სავედრებელი პარაკლისი ჟამსა მომსვრელისა სენისასა

პარაკლისი ყოვლადწმიდა სამებისადმი ეპიდემიისას საკითხავი

მღდელი: კურთხეულ არს-ი.

და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ. დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაი...

გუნდი: ამინ. უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

 

ფსალმუნი 37

უფალო, ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე. რამეთუ ისარნი შენნი განმეწონნეს მე და დაამტკიცე ჩემ ზედა ხელი შენი. არა არს კურნებაი ხორცთა ჩემთა პირისაგან რისხვისა შენისა, არა არს მშვიდობაი ძუალთა ჩემთა პირისაგან ცოდვათა ჩემთასა; რამეთუ უსჯულოებანი ჩემნი აღემატნეს თავსა ჩემსა და, ვითარცა ტვირთი მძიმე, დამიმძიმდეს ჩემ ზედა. შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი პირისაგან უგუნურებისა ჩემისა; დავგლახაკენ და დავმდაბლდი სრულიად, მარადღე მწუხარე ვიდოდე; რამეთუ თეძონი ჩემნი აღივსნეს ნაგუემთაგან და არა არს კურნება ხორცთა ჩემთა. შევბოროტენ და დავმდაბლდი ვიდრე ფრიად, ვხმობდ სულთქმითა გულისა ჩემისათა. უფალო, შენ წინაშე არს ყოველი გულისთქმა ჩემი, და სულთქმა ჩემი შენგან არა დაეფარა. გული ჩემი შეძრწუნდა და დამიტევა მე ძალმან ჩემმან და ნათელი თუალთა ჩემთა, და იგიცა არა დაადგრა ჩემ თანა. მოყუარენი ჩემნი და მეგობარნი ჩემნი ჩემ წინაშე მომეახლნეს და დადგეს, და მახლობელნი ჩემნი შორს განდგეს ჩემგან. და მაიძულებდეს მე, რომელნი ეძიებდეს სულსა ჩემსა, და რომელნი ეძიებდეს ძვირსა ჩემსა, იტყოდეს ამაოებასა და ზაკვასა მარადღე ზრახვიდეს. ხოლო მე ვითარცა ყრუსა, არა მესმოდა, და ვითარცა უტყუმან რა არა აღაღის პირი თვისი; და ვიქმენ მე ვითარცა კაცი უსმი, რომლისა თანა არა არს პირსა მისსა სიტყუაი. არამედ მე შენ, უფალო, გესავ და შენ შეგესემინ ჩემი, უფალო ღმერთო ჩემო. რამეთუ ვთქუ: ნუ სადა უხაროდის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა და შეძრვასა ფერხთა ჩემთასა ჩემ ზედა მდიდრად იტყოდეს. რამეთუ მე გუემად განმზადებულ ვარ და სალმობაი ჩემი ჩემ წინაშე არს მარადის. რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უთხრა და ვზრუნვიდე მე ცოდვისა ჩემისათვის.

აწ, ესერა, მტერნი ჩემნი ცხოველ არიან და განძლიერებულ ჩემსა უფროს; და განმრავლდეს, რომელთა მომიძულეს მე უსამართლოდ; და რომელთა მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ, მასმენდეს, რამეთუ ვსდევდ სიმართლესა. ნუ დამაგდებ მე, უფალო ღმერთო ჩემო, და ნუცა განმეშორები ჩემგან. მოიხილე შეწევნად ჩემდა, უფალო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

(მშვიდობიანი ანუ დიდი კუერექსი) მღდელი: მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: ზეგარდამო მშვიდობისა და ცხოვრებისათვის სულთა ჩუენთასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათვის წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა და ყოველთა ერთობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: წმიდისა ამის ტაძრისათვის, სარწმუნოებითა, სასოებითა და შიშითა ღმრთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოის კათოლიკოსპატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა მიტროპოლიტისა (ანუ ეპისკოპოსისა; სახელი, რომლისაცა იყოს ეპარქია), პატიოსანთა მღდელთა, ქრისტეის მიერ დიაკონთა და ყოვლისა სამღვდელოისა დასისა და ერისა მათისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა, სამეუფოისა ქალაქისა ამისა ჩუენისა ტფილისისა და ყოვლისა ქალაქებისა და სოფლებისათვის და სარწმუნოებით მკვიდრთა მათ შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: კეთილშეზავებისათვის ჰაერთასა, კეთილგამოღებისათვის ნაყოფთა ქვეყანისათა და ჟამთა მშვიდობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: მენავეთა, მოგზაურთა, სნეულთა, მშრომელთა, ტყვეთა ხსნისა და ცხოვრებისა მათისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: რაითა არა რისხვითა თვისითა გვამხილოს, არამედ მოგვიტეოს ყოველნი შეცოდებანი, ნებსითნი და უნებლიეთნი და შეიწყალოს სიკუდილისაგან სულნი ჩუენნი, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: რაითა შეისმინოს ტაძრით წმიდით მისით ხმაი ჩუენი, და განკურნოს მწარენი სენნი ჩუენნი, რომელთა გარე-მომიცვეს, და დაშრიტოს ღუარნი უსჯულოებისანი, შემაძრწუნებელნი ჩუენნი, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: რაითა მსწრაფლ განგვარინოს მახეთაგან სიკუდილისათა და სნეულებათაგან, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: რაითა განაგრძოს ჟამი სინანულისაი მონათათვის მისთა და არა უჟამოდ მოგვკუეთოს, ვითარცა ლეღვი იგი უნაყოფოი, არამედ გულმოწყალედ მოუთოხნოს და დაარწყულოს ცუარითა მოწყალებისაითა, კაცთმოყუარებითა მომლოდინემან მოქცევისა ჩუენისა და სინანულისა ნაყოფთაისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: რაითა აღგვამაღლოს ბჭეთაგან სიკუდილისათა, რამეთუ მახვილი მისი იხადა და შვილდსა მისსა გარდაუცუამს და მის თანა სამართლად განუმზადებიენ ჩუენთვის ჭურნი სიკუდილისანი, ისარნი მისნი ლესულ არიან ნაკვერცხალთა თანა ოხრებისათა, გარნა ესე ყოველი მოწყალედ განგვარინოს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: რაითა შეისმინო ლოცვაი ჩუენი, და ვედრებაი ჩუენი შეიწყნარო, და არა დაიდუმნო ცრემლთათვის ჩუენთა, და მოგუმადლო სიმრთელეი, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ, და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროისად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს და ყოველი ცხორებაი ჩუენი, ქრისტესა, ღმერთსა ჩუენსა შევედროთ.

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელი: რამეთუ ღმერთი წყალობისა და მოწყალებისა და კაცთმოყუარებისაი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე გუნდი: ამინ. ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.
მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.
მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

 

ტროპარი

რისხვასა შინა შენსა, ღმერთო, მოიხსენე წყალობანი შენნი, რამეთუ მიწაი და ნაცარი ვართ, და ნუ რისხვითა შენითა მსწავლი მე, რაითა არა წარვწყმდეთ სრულიად, არამედ შეიწყალე სულნი ჩუენნი, ვითარცა მხოლომან კაცთმოყუარემან.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ტროპარი

შენ მხოლო ხარ, ქრისტე, მსწრაფლ შემწე, მსწრაფლ გამოაჩინე ზეცით საფარველი შენი ჭირვეულთა მონათა შენთა ზედა და იხსნენ სნეულებათაგან ჭირთა და მწარეთა სალმობათაგან და აღადგინენ მაქებელად შენდა, და სადიდებელად სამარადისოდ, მეოხებითა ღმრთისმშობელისათა, მხოლოო კაცთმოყუარე.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ხმაი 4

მხურვალეო შუამდგომელო, დედაო ღმრთისა მაღლისაო, რომელი ყოველთათვის ევედრები ქრისტესა, მაცხოვარსა ჩუენსა, და ყოველთა აცხოვნებ, რომელნი შეუორგულებელითა სასოებითა მოლტოლვილ არიან ქუეშე ყოვლადძლიერისა საფარველისა შენისასა, დედოფალო, აწცა მეოხ-გვეყავ ლმობიერითა სულითა და შემუსრვილითა გულითა მვედრებელთა შენთა, ღმრთისმშობელო ქალწულო, და გვიხსენ ყოველთა ურვათა, განსაცდელთა და სნეულებათაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალეიმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

კანონი ყოვლადწმიდისა, და ერთარსისა და ცხოველსმყოფელისა და განუყოფელისა სამებისა; ხმაი 7

გალობაი 1, უგალობდითსა

ძლისპირი: ეტლთა მფლობელი ფარაო დაანთქა საკვირველთმოქმედმან კუერთხმან მოსეისმან, რომელმან გამოსახა სახეი ჯუარისაი და განუპო ზღუაი მეწამული და ისრაელი იხსნა განმავალი, მეტყუელი გალობასა უფლისასა: რამეთუ დიდებით დიდებულ არს.

მოწყალეო უფალო, შეგვიწყალე მონანი შენნი

ყოვლადძლიერო და ერთარსო, ერთო საყდარო, ერთო ძალო და სამბრწყინვალეო დიდებაო, მამაო მიუწთომელო, ძეო და სულო წმიდაო, განგვათავისუფლე მონანი შენნი ფიცხელთა სენთაგან, რომელნი გევედრებით.

მოწყალეო უფალო, შეგვიწყალე მონანი შენნი

გრიგალმან ცოდვათამან დამნთქა მე უძლურებისა სიღრმესა და ვიგუემები განგრძონბილთა ამათ სალმობათაგან, ვითარცა ღელვათაგან, ხელმწიფებაო ყოვლადძლიერო, წმიდაო სამებაო, მოწყალე იქმენ და მიხსენ, საწყალობელი ესე, რამეთუ ბოროტად წარვწყმდები.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

გვიხსნენ ცოდვათა ჩუენგან, რომელთა ყოვლადვე გარე-მოგვიცვეს, განუყოფელო სამებაო, დააცხრვე მხურვალებაი ფიცხელთა სენთა ჩუენთა ცუარითა მოწყალებისა შენისაისა, და სიმრთელეი მოგუმადლე მონათა ამათ შენთა, რაითა მართლითა სარწმუნოებითა გაქებდეთ.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

წიაღსა შენსა იტვირთე რაი მხსნელი და უფალი ყოვლადძლიერი, აღმხმელი ცოდვათაი, მას ევედრე, ყოვლადწმიდაო, უწყალოთა სენთაგან განრინებისთვის მონათა შენთა, მხოლოო შემწეო კაცთა ნათესავისაო.

 

გალობა 3, განძლიერდასა

ძლისპირი: შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო, და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყუარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო, და განმაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო, კაცთ-მოყუარე.

მოწყალეო უფალო, შეგვიწყალე მონანი შენნი

უხორცოთა წესნი გონიერნი, დასნი ანგელოზთანი, საყდარნი და ხელმწიფებანი, ძალნი და უფლებანი გევედრებიან შენ, სახიერსა უფალსა და მაცხოვარსა: წარმწყმედელთა სენთაგან განათავისუფლე მონანი ესე შენნი.

მოწყალეო უფალო, შეგვიწყალე მონანი შენნი

გამოაჩინე უფსკრული კაცთმოყუარებისა შენისაი, ყოვლადძლიერო, და წარმწყმედელთა სენთაგან და უწყალოთა სალმობათაგან გამოიხსენ მონანი შენნი, მხოლოო სულგრძელო და მოწყალეო.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

წმიდანო ანგელოზნო და მთავარანგელოზნო, წინა-წარდგომილ ხართ რაი წინაშე დიდებისა საყდრისა, ევედრეთ აწ დიდსა მას გულმოწყალებასა მისსა, რაითა დააცხროს ფიცხელი ესე სნეულებაი, და განგვარინოს სიკუდილშემოსილისა ამის ხვედრისაგან.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

კურნებათა წყაროდ გამოგაჩინა შენგან შობილმან ქრისტემან ღმერთმან, დედაო უბიწოო და უქორწინებელო, ამისთვის ყოველთა სენთაგან განგვარინე უძლურებათა და სალმობათა ღელვათაგან დანთქმულნი და განაქარვე ურვაი ჩუენი.

 

მიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, რამეთუ ვსცოდეთ და უსჯულო ვიქმნენით და ამისთვის სამართლად მოიწია ჩუენ ზედა რისხუაი შენი, და მომიცვა ჩუენ აჩრდილმან სიკუდილისამან და ჯოჯოხეთისა ბჭეთა მივიწიეთ, გარნა შენ, ღმერთსა ჩუენსა ურვათა შინა ლმობიერად გიღაღადებთ: შეიწყალენ, შეიწყალენ ერნი ესე შენნი, და არა წარსწყმიდო სრულიად, სიმდაბლითა გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით, მეუფეო სიკუდილისა და ცხორებისაო, უფალო, არა მისცე სიკუდილსა სულნი ჩუენნი, არამედ დაუტევე რისხუაი ჩუენ ზედა აღძრული, რამეთუ დღენი ჩუენნი, ვითარცა კვამლი უჩინო-იქმნებიან, დაშრეტილ არს სიმტკიცეი ჩუენი და ყოვლადვე წარვწყმდებით ცოდვათათვის ჩუენთა, მოწყალე გვექმენ მონათა შენთა, სინანულითა და ცრემლითა გევედრებით, უფალო, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით, რამეთუ არა გნებავს შენ სიკუდილი ცოდვილისაი, არამედ რაითა მოიქცეს და ცხოვნდეს, ცხოველ-გვყვენ ჩუენ ცოდვილნი, სიკუდილისა თანამდებნი წინაშე სამსჯავროისა შენისა, რამეთუ ღმერთი ხარ და უფალ ხარ ცხოველთა და მკუდართაი, არა წარგვწყმიდო რისხვითა სასჯელისა შენისათა, შენდა ვილოცვით ღაღადებითა და მგლოვარითა გულითა, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით, რამეთუ უფროის ყოველთაისა შეგცოდეთ და ვიუსჯულოეთ, მეუფეო, და დაღაცათუ არა მოვიხუეჭეთ სინანული, გარნა მის წილ მსხუერპლი ესე ლოცვისა ჩუენისაი შეიწირე, უფალო, მოსდერკ წყალობად და განგვათავისუფლე სიყმილისაგან, სასიკვდინეისა სენთაგან და უწყალოთა სნეულებათაგან, რომელნი სალმობიერად ვჰგოდებთ და გევედრებით, მსწრაფლ შეისმინე და შეგვიწყალენ (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთსა).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით, რაითა არცაღა მოიხსენო ცოდვანი და უსამართლობანი მოსავთა შენთანი, უფალო, და არა შეხვიდე სასჯელსა მონათა შენთა თანა, რამეთუ უკუეთუ უსჯულოებანი მოიხსენნო, უფალო, ვინაი შეგიძლოს? რამეთუ მტუერი და ნაცარი ვართ, და არსებაი ჩუენი არარაი არს წინაშე შენსა, გარნა ვითარცა მრავალმოწყალემან და კაცთმოყუარემან შეგვიწყალე და არა წარგვწყმიდო რისხვითა შენითა უსჯულოებათა თანა ჩუენთა, გევედრებით შენ, ყოვლადსახიერო ღმერთო, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტეანეთათვის, რაითა მოიხსენო, ვითარმედ ხორცნი ვართ, უფალო, და მოწყალედ უკუნ-აქციო რისხუაი შენი, სამართლად ჩუენ ზედა აღძრული, რომლითა, ვითარცა მახვილითა უჟამოდ მოვისრებით, დააყენე სნეულებაი და დააცხრვე წყლულებანი ჩუენნი, რამეთუ არავინ არს, ვინაიცა სიკუდილსა შინა მოგიხსენოს შენ, ანუ ჯოჯოხეთსა შინა ვინ აღგიაროს შენ, არამედ ჩუენცა ცხოველნი გაქებთ შენ, მეუფეო, და სალმობიერითა გულითა გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ. გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

წარდგომაი

არა სრულიად განგვთხინო ერნი ესე შენნი, მეუფეო, და არცაღა განგვაშორო შეწევნაი შენი, რომელსა არა გნებავს სიკუდილი ცოდვილისაი, არამედ მოქცევაი და ცხორებაი მათი, აწცა დააცხრვენ სნეულებანი, განაყენენ ვნებანი, და მსწრაფლ აღადგინენ სალმობისა სარეცელთაგან ყოველნი უძლურნი, მადიდებელნი შენნი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მკურნალო სულთა და ხორცთა ჩუენთაო, შემუსრვილითა გულითა შეგივრდებით, და სულთქუმით გევედრებით: ვითარცა ცრემლნი ეზეკიასნი; მანასეს და ნინეველთა სინანული და აღსარებაი დავითისი მიითუალენ და მსწრაფლ შეიწყალენ, აწ ჩუენიცა ლმობიერებით შენდა შეწირულნი ვედრებანი მიითვალენ, ყოვლადსახიერო მეუფეო, და ვითარცა მოწყალემან, შეგვიწყალენ, და ყოველთა მოწევნულთა სენთა, ჭირთა და იწროებათაგან განგვარინე მოსავნი შენნი.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოველივე საიდუმლოი შენი, ღმრთისმშობელო, ზესთა ბუნებისაი არს და ზესთა დიდებისა სიწმიდით დაბეჭდული და ქალწულებითა დაცული და იცნობე უტყუელად, რამეთუ ღმერთი შევ უცვალებელად, მას ევედრე ცხოვრებად სულთა ჩუენთათვის.

 

გალობაი 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: უფალი ძალ ჩემდა, სიმტკიცეი და ღმერთი ჩემი და სახარული ჩემი, რამეთუ არა წარმოაცალიერა წიაღნი მამისანი და უბადრუკებაი ჩუენი მოიხილა, ამისთვის წინაისწარმეტყუელისა ამბაკუმისა თანა ხმა-ვყოფ: დიდებაი ძალსა შენსა, კაცთმოყუარე.

მოწყალეო უფალო, შეგვიწყალე მონანი შენნი

გარე-მომიცვეს მე აჩრდილთა სიკუდილისათა და ჯოჯოხეთისა ბჭეთა მივეახლე, გარნა შენ, მაცხოვარ, ვითარცა ძლიერმან მიხსენ და აღმადგინე შეუორგულებელითა სარწმუნოებითა შენდა მღაღადებელნი: დიდებაი ძალსა შენსა, კაცთმოყუარე.

მოწყალეო უფალო, შეგვიწყალე მონანი შენნი

ჭირთაგან ჩუენთა გამომხსნელ-გუექმნენით, წმიდანო მოციქულნო - მესაიდუმლენო ქრისტეისნო, მხილველნო და ქადაგნო მისნო, და კურნებისა მადლისა მომღებელნო, და ლოცვათა მიერ თქუენთა მეუფისა და მხსნელისა მიმართ და მაცხოვარისა, განგვარინეთ გარე-მოდგომილისა სნეულებისაგან.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

აწ მოწევნულ არს ჩუენ ზედა გრიგალი ცოდვათაი და უძლურებათა ღელვათაგან ბოროტად გუემულნი სალმობათა შინა დავინთქმებით, და მომსრველნი სენნი გვეუფლებინ საწყალობელთა ამათ, არამედ განგვიპყრეთ ხელი შეწევნისაი, მოციქულნო უფლისანო, და მწე გვექმნენით ლოცვათა მიერ თქუენთა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უწყალოთა და განგრძობილთა სნეულებათაგან გუემულნი, შენდა შეგივრდებით ყოველნი, ქალწულო, დაფარვულ-გვყვენ და გვიხსენ ყოველნი მეუფებრივითა საფარველითა შენითა, უბიწ-ოო, დააყენე სრვაი და ფიცხელნი სენნი და უძლურებანი განკურნენ, სძალო ღმრთისაო, ყოვლადწმიდაო დედოფალო.

 

გალობა 5, ღამითგანსა

ძლისპირი: ნუ სადა განმიშორენ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო, და დამფარა მე ბნელმან წყუდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა შენთასა წარჰმართე სლვაი ჩემი, გევედრები.

მოწყალეო უფალო, შეგვიწყალე მონანი შენნი

ზღუაი წარმწყმედელისა საცთურისაი, წინაისწარმეტყუელნო, განხადეთ რაი თაფლმწთოლვარითა ლოცვითა თქუენითა, აწ ყოველი წარმწყმედელი სიმწარეი უძლურებათა ჩუენთანი განაქ-არვეთ სიტკბოებითა ღმრთისა ყოვლადძლიერისა შეწევნისაითა.

მოწყალეო უფალო, შეგვიწყალე მონანი შენნი

ბრძანებითა შენითა ისარნი უძლურებათანი განმეწონნენ, უფალო, და დამტკიცდა ჩუენ ზედა ხელი შენი, ყოვლადძლიერო, დიდითა მით მოწყალებითა შენითა შეგვიწყალენ ყოველნი ლოცვითა წმიდათა მოწამეთა შენთაითა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ვითარცა ძუელ-ოდესმე ბრძანებითა შენითა მომკუდარი იგი ყრმაი ქურივისაი აღადგინე, ღმრთისა სიტყუაო, ეგრეთვე აწ აღგვადგინე და განგვაცხოველე ფიცხელთა სენთაგან მოუძლურებულნი, ვითარცა სახიერმან და მოწყალემან, მხოლოო კაცთმოყუარე.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

საწუთოსა წყუდიადსა შინა მეწია მე ღელვაი განბოროტებისაი, და ბნელმან უძლურებისამან დამფარა მე, გარნა მაცურიე ცუარი მაგრილობელი, ყოვლადწმიდაო, და სიმტკიცისა ნათლ-ისა მიმართ წარმიმართე.

 

გალობა 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: მომიტევენ, სახიერ, აურაცხელნი ცოდვანი ჩემნი, რომელთათვის გიხმობ შენ: მიხსენ მე ბოროტთაგან, შენდა მომართ ვღაღადებ: ისმინე ჩემი, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო.

მოწყალეო უფალო, შეგვიწყალე მონანი შენნი

სიღრმესა უფსკრულისასა დანთქუმულნი გარე-მოგვიცუეს უძლურებათა და ღელვაგუემულ ვართ ზვირთთა მიერ წარწყმედისათა, მეუფეო უფალო, გვიპყარ ხელი შეწევნისაი და გვაცხოვნენ ჩუენ.

მოწყალეო უფალო, შეგვიწყალე მონანი შენნი

ვითარცა განრღვეული განამტკიცე ღმრთეებრივითა სიტყვითა წამისყოფასა შინა ერთსა და უძლურებისაგან და სნეულებისა სარეცელითგან აღადგინე, ეგრეთვე აწ მძიმისა სნეულებისაგან გვილხინე და სიმრთელეი მოგუმადლე, მრავალმოწყალეო.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

დასი წინაისწარმეტყუელთაი, გუნდი მოციქულთაი და ბევრეულნი მოწამეთანი, გევედრებიან შენ, მხოლოო მრავალმოწყალეო, ერისათვის შენისა, წყალობითა მოხედენ ვედრებასა მათსა და შეგვიწყალენ.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო მარიამ, საუნჯეო უბიწოისა ქალწულებისაო, ბრალთა ჩუენთაგან განგვწმიდე ჩუენ, ღმრთივსახიერო დედაო, და სენთა, ურვათა და უძლურებაგან განგვარინე, რაითა მარადის სარწმუნოებითა გადიდებდეთ.

 

მიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი. მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

 

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

კონდაკი, ხმაი 6

ჭირთაგან განგვარინნე მონანი შენნი, მრავალმოწყალეო, რამეთუ გულსმოდგინედ შენდა მოვივლტით, მოწყალისა მომართ მხსნელისა და ყოველთა მეუფისა, სამებობითა განდიდებულისა ღმრთისა.

კონდაკი

სალმობისა სარეცელსა ზედა მდებარეთა და სასიკუდინოთა წყლულებითა მოწყლულთა, ვითარცა ოდესმე აღადგინე, მაცხოვარ, სიდედრი იგი პეტრესი, და განრღუეული ცხედარსა ზედა ტვირთული, ეგრეთვე აწცა მოწყალეო, ვნებულთა ამათ მოჰხედენ და განჰკურნენ, რამეთუ შენ მხოლო ხარ უძლურებათა და სალმობათა და სნეულებათა ნათესავისა ჩუენისათა აღმხმელი და ყოველივე ძალგიძს, ვითარცა მრავალმოწყალე ხარ.

იკოსი

უფალო, ყოვლისა მპყრობელო, წმიდაო მეუფეო, რომელი სწყლავ და არა მოაკუდინებ, განამტკიცებ დავრდომილსა, და აღმართებ დაცემულსა, და კაცთა სნეულებისა ჭირვეულებას განმართავ, გევედრებით შენ, ღმერთო ჩუენო, მოხედე მოწყალებითა შენითა უძლურებასა შინა შთავრდომილთა და სასტიკითა სნეულებითა მოწყლულთა, და აღადგინე იგინი ცხედრისაგან სალმობისა და სარეცელისაგან განბოროტებისა სიმრთელითა და მოანიჭე მათ სათნოყოფაი და ქმნაი ნებისა შენისაი

 

მღდელმან: მოხედენ; სიბრძნით. წარდგომა ხმაი 4: უფალო, ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა მსწავლი მე.

მუხლი: ისარნი შენნი განმეწონნეს მე და დაამტკიცე ჩემ ზედა ხელი შენი.

სამოციქულო ებრაელთა (დასაწყ. 331) თ. 12. 6-13)

ძმანო, რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის; და ტანჯის ყოველი შვილი, რომელი შეიწყნარის. უკუეთუ სწავლასა დაუთმოთ, ვითარცა შვილთა შეგიწყნარებს თქუენ ღმერთი. რამეთუ ვინ-მე არს შვილი, რომელი არა სწავლის მამამან? ხოლო უკუეთუ შორს ხართ სწავლასა, რომლისა ზიარ-ქმნულ არიან ყოველნი, მწირნი ვიდრემე ხართ და არა შვილნი. აწ უკუეთუმცა გუესხნეს ხორციელნი მამა-დედანი მასწავლელად, გუეკდიმებოდა სამემცა; არა-მე უფროის დავემორჩილნეთა მამასა მას სულთასა და ვცხონდეთ? რამეთუ რომელნიმე იგი მცირედთა დღეთა მათისაებრ ნებისა სწავლიდეს, ხოლო ესე უმჯობესისათვის, რაითა მოიღონ სიწმიდისაგან მისისა. ყოველივე სწავლაი მეყსეულად არა არნ სიხარულ, არამედ მწუხარება; ხოლო უკუანაისკნელ ნაყოფი მშვიდობისაი მის მიერ წურთილთა მათ მოაგის - სიმართლე. ამისთვის დაშთომილნი ხელნი და დახსნილნი მუხლნი აღემართენით. და ალაგნი მართლ ყვენით ფერხთა თქუენთანი, რაითა არა მკელობელი იგი დაეცეს, არამედ უფროისღა განიკურნოს.

ალილუია; ხმაი 4: (3-გზის)

გარე-მომადგეს მე სალმობანი სიკუდილისანი და ღუართა უსჯულოებისათა შემაძრწუნეს მე. სალმობათა ჯოჯოხეთისათა მომიცვეს მე და მომეწიფნეს მე მახენი სიკუდილისანი. მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა. გუნდი: და სულისაცა შენისა თანა. მღდელმან: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი. გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

მღდელმან: მოხედენ.

სახარებაი ლუკასი

მას ჟამსა შინა მიმოეფინებოდა ჰამბავი მისთვის ყოველთა მათ ადგილთა გარემო მის სოფლებისათა. და აღდგა მის კრებულისაგან და შევიდა სახლსა სიმონისსა; ხოლო სიდედრი სიმონისი შეპყრობილ იყო სიცხითა დიდითა. და უთხრეს მას მისთვის. და დაადგა მას ზედა და შეჰრისხნა სიცხესა მას. და მეყსეულად დაუტევა იგი, და აღდგა და ჰმსახურებდა მათ. და დასვლასა ოდენ მზისასა ყოველთა რაოდენთა აქუნდა უძლურები თითო-სახეთაგან სენთა, მოიყვანნეს მისა. ხოლო თავადმან კაცად-კაცადსა მათსა დასდვა ხელი და განკურნნა იგინი. და განვიდოდეს ეშმაკნი მრავალთაგან, ღაღადებდეს და იტყოდეს, ვითარმედ: შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაი. და არა უტევებდა მათ სიტყუად, რამეთუ იცოდეს, ვითარმედ იგი არს ქრისტე. და ვითარცა განთენა, გამოვიდა მიერ და წარვიდა უდაბნოსა ადგილსა, და ერი იგი ეძიებდა მას და მოვიდეს მისა და აყენებდეს მას, რაითამცა არა წარვიდა მათგან. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ, ვითარმედ: სხუათაცა ქალაქთა ჯერ-არს ჩემდა ხარებად სასუფეველი ღმრთისაი, რამეთუ ამისთვის მოვივლინე. და ქადაგებდა ყოველთა შესაკრებელთა გალილეაისათა. გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მოწყალებითა შენითა, მრავალმოწყალეო ღმერთო, აღხოცე ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცე ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა, აღხოცე უსჯულოებანი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: სარწმუნოებითა შენდა მოვივლტით, მოწყალისა მომართ მხსნელისა და ყოველთა მეუფისა, სამებობითა განდიდებულისა ღმრთისა, და გევედრებით შეუძრველად დაცვასა ეკლესიისასა, და ხსნასა ივერიისასა ზედამოსვლათაგან მტერისა, და განძლიერებასა ერისა ჩუენისასა, და მორწმუნეთა შეწყალებასა და მშვიდობის მოცემასა.

მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა-მძლისა მოწამისა, ძლევაშემოსილისა გიორგისა, და წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე-ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა; ღმრთივგანბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ-ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე-დამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსაარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანეისი და გიორგიიოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსაარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი); და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელი: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

გალობა 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: ღმრთისა გარდამოსლვასა ოდესმე ბაბილონს ცეცხლი მეოტ-იქმნა, რომელსა სამნი ყრმანი სახუმილსა მას შინა ვარდსა ფერხითა სტკებნიდეს და განწყობილნი გალობდეს: „მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ“.

მოწყალეო უფალო, შეგვიწყალე მონანი შენნი

აღგზებულ არს სახუმილი ფიცხელთა სალმობათაი და შემწუავს წარმწყმედელი ალი დაუშრეტელისა ცეცხლისაი, გარნა ცუარითა მოწყალებისა შენისაითა, მაცხოვარ, განაგრილნე მგალობელნი შენნი: კურთხეულ არს ღმერთი მამათა ჩუენთაი.

მოწყალეო უფალო, შეგვიწყალე მონანი შენნი

წინაისწარმეტყუელნო და მოციქულნო, მოწამენო და საღმრთონო მოძღუარნო, ლოცვითა თქუენითა მოამდოვრეთ სნეულებანი ჩუენ უძლურთანი და სიმრთელეი მოგუმადლეთ ღმრთისა მიმართ მგალობელთა: კურთხეულ არს ღმერთი მამათა ჩუენთაი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

სიტყვითა შენითა ლაზარეს აღმადგინებელო, უფალო, აწ ჩუენცა ცხოველ-გვყავ და აღგვადგინე სარეცელთაგან უწყალოისა უძლურებისა, რაითა გიღაღადებდეთ სამადლობელსა გალობასა: კურთხეულ არს ღმერთი მამათა ჩუენთაი.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადმოწყალისა ღმრთისა მოწყალეო დედაო, ჭირთა და სნეულებათაგან განარინნე ერნი შენნი, ქალწულო, რომელნი მოვუწოდთ გულმოწყალებასა შენსა, მგალობელნი: კურთხეულ არს ღმერთი მამათა ჩუენთაი.

 

გალობა 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: ქუეყანით იუდაისით ბაბილონს წარიტყუენნეს მძლავრისა მიერ ყრმანი, სულითა შემოსილთა ცეცხლი სახუმილისაი განაქარვეს და იტყოდეს: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ მარადის.

მოწყალეო უფალო, შეგვიწყალე მონანი შენნი

სალმობიერად ვჰგოდებთ სნეულებისა სარეცელითგან ჩუენისა, და განგუეხუნა რაი თუალნი სულიერნი, ვითხოვთ სიმრთელესა, რაითა აღვდგეთ გალობად შენდა: ყრმანი აკურთხევდით, მღდელნი უგალობდით, და ერნი აღამაღლებდით უკუნისამდე.

მოწყალეო უფალო, შეგვიწყალე მონანი შენნი

რომელმან უძლურებაი ჩუენი მოწყალედ შეიმოსე და სათნო-იჩინე მსგავს-ყოფაი კაცთაი, ლოცვითა წმიდათა შენთაითა გვიხსენ ჩუენ, მაცხოვარ, და სამარხოითგან უსასოობისა აღგვადგინე დიდებად ღმრთისა:

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

არსთა შემოქმედსა და კურნებათა მომმადლებელსა, წიაღსა მოწყალებათასა და უფსკრულსა კეთილნაწლეობისასა, ერთობით გევედრებით: მოიხილე წარმწყმედელთა უძლურებათა შინა ერნი შენნი, და განაცხოველე ქებად შენდა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხო მტკიცეო და ყოვლადქებულო შუამდგომელო, სასოო უსასოთაო, მოიხილე სნეულებითა ვნებულნი, ყოვლადუბიწოო, და სიმძიმეი უძლურებისაი აღუსუბუქე, განაძე წარმწყმედელი უძლურებაი და იხსენ მონანი ესე შენნი, ღმრთისმშობელო.

 

გალობა 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: შეძრწუნდეს დაბადებულნი გარდამოსლვასა ღმრთისა გამოუთქუმელისასა, ვითარ მაღალი იგი ნებსით თვისით განხორციელებად გარდამოხდა წიაღსა ქალწულისასა და განკაცნა უქცეველად სიმდაბლით, ამისთვის მორწმუნენი ღმრთისმშობელსა უბიწოსა გალობით ვადიდებდეთ.

მოწყალეო უფალო, შეგვიწყალე მონანი შენნი

რომელმან ყავ მრავალნი სასწაულნი, რომელთაი არა არს რიცხვი, უკუდავო, გამოაჩინე აწ გულმოწყალებაი მონათა შენთა ზედა, ღმერთო, ვითარცა მოწყალემან, და განგვათავისუფლე გარემოდგომილისაგან სენისა, ლოცვითა ყოვლადწმიდისა მშობელისა შენისაითა და ყოველთა წმიდათა შენთაითა.

მოწყალეო უფალო, შეგვიწყალე მონანი შენნი

ლოცვითა ანგელოზთა, მთავარანგელოზთა, წინაისწარმეტყუელთა, მოწამეთა, ღირსთა, მღდელთმთავართა და მღდელმოწამეთა შენთაითა მწუხარებაი ჩუენი სიხარულად გარდასცვალე, ყოვლადძლიერო, სნეულებანი განკურნე, უძლურებანი აღასუბუქე და ყოველთა მოგუმადლე სიმრთელეი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მკურნალსა სულთა და ხორცთათა, მდიდარსა მოწყალებათა შინა, უფალსა და ღმერთსა ჩუენსა გევედრები: განჰკურნე მრავალნი ესე ვნებანი ჩემნი, სენნი აღიხუენ, და განაქარვენ ურვანი ჩემნი, ვითარცა სახიერმან და მხოლომან კაცთმოყუარემან, და მადიდებელთა შენთა მაცხოვარმან.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

რომელმან შევ ღმერთი ხორცითა, სახიერი და გულმოწყალეი, მეუფეი, შემოქმედი და უფალი ჩუენი, აწ გამოაჩინე ჩემ ზედა მოწყალებანი შენნი ჩუეულებისაებრ შენისა, და განმარინე უწყალოისა სნეულებისაგან, ქალწულო ღმრთისმშობელო, და მომმადლე სიმრთელეი სულისა და ხორცისაი.

 

ღირს არს ჭეშმარიტად რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ. მღდელი აკმევს; მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:

ჰოი, უფალო ჩუენო იესო ქრისტე, რომელმან გვასწავე მიღებად ყოველივესი, რაიცა ვითხოოთ მამისაგან შენისა ზეცათაისა სახელითა შენითა. აჰა, უცთომელად მიმნდობელნი სიტყუათა შენთა, ვითხოვთ ღმრთისაგან ყოვლისა მპყრობელისა, რაითა წყალობითა მოხედოს ერსა ჩუენსა, მტვირთველსა ჯუარისა შენისასა ქუეყანასა ზედა, და გვიხსნეს მომსრველისაგან სენისა და მძვინვარისაგან სალმობისა, ჩუენ ზედა მოწევნულისა.

ყოვლადწმიდაო სამებაო, მიუწთომელო, მოგვეც მართალი აღსარებაი, რაითა გქადაგოთ ღმერთი სრული სამგუამოვნად თვითებითა შეურევნელად, ბუნებით განუყოფელად, ერთარსებით დიდებულად, და ღაღავჰყოთ: და მოხედე მოწყალებითა შენითა სალმობისა სარეცელისა ზედა მდებარეთა, დაშრიტე მხურვალებაი და დააცხრვე ვნებაი და ყოველი დაფარული უძლურებაი მათ შინა.

მკურნალო და შემწეო ტკივნეულთაო, მხსნელო და მაცხოვარო ჭირვეულთაო, შენ ყოველთა მეუფეო უფალო, რომელმან მხურვალებისა სენი პეტრეს სიდედრისანი განჰკურნენ ხელითა საღმრთოითა, და იაიროსისა ასული აღადგინენ სალმობისა ცხედრისაგან და სიმრთელით ჰყავ, აწცა ბოროტად ვნებულთა მონათა შენთა უძლურებანი სახიერებითა შენითა განჰკურნენ და მსწრაფლი სიმრთელე მოანიჭე მათ, გულსმოდგინეთ გევედრებით, მაცხოვარო ჩუენო, წყაროო სიმრთელეთაო.

ცანი ცათანი, ერნი ანგელოსთანი, ქუყანაი და მკვიდრნი სოფლისანი, ხილულნი და უხილავნი, ქუვისკნელნი და ზესკნელნი ძეთა თანა კაცთასა, მღდელნი და ერნი გაკურთხევთ სამებასა და გევედრებით: განაშორე ყოველი სილაღეი და ამპარტავნებაი დაბნელებულისაგან გონებისა ჩუენისა და დაგვამტკიცე კლდესა მას ზედა მცნებათასა თვისთასა, რაითა განბრწყინდეს ივერიაი ღმრთისმშობლის შეწევნითა და ყოველნი გიგალობდეთ სულითა და ჭეშმარიტებითა:

აჰა, რომელი-ესე მსგავსად მკუდრისა უსულოისა დახსნილ ვართ და სარეცელსა სასოწარკვეთისა სალმობიერსა მდებარეი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, სახიერებითა მოწყალებისა შენისაითა მომმადლე კურნებაი და აღმადგინე დიდებად და გალობად ყოვლადწმიდისა სამებისა:

 

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი...

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.

მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ. გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: მოწყალებითა მოიხილე, უფალო, განმწარებასა ზედა მონათა შენთასა, და მოწყალე იქმენ, და უბრძანე ანგელოზსა შენსა, რომელსა აღმართულ აქუს ხელი თვისი წარწყმედად და მოსრვად ჩუენ ყოველთა, აწ დააყენე ხელი შენი და ნუღარა მუსრავ, ვითარცა ოდესმე დღეთა შინა დავითისთა უბრძანე ესე ანგელოზსა: და ჩუენცა, სინანულითა აღგიარებთ რაი ბრალთა ჩუენთა, მსგავსად დავითისა ღაღად-ვყოფთ: ვსცოდეთ და უსჯულო ვიქმნენით და არა ღირს ვართ შეწყალებისა, გარნა ვითარცა სულგრძელმან და კაცმოყვარემან გამოაჩინე ძუელნი იგი წყალობანი შენნი და იხსენ კაცნი ესე, ცხოვარნი სამწყსოისა შენისანი, გევედრებით, მსწრაფლ ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, ყოვლადწმიდაო სამებაო, ერთარსებაო მიუწვდომელო ძლიერებაო, მამაო ყოვლისა მპყრობელო, ძეო მხოლოდშობილო და წმიდაო სულო, ერთო ღმერთო, რომელი ყოვლისა ხილულისა და უხილავისა შემოქმედი ხარ და უფალი, და მართლმსაჯულობითა შენითა მოაწევ სამართლად რისხვასა ცოდუათა გამო ჩუენთა, აწ შეგივრდებით და გევედრებით, სახიერო უფალო, გარდამოიხილე ზეცით და იხილე და მოხედე ვენახსა ამას, - სამკვიდრებელსა ქართველთასა და მკვიდრსა მას ზედა ერსა ჩუენსა, მართლმადიდებელსა, დაიფარე იგი მრავლითა მოწყალებითა შენითა და იხსენ ზედამოსლვათაგან მტერისა და ძმათა შორის ბრძოლისაგან. შეუძრველად დაიცევ, უფალო, წმიდაი ეკლესიაი ჩუენი და ყოველნი შვილნი მისნი, მოსავნი წყალობისა შენისანი, და უკუნ-აქციე საშინელი რისხვაი შენი, სამართლად აღძრული ჩუენ ზედა, და დააცხრვე წარმწყმედელი ეგე სენი, მეუფეო, და დააყენე მრისხანე მახვილი შენი, რომლითა უჟამოდ მოვისრებით, რაითა არა ტყუე-ჰყო სიკუდილითა სულნი ჩუენნი, რომელნი სინანულისა ცრემლითა შენდა შევრდომილ ვართ, შემწყნარებლისა ღმრთისა მიმართ ჩუენისა. აღადგინე და განაცხოველე ფიცხელთა სალმობათაგან მოუძლურებულნი, და უწყალოთა სნეულებათაგან გუემულნი, ვითარცა სახიერმან და მოწყალემან. და განაქარვე ურვაი ჩუენი.

მსახურებასა შინა განამტკიცე, უფალო, და დაიფარე უნეტარესი და უწმიდესი მამათმთავარი ჩუუნი ილია, კათოლიკოსი მცხეთისა და პატრიარქი ყოვლისა საქართუელოისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა; ყოვლადსამღუდელონი მღუდელმთავარნი და .. (აქა მოიხსენონ ადგილობრივი მღდელმთავარი); პატიოსანნი მღდელნი და დიაკონნი, ბერნი და მონოზონნი; განაბრძვნენ იგინი, უფალო, მადლითა სულისა წმიდისათა და ლოცვითა და მოღუაწებითა მათითა ცხორებად საუკუნოდ წარუმართონ სამწყსოსა თვისსა, რამეთუ შენი არს შეწყალებაი და ცხორებაი ჩუენი, ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. მღდელი: სიბრძნით! ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ. მღდელი: დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდებაი შენდა.

გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). გუაკურთხენ.

მღდელი: ჩამოილოცავს...

გუნდი: ამინ.

 

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის),

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

 

ხატისა მთხვევასა ზედა ვჰგალობთ ესრეთ:

უფალო ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ მდაბალნი და უღირსნი ესე მონანი შენნი, შემუსრვილითა და მონანულითა გულითა შენდა შევრდომილნი, და წყალობისა მომართ შენისა მსასოებელნი, და გარე-მოგვზღუდე სასტიკისა მის სენისაგან, ჩუენ ზედა მოწევნულისა, და გვიხსენ სიკუდიდშემოსილისაგან წყლულებისა, და ამაოისა და უჟამოისაგან სიკუდილისა.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, მოგუხედენ სარწმუნოებით თაყუანისმცემელთა წმიდისა სამებისაითა და ამბორისმყოფელთა ხატისა მისისათა, და კეთილად წარმართე სლუაი ჩუენი გზასა მას ზედა ცხონებისასა.

სლავურიდან თარგმნა ნონა ნამგალაძემ
გადაამუშავა და შეავსო თინათინ მჭედლიშვილმა

წყარო: ფეისბუქ-გვერდი „საპატრიარქოს ბიბლიოთეკა“