ჩუენდა. განაძლიერე დიდი მეუფე ჩვენი, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაჲ ჩუენი ილია და ყოვლად-სამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, და ყოველნი სამღდელონი და სამონაზნო წესნი. განანათლენ ქრისტჱსმოყუარე მთავრობაჲ და მჴედრობაჲ მისი; ყოველნი ერნი წილხდომილისა ქუეყანისა შენისანი პატიოსნითა მეოხებითა დაიცვენ. ევედრე ძესა შენსა და უფალსა ღმერთსა ჩუენსა იესუს, რაჲთა შეგჳნდოს ეკლესიათა მოოხრებანი, სიწმიდეთა შეგინებანი, ხატთა და ჯუართა დამუსრვანი, ღმრთისმსახურთა მკულელობანი, ღალატი, შური, ცრუ-ბეზღობანი, საშოსა შინა ჩვილთა ჩუენთა კლვანი და სხუანიცა შეცოდებათა ჩუენთა სიმრავლენი.

ჵ, ღმრთისმშობელო, კურთხეულო დედაო და ქალწულო! აღმომიყუანენ ჩუენ სიღრმეთაგან ცოდვათასა, და მიჴსნენ ჩუენ სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, ცეცხლისა, მახჳლისა და ზედამოსლვისაგან უცხო თესლთაჲსა, და ტომთაგან ბრძოლისა, და უცნაურისა სიკუდილისა, და ზედა დასჴმისაგან მტერთაჲსა, და განმხრწნელისაგან ქარისა, და ყოვლისაგან სიკუდიდ-შემოსილისა წყლულებისა და ყოვლისაგან ბოროტისა, მოგუეც, დედოფალო, მშჳდობაჲ და სიმრთელჱ მონათა ამათ შენთა - მართლმადიდებელთა ქრისტეანეთა, და განანათლენ გონებანი ჩუენნი, და თუალნი გულისა ჩუენისანი, რაჲთა ვსცხონდეთ, და ღირს ვიქმნეთ ცოდვილნი მონანი შენნი სასუფეველსა ძისა შენისა და ქრისტჱს ღმრთისა ჩუენისაჲსა, რამეთუ მეუფებაჲ მისი კურთხეულ არს და დიდებულ, თანა დაუსაბამოთ მამით მისით და ყოვლად-წმიდით და ცხოველს-მყოფელით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

მღდელმან: სიბრძნით! ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

გუნდი: დიდებაჲ.. აწდა... უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის). გვაკურთხენ.

მღდელმან: ჩამოილოცოს.

 

ერისკაცმან: დიდებაჲ... აწდა.. უფალო შეგჳწყალენ (3-გზის).

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.

განტევებისა შემდგომი საგალობელი

აღიძრვიან ყოველნი ერნი ზეცისა და ქუეყანისანი შესხმად და გალობად შენდა, ხოლო ჩუენ დაღათუ განვამრავლეთ ცოდვაჲ წინაშე ღმრთისა და სამართლად მოაწია ღმერთმან ჩუენ ზედა ესე რისხუაჲ, არამედ წყალობასა შენსა შევედრებულნი სურვილითა თაყუანის-ვსცემთ ხატსა ამას სიწმიდისა შენისასა და ვედრებითა ვითხოვთ შენგან, ჵ, ქალწულო პორტაიტისაო, გამოგჳჴსენ ვნებულებისაგან, ჭირთა და იწროებათაგან, და დაჴსენ ზახებაჲ უხილავთა და ხილულთა მტერთა და წინააღმდგომთა ჩუენთა.

ნებსით თჳსით შეგცოდეთ და განგარისხეთ და დაჳვიწყენით წყალობანი შენნი, არამედ შენ გჳჴსენ ბოროტთაგან და ჟამსა განსჯისასა დაუსჯელად დაგჳცევ ჩუენ, ჵ, კურთხეულო დედათა შორის მარიამ, რომელნი სახიერებასა და მფარველობასა შენსა ყოვლითა სულითა შევუვრდებით.

ავტორ-შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი