ლოცუანი შუაღამისანი

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

აღდგომილი ძილისაგან, შეგივრდებით შენ, სახიერ, ანგელოსთა გალობასა გიღაღადებთ შენ, ძლიერო: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელსა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ცხედრისაგან და ძილისა აღმადგინე მე, უფალო, გონება და გული ჩემი განანათლენ, და ბაგენი ჩემნი აღახვენ, გალობად შენდა, წმიდაო სამებაო: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელსა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეყდეულად მსაჯული იგი მოვიდეს, და თითოეულისა საქმენი განშიშვლდნენ, არამედ შიშით ღაღადვყოთ შუაღამესა: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელსა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

ძილისაგან აღდგომილი გმადლობ შენ წმიდაო სამებაო, რამეთუ მრავლისა სახიერებისა და სულგრძელებისა შენისათვის არა განრისხენ ჩემ უძღებსა და ცოდვილსა ზედა, დაარა თანა წარმწყმიდე მე უსჯულოებათა შინა ჩემთა, არამედ ჩვეულებისაებრ კაცთმოყვარე მექმენ მე, და უფსკრულსა შინა სასოწარკვეთილებისასა მდებარე აღმადგინე აღმსთობად და დიდების-მეტყველებად ძალსა შენსა, აწცა განმინათლენ თუალნი გონებისა ჩემისანი, აღაღე პირი ჩემი ზრახვად სიტყვათა შენთა, და გულისხმის-ყოფად გზათა შენთა და ქმნად ნებისა შენისა, და გალობად სახელსა შენსა აღსარებითა გულისათა. დიდებად და გალობად ყოვლად-პატიოსანსა სახელსა შენსა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

სხვა ლოცვა

დიდება შენდა, მეუფეო ღმერთო ყოვლისა მპყრობელო, რომელმან საღმრთოითა კაცთ-მოყუარებისა შენისა მეცნიერებითა, ღირს მყავ მე ცოდვილი და უღირსი აღმდგომად ძილისაგან და შესლუად წმიდასა ტაძარსა შენსა, შეიწირე ხმაჲ ვედრებისა ჩემისა ვითარცა წმიდათა და საცნაურთა უხორცოთა ძალთა შენთა.

სათნო იყავ გულითა წმიდითა, და სულითა მდაბლითა შეწირულად უღირსთა ამათ ბაგეთა ჩემთაგან ქებაჲ, რათა მეცა ზიარ ვიქმნე ბრძენტა მათ ქალწულთა თანა ბრწყინუალითა ლამპრითა სულისა ჩემისათა რათა გადიდებდეთ შენ, თანა მამით და სულით წმიდითურთ ღვთისა სიტყუაო, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

ლოცუანი შუაღამისანი თქმული იოსებ გამომეტყუელისა მიერ

მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა;
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა;
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა;

უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა; ვისა მეშინოდის? უფალი შესავედრებელ არს ცხოურებისა ჩემისა; ვისგან შევძრწუნდე? მოახლებასა ჩემ ზედა უკეთურთასა შეჭმად ხორცთა ჩემთა, მაჭირვებელნი ჩემნი და მტერნი ჩემნი - იგინი მოუძლურდეს და დაეცნეს. განთუ-ეწყოს ჩემ ზედა ბანაკი, არა შეეშინოს გულსა ჩემსა, აღ-თუ-დგეს ჩემ ზედა ბრძოლაი, ამისთვისცა მე შენ გესავ. ერთი ვითხოვე უფლისაგან, ესევე ვითხოვო: დამკვიდრებად ჩემდა სახლსა უფლისასა ყოველთა დღეთა ცხოურებისა ჩემისათა, ხილვად ჩემდა შუენიერებაი უფლისაი და მოხილვად ტაძარი მისი. რამეთუ დამფარა მე კარავსა შინა მისსა დღესა შინა ბოროტთა ჩემთასა, დამფარა მე დაფარულსა კარვისა მისისა, კლდესა ზედა აღმამაღლა მე. და აწ ესერა აღამაღლა თავი ჩემი ზედა მტერთა ჩემთა; გარე მოვადეგ და შევწირე კარავსა შინა მისსა მსხუერპლი ქებისა და ღაღადებისაი, ვაქებდე და უგალობდე უფალსა. ისმინე, უფალო, ხმისა ჩემისაი, რომლითა ღაღად-ვჰყავ, მიწყალე მე და ისმინე ჩემი. შენ გრქუა გულმან ჩემმან: უფალი მოვიძიო; გამოგიძია შენ პირმან ჩემმან; პირი შენი, უფალო, მოვიძიო. ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და ნუ მიიქცევ რისხვით მონისა შენისაგან. შემწე ჩემდა იყავ, ნუ შეურაცხ-მყოფ მე და ნუ დამაგდებ მე, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო. რამეთუ მამამან ჩემმან და დედამან ჩემმან დამაგდეს მე, ხოლო უფალმან შემიწყნარა მე. შჯულიერ მყავ მე, უფალო, გზასა შენსა და მიძეღუ მე ალაგთა შენთა წრფელთა მტერთა ჩემთათვის. ნუ მიმცემ მე სულთა მაჭირვებელთა ჩემთასა, რამეთუ აღსდგეს ჩემ ზედა მოწამენი ცრუნი და უტყუვა სიცრუვემან თავსა თვისსა. მრწამს მე ხილვად კეთილი უფლისაი ქუეყანასა მას ცხოველთასა. დაუთმე უფალსა; მხნე იყავნ და განძლიერდინ გული შენი და დაუთმე უფალსა.

ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვჰყავ, ხმითა ჩემითა ღმრთისა მიმართ, და მომხედნა მე. დღესა ჭირისა ჩემისასა ღმერთი გამოვიძიო, ხელითა ჩემითა ღამე მის წინაშე, და არა ვსცეთ; წარეწირა ნუგეშინის-ცემაი სულსა ჩემსა. მოვიხსენე ღმრთისაი და ვიხარე; ვზრუნევდ, და სულ-მოკლე იქმნა სული ჩემი. მიეწიფნეს სახუმილავთა თუალნი ჩემნი; შევძრწუნდი და არა ვიტყოდე. ვიგონებდ დღეთა მათ პირველთა და წელიწადნი საუკუნენი მოვიხსენენ და ვიწურთიდ. ღამე გულითა ჩემითა, ვზრუნევდ, და შეზრუნებულ იყო სული ჩემი. ნუ უკუნისამდე განმაგდოს მე უფალმან და არღარა შესძინოს სათნოებად მერმე. ანუ სრულიად ნუ დააყენოსა წყალობაი მისი, აღასრულა სიტყუაი მისი თესლითი თესლადმდე? ნუ და-მე-ივიწყოსა შეწყნარებაი მისი ღმერთმან, ანუ დააყენნეს მოწყალებანი მისნი რისხვითა მისითა? და ვსთქუ: აწღა მიწყიეს, ესე არს განახლებაი მარჯუენისა მაღლისაი. მოვიხსენე საქმეთა უფლისათაი, რამეთუ მოვიხსენო მე დასაბამითგან საკვირველებათა შენთაი. და ვიწურთიდე ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და დაბადებულთა შენთა მიმართ ვზრახვიდე. ღმერთო, წმიდასა შინა არს გზაი შენი, ვინ არს ღმერთ დიდ, ვითარ ღმერთი ჩუენი? შენ ხარ ღმერთი, რომელმან ჰყვი საკვირველი, აუწყე ერთა შორის ძალი შენი. და იხსენ მკლავითა შე­ნი­თა ერი შენი, ძენი იაკობისნი და იოსებისნი. გიხილეს შენ წყალთა, ღმერთო, გიხილეს შენ წყალთა და შეეშინა, შეძრწუნდეს უფსკრულნი. დიდ-ძალითა ოხრითა წყალთაითა. ხმაი მოსცეს ღრუბელთა, და რამეთუ ისარნი შენნი ვლენან. ხმაი ქუხილისა შენისაი ურმის თუალსა, გამოჩნდეს ელვანი შენნი სოფელსა, შეიძრა და შეძრწუნებულ იქმნა ქუეყანაი. ზღუასა ზედა არიან გზანი შენნი და ალაგნი შენნი წყალთა ზედა მრავალთა, და კუალნი შენნი არა საცნაურ იქმნენ. უძეღუ ვითარცა ცხოვარსა ერსა შენსა ხელითა მოსესითა და აჰრონისითა.

უფალო, გამომცადე მე და მიცან მე; შენ სცან დაჯდომაი ჩემი, და აღდგომაი ჩემი, შენ გულისხმა-ჰყვენ ზრახვანი ჩემნი შორით; ალაგნი ჩემნი და ნაწილნი ჩემნი შენ გამოიკულიენ და ყოველნი გზანი ჩემნი წინაისწარ იხილენ; რამეთუ არა არს ზაკუვაი ენასა ჩემსა; აჰა უფალო, შენ სცან ყოველი უკანასკნელი და დასაბამისაი, შენ შემქმენ და დამდევ ჩემ ზედა ხელი შენი. საკვირველ იქმნა ცნობაი შენი ჩემგან; განძლიერდა და ვერ შეუძლო მას. ვიდრე-მე ვიდე სულისა შენისაგან და პირისა შენისაგან ვიდრემე ვივლტოდი? აღ-თუ-ვჰხდე ცად, შენ მუნ ხარ; შთა-თუ-ვჰხდე ჯოჯოხეთად, ახლოსვე ხარ; აღ-თუ-ვიპყრნე ფრთენი ჩემნი განთიად, და დავემკვიდრო მე დასასრულსა ზღვისასა, და რამეთუ მუნცა ხელი შენი მიძღოდის მე, და მარჯუენემან შენმან შემიწყნაროს მე. და ვსთქუ: ბნელმან სამე დამთრგუნოს მე, და ღამე განმანათლებელ იყოს ფუფუნებისა ჩემისა. რამეთუ ბნელი შენ მიერ არა დაბნელდეს, და ღამე ვითარცა დღე განათლდეს; ვითარცა ბნელი მისი, ეგრეცა ნათელი მისი. რამეთუ შენ დაჰბადენ თირკუმელნი ჩემნი და შემიწყნარე მე დედის მუცლით ჩემითგან. აღგიარო შენ, რამეთუ საშინლად საკვირველ იქმენ; საკვირველ არიან საქმენი შენნი, და სულმანცა ჩემმან უწყნის ფრიად. არა დაეფარა ძუალი ჩემი შენგან, რომელი ჰქმენ დაფარულად, და სიმტკიცე ჩემი ქუესკნელთა შინა ქუეყანისათა. რომელ-იგი არა მექმნა, იხილეს თუალთა შენთა, და წიგნსა შენსა ყოველნივე შთაიწერნენ; დღისი დაიბადნენ, და არღარა იყოს ნაკლულევანებაი მათ შორის. ხოლო ჩემდა დიდად სადიდებელ იყვნეს მეგობარნი შენნი, ღმერთო, ფრიად განძლიერდეს მთავარნი მათნი. აღვრაცხნე იგინი, და უფროის ქვიშისა განმრავლდენ; განვიღვიძე, და მერმეცა მე შენ თანა ვარ. უკუეთუ მოსწყუედ ცოდვილთა, ღმერთო, კაცნი მოსისხლენი განმეშორენით ჩემგან. რამეთუ მხდომ ხართ გულის-ზრახვითა თქუენითა; დაიპყრნენ ამაოებითა ქალაქნი შენნი. ანუ არა მოძულენი შენნი, უფალო, მოვიძულენა და მტერთა შენთა ზედა განვკფდი? სიძულილითა სრულითა მოვიძულენ, და იგინი მტერად შემექმნნეს მე. განმცადე მე, ღმერთო, და ჰსცან გული ჩემი; განმიკითხე და გულისხმა-ჰყვენ ალაგნი ჩემნი. და იხილე, არს თუ გზაი უჰსჯულოებისაი ჩემ თანა, და მიძღოდე მე გზასა მას საუკუნესა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო (3-გზის).

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

აწ გულისხმა ჰყავ სულო ჩემო მეყუსეულად მოსლუაი იგი მსაჯულისა, აღჰსდეგ ძილისაგან შუაღამესა და ხმობდი: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ ღმერთო ჩუენო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩუენ.

მე დავსწევ და დავიძინე და განვიღვიძე, რამეთუ უფალი მწე მეყო მე.

ყოველნივე ვიღვიძებდეთ, და ქრისტესა მივეგებოდეთ მორწმუნენი სიმრავლითა ზეთისათა, და ლამპრითა ბრწყინვალებითა, რათა სასძლოსა მას შინაგან ღირს ვიქმნეთ, რამეთუ რომელი კარსა გარეგან დაჰშთეს ურგებად ჰხმობდეს ღვთისა მიმართ შემიწყალე მე უფალო.

შუაღამე აღვსდგი აღსარებად შენდა განკითხუათათვის სიმართლისა შენისათა.

ჟამსა ლოცვისასა შუაღამესა, უცოდველო მაცხოვარ, გონებაი გულისხმისყოფისა მომმადლე, ღმერით ჩემო, და შემიწყალე.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

რომელი ქალწულისაგან აღმოუბრწყინდი სოფელსა, ქრისტე ღმერთო, და მის მიერ ძედ ნათლისად გამოგუაჩინენ შენ ჩუენ ყოვლად ძლიერო.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დედაო ღვთისაო ყოვლად წმიდაო, ზღუდეო ქრისტიანეთაო, იხსენ ერი შენი რომელი დაუცხრომელად ჰღაღადებს: დიდება შენდა ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა, მამაო ზეცათაო, დიდება შენდა. დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა, ძეო ყოვლად ძლიერო, დიდება შენდა. დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა, სულო ყოვლად წმიდაო, დიდება შენდა. ღმერთო სამებაო, წმიდაო დიდება შენდა. რამეთუ შენდა ჰშუენის დიდება და ქება.

შენ მხოლომან ყოველივე დაჰბადე გამოუთქმელითა განზრახვითა, და ძალითა შენითა. ცანი ვითარცა კამარანი გარდაართხიენ, და ქუეყანაი წყალთა ზედა დაჰკიდე, რომელმან ეთერი ვითარცა ცეცხლი განჰფინე, და სული ჰაერთა მომართ მოჰფინე. რომელმან დიდნი იგი მნათობნი დაჰბადენ რათა მნათობდენ ქუეყანისა მფლობელსა ამას. რამეთუ ჩემთვის ყოველივე დაჰბადე, ძეო ღვთისაო, უძლეველო, რომელი ხატად შენდა გამომსახე, და ხელითა შენითა დამბადე, უხილავო, საშვებელსა სამოთხისასა შემიყუანე და გულისხმისყოფისა სიტყვითა პატივ-მეც, საწერტელი სიკუდილისა მაუწყე, და ხეი იგი ცხოვრებისა მიჩუენე. წინასწარ ცნობითა შენითა მამცენ რათა ხისა მისგან ცხოვრებისა არა ვჰსჭამო. არამედ მე ჰსჯული შენი უდებ-ვჰყავ და მცნებაი შენი შეურაცხ-ვჰყავ, რომლისათვისცა ძელისა მისგან ცხოვრებისა დაკლებულ-ვიქმენ, და განვეშორე ტკბილისა შენისაგან ზიარებისა, რათა ესრეთ შევჰსძინო სიკუდილი განმკუეთლად ცოდვითა შემუსრული. რამეთუ ტანჯუა შენი, სულგრძელო, მიზეზ ცხოვრებისა მექმნა მე. რომლისათვისცა მოწყალებით აღიძარ და ვითარცა მამამან ყოვლითკერძო განმჰსწავლე მე, შინებითა და წყლულებითა განმწმიდე მე, რამეთუ ბოროტთა მოსპოლუელ-არს ტანჯუა. ჰსჯული მომეც შემწედ ჩემდა წინასწარმეტყუელნი მომივლინენ ქადაგებად. ხოლო უკანასკნელთა ჟამთა წარმოაცალიერე თავი თვისი, რამეთუ შემიწყალე დაბადუბული შენი. ვითარცა მწყემსი სახიერი, მოჰხუედ ჩემთვის შეცთომილისა ამის ცხოვარისა. ქალწულისაგან შობაი სათნო იყავ, რომელი ღვთაებით დაუტევნელ ხარ. მონისა ხატი შეიმოსე, რომელი უფლებ უსხეულოთა ძალთა ზედა, რომლითა წყევისა იგი მწუხარებაი უჩინო ჰყავ, და დაჰსაჯე პირველი იგი შეცოდებაი. და ვნებანი ჩუენნი ყოველნი იტვირთენ და უძლურებანი ჩუენნი თავს ისხენ. ვითარცა გლახაკი და მშიერი უგულებელს იქმენ რომელი ყოველსა ცხოველსა აღავსებ ნიჭითა შენითა და უადგილოდ და უსახლოდ გამოჰსჩნდი რომელი დაჰრთავ ცათა ვითარცა სართულსა. თვისთა თანა უცხოდ მოჰხუედ რომელსა გიპყრიეს ბრჭალითა ქუეყანაი და ზღუაი, რათა მე უცხო-ქმნილი ესე შეცოდებითა შემასაკუთრო თავსა თვისსა სახიერ. და ჰშურებოდე და გევნებოდა ბუნებისა ჰსჯულითა, რათა მე ბოროტთაგან გამომიხსნე. ხოლო სენნი ყოველთანი აღიხუენ და კურნებაი მიჰმადლე უძლურთა. აღასრულებდი შიშთა დიდ-დიდთა ვითარცა ღმერთი და კაცი ზესთა ბუნებისა, კეთროვანთა განჰსწმედდი სიტყვითა, და ბრმათა თვალთა აღუხილევდი ბრძანებითა. ვნებად მოჰხუედ ნებსით თვისით, და ოთხისა დღისასა აღმოუწოდე ჯოჯოხეთით. მოწაფეთა თანა ისერე ახალ-სახედ თავად სიმდაბლისა. სახედ მოირტყი არდაგი, რომელი სარტყლებითა შეამკობ სამყაროსა. და მუხლნი შენნი მოიდრიკენ, რომელსა ყოველნი მუხლმოდრეკით გმსახურებენ. დაჰბანენ ფერხნი მონათა შენთა, რომლისა ხელთა შინა არს სული ყოველთა დაბადებულთა. მამისა მიმართ ილოცევდ, ვითარცა თანამოსაყდრე, რომელი ყოველთა ლოცუასა ისმენ. რომელი წვიმასა ქუეყანად გარდამოავლენ, სისხლისა ოფლნი გწთოდენ. იურვოდე ვითარცა ჭეშმარიტად განკაცებული, რომელმან ეგე განმამღრთუენ მე. ამბორისყოფია ზაკვისათა მიეყიდე მოწაფისა მიერ უსჯულოთა უსასყიდლოი. ვითარცა ძვირისმოქმედი შეიკარ მართალი ეგე. და წარჰსდეგ წინაშე მსაჯულთა დასასჯელთასა. ბეჭნი შენნი მისცენ გუემად და ღაწუნი შენნი ყურიმლის-ცემად განკურნებად ბოროტთა ჩემთა წყლულებასა და განთავისუფლებად სირცხვილისაგან პირსა ჩემსა. და პორფირი შეიმოსი ვითარცა განბასრებულმან რომელი მომმადლებ მე სასუფეველსა. თავი შენი ეკლითა გვირგვინოსან-ჰყვეს, რომელმან განაშუენე ქუეყანაი ყუავილითა, სიფიცხლე წყევისა მის დაჰხსენ და გვირგვინითა დიდებისათა შემამკევ მე. თავი შენი ლელწმითა იცემებოდა, რომლითა დამიწერე მოტევებაი ცოდუათა ღვთისა სიტყუაო. მხართა შენთა ზედა იტვირთე ძელი იგი რომელსა ზედა მეცა აღმიღე შეცთომილი. ჯუარსა შეემსჭუალე განშიშულებული, რათა უხრწნელებისა სამოსელი შემოსო. უხრწნელნი ნებნი შენნი განჰმარტენ და მე მომიწოდე წარტყუენულსა მტერისაგან. ხოლო განეღო ლახუარითა გუერდი შენი განმაცხოველებელი და გარდამოადინე სისხლი პატივოსანი რომლითა ყოველი სოფელი განახლდების სისხლისა შენისა პკურებითა განახლებული, და სიკუდილისა გემოი იხილე და სიკუდილი მოაკუდინე სიკუდილითა შენითა უკუდავო, ხოლო პირველქმნული იგი მომკუდარი მიჰსცუალე უკუდავსა მას დიდებასა. მეგობართაგან ფარულად შეიმურვოდეს სუნნელებით წმიდანი ხორცნი შენნი, საფლავსა დაიკრძალე ვითარცა მკუდარი, რომელი დაჰხშავ უფსკრულსა ბრძანებით. არამედ მესამესა დღესა აღსდეგ და შენთანა აღადგინე ბუნებაი ჩვენი, რომელი ადიდე და სულსა თანა აღამაღლე. და მამისა თანა მოსაყდრედ გამოაჩინე. საკვირველ-არიან საქმენი შენნი კაცთმოყვარე ზესთა სიტყვისა ცნობისა და გონებისა, მიუწდომელ არს განგებულება შენი მეუფეო გონებისაგან კაცობრივისა. ვადიდებ შენსა სახიერებასა, და ვქადაგებ, ქრისტე, შენსა მოწყალებასა. თაყვანის ვჰსცემ შენსა კაცთმოყუარებასა წმიდაო და ვჰმონებ შენსა გამოუთქმელსა სიტკბოებასა. მადლობით შეგივრდები და გევედრები და შუაღამესა გიღაღადებ: მოწყალეო, მიწყალე და შემიწყალე რომელი ესე არა ღირს ვარ წყალობისა. ლმობიერ იქმენ ჩემზედა და მაცხოვნე, და აღმადგინე მე დახსნილობითა მრავლითა შეპყრობილი. ჰრულითა უჯეროთა საქმითათა გულის სიტყვითა ბნელსა შინა მავალი. უდებებით ცხოვრებაი ჩემი აღვასრულე. არამედ სასოება ჩემი შენ მხოლო ხარ და შენდა მომართ თუალთა ჩემთა აღვიხილავ შეუცუალებელისა მაგის და დაუძინებელისა თუალისა. ვითარცა მამამან შვილთმოყუარემან წიაღთა შენთა შემიტკბე შენი ესე უძღები შვილი სულთმოყვარეო, რამეთუ ტაძარი ხორცთა განვჰხრწენ, და სული გულის-სიტყვითა შევაგინე. მცნებაი შენი არცა ერთი დავიმარხე, არამედ ყოვლადწმიდა სული შენი შევაწუხე. ვითარცა კაცი უსჯულო-ვიქმენ, მეუფეო, ვითარცა ღმერთმან მომმადლე შენდობაი. ბოროტთა ჩემთა სიმრავლე აურაცხელი ნუმცა ჰსძლევს მადლთა შენთა გამოუთქმელთა, უსასყიდლოდ შემიწყალე, ვითარცა უღონოი, რამეთუ არა შევჰსწირო მონამან ღირსი შენდა, რომელი ეგე აღსავსე ხარ ნიჭთა მიერ, შემოქმედი და დამბადებელი ბუნებათა, რამეთუ ყოველი კეთილი შენგან მიეცემის შესაწირავი შენდა მომცემელისა. და არავინ მოკუვდათაგანი საქმეთაგან განმართლდების შენ წინაშე, ვითარცა წერილ-არს: შიშისაგან ღამისა მიხსენ მე და ცხოვრებისა დღე მომანიჭე, მოწყალეო. შემთხუევისაგან ბნელისა განმარინე და ყოვლისაგან ეშმაკთა სიბოროტისა, ბრძენთა მათ თანა ქალწულთა შემრაცხე მე, სიძეო, რომელი ეგე უსაზღვრო ხარ სიკეთითა. რომელი შუაღამესა მოსულად ხარ ზეცით უწოდე რა მიგებებად მეორედ მოსვლასა შენსა საშინელსა, რომელთა იგი მოწყალება განაბრწყინუებს და სიწმიდე და რომელი იგი შენ მღვიძარედ გმსახურებდენ სიხარულსა სასძლოსა შენისასა ღირს იჩინნე. და ნეტარებითა სრულჰყუნნე ვითარ აღუთქუ წინასწარ დარაისხნე ინახით სერობად შენ თანა. მას ჟამსა შემიწყალე, მართლმსაჯულო იესო, რომელსა არა მაქუს სასძლოი სამოსელი. ნუ შემიკრავ ხელთა და ფერხთა ჩემთა და ნუ წარმავლენ ბნელსა გარესკნელსა, სადა იგი არს მატლი დაუძინებელი და გეჰენიისა ცეცხლი დაუშრეტელი. ნუცა მესმის: წარვედ ჩემგან, არა გიცი შენ მოქმედო უსჯულოებისაო. არამედ მომხედენ თუალითა მოწყალითა. ცრემლით შეგივრდები, ვითარცა მეზუერე და მეძავი. კარი წყალობისა განმიღე მე და ყოველთა მართალთა თანა აღმრაცხე. რომელი მათ თანა ქებით გიგალობ, რომელსა გადიდებენ მთავრობანი და ძალნი, წინასწარმეტყველნი და მოციქულნი, და მოწამენი, და მწყემსთა და მართალთა ბანაკნი. და წმიდათა მამათა კრებულნი, მღუდელნი, მამათმთავარნი და ქადაგნი, რომელსა გევედრების ვითარცა დედა ყოვლადწმიდა მშობელი შენი, რაითა მოწყალე გყოს მონათა შენთათვის. რამეთუ შენდა ჰშუენის პატივი და თაყვანისცემა, იესო სახიერო და კაცთმოყვარეო, თანა მამით და სულით წმიდითური, აწ და მარადის და დაუსრულებელთა მათ საუკუნეთა უკუნისამდე, ამინ.

 

სხვა ლოცუა შუაღამისა, 2

შიშითა გულისათა ქრისტე მაცხოვარ წინაშე შენსა წარმოდგომილ ვარ ჟამსა ამას ლოცვისასა, და მადლთბისა გალობასა შევჰსწირავ შენდა მხოლოსა მეუფისა და დამბადებელისა. რომელმან ღვთაებრ განზრახვით დამბადე, და მრავლითა ნიჭებითა განმამდიდრე და კვალად ესოდენ შემიყუარე ვიდრეღა კაც იქმენ და მოჰკვედ ჩემთვის. ხოლო მე უბადრუკმან ამან დავივიწყე ესოდენი ესე სიყუარული შენი, მხსნელო, და ყოვლითურთ დავემონე ხორცთა ჩემთა, და შევაგინე სული ხორცთა თანა და აწ მდგომარე ვარ დასჯილი, ჰოი მსაჯულო, და მოველი სამართალსა მას განჩინებასა შენსა. არამედ მომეც მე შენდობაი ბრალთა ჩემთა და ნაკადულნი ცრემლთა ჩემთანი შეიწირენ.

 

სხვა ლოცუა ყოვლადწმიდისა, 3

ვუგალობ მადლსა შენსა, დედუფალო, და გევედრები, გონებაჲ ჩემი აღავსე მადლითა, წარმიმართე მე, რაჲთა ვიდოდე გზასა უფლისა მცნებათასა. გალობასა შინა მღვიძარებით განმაძლიერე, რომელი დახსნილობისა ძილითა შეპყრობილ ვარ. საკრველთაგან ცოდვათა ჩემთასა განმხსენ მეოხებითა შენითა, სძალო ღმრთისაო. ღამით და დღით დამიცევ ბრძოლათაგან ეშმაკისათა და განმარინე მე. რომელმან ცხოვრების მომცემელი ღმერთი მუცლად იღე, მე, მომწყდარი ვნებათაგან განმაცხოველე. რომელმან ნათელი დაუღამებელი ჰშევ, სული ჩემი დაბნელებული განანათლე. დიდებულო მეუფისა საყდარო, ტაძრად სულისა წმიდისა განმწმიდე მე. რომელმან მკურნალი იგი ყოველთა ჰშევ, განკურნენ სულისა ჩემისა ვნებანი დამძიმებულნი. რომელი ვიგვემები ღელვათა შინა ამის სოფლისათა, მყუდროებად მიმაწიე. მიხსენ მე ცეცხლისა მისგან საუკუნოჲსა და დაუცადებელად მტანჯველისაგან მატლისა. ნუ მიჩვენებ მე ეშმაკთა ჩემ ზედა მოხარულთა, რომელსა მიქმნიან მრავალნი ცოდვანი. განმაძლიერე ბრძოლასა შინა ვნებათასა, ყოვლად უბიწოო ქალწულო. უცხო მყავ მე ყოვლისაგან სატანჯველისა და ყოველთა ღმერთსა შემაწყნარე. ზეცისა სიხარულსა ღირს-მყავ მიმთხვევად ყოველთა თანა წმიდათა. ყოვლადწმიდაო ქალწულო, შეისმინე ვედრებაჲ უღირსისა და უხმარისა მონისა შენისა. უფსკრული ცრემლთა მომმადლე, დედუფალო, რაჲთა მწიკვლი სულისა ჩემისა განვიწმინდო. სულთქმაჲ ლმობიერი გულსა ჩემსა მომივლინე, დედუფალო. უძლური ესე ვედრებაჲ ჩემი შეისმინე, წმიდაო, და ღმრთისა სახიერისა შესწირე. უზეშთაესო ანგელოზთაო, უზეშთეას ვნებათა გამომაჩინე. ნათლით შემოსილო, სამკვიდრებელ დაამკვიდრე ჩემთანა მადლი შენი და სუნელ მყავ მე. ხელთა აღვიპყრობ და ბაგეთა ჩემთა შეგინებულთა აღვახვამ ქებად შენდა. ყოვლადწმიდაო, სულისა განმხრწნელთა ვნებათაგან მიხსენ მე დაუცხრომელითა ვედრებითა შენითა ქრისტეს მიმართ, რომელსა შვენის პატივი და თაყვანისცემა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

სხვა ლოცუა შუაღამისა, 4 (ქართული)

შეუვრდები მე არა ღირსი ესე მონაი შენი აურაცხელთა შენთა მოწყალებათა, და მრავალსა კაცთმოყუარებასა და გარდამეტებულსა სახიერებასა შენსა, ქრისტე მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, ჟამსა ამას საშინელსა და დიდებულსა, რომელსა შინა განიდევნების სიბნელეი ღამისა შენ მიერ წინაშე პირსა ნათლისასა შემომავალსა ამას დღესა. რომელმან ყოველივე საცთური მტერისა მიერ აღძრული განჰსდევნე მონათა შენთაგან, განჰსდევნე ჩემგანცა ბუნებაი ესე, შესულებულნი და შემაგინებელნი სულისა ჩემისანი დაარღვიენ, და დაჰნერგე ჩემ თანა მადლი შენი რომელ მოიგეს ყოველთა წმიდათა შენთა, რომელნი საუკუნითგან სათნო გეყუნეს შენ, რათა მან მასწავოს მე თუ ვითარ ჯერ-არს სლვაი სათნოდ წინაშე შენსა შემომავალსა ამას დღესა, და ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა, და ვიდრე განსულადმდე ჩემდა ამიერ სოფლით, ჰოი სახიერო და კაცთმოყუარეო უფალო, რამეთუ შენ ჰსთქუ: მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ, აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა, და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა და ჰპოოთ განსუნებაი სულთა თქვენთა, რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს და ტვირთი ჩემი სუბუქ. აჰა ესერა მოსრულ ვარ მე ტვირთმძიმე ციდვითა და დამაშურალი უსჯულოებითა, რომელმან წარმოაცალიერენ ყოველნი დღენი ჩემნი მედგრობითა და ჟამნი ჩემნი არაწმიდებითა და აწ სირცვილეული და კდემული ვჰრეკ კარსა მოწყალებისა შენისასა. განმიღე მე, უფალო, განმიღე მე მჰსგავსად ბრძანებისა შენისა, რამეთუ შენ სჰთქუ: ირეკდით და განგეღოს, ეძიებდით და ჰპოოთ, ითხოვდით და მიიღოთ. აწ მინდობილი ბრძანებათა შენთა მე უღირსი ესე ვითხოვ შენგან სულთქმით, არამედ მუნცა მესმის შენგან ხმა იგი საშინელი და ზარის სახდელი, ვითარმედ განჰხადეთ მონა ეგე უხმარი ბნელსა მას გარესკნელსა, სადა იგი არს ტირილი თუალთა დაუცადებელი, და ღრჭენა კბილთა დაუცრომელი. არამედ ჰყავ შეწყალებაი ჩემი სხუათა მათ თანა შეცოდებულთა და მერმე შენანებულთა, რამეთუ არავინ არს შეუცოდებელ წინაშე შენსა, უფალო, დაღაცათუ მე უმეტეს ყოველთა კაცთასა განგარისხე შენ მხოლო სახიერი და კაცთმოყუარე. არამედ შენ ჰსთქუ უფალო პირითა წმიდისა მოციქულისა შენისა პავლესითა, ვითარმედ სადაცა განმრავლდეს ცოდუა, მუნ უფროს გარდაემატოს მადლი სინანულისა. ხოლო მე საწყალობელმან ამან არათუ მადლთა განმრავლებისათვის გარდავრიე ცოდუათა ჩემთა, არამედ ვითარცა ჰირუტყუმან უგუნურმან და გონებამიღებულმან ბილწად და ლიბრად შეგინებასა შინა აღვასრულენ ყოველნი დღენი ცხოვრებისა ჩემისანი და ვერ ვაგრძენ გემოთა შეკრულებასა მედგრობისა ჩემისათა: და აწ სირცხვილეული და კდემული ვჰსდგა უბანთა ზედა ცალიერი და გევედრები, ჰოი სახიერო და კაცთმოყუარეო, რომელმან უქმნი იგი მუშაკნი მეათერთმეტისა ჟამისანი წარავლინენ საქმედ ვენახისა შენისა და უბრძანე მათ თანასწორად ზიარყოფად რომელთა იგი იტვირთეს სიცხეი დღისა და სიცხეი მზისა. აწცა ეგრეთვე შეიწირე უკანასკნელი ესე სინანული ჩემი უღირსისა და უხმარისა მონისა შენისა, დაღაცათუ არაწმიდა ვარ, არცა ლმობიერ მჰსგავსად ცოდუათა ჩემთა, არამედ შენ მხოლოსა ძალგიძს განწმენდად და ლმობიერყოფად ფიცხელი ესე გონებაი ჩემი, და უსასყიდლოდ ცხოუნებად ჩემდა განსყიდულისა ამის ეშმაკთა საფარდულსა, და მოქცევად შენდა ღვთისა ჩემისა სახიერისა და ღირსყოფად შენდა, რათა მარადის მიუთხრობდე საკვირველებათა შენთა და ვადიდებდე სახელსა შენსა წმიდასა, იესო სახიერო და კაცთმოყუარეო. მამისა თანა სულით წმიდითურთ. აწდა მარადის და საუკუნეთა მათ დაუსრულებელთა უკუნისამდე, ამინ.

 

სხვა ლოცუა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა მიმართ
თქუმული გერმანოს კონსტანტინეპოლელ პატრიარქისა, 5

დიდებულო დედოფალო ღვთისმშობელო, სასოებაო ცხოვრებისა ჩემისაო, შეისმინე ვედრებისა ჩემისა და შეიწყალენ სულთქმანი ჩემნი. და შეიწყნარნენ გოდებანი ჩემნი და მოწყალე მექმენ. ლმობიერქმნილი ცრემლთა ჩემთათვის. სახიერ იქმენ ჩემ ზედა, ვითარცა დედა კაცთმოყუარისა მეუფისა, მოიხილე ჩემ ზედა და მოჰხედენ ვედრებასა ჩემსა, წყურიელი ესე გონებაი ჩემი განაგრილე, და შემჰრთე საუკუნითგან სათნოთა ძისა შენისათა. ქუეყანასა მას მშვიდთასა, საყოფელსა მართალთასა და კრებულსა თანა წმიდათასა და ღირს-მყავ მე, სასოო ყოველთაო და სიხარულო, ბრწყინუალეო ნათელო, მათ თანავე სიხარულსა გევედრები შენ, კურთხეულო, სიხარულსა მას ჭეშმარიტად გამოუთქმელსა შენგან-შობილისა ღვთისა და მეუფისასა, და სასძლოსა მას მისსა ყოვლადსაწადელსა და საშუებელსა მას მისსა მოუკლებელსა, და განუძღომელსა და დაუღამებელსა მას ნათელსა და დაულევნელსა სუფევასა. ჰოი, დედოფალო ღვთისმშობელო, ჰოი, შესავედრებელო ჩემო, შემწეო ჩემო და ცხოვრებაო საჭურუელო და სიქადულო, სასოებაო და ძალო ჩემო, ღირს მყავ მე მათ თანა შუებად ძისა შენისა მიუთხრობელთა მათ და აურაცხელთა ნიჭთაგან სავანეთა მათ შინა ზეცისათა. რამეთუ უწყი, ვითარმედ გაქუს შეწევნა, უკეთუ ოდენ ინებო, და შემძლებელ ხარ ყოველსავე ვითარცა დედა მაღლისა. ამისთვის ვიკადრებ და გევედრები შენ, ნუმცა დაკლებულ ვიქმნები სასოებისაგან ჩემისა, ყოვლადწმიდაო დედოფალო, არამედ ღირსმყავ მე მიმთხუევად ამისსა, სძალო ღვთისაო, რომელმან სასოება იგი ყოველთა უზესთაეს სიტყვისა ჰშევ, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ტეშმარიტი იგი ღმერთი და მეუფეი, რომლისა-არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

სხვა ლოცუა შუაღამისა, 6

უფალო ღმერთო ჩემო აღმადგინე აწ თაყუანისცემად შენდა ჟამსა ამას დიდებულსა, და აღახუენ ბაგენი ჩემნი გალობად შენდა და მომეც მე, უფალო, სინანულისა ცნობაი ცხოვრებად ჩემდა, და აღჰხოცე სიმრავლეი შეცოდებათა ჩემთა მოწყალებითა შენითა, რამეთუ შენ ყოველივე ძალგიძს მხოლოო კაცთმოყუარეო. განაღვიძე გონებაი ჩემი გულისხმისყოფად, რათა ვჰსთქუა, რასა გძინავს შენ სულო ჩემო, არამედ მოიგონე განშორებაი შენი ხორცთაგან ოდეს ბაგენი უტყუ იყუნეს ვედრებად, ოდეს იგი ხელნი წარუმართებელ იყუნენ შრომად, ოდეს იგი სიტყუა არღარა იყოს შევრდომად არცა აღსარებად და არცა რად ცრემლნი სარგებელ იყუნენ, რამეთუ ყოველნივე დაადგრენ უქმად. არამედ აწვე უკუე მღვიძარე იყავ და აწვე ჰხმობდ: შემიწყალე მე, მხოლოო უცოდუელო უფალო, აღსარებად შუაღამესა ვითარცა იტყოდა დავით წინასწარმეტყველი, მეცა უდებმან ამან განვიღვიძე ქრისტე ღმერთო ჩემო და მღვიძარე ვიქმენ, კვალადცა კაცთმოყუარე შეწევნითა სულისა შენისა წმიდისათა. დაუტევენ ძილისა ოცნებანი და ჩუენებათა ზრახუანი, და აწ ვჰრქუა სულსა ჩემსა: აღჰსდეგ სულო ჩემო დაცემისაგან შენისა და წარმოუდეგ ქებად ქრისტესა. რათა ამან მეფემან და უფალმან ჭირისაგან გიხსნას შენ ყოვლადვე. მოვედ, სულო ჩემო, უფლისა სინანულით და ევედრებოდე მარადის შენთვის ქუეყანად მოსრულსა და ქალწულისაგან შობილსა ქრისტესა მაცხოვარსა. მომეც, და მეძვისა მისებრ მიიხუენ ცრემლნი ჩემნი, და მისსა მიივლტოდე რომელმან იგი მრავალი ჭირი დაითმინა შენთვის, და სიკუდილითა თვისითა სიკუდილი დაჰხსნა, მისსა მიმართ ყოვლითა გულითა ხმა-ჰყავ: დიდება შენდა ქრისტე ღმერთო ჩვენო, მეუფეო ზეცათაო. სულთქმაი ლმობიერი მეზუერისა მომეც და მიხსენ ბნელისა მისგან წყუდიადისა, ცეცხლისა მისგან უშრეტისა და მატლისაგან უძილისა. მსწრაფლ გევედრები მხსნელსა ჩემსა და უფალსა ლმობიერად და დაუცხრომელად ვჰხმობ შენდა მომართ ესრეთ: რომელი შუაღამე ქუაბსა შინა იშევ ქალწულისაგან წმიდისა, კაცთმოყუარე, და ბაგასა პირუტყუთასა მიიწვნე მეუფეო, მეცა უღირსი მონაი შენი ცოდუასა შინა შობილი, და მსგავსქმნილი პირუტყუთა, მომაქციე და მაცხოვნე მე. რომელი შუაღამესა საქორწინესა კარსა მორწმუნეთა შენთა განუღებ კაცთმოყუარე, მეცა უღირსსა მონასა შენსა განმიღე კარი წყალობისა შენისა; რომელი შუაღამესა ზღუასა ზედა მოციქულთა შენთა გამოუჩნდი და ღელუათა ზედა ჰხვიდოდი, მეცა უღირსი მონაი შენი ცხოვრებისა ამის ღელუათაგან უვნებელად აღმომიყუანე, რომელმან შუაღამესა იორდანისა წყალნი განსწმიდენ კაცთმოყუარე, მეცა უღირსი მონაი შენი შეცოდებათა ჩემთაგან განმწმიდე; რომელმაც შუაღამესა ბნელსა მას ცოდვისასა მავალნი განანათლენ. მეცა უღირსი მონაი შენი ბნელისაგან ნათლად მიმაწიე და მაცხოვნე მე; რომელი შუაღამესა მთასა ზედა თვისაგან აღჰხედ ლოცუად, მეუფეო მოწყალეო, ჩემიცა უღირსისა ამის ლოცუა შეიწირე კაცთმთყუარე და მაცხოვნე მე; რომელი შუაღამესა ამცნებდი მოწაფეთა მღვიძარებით ლოცუასა, მეცა უღირსი მონაი შენი ძალითა მძიმითა შეპყრობილი მიხსენ და მაცხოვნე მე. რომელი შუაღამესა წარჰსდეგ წინაშე კაიაფასსა განკითხუად, მართლმსაჯულო, მეცა უღირსი მონაი შენი სასჯელისაგან და განკითხვისა მიხსენ და მაცხოვნე მე; რომელმან შუაღამესა პეტრეს უარისყოფისა მიანიჭე შენდობაი, მეცა უღირსი მონაი შენი ნაწილსა მას მისსა თანა ზიარმყავ: რომელი შუაღამესა საფლავსა ხორცითა ნებსით დაიდევ, უკუდაო, მეცა უღირსი მონაი შენი საპყრობილისაგან ცოდუათასა მიხსენ და მაცხოვნე მე; რომელმან შუაღამესა იოსებ სიკუდილისაგან იხსენ, კაცთმოყუარე, მეცა უღირსი მონა შენი სიკუდილისაგან ცხოვრებად აღმომიყუანე; რომელი შუაღამესა შეხუედ ჯოჯოხეთად მოწყალე და მას შინა პყრობილნი განათავისუფლენ, მეცა უღირსი ესე მონაი შენი ტყუექმნილი მტერისაგან განმათავისუფლე; რომელი შუაღამესა აღჰსდეგ მკუდრეთით და მკუდარნი აღადგინენ უკუდაო, მეცა უღირსი ესე მონაი შენი საუკუნესა მას აღდგომასა ღირსმყავ; რომელი შუაღამესა, კაცთმოყუარე, მოწაფეთა შენთა თანა შეხუედ ბჭეთა ხშულთა, მეცა უღირსი ესე მონაი შენი მათ თანავე ღირსმყავ წყალობასა; რომელი შუაღამესა მოსლვად ხარ ძიებად თანანადებისა, მეუფეო, მეცა უღირსი მონაი შენი შემრაცხე მხნეთა თანა მეინახეთა და მაცხოვნე მე; რომელი სიბნელესა მას უფსკრულთასა განანათლებ ნათლითა ღუთაებისათა, მეცა განმანათლე ნათლითა მოწყალებათა შენთათა. ჰოი, მეუფეო უკუდაო, სულთქმაი და ცრემლნი ჩემნი შეიწირენ, რამეთუ შენ გაქუს მხსნელო აურაცხელი მოწყალებაი, ვითარცა ღმერთი მხოლო ხარ სიკუდილისა და ცხოვრებისა მეუფე. შუაღამესა ლოცუასა შევჰსწირავ შენდა ყოველთა მაცხოვრისა და ღვთისა რამეთუ შენ ჰსთქუ, უფალო ღმერთო ჩემო, მევედრებოდე და მე ვისმინო შენი, რამეთუ შენ მხოლო ხარ კაცთმოყუარე, რომელი ყოველთა ლოცუასა ზეიწყნარებ სახიერებითა შენითა. აწ ნუ მოიხსენებ ქუელისმოქმედო და მრავალმოწყალეო უსჯულოებათა ჩემთა, რამეთუ მრავალ არიან უფროს ქვიშისა ზღვისა, და ვერა რა ესწორების ცოდუათა ჩემთა სიმრავლესა, რამეთუ ყოველი უკეთურება ჰქმნეს ხელთა ჩემთა ცხოვრებასა ჩემსა, და შემწამებენ მე საქმენი ჩემნი ბოროტნი. არამედ გევედრები შენ, მხოლოო უფალო, ინებე ხსნაი ჩემი სინანულისა ცრემლითა. რათა კადნიერებით ვჰღაღადებდე შენდა მომართ ვედრებით: მომეც სახიერო შენდობაი შეცოდებათა ჩემთა. რომელმან იცნი დაფარულნი გულისა ჩემისანი. დაფარულთა მეცნიერო და ვნებათა და წყლულებათა მკურნალო, განმკურნე და ამასვე ცხოვრებასა გამწმიდე. და მუნ სატანჯუელთა მათგან საუკუნეთა მიხსენ სახელისა შენისათვის წმიდისა და ნამეტნავნი ჟამნი მომმადლენ მშვიდობით თანაწარსლუად, კაცთმოყუარე, რათა მას შინა თაყუანის-ვჰსცემდეთ ყოელად-დიდებულსა და პატიოსანსა სახელსა შენსა, რამეთუ შენ ხარ მეუფე ცათა და ქუეყანისა და შენ ხარ სიკუდილისა და ცხოურებისა მფლობელი ქრისტე ღმერთო ჩუენო. ამისთვის გევედრები, ვითარცა ღმერთ-ხარ, დაუსაბამო ძეო, მამისა თანა დაუსაბამოსა სულით შენით წმიდითურთ. დიდებულო სამებაო წმიდაო, განუყოფელო და შეურევნელო, დაუსაბამოო და დაუსრულებელო, რომელი გამოსცხადენ გულთა შინა ჩუენთა განსანათლებელად მარადის სულთა ჩუენთა. ერთობით ყოველნი გადიდებთ შენ, სამებაო წმიდაო, ყოვლადდიდებულო, განუყოფელო ერთღვთაებაო, ნუ განმაშორებ წყალობასა შენსა ჩემგან. არამედ შეიწირე ვედრებაი ჩუენი ქმნილთა შენთა, რომელნი ესე ვჰსდგათ წინაშე შენსა, გიგალობთ და გადიდებთ შენ დაუცხრომელითა ბაგითა, და დაუძინებელითა თუალითა მოიხილე უძლურებასა ჩუენსა ზედა, და მოგუეც ჟამი სინანულისა, ჰოი წმიდაო სამებაო, შეიწირე ლოცუაი ჩუენი, და სულთქმაი სულისა ჩემისა გლახაკისა და ნუმცა მძლე მექმნებიან ცოდუანი ჩემნი დღესა მას საშინელსა განკითხვისასა, არამედ მიხსენ ჩუენ მოსავნი შენნი ჭირისა მისგან დაულევნელისა და ვაებისა მისგან დაუწყუედელისა და ღირს მყუენ ჩუენ სახიერ სიხარულსა წმიდათასა წარუალსა და დაუსრულებელსა. რამეთუ მოწყალე ხარ სახიერ და კაცთმოყვარე, ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა შევჰსწირავთ თანა მამით და სულით შენითურთ აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

სხვა ლოცუა სავედრებელი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტეს მიმართ, 7

დიდება შენდა ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა, ყოვლად წმიდაო სახიერო დიდება შენდა, რამეთუ შეჰსძრენ საფუძუელნი ქუეყანისანი წამისყოფითა შენითა, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და შეარყიე გონებაი ჩუენი უდებებით შერყეული მრავალთა ცოდუათა მიერ მოწყალებითა შენითა, ჩუეულებისაებრ შეიწყალე ქრისტე უძლურებაი ჩემი. რისხუაი შენი მსწრაფლ თანაწარგუხადე, რომელი ყოველთა ზედა სამართლად მოაწიე, რამეთუ სულთქმით და ცრემლით ვრუდუნებთ და სრულიადსა შემუსრუასა მოველით, ნუ მოიხსენებ ძვირთა ჩუენთა, რომელნი ვჰქმნენით მხოლოო ძვირ-უხსენებელო კაცთმოყვარე. საკვირუელ იქმენ ჩემ ზედა მეუფეო ამიერ თესლითგან და მიუკუნისამდე, ვითარცა იგი ნინეველნი შეიწყალენ, ჩუენცა უფალო ეგრეთვე შეგვიწყალენ, რომელთა აღვჰსძართ მათებრვე ძვირთა მიერ სამართლად რისხუაი შენი მეუფეო. ნუ აღმოგუფხური ჩუენ სოდომელთაებრ სნეულთა მათ თანა ბოროტთა. ნუ დაგუფარავ ჩუენ კედელთა მიერ დაფარულთა მრავალთა ცოდუათა მიერ, ნუცა ვიქმნებით ჩუენ საცინელ ყოველთა წარმართთა და რომელთა არა გიციან შენ. რამეთუ ურვითა მრავლითა აღვსებულვართ, და სირცხვილითა უზომოითა შეპყრობილ ვართ შეპყრობილნი მწარითა ჩუეულებითა, არამედ ვითარცა გვიჩუენე, სიტყუაო, შიში შენი ეგრეთვე გვიჩუენე ჩუენ წყალობაი შენი რომელთა ესე არა გუაქუს წყალობაი, და არცა აღვასრულებთ მცენებასა შენსა. რომელნი მარადის ჯირკუალად ვჰსცხონდებით და დაცხრომა ძვირთა ყოვლად არა გუაქუს. და წყალობათა შენთა თანაწარვჰხდებით, არამედ მოწყალე და მწყალობელ გუექმენ უგუნურთა ამათ მონათა შენთა, ვედრებითა წმიდათა ანგელოსთა და იოანე ნათლისმცემელისა და ყოვლად ბრძენთა შენთა მოციქულთა, წინასწარმეტყველთა, სანატრელთა და წმიდათა მარტვილთა კრებულისათა, სათნოთა შენთა მრავალრიცხულთა და მართალთა ყოველთა სულებისათა, ოხითა წმიდისა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო სახიერ, შეიწყალენ სულნი ჩუენნი, რათა ხმითა მადლობისათა ცხოვნებულნი ერთბამად ვჰღაღადებდეთ: დიდება შენდა ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა, რომელმან შეგვიწყალენ ჩუენ გლახაკნი. დიდება შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა, რომელმან ჰსწყლი და კვალად განკურნი. მამაო და ძეო და სულო წმიდაო, ერთარსებით ქებულო, გუაცხოუნენ ჩუენ, რამეთუ შენდა ჰშუენის პატივი და თაყუანისცემა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

სხვა ლოცუა, 8

მეუფეო ყოველთაო ქრისტე, უწყი რამეთუ მოწყალე ხარ და კაცთმოყუარე, და უწყი რაოდენიცა ვჰსცოდე, შემინდევ და შემიწყალე და შემწე მეყავ და მაძღოდე მე გზათა შენთა, და მასწავე მე, რათა ვჰყო ნებაი შენი, განმანათლე და გულისხმამიყავ ვითარცა უწყი სახიერებითა შენითა. რათა არა დაგიტეო შენ და შეურაცხვჰყო მადლი შენი, ვიდოდე რა ნებასა შინა ჩემსა, აჰა ესერა, უფალო, ხელთა შენთა შევვედრებ სულსა ჩემსა, და ვითხოვ რათა ვიდოდე მცნებათაებრ შენთა, შემწე მექმენ, მეუფეო, რათა დაღაცათუ დღეს ვერ უძლო ყოვლითა გულითა, ვითარ იგი თანამაძს, სლუად მცნებათა შენთა, ვითარმედ რომელსა მცირედ განვსძლიერდე დაცუად ბრძანებათა შენთა. რამეთუ ვესავ მადლსა შენსა, ვითარმედ ამიერითგან არღარა ვეძიებდე ნებასა ჩემსა. რათა სიკუდიდმდე ვიღუაწო განძლიერებულმან სასოებითა შენითა, რათა სამარადისოდ აღვასრულო ნებაი შენი და მივიწიო კეთილთა მათ საუკუნეთა, მეოხებითა მშობელისა შენისათა, უფროსად დიდებულისა დედოფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ.

 

ლოცვა სავედრებელი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა მიმართ
თქმული წმიდისა მამისა ჩუენისა მარკოზ მონოზონისა, 9

მრავალნი და დიდებულნი ნიჭნი მომეცნეს მე დამბადებელისა და ღმრთისა ჩემისაგან, ხოლო მე უბადრუკი ესე, ყოვლისავე მის მოვიწყე და უმადლო ვიქმენ, ვჰბაძევდ პირ-უტყუთა უგუნურთა და მივემსგავსე მათ, დავგლახაკენ სათნოებათაგან და განვმსდიდრდი ვენბათაგან, და ცოდვითა აღვივსე და სირცხვილითა, და ხვებულ ვიქმენ კადნიერებისა მისგან საღმრთოსა, დასასჯელ ვიქმენ ღმრთისაგან და მხილებულ ცოდვათაგან, და სირცხვილეულ ბოროტთა საქმეთა ჩემთაგან, პირველ სიკუდილისა მომკვდარ ვარ, და პირველ სასჯელითა-თვით დაჰსჯილ, და პირველ საუკუნეთა მათ სატანჯველთაგან ვიტანჯები გულის-სიტყვათაგან სასო-წარკვეთილებისათა, ამის-თვის შენდა მომართ ხოლო მოვივლტი მსწრაფლ შემწისა ჩემისა, ღმრთის-მშობელო, ყოვლად-წმიდაო, დედაო მაცხოვრისაო, შენ გევედრები თანა-მდები ესე ბევრეულისა მის ტალანტისა, რომელმან ესე უძღებებით წარვაგე მამული იგი სიმდიდრე, და უმეტეს ვჰსცოდე მეძვისა მის და მანასესა, და მდიდრისა მის უწყალოსა, მონა ვიქმენ გულის-თქმათა, შემწყნარებელ გულის-სიტყვათა ბოროტთა, მეტყველ სიტყვათა ხენეშთა და უცხო ყოვლისაგან საქმისა კეთილისა. აწ უკუე გევედრები შეიწყალე სიგლახაკე ჩემი, და მწყალობელ ექმენ უძლურებასა ჩემსა, რამეთუ დიდი კადნიერება გაქუს შენგან შობილისა ღმრთისა მიმართ, ვითარ იგი სხუასა არავის აქუს, ყოველივე ძალ-გიძს დედაო ღმრთისაო, და ყოვლისავე შემძლებელ ხარ, რამეთუ უზესთაეს ხარ ყოველთა დაბადებულთა, და არა არს შეუძლებელ შენდა, რომელიცა გენებოს, ნუ შეურაცხ-ჰყოფ ცრემლთა ჩემთა, ნუ მოიძაგებ სულთქმასა ჩემსა, ნუ განიშორებ ვედრებასა ჩემსა და ტკივილსა ამას გულისა ჩემისასა, არამედ დედობრივითა მით მეოხებითა შენითა, სახიერი იგი და ტკბილი ძე შენი, და ღმერთი ჩვენი მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა, და ღირს-მყავ მე ცოდვილი ესე და უღირსი მონა შენი, მოგებად პირველსავე მას სათნოებათა სიკეთესა, და განშორებად უშვერებისა მისგან ვნებათასა, განთავისუფლებად ცოდვისაგან, მონებად სიმართლისა, აღძარცვად სიხენეშესა მას ხორცთა გულის-თქმათასა, და შემოსად ბრწყინვალებასა მას სულიერისა სიწმიდისასა, მკუდარ-ყოფად სოფლისაგან და განცხოველებად ღმრთის-მსახურებით, მოგზაურსა თანა-მავალ მექმენ მე, ზღვასა თუ განვვლიდე შემწე მეყავ, და მარადის მბრძოლ ექმენ მტერთა ჩემთა ეშმაკთა, რომელნი იგი მბრძვანან მე მაღლით, მღვიძარებასა შინა განმაძლიერებელ მექმენ, მეძინოს თუ მფარველ მეყავ, ჭირსა თუ მივეცე მიხსენ, სულმოკლებასა შინა ნუგეშინის-მცემელ მექმენ, მავნებელთაგან განმარინე და ცილის-მწამებელთაგან უბრალო მყავ, სიკვდილად თუ მივიწიო მსწრაფლ-მეწიე, და უხილავნი იგი მტერნი ჩემნი საშინელებით იოტენ, რათა ჰსცნან მტერთა მათ ჩემთა ბოროტთა ეშმაკთა ვითარმედ მე მონა შენი ვარ. ჰე ყოვლად-წმიდაო დედუფალო ღმრთის-მშობელო, შეისმინე უძლური ესე ვედრება მონისა შენისა, მოჰხედენ სულსა ჩემსა და განარინე ესე, და მტერთა ჩემთაგან მიხსენ მე, და ნუ მარცხვენ მე სასოებისაგან ჩემისა, სასოო ყოელთა კიდეთა ქუეყანისათაო, მხურვალბა ხორციელთა ბრძოლათა განაქარვე, და ღელვანი უჯეროსა გულის-წყრომისანი დაამდოვრენ, ზვაობა და სილაღე ამაოსა სიჭაბუკისა გონებისაგან ჩემისა უჩინო-ჰყავ, ოცნებანი იგი ღამისანი სულთა მათ ბოროტთანი, და გონებად-მოსლვანი დღისანი არა-წმინდათა გულის-სიტყვათანი გონებისაგან ჩემისა მოჰსპენ, ასწავე ენასა ჩემსა სიტყვაი კეთილი და თვალთა ჩემთა მართლიად ხედვა, წრფელსა მას გზასა სათნოებათასა წარმართენ ფერხნი ჩემნი, ალაგსა მას ღუთისა მცნებათასა, და ხელნი ჩემნი წმინდა-ჰყუენ, რათა ღირსებით აღვიპყრობდე მეუფისა მიმართ მაღლისა, აღავსე პირი ჩემი ქებითა, რათა კადნიერებით ჰხადოდეს ღმერთსა, მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, განახვენ სასმენელნი ჩემნი სმენად ჯერისაებრ თაფლისა უტკბილესთა მათ სიტყვათა წმინდათა წერილთასა, და ქმნად მათდა მადლითა შენითა და შეწევნითა. მომეც ჟამი სინანულისა, და გულს-მოდგინება მოქცევისა, უცნაურად სიკვდილისაგან მიხსენ მე, და დასჯილებისაგან გონებისა განმარინე, მერმე განყოფასა ამას სულისა ჩემისასა უბადრუკთა ამათ ხორცთა ჩემთაგან წარმომიდეგ, სასოო ჩემო და შემწეო, და ჭირი იგი მოუთმენელი აღმისუბუქე უღონოსა ამას. იწროებასა და ჭირსა შინა ნუგეშინის-მცემელ მექმენ, ჰამრობასა მას მწარესა მეზვერეთა მათ ჰაერისათა, და მთავართა მათ ბნელისათა თანა-წარმხადე, ხელით-წერილნი მრავალთა მათ ცოდვათა ჩემთანი განხეთქენ, სახიერსა მას და კაცთ-მოყვარესა ღმერთსა დამაგე, მარჯვენით მისსა სანატრელსა მას დგომასა დღესა მას განკითხვისასა ღირს-მყავ, საუკუნეთა მათ და მოუთმენელთა სატანჯველთაგან მიხსენ, ტკბილთა მათ და წარუვალთა კეთილთა ღმრთისათა მკვიდრად გამომაჩინე, ამას აღსარებასა შევჰსწირავ შენდა ყოვლად-წმიდაო დედუფალო ღმრთის-მშობელო, ნათელო დაბნელებულთა ამათ თვალთა ჩემთაო, და ნუგეშინის-მცემელო ჭირვეულისა ამის სულისა ჩემისაო, შემდგომად ღმრთისა სასოო ჩემო და შესავედრებელო, შეიწირე ვედრება ჩემი სიტკბოებითა და წყალობითა, და აღჰხოცენ ყოველნი ბრალნი და უსჰჯულოებანი ჩემნი, და ღირს-მყავ მე ცხოვრებასა ამას დაუსჯელად ზიარებად უხრწნელსა მას და ყოვლად-წმიდასა ხორცსა და სისხლსა ქრისტეს ძისა და ღმრთისა შენისასა ხოლო საუკუნესა მას მერმესა მკვიდრად მიჩინე, სერობასა მას ტკბილსა ზეცისასა, საშვებელსა სამოთხისასა, სასუფეველსა ცათასა სადა იგი არს მკვიდრობა ყოველთა წმიდათა საუკუნითგან მოხარულთა ქრისტე იესუს მიერ უფლისა ჩვენისა, რომლისა არს დიდება თანა მამით, და სულით წმიდითურთ, აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეიწირე ლოცუა ჩვენი ყოვლად-წმინდაო ღმრთის-მშობელო, დედაო ქრისტესო, ცაო და ქერუბიმო, საყდარო უფლისაო, სვეტო ცეცხლისაო, ღრუბელო ნათლისაო, ტაკუკო ოქროსაო სავსეო მანანათა ცვარითა მით ზეცისათაო, კიდობანო ჰსჯულისაო, კარაო სიწმიდისაო, მეოხო და მოღვაწეო ყოველისა სოფლისაო, ყოვლად-წმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, იღვაწე სულთა და ხორცთა ჩვენთა თვის წინაშე ძისა შენისა და ღმრთისა ჩვენისა.

 

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (40-ჯერ)

მუხლმოდრეკა (12-ჯერ)

მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განჰმართლდე სიტყვათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა. რამეთუ ესერა უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან, რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყვარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე, მასხურო მე უსუპითა და განმწმიდე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცნენ. მიხსენ მე სისხლთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუეთუმცა გენება მსხვერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხნი არა გთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღაშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა, შესაწირავი და ყოვლად დასაწუელი; მაშინ შესწირენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი.

 

გალობანი შუაღამისანი

გალობა 1. ხმა 6. სძლისპირი

რომელმან დაჰფარა სიღრმესა მდევარი, ესე დღეს დაჰფარეს ქუეყანასა ზედა შვილთა მათ ზღვისა ხსნილთასა, ხოლო ჩუენ შემსხმელთაებრ ხმავყოთ. უფალსა უგალობდეთ, რომელიცა დიდებულ არს.

შემეწიე მე სიტყვისაებრ შენისა, და მაცხოვნე მე და ნუ მარცხუენ მე სასოებისაგან ჩემისა.

პოი მიუწდომელო ღმერთო სახიერო, რომელმან გუასწავე ჩუენ დავითის მიერ აღდგომა შუაღამესა და მხურვალედ შევრდომაჲ შენი აღსარებით, ჩემიცა ვედრებაჲ შეიწირე აწ.

შემეწიე მე და ვსცხონდე, და ვიწურთიდე მე სიმართლეთა შენთა ყოველსა ჟამსა, ქრისტე მეუფეო ჩემო და ღმერთთ ჩემო, სოფლისა ნათელო და სიტკბოებაო, რომელიცა შუაღამე იშევ ქალწულისაგან ჩუენთვის, და მჩურითა შეიხვიე, დახსენ ბრალთაცა ჩემთა საკრუელნი.

იყავნ ხელი შენი მაცხოვრად ჩემდა, რამეთუ მცნებანი შენნი აღვირჩიენ.

კეთილთა მუშაკო, რომელმან წმიდა ჰყავ ლოცვითა შენითა ჟამი ესე წმიდა ბრწყინუალე შუაღამისა და გუასწავე შევრდომით ლოცუაჲ ჟამსა ამას, ჩემიცა შევრდომა შეიწირე აწ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ჰოი სამებაო ერთო ღვთაებითა, შებღალული ძვირთაგან ცოდუათა მწიკულითა, განმწმიდე და სავანე მყავ სამკვიდრებელად შენდა. ვითარცა ძუელ-ოდესმე მამამთავარი აბრაჰამ.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჰოი სძალო ღვთისაო ყოვლადკურთხეულო, განმინათლე გული და გონებაჲ ჩემი წყუდიადითა შეპყრობილი. და განმაძლიერე ქალწულო, შენდა ღვთისა დედისა გალობად შუაღამესა.

 

გალობა 3, სძლის-პირი

სამებაო წმიდაო აღამაღლე რქაჲ ეკლესიისა დღეს, მიუდრეკელად უზესთაეს ბუნებათა სიმაღლესა ზედა სარწმუნოებასა შენისასა, საფუძველსა შეურყეველსა და მას შინა განმაძლიერენ.

მონა შენი ვარ მეცნიერ მყავ მე და გულის ხმა-ვყუნე წამებანი შენნი.

ქრისტე მეუფეო სიტყუაო ღვითსაო. ვედრებით გიღაღადებ, რომელმან მონისა შენისაგან ჟამსა ამას შუაღამისასა, ნათლისღება სიმდაბლით ჯერიჩინე, მეცა ბრალთა სიმრავლისაგან განმბანე მოწყალებითა შენითა.

მოიხილე ჩემ ზედა და შემიწყალე მე, სამართალთათვის მოყუარეთა სახელისა შენისათა.

მოიხილე ჩემ ზედა მეუფეო, და შემიწყალე მხსნელო, და მდინარედ იორდანისად მომმადლენ ნაკადულნი ცრემლთანი, რათა ვჰსტიროდე და აღგიარნე ცოდუათა ჩემთა სიმრავლენი და ვჰპოო შენმიერი შენდობაჲ.

ჰსცხონდეს სული ჩემი და გაქებდეს შენ და სამართალნი შენნი შემეწიენ მე. ცხოვრება ჩემი შეგინებულ არს, და ყოველივე გუამი, ყოვლით ასოით და ნაწევრითურთ, ხელნი და ფერხნი ჩემნი შებღალული და კვალად პირი და თუალნა ჩემნი, და საცნობელნი სავსე ცოდვითა ქრისტე მოწყალებით განმბანე.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სამებაო სრულო და დაუსაბამოო ბუნებაო მარტივო, ერთარსებით საგალობელო, სამთვითებაო სამგუამოვანო: გუაცხოვნენ ძრწოლით თაყუანისმცემელნი ერთღუთაებისა შენისანი და ღირს გუყუენ სიწმიდით მონებად შენდა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჯაჭუნი ბოროტნი ცოდუათა ჩემთანი განჰხეთქენ უბიწოო ქალწულო ოხითა შენითა, და დაჰხსენ ბრალთა ჩემთა საკრუელნი, და ღამე და დღე მომანიჭე მე ძალი, შევრდომად და ვედრებად შენდა და ძრწოლით გალობად და დიდებად შენდა.

 

გალობა 4, სძლისპირი

რაჟამს წინასწარმეტყუელმან იხილა საიდუმლო დაფარული, განკვირვებულმან ღაღადჰყო რამეთუ დაჰსდევ, წყალობით სიყუარული მტკიცე მამაო, და ძე შენი მხოლოდ-შობილი მოეც ძეთა კაცთა მომტევებელად ცოდუათა.

სული ჩემი ხელთა შენთა შინა არს მარადის, და ჰსჯული შენი მე არა დავივიწყე.

შეგცოდე, უსჯულო ვიქმენ, და განგარისხე, ჰოი, მრავალმოწყალეო, და სასოწარკუეთილებისა სიღრმესა შთავჰხედ, არამედ გამომიჩნდი შუაღამესა ვითარცა მოწაფეთა -ზღუასა ზედა, და საღმრთო დაყუდებაი მომანიჭე.

ჭირთა და ღვაწლთა მჰოვეს და მცნებანი შენნი ზრახუა იყუნეს ჩემდა.

ღმერთო ჩემო, შემწეო ჩემო, გულთა და გონებათა განმკითხუელო, უწყნი განზრახუათა ჩემთა, და გონებისა, და გულისსიტყუათა ჩემთა ღელვანი და შფოთნი ვითარცა იგი დაჰხსენ აღტეხაჲ ზღვისა, ეგრეთვე დააყუდე გული ჩემი.

ესერა გულმან მითქუა მცნებათა შენთა, სიმართლითა შენითა მაცხოვნე მე.

მილხინე, შემოქმედო ჩემო, შემინდევ, ჰოი, დამბადებელო ჩემო, შემიწყალე და დამიტკბი, ლმობიერ მექმენ, და სოფლისა ამის ღელუათაგან მიხსენ, საღმრთოითა მარჯუენითა შენითა და აღმომიყუანე ვითარცა პეტრე.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

არსებით განუყოფელად, და ხატოვნებით შეურევნელად, და სამებით ერთარსებით ღვთისგმეტყუელებთ შენ, სწორსა მეუფებითა და უფლებითა, და დიდსა მას გალობასა გიგალთბთ ქერუბიმთასა სამებაო წმიდაო.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დაბნელებული გული ჩემი, და გონებაი წყუდიადითა აღსავსე და ცოდვისა კაპანთა შინა, და უდაბნოთა და უგზოთა შეცთომილი და შთაბნეული, მიხსენ ქალწულო, რათა გაქებდე და განმანათლე შუაღამე ბრწყინუალედ.

 

გალობა 5, სძლისპირი

ბნელისაგან ცოდუათასა, გიღაღადებენ შენ სულნი ჩუენნი, მრავალმოწყალეო ღმერთო, ნათლითა მით მიუჩრდილებელთა, განგუანათლენ და წარგვიმართენ სლუანი ჩუენნი მახარებელო მშვიდობისაო.

და მოვედინ ჩემ ზედა წყალობაი შენი, და მაცხოვარება შენი სიტყვისაებრ შენისა.

ჰოი საშინელო მსაჯულო ყოველთავე დაბადებულთაო, რომელი მონისა მიერ შეპყრობილ იქმენ შუაღამესა, და შეკრულ იქმენ, და გუემულ და ტანჯულ დაჰხსენ კრულებაი ბოროტთა ჩემთა.

მიხსენ მე ცილისწამებისაგან კაცთასა და დავიცუნვ მცნებანი შენნი.

მხსნელო და დამბადებელო. უფალო ღმერთო კაცთმოყუარეო, აჰა ესერა, ვითარცა უწყი, ფრიად შეგცოდე და განგარისხე და მეშინის მე სამსჯავროისა მისგან. რომელი ჩემთვის დაისაჯე, ნუ დაჰმსჯი.

შუაღამე აღვჰსდეგი აღსარებად შენდა, განკითხუათათვის სიმართლისა შენისათა.

შეგინებითა მწიკულითა სული ჩემი შევბღალე ვნებათა მიერ, და გულისთქმათა ბოროტთა კარი განუღე საწყალობელმან და მეშინის მე სამჰსჯავროისა მისგან, რომელი ჩემთვის დაისაჯე ნუ დაჰსჯი.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

გიგალობთ შენ სამებაო, სამთვითებაო სამგუამოვანო, წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ, მამაო და ძეო და სულო წმიდაო, ერთო ბუნებაო მარტივო და წრფელო, დიდებულო ანგელოსთა და კაცთაგან.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჰოი უბიწოო მარიამ, შუაღამე მვედრებელსა შენსა მომეც ძალი და მაცხოვნე მე და განმაძლიერე გალობად შენდა, და ნუ დამაგდებ მე მონასა შენსა, არამედ განმწმიდე ბრალთა ჩემთაგან.

 

გალობა 6, სძლისპირი

სოფლისა ზღუა აღძრულ-არს ღელვითა ცოდვისათა, საშინელად დამნთქამს მე, და მოვივლტი შენდა ნავთსაყუდლისა და ესრეთ გიღაღადებ; დანთქმისაგან მიხსენ მე მრავალმოწყალე.

ჰსჯულიერ-მყავ მე უფალო გზასა სამართალთა შენთასა, და გამოვიძიო იგი მარადის.

მკუდარ მდებარე საფლავსა, სასოწარკუეთილისასა, აღმადგინე მაცხოვარ, რომელი შუაღამე აღჰსდეგ საფლავით, და ღირს-მყავ სინანულსა და ცრემლთა მხურუალეთა მრავალმოწყალე. 

დაამტკიცე მონისა შენისა თანა სიტყუაი შენი, რათა მეშინოდეს მე შენგან.

განხმელ არიან ხელნი ჩემნი საქმეთა მიერ ბოროტთა მეუფეო, არამედ რომელმან მოციქულისა ხელნი განხილვითა მით წმიდა ჰყუენ, განმწმიდე მეცა შუაღამესა.

მოაკლდა თუალთა ჩემთა მაცხოვარებისა მიმართ შენისა, და სიტყუათა მათ სიმართლისა შენისათა.

ჰოი მე ქრისტე მაცხოვარ, ვითარღა განგარისხე, ფრიად საწყალობელმან, ჰოი მე, ვითარ ვიხილო პირი შენი, რაჟამს განმიკითხვიდე, არამედ შემიწყალე შექმნული შენი.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სამება ვარ მარტივი ბუნებით შეყოფილი, ღუთაებრ განუყოფელი ხოლო პირებით განყოფილი და ერთარსებით ქებული, იტყვის მამა და ძე და სული ცხოველი.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. 

გულსმოდგინე მყავ სძალო, შუაღამე აღდგომად და ვედრებად უფლისა. და ძილი მძიმისა მცონარებისა განჰსდევნე, დედოფალო, მონისა შენისაგან და ახოვან მყავ.

 

წარდგომა, ხმა 5

ყოველნი ვიღვიძებდეთ და ქრისტესა მივეგებოდეთ მორწმუნენო, სიმრავლითა ზეთისათა და ლამპართა ბრწყინვალებითა, რათა სასძლოსა მას შინაგან ღირს-ვიქმნნეთ, რამეთუ რომელნი კარსა გარეგან დაჰშთეს, ურგებად ჰხმობდეს ღვთისა მიმართ: შემიწყალე მე უფალო.

ჰოი მე, რასა ვემსგავსე უნაყოფოსა მას ლეღუსა, და მეშინის მე წყევისა მისგან და მოკუეთისა, არამედ შენ ზეცათა მუშაკო ქრისტე ღმერთო, უნაყოფო სული ჩემი ნაყოფიერად გამოაჩინე, და ვითარცა უძღები იგი შვილი, მეცა შემიწყალე და შემიწყნარე.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

რომელი ქალწულისაგან აღმოუბრწყინდი სოფელსა, ქრისტე ღმერთო, და მის მიერ ძედ ნათლისად გამომაჩინენ ჩუენ. შეგვიწყალენ ყოვლადძლიერო.

 

გალობა 7, სძლისპირი

ვჰსცოდეთ და უსჯულო ვიქმნენით და სიცრუვე ვჰყავთ წინაშე შენსა, სახიერ, და არა დავიმარხეთ აწ და არცა ვჰყავთ ბრძანებაი შენი მეუფეო, ვითარ იგი მამცენ ჩუენ, და განვიწესე წმიდათა შენთა მიერ. არამედ სრულიად ნუ მიმცემ მეუფეო, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო.

ყოვლისა დასასრულისა ვიხილე ოხჭანი, ფართო არს მცნება შენი ფრიად.

ყოველთა ღმერთო და უფალო, რომელმან აღმადგინე შუაღამესა, შენ მომმადლე მე შენდობაი ყოველთა შეცოდებათა ჩემთა, და მომეც მოტევებაი ფრიად მრავალთა მათ თანანადებთა ჩემთა, და ბრალთა მათ ჩემთა კრულებანი განჰხეთქენ, ვითარცა დაჰხსენ ჯაჭვნი პეტრესნი.

ტკბილ ხარ შენ უფალო და სიტკბოებითა შენითა მასწავენ მე სამართლენი შენნი.

რომელმან შემჭურე მადლითა, და შთამაცუ სამოსელი ნათლისღებისა, და შემარტყი ძლიერებაი, განმატკიცენ ფერხნი ჩემნი უფალო, და წარმართენ ალაგსა მცნებათა შენთასა მრავალმოწყალე, და ბრალთა მათ ჩემთა კრულებანი განხეთქენ, ვითარცა იგი დაჰხსნენ ჯაჭუნი პეტრესნი.

გულისხმამიყავ და გამოვიძიო ჰსჯული შენი და დავიმარხო იგი ყოვლითა გულითა ჩემითა. 

შენ ხარ მხსნელი ჩემი და ღმერთი, შენ ხარ მეუფე და შემოქმედი ჩემი, და შენდამი ვჰღაღადებ მკერდსა ცემითა შუაღამესა, შეგცოდე შემინდევ და მიხსენ საპყრობილისაგან ცოდუათასა. ვითარცა ოდესმე იხსენ შილა და პავლე საპყრობილისაგან შუა ღამესა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სამებასა დამბადებელსა დაუბადებელსა და ქებულსა კაცთა მიერ მამისა, ძით და სულით წმიდითურთ, აღვიარებთ სარწმუნოებით და შიშით და ძრწოლით ესრეთ უღაღადებთ და ვიტყვით, კურთხეულ ხარ და დიდებულ მხსნელო მოსავთა შენთაო, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ვაქებ, ვადიდებ და უგალობ და თაყუანისვჰცემ წმიდასა ხატსა შენსა, და ყოვლად დიდებულსა შენსა, და ძისა შენისა სახესა სურვილით გამოვიხატავ, და ძრწოლით ამბორს-უყოფ და გიღაღადებ, ჰოი სძალო ღვთისაო, წმიდაო დედოფალო, მაცხოვნე მონაი შენი გლახაკი.

 

გალობა 8, სძლისპირი

ყრმათა საღმრთოთა, პირველად არცხვინეს მძლავრებასა უღმრთოთასა, და დღეს ქრისტესთვის შეკრბა კრებული ღვთისმბრძოლთა და იზრახეს ზრახუა ბოროტასა და სიკუდიდ მიჰსცეს განმაცხოველებელი მკუდართა, რომელსა ერნი უფროსად ამაღლებენ მას უკუნისამდე.

რომელსა წესთა ზეცისათა მხედრობა ადიდებს დაუცხრომელად და ზარგანხდილნი, ჰსძრწიან მისგან ხერუბიმნი და სერაფიმნი. ვითარცა უფალსა და შემოქმედსა ყოველი დაბადებული და ყოველი სული აქებდით და აკურთხევდით  მას უკუნისამდე.

გამოაჩინე პირი შენი მონისა შენისა ზედა, და მასწავენ მე სიმართლენი შენნი. 

სულისა იგი ჩემისა სანთელი განაბრწყინუ, მეუფეო, რათა ლამპარი გონებისა ჩემისა განვაპოხო, და წელნი მოვირტყნე და მონათა მათ მნეთა მომლოდებელთა თანა შუაღამესა განმზადებული მოველოდე მოსლუასა შენსა.

უფროს მტერთა  ჩემთასა მეცნიერ მყავ მე მცნებათა შენა, რამეთუ უკუნისამდე ჩემნი არიან.

ნეტარ არიან და ყოვლადბრწყინუალე მონანი იგი რომელნი ჰპოვნნე მღვიძარედ და განკრძალულად მორახვიიდე შუაღამესა ქრისტე მეუფეო, ამისთვის მეცა გევედრები, ღირსმყავ მათ თანა შიშით მოლოდებად რაჟამს მოხვიდე განკითხუად დაბადებულთა.

ჰსთქუნეს ენამანცა ჩემმან სიტყუანი შენნი, რამეთუ ყოველნი მცნებანი შენნი სიმართლით არიან.

ნათელო დიდო და შესაძრწუნებელო, ნათელო მიუწდომელო, მხოლოდ შობილო ნათლისაგან მამისა გამოსრულო ქრისტე, მომეც მე ლამპარი განათლებული საღმრთოთა ზეთითა შენითა, რათა არა დაჰშრტეს და ვადიდებდე ცუდად ცოფთა მათ ქალწულთა თანა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ესრეთ ვიცნობთ ჩუენ ჭეშმარიტსა ღმერთსა, ბუნებით ერთ-არს ღუთაება, ხოლო თვითებით სამგუამოვნებით სრულიად იცნობების სამნათობიერი, ერთი ბრწყინვალება, ერთი ფლობა, ერთიარსება, სამება წმიდა უკუნისამდე.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

საფარუელსა და შეწევნასა შენსა შევევედრები  ქალწულო, ნავთსაყუდელო ცოდვისა ბრალთაგან ღელუაგუემულთაო. დედაო ღვთისაო, მომანიჭე მე სინანული და განმაძლიერე შუაღამესა დიდებად და გალობად შენდა კურთხეულო.

 

გალობა 9, სძლისპირი

ვერ შემძლებელ ვართ დიდებად შენდა, ჯერისაებრ ქუეყანისანი, და მოუძლურდებიან ზეცისანი ღვთისმშობელო, რამეთუ უზესთაეს-იქმენ, შეიწირე სარწმუნოებაი ჩუენი, უწყი სიყუარული შენი, და ვითარცა ნათელსა ქრისტიანობისასა გადიდებთ.

დედისა ღვთისა უთესლოდ მიდგომილება, და უხრწნელი შობა გამოუთარგმანებელ არს, რამეთუ ღვთისა შობა ჰსძლევს ბუნებასა საზღუართა. ამისთვის ტომნი და ნათესავნი, ვითარცა სძალსა და დედასა ქრისტეს ღვთისასა წადიერად და მართლმადიდებლობით გადიდებთ, ქალწულო.

სიტკბოებაი მასწავენ მე, რამეთუ მცნებანი შენნი მრწმენნეს მე.

კაცთმოყუარეო ქრისტე ღმერთო სახიერო, პირველ ხმობამდე საყვირისა შუა ღამესა, აღჰსდეგით, მოიწია სიძე და მივეგეგებოდეთ, განჰსწმიდე გული და გონებაი ჩემი, და ბრძენთა მათ ქალწულთა თანა შემთხვევად შენდა ღირსმყავ მხსნელო, შემკული საქმეთა მიერ კეთილთა.

საგალობელ იყუნეს ჩემდა სამართალნი შენნი, ადგილსა მას მწირობისა ჩემისასა.

რაჟამს გამოსჩნდე ზეცით, ქრისტე მეუფეო, და დასჯდე განჰსჯად საყდართა მათ საშინელთა, და მდინარე ცეცხლისა ოხრიდეს წინაშე შენსა, და ცოდვილნი სტიროდნენ და ჰგოდებდნენ, ხოლო მართალნი მხიარულ-იყუნენ, მაშინ სახიერ შემიწყალე მე და ნუ განმაგდებ მე პირისაგან შენისა.

შევჰსცთი მე ვითარცა ცხოვარი წყმედული, მომიძიე მონაი შენი, რამეთუ მცნებანი შენნი მე არა დავივიწყენ.

ჰოი ქრისტე ღმერთო, ძეო ღვთისა მაღლისაო, მხოლოდშობილო, მოწყალეო სახიერო, მაცხოვნე, შემიწყალე და ღირსმყავ მე განთენებადმდე უცონელად დგომად წინაშე შენსა შევრდომად და ვედრებად შენდა ურცხუენელითა გონებითა მეოხებითა მშობელისა შენისათა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ჰოი სამებაო წმიდაო, ერთარსებაო, მამაო ძეო და სულო ყოვლად წმიდაო, ღმერთო ღმერთმთავრობაო, სამგუამოვნებით ცნობილო და ერთარსებით აღსარებულო, დაგვიცვენ ჩუენ უღირსნი მონანი შენნი, რომელნი ესე წარდგომილ ვართ წინაშე შენსა ვედრებად შუაღამესა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

შენ ხარ ცოდვილთა შემწე, ღვთისა დედაო, შენ განმარინე მე უღირსი მონაი შენი, ბნელისაგან მწარისა წყუდიადისა და მატლისა, და დაჰსჯისა და ღრჭენისაგან კბილთასა, ფრიად შეცოდებული ესე და უგნური, ჰოი წმიდაო დედოფალო, სასოო განწირულთაო.

დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.

აჰა ესერა, წმიდაო ღვთისა დედაო, შენდა მომართ მოვივლტი სასოისა მაგის ჩემისა, მუხლთა მოვიდრეკ და ძრწოლით ხელთა აღვიპყრობ და სიღრმით გულისათ გიღაღადებ: მოხედენ ვედრებასა ჩემსა, ყოვლადწმიდაო და ნუ მიჰხედავ მწიკულევანებასა სულისა ჩემისასა.

 

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

 

სხვა ლოცვა შუაღამისა

უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან სულისა მიერ წმიდისა მიეც დავითს სახიობისათვის ჩუენისა გალობად და თქმად ჟამსა ამას, ვითარმედ შუაღამე აღვჰსდგი აღსარებად შენდა, განკითხუათათვის სიმართლისა შენისათა. ღირს მყუენ ჩუენ აღსარებად შენდა ყოვლითა გულითა ჩუენითა. მოჰხედენ წყალობითა და სიტკბოებითა შენითა სიმდაბლესა ზედა ჩუენსა, და სარწმუნოდ და გონიერად მნედ გამომაჩინენ ჩუენ, საშინელსა მას დღესა განკითხვისასა. მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა, და ყოველთა წმიდათა შენთათა, რომელნი საუკუნითგან სათნო-გეყუნენ შენ: რამეთუ ჰშუენის შენდა ყოველი დიდება პატივი და თაყუანისცემა.

 

სხუა ლოცუა შუაღამისა წმიდისა იოანე დამასკელისა, 11

უფალო ღმერთო, რომელი მდიდარ ხარ წყალობითა, და მიუწდომელ მოწყალებითა, მხოლოო ბუნებით უცოდველო და თვინიერ ცოდვისა განკაცებულო  ჩუენთვის. შეისმინე ჟამსა ამას ჩემ ქუესკნელად შთასრულისა ვედრებაი, რამეთუ გლახაკ ვარ მე კეთილთა საქმეთაგან და გული ჩემი შეშფოთებულ არს შორის ჩემსა. შენ უწყი, მეუფეო მაღალო, უფალო ცათა და ქუეყანისაო, ვითარმედ ყოველი ცხოვრებაი ჩემი ცოდუასა შინა განვაბნიე, და  გულისთქმასა ხორცთა ჩემთასა უკანა სლვითა ყოვლითურთ ეშმაკთა სიხარულ ვიქმენ, ყოვლითურთ ეშმაკთა შეუდეგ, ყოვლადვე მწვირესა შინა ცოდვისასა მწუნპებელი, რამეთუ დაბნელებულმა გულის სიტყუათა ჩემშორისთა ხორციელთა ვნებათა მიერ და სიჩჩოითგან ვიდრე აქამომდე გემოთა მიერ მოსამჭედურებულმან და შეცთომილმან, არაოდეს ვინებე ქმნად ნებისა შენისა, არცა ყოფაი მცნებათა შენთა, არცა სლუაი გზასა ბრძანებათა შენთასა, არამედ ყოვლითურთ ვნებათა მიერ და მომცუელთა ჩემთა მტერთა ტყუექმნილი და ყოვლითურთ მათ მიერ უფლებული საწუნელად და სამღერელად მათდა გამოვსჩნდი. არა ოდეს გულისმსიტყუელი გონებითა, ვითარმედ მოუთმენელ არს ცოდვილთა ზედა რისხუა საშინელებათა შენთა. არც ხსენებითა სიკუდილისათა ცნობიერქმნილი, არცა საშინელისა და წინადაუდგრომელისა სამსჯავროისა მომგონებელი, გინათუ ჩემებრთა ცოდვილთათვის დამარხულისა გეჰენიისა ცეცხლისა მიერ. ვითარცა უფსკრულად სასოწარკუეთილებისა შთავრდომილი და სხეულევანთა გემოთა მიერ დაბრმობილი და შებღალული სულითა არა სადა ქმნილი გრძნობასა მოქცევისასა, ოხერ და შიშუელ ქმნილ-ვარ შენ მიერისა კაცთ-მოყუარებისაგან, და რომელი სახე ცოდვისა არა მიქმნიეს, რომელი საქმე ეშმაკთა არა ვჰქმენ, რომელი საძაგელი და უძღები ნაქმარი არა აღვასრულე, ზესთა გარდამატებულებით და მოსწრაფებით გონებაი გულისთქმათა მიერ ხორციელთა შევამწიკულე, სხეული ბილწთა შეყოფათა მიერ შევბღალე სულითა, და ყოვლითა შევაგინე, ყოველა ასოი საწყალობელისა ხორცისა ჩემისა მსახურებად და მონებად ცოდვისად მოვიზიდე. ამიერითგან ვინ არა მიგლოვდეს მე უბადრუკსა, ვინ არა მგოდებდეს მე დასასჯელსა, ვინ არა ჰსწუხდეს წარწყმედასა ზედა ჩემსა, რამეთუ მე მხოლომან მეუფეო აღვაგზენ რისხუაი შენი. მე მარტომან ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ ზესთა აღმატებებულმან, და უფროს მძლემან ყოველთა საუკუნითგანთა ცოდვილთამან, რამეთუ ზესთა ყოველთა კაცთასა ვჰსცოდენ შეუტყუებელნი და შეუნდობელნი, არამედ ვინაითგან მრავალნაწლევ და დიდად მოწყალე ხარ კაცთმოყუარე და იხარებ ერთსა ცოდულსა მონანულსა ზედა, და მოელი მოქცევასა კაცთასა. აჰა ესერა დავაგდებ თავსა ჩემსა წინაშე საშინელისა და მიუახლებელისა საყდრისა შენისა, და გულითა შემუსრვილითა და სულთქმითა ვითარცა მიახლებული უხრწნელთა ფერხთა შენთა, სიღრმით სულისათ გიღაღადებ შენ უფალო, მილხინე ადვილ-მომქცეველო უფალო, თანამლმობელ ექმენ უძლურებასა ჩემსა. მოჰსდრეკ უღონოებისა ჩემისა მომართ, მოხედენ ვედრებასა ჩემსა და ცრემლთა ჩემთასა ნუ დაიდუმებ. შემიწყნარე მე მონანული. შემინდევ მე მოქენესა, მოქცეული შემიტკბე წიაღთა შენთა და შეცთომილი მომაქციე, რამეთუ არა დაჰსდევ სინანული მართალთად, არა დაჰსდევ შენდობაი არა მცოდუელთად, არამედ დაჰსდევ სინანული ჩემ ცოდვილისათვის და აღხილუა სიკუდილისა შინა ჩემსა. აწ უკუ აღგიარებ შენ უფალო გულთმეცნიერო, რაოდენიცა შეგცოდენ, რაოდენიცა განგარისხენ, და რაოდენნი მოსაწყინელნი შენდა მიქმნიან. შიშუელი და ქედ-დადრეკილი წინაშე შენსა წარდგომილ ვარ, ვერ შემძლებელ ვარ აღხილუად და ხედუად სიმაღლისა მიმართ ცისა სიმძიმისაგან ცოდუათა ჩემთასა ქუედადრეკილი, განათლენ თუალნი  გულისა ჩემისანი. მომეც მე მოწყალე აღხილუაი აღსარებისა მიმართ, წყარო ცრემლთა  განწმედისა მიმართ. ლმობიერებაი სინანულისა მიმართ, და შემუსრვილებაი გულისა დამდაბლებისა მიმართ, რათა პირველ განსლვისა მოქცევისა მიმართ ტირილითა სიმრავლეი უსჯულოებათა ჩემთა განვჰრცხა, და ცრემლთა მიერ განბანილი და განწმედილი ტკბილითა სასოებითა, და კეთილითა გულსავსებითა, მერმისა მიმართ სოფლისა წარვიდე სამარადისოდ მაქებელი და მაკურთხეველი ყოვლადწმიდისა და ცხოველსმყოფელისა სახელისა შენისა საუკუნეთა უკუნისამდე. ამინ.

 

სხუა ლოცუა შუაღამისა, 12

უფალო, ღმერთო ჩემო, მომხედენ მე შენისა სახიერისა და მოწყალისა ტკბილისა და ღვთაებრისა თუალითა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი მოწყალე და კაცთმოყუარე, სულგრძელ და ძვირ უხსენებელ, რომელი არა მიაგებ ბოროტსა ბოროტისა წილ, ვითარცა მე ცოდვილსა მქონან სიმრავლენი ცოდუათა და ბრალთანი, ეგრეთვე შენ მეუფესა ყოველთასა გაქუს აურაცხელი მოწყალებაი, და უფსკრული სახიერებისა და კაცთმოყვარებისა. მე მონა ცოდვისა, და შენ მეუფე და ღმერთი ყოველთა, და შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არახილულთა. ჰსძლოსა ცოდუათა ჩემთა სიმრავლემან შენსა სახიერებასა და უფსკრულსა მოწყალებათასა, ნუ, უფალო ღმერთო ჩემო, ნუმცა ჰსძლევს და არცა ჰსძლოს, უკეთუ შენ მხოლომან ინებო, დაღაცათუ მრავალ-არიან ცოდუანი ჩემნი. გარნა მე მხოლო ვარ ერთ კაც, გინა ერთ ძაღლ. არამედ შენ ხარ მეუფე, რომელმან აღიხუენ ცოდუანი ყოვლისა სოფლისანი, და უკეთუ შენ მხოლომან ინებო მცირითა მოწყალებითა, შენ სახიერისათა აღიხოცებიან ყოველნივე ცოდუათა ჩემთა სიმრავლენი, და ვითარცა არა რანი შეირაცხვიან; ჰე, უფალო, ვჰსცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა, ვითარცა უძღებმან შვილმან, და არღარა ვარ მე ღირს წოდებად ძედ შენდა ყოვლადსაწყალობელი ესე. გარნა ვიდრე-მე-ვიდე, გარნა ვის ვევედრო, ანუ ვისა მივივლტოდე მე უბადრუკი ესე. არათუ შენ სახიერისა და კაცთმოყუარისა მეუფისა და შემწყნარებელისა შენდა მოლტოლვილთასა და მკურნალისა განწირულთასა, და მე შენ შეგივრდები, ტკბილო მეუფეო, და გევედრები შენ, სახიერო, მე უღირსი ესე და უხმარი მონა შენი. ვითარცა ქანანელი, შემიწყალე, ვითარცა მეძავსა, მომცენ ცრემლნი სინანულისანი, ვითარცა ავაზაკსა მას, მეცა მასმინე ტკბილი იგი ხმა: დღეს ჩემთანა იყო სამოთხესა, ვითარცა პეტრე, განმწმიდე ბრალთა ჩემთაგან. ვითარცა მეზუერე, განმამართლე სახიერებისა და ძვირ-უხსენებლობისა შენისათვის და ნუ მიმაქცევ სირცხვილეულსა და განწირულსა. არამედ შემიწყალე უფსკრულისა მისთვის წყალობისა და კაცთმოყუარებისა შენისა. და ამიერითგან მოჰსდრიკე გული ჩემი ქმნად წმიდათა მცნებათა შენთა, და ნუ მიმიშუებ სრულიად წარწყმედად, დაღაცათუ არა მიტევებენ ბოროტნი ჩეულებანი ცოდუათა ჩემთანი, და სიმრავლენი წყუდიად შემოსილთა ეშმაკთანი. არამედ შენ ნუ აუფლებ მათ გარდაქცევად ჩემდა გზათაგან შენთა წრფელთა. არამედ, უფალო დიდებისაო, შემიწყალე, რამეთუ შემქმნული ვარ ხელთა შენთა და დაბადებული შენი, და შემინდუენ ყოველნი ცოდუანი ჩემნი სიჭაბუკითგან ვიდრე აწ სიბერედმდე სიტკბოებისა და ძვირ-უხსენებლობისა შენისათვის ვითარცა ხარ მრავალ-მოწყალე. რამეთუ ჰშვენის შენდა ყოველივე დიდება, პატივი და თაყუანისცემა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

 

სხუა ლოცუა შუაღამისა
თქმული წმიდისა დიდისა ვასილისა,13

მეუფეო ზეცათაო, ღმერთო ჭეშმარიტო, რომელმან მოავლინე ძე შენი საყუარელი მოძიებად წარწყმედულისა ამის ცხოვარისა, ვჰსცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა, შემიწყნარე მე ვითარცა უძღები იგი შვილი. და შემმოსე მე სამოსელი იგი ჩემი პირველი, რომელი აღვიძარცუ ცოდვითა მით, რომელ ვჰქმენ მე; შემიწყნარე მე, ძეო ღვთისაო, ღმერთო ჭეშმარიტო, რომელი დამდაბლდი წიაღთაგან მამისათა, და მიიხუენ ხორცნი წმიდისა ქალწულისა მარიამისაგან ჩუენისა ცხოვრებისათვის. ჯუარს-ეცუ და დაეფალ და აღჰსდეგ მკუდრეთით და ამაღლდი მამისა, ვჰსცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა, მომიხსენე მე ვითარცა ავაზაკი იგი, რაჟამს მოჰხედე სუფევითა შენითა. შემიწყალე მე, სულო ღვთისაო ჭეშმარიტო, რომელი გარდამოჰხვედ იორდანესა და განმანათლე მე ნათლისღებითა წმიდისა ემბაზისა შენისათა. ვჰსცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა, განმწმიდე მე ღვთაებისა შენისა ცეცხლითა, ვითარცა ცეცხლისა ენითა წმიდანი მოციქულნი შენნი; შემიწყალე მე დაუბადებელო ბუნებაო. შეგცოდე შენ გონებითა ჩემითა და სულითა და ხორცითა, ნუ მრიხსენებ უსჯულოებათა ჩემთა პირველთა სახელისა შენისათვის წმიდისა; შემიწყალე მე, მხილუელო ყოველთაო. შეგცოდე შენ განზრახვით, სიტყვით და საქმით, აღჰხოცენ ყოველნი ხელითწერალნი ცოდუათა ჩემთანი და აღჰსწერე სახელი ჩემი წიგნსა მას შინა ცხოველთა შენთასა. შემიწყალე, განმკითხუელო დაფარულთაო, შეგცოდე შენ ნებსით და უნებლიედ, მეცნიერებით და უმეცრებით, შენდობაი მომმადლე მე ცოდვილსა ამას, შობითგან ემბაზისათ ვიდრე აქამომდე ვჰსცოდე წინაშე შენსა გულისხმისყოფითა ჩემითა და ყოვლითა ასოითა ხორცთათა, შემიწყალე მე, სახიერო უფალო, დაჰსდევ საცოი თვალთა ჩემთა და შიში წმიდა არა ხედუად მრუმედ, და ყურთა ჩემთა არა სმენად ბოროტთა სიტყუათა, და პირსა ჩემსა არა თქმა ტყუილისა, და გულსა ჩემსა არა განზრახუად ბოროტისა, და ხელთა ჩემთა არა ქმნად სიცრუვისა, და ფერხთა ჩემთა არა სლუად გზასა უსჯულოებისასა, არამედ წარმართენ სლუანი ჩემნი ნებისაებრ შენისა კეთილისმოყუარისა. შემიწყალე მე, სიბრძნეო მამისაო, იესო. მომეც მე სიბრძნეი კეთილისსაქმედ, განზრახუად და ქმნად წინაშე შენსა მარადის, ბოროტთა საქმეთა და სიტყუათაგან მიხსენ მე უფალო. შემიწყალე, ნებისმყოფელო ყოველთა მოსავთა შენთაო, უფალო ნუ მიტევებ მე ნებასა ზედა ხორცთა ჩემთასა სლუად, არამედ წარმიძეღუ მე ყოფად ნებათა შენთა კეთილისმოყუარეთა. შემიწყალე მე მეუფეო ზეცათაო, მომეც მე სასუფეველი შენი, რომელი აღუთქუ მოყუარეთა შენთა, და განაძლიერე გული ჩემი მოძაგებად ცოდვისა, და შეყუარებად შენ მხოლოისა და ყოფად ნებისა შენისა. შემიწყალე, მფარუელო დაბადებულთა შენთაო, დაიცევ ნიშითა ჯუათისა შენისათა სულნი და ხორცნი ჩემნი მძლავრებისაგან ცოდუათასა და განსაცდელთაგან ეშმაკისათა და ყოვლისაგან ბოროტისა და ყოვლისაგან ვნებისა სულისა და ხორცთასა. შემიწყალე მე, მფარუელო ყოველთაო, მარჯუენე შენი იყოს ჩემ ზედა დღისით და ღამით, დაჯდომასა შინა და სლუად გზასა, ძილსა შინა და მღვიძარებასა, რათა არაოდეს შევიძრა. შემიწყალე მე, უფალო ღმერთო ჩემო, რომელი აღაღებ ხელსა შენსა და აღავსებ ქმნულსა შენსა სიტკბოებისა ნებისა შენისათა, შენ შეგვედრებ სულსა ჩემსა, შენ იზრუნუ და განუმზადე საზრდელი სულსა და ხორცსა ჩემსა, ამიერითგან და ვიდრე უკუნისამდე. შემიწყალე მე მომქცეველო ცოდვილთაო, მომაქციე მე ბოროტთაგან ჩუეულებათა კეთილსა ჩუეულებასა, და განმჰსჭუალენ გულსა შანა ჩემსა საშანელი დღე სიკუდილისა, და შიში გეენისა, და სიყუარული სასუფეველისა შენისა, რათა მონანული ცოდუათაგან ვიქმოდე სიმართლესა. შემიწყალე მე, წყაროო მოწყალებისაო. აღმოაცენენ გულისა ჩემისაგან ცრემლნი სინანულისანი ვითარცა მეძავისანი, რათა განვიბანო ცოდუა სულისა ჩემის პირველ განსლვისაგან სოფლით. შემიწყალე მე, მომცემელო წყალობისაო, მომეც მე მართლითა სარწმუნოებითა და კეთილითა საქმითა წმიდასა ხორცსა და სისხლსა შენსა ზიარებით მოსლუად შენდა. შემიწყალე მე, სახიერო უფალო, ანგელოსსა სახიერსა შემვედრე მე სიტკბოებით, მიღებად სული ჩემი შეუძრწუნებელად განვლად სიბოროტისა მისგან ჰაერისმცუველთასა, რომელნი არიან ცისა ქუეშე. შემიწყალე მე, ნათელო ჭეშმარიტო. ღირს-ჰყავ სული ჩემი ხილუად და განმხიარულებად ნათელსა შინა დიდებისა შენისასა, წოდებისა დღესა განსუენებად სასოებით, სავანესა მართალთასა. ვიდრე დღედმდე საშინელისა მოსლვისა შენისასა. შემიწყალე მე, მსაჯულო სიმართლისაო, რაჟამს  მოხვიდე დიდებითა მამისათა განჰსჯად ცხოვლთაა და მკუდართა. ნუ შეჰხვალ სასჯელსა მონისა შენისასა, და მიხსენ საუკუნესა მის ცეცხლისაგან, და მასმინე სანატრელი იგი წოდებაი მართალთა ზეცასა სასუფეველსა. შემიწყალე მე, დამბადებელო ნათლისაო და განმდევნელო ბნელისაო, განჰსდევნენ სულისა ჩემისაგან ბნელი ცოდვისა და უმეცრებისა, და განანათლე გონებაი ჩემი ჟამსა ამას ლოცუად შენდა სათნოებით და მოღებად შენგან წყალობისა. შემიწყალე მე, ყოვლადმოწყალეო უფალო, და შეიწყალე ყოველნი მორწმუნენი შენდამი ძმანი ჩემნი ურიცხუნი, მეცნიერნი და უმეცარნი, ცოცხალნი და მკუდარნი. და მოჰმადლე მტერთა ჩემთა და მოძულეთა ჩემთა შენდობაი, რომელთა ჩემდა მომართ სცოდეს, მოაქციენ ბორტისა მისგან, რომელ აქუნ ჩემთვის, რათა წყალობათა შენთა ღირს იქმნენ. შემიწყალე მე დიდებულო უფალო, შეიწირე ვედრებაი მონისა ამის შენისა, და აღმისრულე კეთილად თხოვაი გულისა ჩემისა, მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და წმიდისა იოანე ნათლისმცემელისათა და წმიდისა იოანე მახარებელისათა. და ცხოველს-მყოფელისა ჯუარისათა და ყოველთა წმიდათა შენთა მადლითა, ქრისტე ღმერთო,შეგუეწიენ, შეგვიწყალენ და აცხოუნენ სულნი ჩუენნი ამინ.

 

სხუა ლოცუა შუაღამისა თქუმული მისივე წმიდისა და ნეტარისა
მამისა ჩუენისა ბასილი კესარიელ არქიეპისკოპოსისა

უფალო ღმერთო, ჩუენო მრავალმოწყალეო, საშინელო, დიდებით დიდებულო მეუფეო, დამბადებელო ხილულთა და უხილავთაო. გმადლობ შენ აურაცხელთა მათ ქუელისმოქმედებათა შენთათვის, რომელნი ჰქმნენ ჩემ ზედა პირველ დღითგან ცხოურებისა ჩემისათ ვიდრე აქამომდე. გაქებ, გადიდებ და აღგამაღლებ შენ, რამეთუ საკვირველ-ჰყავ წყალობაი და სახიერებაი შენი ჩემ ზედა და ხელისაღმპყრობელ მექმენ. ვიდრეკ მუხლთა სულისა და ხორცთასა, აღგიარებ უფალო ყოველთა უსჯულოებათა ჩემთა, მოჰყავ ყური შენი ვედრებასა ჩემსა და მომიტევენ უღმრთოებაი გულისა ჩემისა. შეგცოდე, უსჯულო ვიქმენ და განგარისხე, სახიერი ეგე მეუფე და ღმერთი ჩემი, და არა არს სახე ცოდვისა თქმული, გინა უთქმელი, რომელი არა აღმისრულებიეს საქმით, სიტყვით და გონებით, მეცნიერებით და უმეცრებით, აურაცხელად და გარდარეულად და წარმდებებით ვჰსცოდე. მრავალგზის აღგითქუ სინანული და კვალად ვსცოდე და კვალად განგარისხე, და კვალად მათვე ცოდუათა შინა შთავვარდი. უადვილეს არს ცუართა წვიმისათა აღრაცხუა ვიდრეღა აურაცხელსა მას სიმრავლესა ცოდუათა ჩემთასა, რამეთუ უსჯულოებანი ჩემნი აღემატნეს თავსა ჩემსა, და ვითარცა ტვირთი მძიმე დამიმძიმდეს ჩემ ზედა. რამეთუ სიყრმით ჩემითგან მოაქამომდე ბოროტთა გულისთქმათა კარი განუღე საწყალობელმან, და უწესოდ აღვირუსხმელთა გზათა ბილწებისათა ვრბიოდი უბადრუკი ესე, რამეთუ შევაგინე ზეცითმოქსოვილი იგი კუართი, რომელი წმიდისა ნათლისღებისა მიერ პატიოსნად შემემოსა, და ტაძარი იგი გუამისა ჩემისა შევამწიკულე, და საწყალობელი ესე სული ჩემი აურაცხელთა ვნებათაგან შევჰბღალე, და ყოველი უსჯულოებაი საქმით აღვასრულე. რომელი იგი უკუეთუ თვითოეულად მოვიხსენნე, მეშინის ნუ უკუე სასოწარკუეთილებასა შთავვარდე უდები ესე, რამეთუ შეიმუსრვიან ძუალნი ჩემნი და ნასხამნი ჩემნი და იხსენებიან, ოდეს მოვიხსენო მწვირე იგი ცოდუათა ჩემთა, და ვერ ვიკადრებ აღხილუად სიმაღლესა ცისასა, არამედ განწირულ ვარ და თავ დადრეკილ. რამეთუ შენ ყოველივე უწყი და არა არს დაფარული შენ წინაშე დაბადებულთაგანი, არმედ ყოველნივე შიშუელნი და ქედდადრეკილნი ჰსდგანან წინაშე შენსა, რამეთუ შეძრწუნებულ ვარ და შეურვებულ, ოდეს მოვიგონო, თუ როდენთა და რაბამთა ცოდუათა მოქმედი ვარ, და სინანულისა საქმე არცა თუ მცირედი რა მიქმნიეს, და ჟამი სიკუდილისა მოწევნულ არს და მე უნაყოფო ნივთად ცეცხლისად განმზადებულ ვარ, ამისთვისცა შეურვებულ არს სული ჩემი. და სალმობით და მწუხარებით აღსავსე არს. და ტვირთითა ცოდვისათა დამძიმებულ და არა რა მაქუს პასუხი სიტყვისმიცემად საქმეთა ჩემთა ბოროტთა, და ვერცა ვჰპოებ ღონესა, რომლითაცა საუკუნოისა მის ცეცხლისაგან განვერე. ხოლო უკეთუ მართალი ძლით ჰსცხონდეს მე უძღები ესე და ცოდვილი სადაღამე გამოვჰსჩნდე, და უკეთუ მრავლითა ჭირითა და ფრიადითა შრომითა დაიმკვიდრებენ მოღუაწენი სასუფეველსა ცათასა, და იწრო და საჭირუელ არს გზა იგი მიმყუანებელი ცხოვრებად საუკუნოდ, ვითარ მე გულისთქმითა და არაწმიდებითა შებღალული მივემთხვო ცხოვრებასა, უკერუ ვითარცა წერილი იტყვის, ვითარმედ ყოველი სიმართლე კაცისა ვითარცა ძონძი წიდოვნისა შერაცხილ არს. და უკეთუ სიტყვისა ცუდისათვის თანაგუაძს სიტყვისმიცემაი, ესოდენთა მათთვის უსჯულოებათა რა სიტყუა ვჰპოო მიცემად, ვაიმე ვაიმე რა მაქუს სიტყუა ან მიზეზი საქმეთა ჩემთათვის ბოროტთა. ვითარ მოკლე არს ცხოვრება ესე საწუთოისა, და სრბით მიმყუანვბელი სიკუდილად, და საუკუნო არს სატანჯუელი ცოდვილთა, ვითარ იგი სუფევა მართალთა.  და ორთავე მათ ცხოვრება სიკუდილისა მიერ არღარა განიკუეთების. რა უკუე ვჰყო. უბადრუკმან ამან, ანუ რა ღონე მოვიღო. რამეთუ საშინელ არს სიკუდილი ცოდვილთა, და უსაშინელეს არიან სატანჯუელნი, რომელნი მოელიან მათ. რამეთუ ყოვლისა უსაშინელეს არს ჟამი იგი ოდეს წარვჰსდგე წინაშე შენსა. ღმერთო ძლიერო და ცხოველო, ოდეს მოხვიდე დიდებითა მით გამოუთქმელითა და საყდარნი დაიდგნენ, და მატიანენი საქმეთა ჩემთანი განეხუნენ, სამსჯავრო იგი დიდი შეიმზადოს, და მსაჯული ეგე თუალუხუავი დაჰსჯდე განკითხუად, და მდინარე ცეცხლისა წინაშე ჰსდიოდეს, და სიხარული იგი და ბრწყინვალება მართალთა განემზადოს, და ათასეულნი და ბევრეულნი წმიდათა ანგელოსთანი შიშით ჰსდგენ წინაშე შენსა, და საუკუნითგანნი მკუდარნი მეყსა შინა აღადგინე და წარმოადგინნე ერთბამად: ჰოი, მე რაიმე ვჰყო ცოდვილმან ამან და ყოვლითა სირცხვილითა აღსავსემან. რაიმე ვჰყო უბადრუკმან ამან და საწყალობელმან, რომელსა არცა ერთი რა მაქუს სიტყუაი, ანუ მიზეზი საქმეთა ჩემთათვის ბოროტთა. ვიდრე მე ვიდე მაშინ ანუ სადა დავიმალო, იწრო არს ჩემდა ყოვლით კერძო. ჰოი, ჩემთა ბოროტთა რომელთამე არამედ ვიგლოვო, ანუ რომელთათვის უკანასკნელ ვჰგოდებდე დაკლებასა მას ტკბილთაგან, ანუ სალმობა იგი საუკუნეთა მათ სატანჯუელთა, ანუ სირცხვილი იგი საქმეთა ჩემთა, გინა მხილება იგი გონებისა. და განვრდომა პირისაგან შენისა. ღმერთო საუკუნეო, ღმერთო ძლიერო, სახიერო და კაცთმოყუარეო. შემიწყალე არაღირსი ესე. ნუ დამიტევებ მე, ნუ დამაგდებ და ნუ განმაშორებ წყალობასა შენსა ჩემგან. მოიხილე შეწევნად ჩემდა უფალო ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო. რამეთუ დაღაცათუ ცოდუათა ჩემთაგან განწარულ ვარ, და უმრავლეს ქვიშისა ზღვისა არიან ცოდუანი ჩემნი, არამედ აურაცხელისა მის სახიერებისაგან შენისა სასოებას არა წარვიკუეთ. უწყი სიტკბოებაი შენი, რამეთუ ჯერმჩინებელი წყალობისა ხარ და არა გნებავს სიკუდილი ცოდვილისა, არამედ მოქცევაი და ცხოვრებაი. რამეთუ არა მოჰხუედ ცხოვრებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად. ამისთვის შეგივრდები შენ უფალო. და ვიკადრებ აღებად პირსა შენსა მიმართ. ხოლო მე ვარ მიწა და ნაცარ, მატლ და არა კაც, საყუედრელ კაცთა და შეურაცხ ერისა. მომეც უფალო სიტყუაი აღებასა პირისა ჩემისასა, რამეთუ ყოველი მადლი კეთილი და ყოველი ნიჭი სრული ზეგარდამო არს შთამომავალი შენ მიერ მამისაგან ნათლისა. რათა ღირსებით შეგივრდე და ჯეროვნად გევედრო და არა მივიქცე დამდაბლებული და სირცხვილეული. არამედ მივემთხვო წყალობასა შენსა, და მივიღო შენდობაი ცოდუათა ჩემთა. შემიწყალე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჰხოცე უსჯულოებაი ჩემი. მიწყალე მე უფალო, რამეთუ უძლურ ვარ. მილხინე მე უფალო მკურნალო სულთა და ხორცთაო, რამეთუ ვითარცა საშინელისა საყდრისა შენისა წინაშე მდგომარე ესრეთ გევედრები შემუსრვლითა და მდაბლითა გონებითა ესრეთ ვღაღადებ: ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას. უფალო შეგცოდე, შემინდევ, მომხედენ წყალობით, მომხედენ მეუფეო მონასა ამას შენსა უხმარსა. მოიხილე მაღლით წმიდით შენით ვედრებასა ამას ცოდვილისასა. ვითარცა უძლურმან კაცმან შეგცოდე, ვითარცა ღმერთმან სახიერმან შემინდევ. უწყი მეუფეო, რამეთუ მიდრეკილ არს გონება ჩემი გულსმოდგინედ ბოროტისა მიმართ სიყრმით ჩემითგან. მომიხსენე მე რამეთუ მიწა ვარ, რამეთუ შენ მხოლო ხარ წმიდა, უხრწნელ და უბიწო, ხოლო ჩუენ ყოველნი ხრწნილებასა ქუეშე. ნუცა დამსჯი მე უსჯულოებათა ჩემთაებრ, და ნუცა ცოდუათა ჩემთაებრ მომაგებ. უწყი მეუფეო სიმრავლეი ბრალთა ჩემთა. არამედ უწყი უფსკრული კაცთმთყუარებისა შენისა, რამეთუ მიუწდომელ არს და უძლეველ. რამეთუ შენ ხარ მეუფე, რომელმან აღიხუენ ცოდუანი სოფლისანი, რომელი გარდამოჰხუედ ზეცით ქუეყანად ძიებად წარწყმედულისა ცხოვარისა, რომელი მოჰხუედ სოფლად წარწყმედულთა ცხოურებად, რომელთა პირველი მე ვარ. მწყემსო კეთილო, რომელმან დაჰსდევ სული ცხოვართა შენთათვის. შემიწყალე მოწყალეო დაბადებული შენი. ნუ მოიძაგებ წყლულებასა ცოდუათა ჩემთასა, და ნაგუემსა უსჯულოებათა ჩემთასა. რომელმან ცხოვრებისათვის ჩუენისა განპყრენ ხელნი ჯუარსა ზედა და წყლულებანი თავს-ისხენ და წყლულებითა შენით ჩუენ ყოველნი განგვკურნენ. აწცა, უფალო, განჰკურნენ წყლულებანი ესე უკურნებელნი სულისა ჩემისანი, წამლითა ძლიერითა მადლისა შენისათა. ლმობიერ ჰყავ, უფალო, ფიცხელი გული ჩემი, აღასუბუქე სიმძიმე ტვირთისა ჩემისა. შეიწირენ მცირედნი ცრემლნი ჩემნი და სულთქმანი ვითარცა მეძვისა მის, და ვითარცა თავისა მის მოციქულთასა პეტრესი, შეიწირე უნდოი ესე აღსარებაი და სინანული ჩემი, და ვითარცა ხმაი იგი ავაზაკისა ჯვარსა ზედა. ეგრეთვე წყალობით მომიხსენე მე, და შეიწირე მწიკულევანთა ამათ ბაგეთაგან უხმარნი ესე სიტყუანი ვედრებისა ჩემისანი. და მოჰფინე ჩემ ზედა აურაცხელი წყალობაი შენი. ჰსცოდა მანასე ფრიად, არამედ არა წარჰსწყმდა რამეთუ შეინანა. უქადაგა იონა ნინეველთა დაქცევაი, მოიქცეს რა სინანულაღ, გარე-წარაქციე რისხვაი შენი. საკვირველ ჰყავ ჩემ ზედა, სახიერო, წყალობაი შენი, მრავალი გიქმნიეს საკვირველი და დიდებული, უფალო, საუკუნითგან. უკეთუ მე შემიწყალო არაღირსი ესე, უკეთუ მე მაცხოვნო უძლური ესე, უმეტესად საკვირველ იქმნას და იდიდოს კაცთმოყუარებაი შენი, რამეთუ ესოდენ ძალუძს ქუელისმოქმედებასა შენსა. რამეთუ შვილი იგი სასუფევლისა, რომელი იგი ძე გეენისა იქმნა უძღებებითა თვისითა, ფრიად შეიწყნარე და შვილ-ნათლისა ჰყავ იგი და პირველივე ნათელი შეჰმოსე. მეცა შემიწყნარე მაცხოვარ, რომელმან ესე ვჰსცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა. და მომმადლე ნეშტი ესე ცხოვრებისა ჩემისა ყოფად ნებისაებრ შენისა დამამტკიცე, და სიყუარულსა შინა შენსა ჰყავ აღსასრული ჩემი. შეახე, სახიერო, ეგე ყოვლადწმიდა ხელი შენი სულსა ჩემსა, და ხორცთა და გულსა და გონებასა, რომელთა წარიოტნენ ბილწებანი ვბებათანი და გულისთქმანი ცოდუათანი ასოთაგან ჩემთა და დაემკვიდროს ჩემ თანა სიწმიდე. რათა დაუცხრომელად ვადიდებდე ყოვლადწმიდასა სახელსა შენსა. ღირს-ჰყავ, მეუფეო სახიერო, არაღირსი ესე სული ჩემი დამკვიდრებად ადგილსა განსუენებისასა. რამეთუ მრავალსავანე არიან სავსენი წყალობისა შენისანი ცხოვრებასა მას საუკუნესა. ნურღარამცა მისდრკების უფალო ამიერითგან გონებაი ჩემი ბოროტთა მიმართ, არამედ წარმართენ სლუანი ჩემნი წინაშე შენსა და გზასა მცნებათა შენთასა დამამტკიცენ; მომეც მე, უფალო, სიმდაბლეი გულისა, და სიყუარული მოყუასისა. მოწყალებაი და ლმობიერებაი ძმათა მიმართ, და შენდობაი ბრალთა მომანიჭე; გევედრები, უფალო, მეუფეო, შეუნდუენ ყოველთა შემაწუხებელთა ჩემთა, კეთილისმყოფელთა ჩემთა კეთილი უყავ უხუებითა მით ნიჭთა შენთათა. უფალო ღმერთო ჩემო, კაცთმოყუარეო, იყუნედ მცირედნი ესე სიტყუანი, აღსარებად ჩემდა შერცხილ ცხოვრებასა შინა ჩემსა, და შეიწირენ ვითარცა საკმეველნი წინაშე სახიერებისა შენისა, რამეთუ მე ესერა მოველი წარუალსა ჟამსა სიკუდილისასა. და ხორცნი ესე ჩემნი სამარესა შინა განიხრწნენ და იქმნენ საჭმელად მატლთა და მიიქცეს მუნვე ვინაცა შეიმზადნეს, ვიდრეღარა კვალად აღჰსდგენ უხრწნელად დღესა მას სასჯელისასა. ხოლო სულსა ჩემსა ხელთა შენთა შევვედრებ, უფალო ღმერთო ჩემო, შეიწყალე სახიერო და შეიყუანე იგი ნათელსა. და ნუ შეუნდობ უფლებად ჩემდა მთავარსა მას ბნელისასა, რათა არა წარიტაცოს ვითარცა ლომმან სული ჩემი, არავინ იყოს  მხსნელ ჩემდა, არცა მაცხოვარ. არამედ შენ უფალო შესავედრებელ მეყავ, და მომეც სავანეი ადგილთა მათ,  რომელთა ნათელი პირისა შენისა ჰფარავს; განუსუენე, მეუფეო სახიერო, ნათელსა შინა ცხოველთასა, მონათა შენთა მშობელთა და ძმათა ჩუენთა და ყოველთა მართლმორწმუნეთა ქრისტიანეთა. კეთილნი კეთილად დაიცუენ, და ბოროტნი კეთილ-ჰყუენ სიტკბოებითა შენითა, ღმერთო, და ყოველნი ერთბამად ღირს-მყუენ წყალობასა შენსა, რამეთუ დაღაცათუ ეჰსცოდეთ, არამედ შენგან არა განდგომილ ვართ. არცა განგვიპყრიან ხელნი ჩუენნი ღვთისა მიმართ უცხოისა. არამედ შენ გიცნობთ ღმერთად ჭეშმარიტად და შენ გურწამ და შენ აღგიარებთ, შენ გევედრებით, შენ გადიდებთ, და გაქებთ, გაკურთხევთ, თაყუანის-გცემთ და დიდების-გმეტყუელებთ, წმიდაო სამებაო ერთარსებაო ერთღვთაებაო, და შენდა მომართ არს სასოება ჩუენი.

შეგვიწყალენ ჩუენ ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა, და შემიყუანენ ჩუენ ზეცისა სასუფეველსა შენსა, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღვთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისათა, წმიდათა ზეცისა ძალთა ანგელოსთა და მთავარანგელოსთა, წმიდისა იოანე წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა, წმიდისა იოანე მახარებელისა და ღვთისმეტყუელისათა და ყოველთა მოციქულთა, მოწამეთა, წინასწარმეტყუელთა და მღუდელთმოძღუართა და წმიდათა დედათა, რომელნი საუკუნითგან სათნო გეყუნეს.

(მდუმრიად ილოცე და ვისიცა გნებოს წმიდა მოიხსენე)

ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა ნუ დამაგდებ, და კაცობრივსა განზრახუასა ნუ მიმანდობ, არამედ შენ მეოხ გუეყავ და გვაცხოვნენ ჩუენ. 

 

სხუა ლოცუა:

უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან მრავლითა სიტკბოებითა, და აურაცხელითა მოწყალებითა შენითა მომანიჭე ჩუენ, და სათნოიყავ თანაწარსლუასა ამას სიგრძესა ღამისასა მშვიდობით თანაწარსლუად, და ყოვლისაგან განსაცდელისა, და ბოროტისა დაგუფარენ, შენ მეუფეო და შემოქმედო ყოველთაო. მომეც ჩუენ მოწევნად ცისკრისა ლოცუათა, და გამოაბრწყინუე გულთა შინა ჩუენთა ჭეშმარიტი ნათელი, საუნჯეთაგან მეცნიერებისა შენისათა, და ყოფად ყოვლისავე ნებისა შენისა.

 

სხუა ლოცუა:

და აწცა განზოგებასა ამას ღამისასა მოწევნულნი უფალო ძალისაებრთა მადლობათა შევჰსწირავთ შენდა და გევედრებით მომნიჭებელსა სულთა ჩუენთასა, მეცნიერებისა შენისა საუნჯეთასა. უნაკლულოდ დაგვიცუენ ჩუენ, და მოჰმადლე პირთა ჩუენთა სიტყუაი სიბრძნისა შენისა, და გვიხსნენ ყოვლისაგან საქმისა ბნელსა შინა მავალისა. რამეთუ შენი არს სიმტკიცე და შენი არს სუფევა.

მღვდელმან: მშვიდობა ყოველთა.

ერმან: სულისაცა შენისა თანა.

დიაკონმან: თავნი ჩუენნი უფალსა მოუდრიკნეთ.

ერმან: შენ უფალო.

მღუდელმან ლოცუა:

შენ ყოვლადძლიერისა ღვთისა საუკუნეთა შემოქმედისა და ყოველთა დამბადებელისა, ჩუენ უღირსთა მონათა შენთა მოგვიდრეკიან თავნი თვისნი და გევედრებით შენ, გარდამოავლინე ჩუენ ზედა კურთხევაი შენი სულიერი, და ყოველითავე წესიერებითა და მორჩილებითა მცნებათა შენთათა დაიცევ ცხოვრებაი ჩუენი, რომელი ხარ კაცთმოყუარე ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.