წმინდა ექვთიმე ათონელი
ტროპარი: მართლმადიდებლობისა წინამძღვარო და კეთილ მსახურებისა და კრძალულებისა
მოძღვარო, ექვთიმე, ყოვლისა სოფლისა მნათობო და მღვდელმთავართა კანონო,
ღვთივ-სულიერო, ყოვლად ბრძენო, სწავლითა შენითა ჩუენ ყოველნი განგვანათლენ ვითარცა
ქნარმან სულიერმან, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი: ნათელ ცისკროვნად გიცის შენ ეკლესიამან, სათნოებათა ბრწყინვალებითა და
კურნებათა შარავანდედითა, ყოველთა განმანათლებელად, ქრისტეს მსახურო, ვინა
დღესასწაულობს საღმრთოსა ხსენებასა შენსა და პატივს ჰსცემს ღვაწლთა შენთა ყოვლად
ნეტარო მამაო, ექვთიმე.
წმ. მოციქულთა თავნი პეტრე და პავლე
მოციქულთა თავნო და ყოვლისა სოფლისა მოძღვარნო, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით,
რათა მოსცეს სოფელსა მშჳდობა და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.
წმ. მღვდელმოწამე კვიპრიანე კართაგენელი და წმ. მოწამე იუსტინა ქალწული
ჴელოვნებისა მისგან მოგვობისა მოისწრაფე შენ, ღვთივგონიერო, საღმრთოჲსა
მეცნიერებისა მიმართ, და აჩუენე სოფელსა სიბრძნეჲ შენი, ყოვლად ბრძენო, და
პატივისმცემელთა შენთა კურნებასა მიანიჭებ. კვიპირანე იუსტინას თანა, მეოხ
გვეყვენით წინაშე კაცთმოყუარისა მეუფისა, რათა ვედრებითა თქუენითა შეიწყალნეს სულნი
ჩუენნი.
წმ. მოციქული იოანე ღმრთისმეტყუელი
დიდებულებანი შენნი, ქალწულო, ვინმე მიუთხრნეს, რამეთუ აღმოადინებ საკჳრველებათა,
და აღმოაცენებ კურნებათა, და მეოხ ხარ სულთა ჩუენთათჳს, ვითარცა ღმრთისმეტყუელი და
მეგობარი ქრისტესი.
წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი ეპისკოპოსი
პირველსა კრებასა შინა გამოჩნდი მბრძოლად ძლიერად, საკვირველთმოქმედო,
ღმერთშემოსილო სპირიდონ, მამაო ჩვენო, მკვდარსა ჰკითხევდ რა, მეყსეულად ხმა გიყო
შენ, რამეთუ გველი ოქროდ შესცვალე, და ლოცვათა შენთა ზედა ანგელოზნი გაქვნდეს
თანა-შემწედ, და თანამწირველად, შენ, ყოვლად-სამღვდელოო, დიდება, რომელმან გადიდა
შენ, დიდება, რომელმან გვირგვინოსან-გყო შენ, დიდება, რომელი იქმს შენ მიერ ყოველთა
ზედა სასწაულთა.
მართალი იოსებ დამწინდველი
ახარებდა იოსებ ღმრთისა მამისა დავითის საკჳრველებასა, ქალწული იხილა მიდგომილი,
მწყემსთა თანა დიდების მეტყუელ იქმენ, და მოგუთა თანა თაყუანის-ეც, და ანგელოზთა
მიერ გამოცხადებასა ღირს იქმენ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა
ჩუენთათჳს.
წმ. მოწამე იოანე მხედარი
მოწამემან შენმან უფალო, იოანე ღუაწლსა შინა თჳსსა გჳრგჳნი მოიგო უხრწნელებისა შენ
მიერ ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ აქუნდა მას შენ მიერი ძალი და მძლავრი დაამხუა და
შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი
ჩუენნი.
წმიდათა მამათა ჩუენთა ბასილი დიდისა, გრიგორი ღვთისმეტყველისა და იოანე ოქროპირისა
ვითარცა მოციქულთა თანამოსაგრენი და ყოველისა სოფლისა მოძღვარნი, მაცხოვარსა
ყოველთასა ევედრენით, რათა მოსცეს სოფელსა მშვიდობა და სულთა ჩუენთა დიდი წყალობა.
სამღუდელოთა და საღმრთოთა ხმითა მქადაგებელთა და მღუდელთმთავართა თავთა უფალო,
კეთილთა შენთაგან მიიღეს განსვენება, რამეთუ შრომანი მათნი და სიკვდილნი მიითვალენ
უფროს ყოველთა მსხვერპლთა და შესაწირავთასა, მხოლოო რომელმან ადიდენ წმიდანნი
შენნი.
ტროპარი იოანე ღვთისმეტყველისა
მოციქულო ქრისტეს ღუთისაო საყვარელო, მსწრაფლ გვეწიე და გვიხსენ შეცოდებული ერი,
რამეთუ გაქუს კადნიერებაი მისსა მიმართ რომლისა მკერდსა მიეყრდენ, რომელსაცა ევედრე
ღვთის-მეტყველო, რათა ნისლი ცოდვათა ჩვენთა განაქარვოს, და მოგვანიჭოს ჩვენ დიდი
წყალობა.
წმ. დიდმოწამისა ირინეს ტროპარი
ტარიგი შენი იესო, ირინე, ხმობდა ხმითა მაღლით, შენდა მსურის სიძეო ჩემო, და შენითა ძიებითა დავსთხევ სისხლითა ჩემით, და თანა ჯვარს-ვეცმი, და თანა დავეფლვი შენდა ნათლის ღებითა, და მელმის შენთვის, რათა ვსუფევდე შენთანა, და მოვსწყდები სახელისა შენისათვის, რათა ვიდოდიცა შენთანა, არამედ ვითარცა მსხვერპლი უბიწო მიმითვალე, რომელი სურვილით მოვივლტი შენდა, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.
ტროპარი იოანე ზედაზნელისა
ათორმეტთა მამათა შორის მზედ მნათობად ქართლისად სჩან და სასწაულთა ელვითა განშვენდებიან შვილნი ემბაზისანი. უალთა უდაბნოთა ქალაქ მყოფელო და გუნდთა ეშმაკთა მაოტებელო, მამაო მამათაო, ყოვლად სასურველო ასურო იოანე, ევედრე მაცხოვარსა ჩვენ მაქებელთა შენთათვის.
ტროპარი ანტონ მარტომყოფელისა
ხატად ღმრთისა შექმნილმან წმიდაო, არა უდებ ჰყავ პატივი ხატისა ქრისტესი, თვინიერ ხელითა კაცთასა გამოსახულისა, რამეთუ იხილე რა ხელთა შინა ურწმუნოთასა, განხურვებულმან შურითა საღმრთოთა, იტვირთე მხართა ზედა მტვირთველი ყოველთა, მოღვაწეთა შვენიერებაო ანტონი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
ღირსი იოანე მთაწმინდელის ტროპარი
დიდება სოფლისა მოიძულე და ეტრფიალე ზენასა აზნაურებასა, დასთრგუნე საცთური ბელიარისა და ანგელოზთა ხორცითა მობაძავ იქმენ, ქართველთა სიმტკიცეო, მამაო იოანე! უპოვარებასა შინა ობოლთა გამოზრდიდი და მიჰგვრიდი დედასა ღმრთისასა.
ტროპარი ღირსისა გაბრიელ მთაწმინდელისა
უდაბნოთა მოქალაქე იქმენ და განკაფული მოღვაწებითა ცხოვნდებოდი, მოღვაწეთა სამკაულო გაბრიელ, ვინაცა ღირს იქმენ სლვად ზღვასა ზედა, ვითარცა ხმელსა და ტვირთვად ხატი დედისა ღმრთისა, რომელსა ევედრე ჩვენ მაქებელთა შენთათვის.
ტროპარი წმიდისა გიორგი მთაწმინდელისა
ფშვის ქვეყანა ქართლისა სულნელებითა გადმოთარგმანებითა წერილთა შენთათა, და უმეცრებისა გვალვითა განხმელი ერი ქართველთა, სწავლათა შენთა წვიმისა სიხშოთა მწყურნებნი შენდავე მოვივლტით, ითხოვე ღმრთისაგან მშვიდობა მორწმუნისათვის ერისა ჩვენისა და ხსნა უღლისაგან მტერთასა.
ღირსი ილარიონ ქართველი
ტროპარი: მადლი ჰპოვა სოფელმან შობითა შენითა, ღირსო, და იხარებს ერი ქართველთა მის შორის აღმოცენებისა შენისათვის, რამეთუ ხედვენ შორის მადლსა საღმრთოსა მქონებელად, რომელმან ანგელოზებრ უხორცო აჩუენე ცხორებაჲ, და სასწაულთა მოქმედებითა შეიმკუე მოღუაწეთა შუენიერებაო ილარიონ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი: სიყრმით შენითგან ღირსო, იწყე აღმოსლვად ხარისხთა სათნოებისათა, და სოფლისა დამტევებელმან არად შერაცხენ სიმდიდრენი მისნი, რომელი აღყუავდი სახლსა შინა ღმრთისასა მსგავსად ფინიკთასა, ილარიონ სამ-გზის სანატრელო, ვინა ყოველნი ერნი ქართველთანი პატივით გაქებთ, ვითარცა მამასა და მეოხსა ჩუენსა.
ანდრია სალოსი
კონდაკი: ნებსით სულელ ქმნილმან, სოფლისა ამის შუებანი სრულიად მოიძულენ, და ხორცთა ზრახუანი მოაკუდინენ მარხვითა, და წყურვილითა, და სიცხეთა, და სიცივეთა მიერ, და ყინელისა, და წვიმისა, და თოვლისა, და სხუათა ჰაერთა სიმძიმეჲ არად შერაცხე, და განსწმიდე თავი თვისი, ვითარცა ოქროჲ ბრძმედსა შინა, ანდრია ნეტარო.