image

image


image

 

ბენ ხობრინკი

ქრისტიანული შეხედულება სამყაროს წარმოშობაზე

2. წარღვნის დროს

უცებ (რაც ალბათ ძალიან ახლო მანძილზე სხვა ციურ სხეულებთან შეხვედრით იყო გამოწვეული) მთელს დედამიწაზე მოხდა ბუნებრივი კატაკლიზმები. მიწის ქერქში გადახსნილმა უზარმაზარმა ნარღვევებმა ვულკანური ამოფრქვევები და მიწისძვრები გამოიწვიეს. ამან თავის მხრივ უზარმაზარი ტალღების წარმოქმნას შეუწყო ხელი. რომელმაც სანაპირო ზოლი და მთელი ტყეები გაანადგურა. (პატარა ვულკანის კრაკატაუს (ინდონეზია) რთულ მცირე ამოფრქვევემაც კი 1883 წელს 36 მეტრის სიმაღლის მოქცევის ტალღა გამოიწვია, რომელიც ოკეანის ზედაპირზე 650 კილომეტრსაათი სიჩქარით მიჰქროდა და ათასობით კილომეტრი მანძილი დაფარა, რამაც 36000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა). ფერფლი და ქვები ჰაერში 40 კილომეტრის სიმაღლეზე იტყორცნებოდა და ცის შეფერილობა მთელს მსოფლიოში შეიცვალა.

ჰაერში აიტყორცნენ და გავრცელდნენ ვულკანური ფერფლის უზარმაზარი ღრუბლები. მტვრის ნაწილაკებმა ორთქლით ზეგაჯერებულ ჰაერთან კონდენციისათვის ბირთვის ფუნქცია შეასრულეს, რისი შედეგიც იყო აქამდე არნახული თქეში. პირდაპირ ცა ჩამოიქცა მიწაზე და ეს ზუსტად 40 დღის განმავლობაში გრძელდებოდა! დახეთქილი მიწის ქერქის ღრმულებიდან დამატებითი დიდი რაოდენობით წყალი ამოვარდა. ჩვენს დროშიც ხდება ხანდახან დღეში არანაკლებ 20 მილიარდი ლირტი ცხელი მიწისქვეშა წყლის ამოფრქვევა, რაც ვულკანური აფეთქებითაა გამოწვეული.

ამ რანგის უბედურება ადრე არასოდეს მომხდარა; თანდათან მთელი პლანეტა წყლის ქვეშ მოექცა. ნოეს ალბათ თავის კიდაობანში რამდენიმე (ათეულობით) ათასი ცხოველი ყველა ძირითადი ტიპიდან მხოლოდ ორი წარმომადგენელი ჰყავდა. ბუნებრივია, კიდობანში ზღვის ცხოველები არ იყვნენ მაშინ, როცა ეს ფორმები (მწერების გამოკლებით) ყველა დანარჩენი ფორმის 90%-ზე მეტს წარმოადგენდნენ. ყველგან ძლიერი მოქცევები და შტორმები მრისხანებდნენ. მთელი ტყეები ძირფესვიანად მოიგლიჯა და წყალში დამსხვრეული გემებივით დაცურავდნენ. ხეები ერთმანეთს ასკდებოდნენ განსაკუთრებით მომცრო ჩაკეტილ ყურეებში და მიწისძვრით გამოწვეული ჩამოქცეული მთის ზვავით იმარხებოდნენ. მთებისა და ბორცვების ჩამორეცხილი საფუძვლები მიექანებოდა ქვევით უზარმაზარ მეწყერებად და ჭუჭყის მღვრიე დინებებად და ხეებს ახორავდებოდა ათობით მეტრი ქვიშა და თიხა. დიდი წნევის გამო შედეგად ქვანახშირი მივიღეთ (ლაბორატორიული გამოკვლევები გვიჩვენებენ, რომ ქვანახშირი შეიძლება რამდენიმე საათის განმავლობაში მივიღოთ). სხვათაშორის ქვანახშირი მხოლოდ ზემოთაღწერილი ხერხით მიიღება და არა ფოთლებისა და ჭაობებში გაზრდილი ხეების ნარჩენების თანდათანობით დაგროვებით. ამის დამამტკიცებელ ერთ-ერთ არგუმენტად ის ფაქტი გვევლინება, რომ არსად მსოფლიოში არ არსებობს ისეთი ჭაობი, რომ თანდათანობით ნახშირის ფენებად გარდაიქმნებოდეს, თუმცა ბიოლოგიის პოპულარულ წიგნებში ეს ყალბად ივარაუდება. გარდა ამისა, ნახშირის ფენებში მცენარეების ბევრი ისეთი სახეობა იპოვეს, ჭაობში საერთოდ რომ არ იზრდება; განსაკუთრებული რიცხვით ქვანახშირის ფენები ზღვის ცხოველებს შეიცავენ, რომლებიც აგრეთვე ჭაობებში არ სახლობენ.

ლავისა და ჭუჭყის დინების პირველი მსხვერპლი მილიარდობით ფსკერზე ან მის მახლობლად მცხოვრები ზღვის უხერხემლო ცხოველები შეიქმნენ; ისეთები მაგალითად, როგორიცაა უბრალო ჭია და ვარსკვლავთევზები. ასეთი ჭუჭყის მეწყერები დღესაც ხდება ოკეანეში, მაგალითად დინება, რომელიც 1929 წელს სამხრეთ დასავლეთ ამერიკაში მოწოლილ მეწყერს მოჰყვა. ჭუჭყის ნაკადი 100 კმ/სთ სიჩქარით მოვარდა და ოკეანის ფსკერი 100000 კვადრატულ კილომეტრზე დაფარა 1 მ სისქის დანალექი ქანებით. მეწყერმა შთანთქა ყველაფერი ცოცხალი რაც გზაში ზღვის ფსკერზე ან მის მახლობლად შეხვდა. სიჩქარე ძალიან ზუსტად იქნა განსაზღვრული, რადგან ზუსტად იყო ცნობილი სად და როდის დაზიანდა ტელეფონის კაბელები ამერიკასა და ევროპას შორის.

სხვა უბრალო უხერხემლო ცხოველები ან უსუსურად ფარფატებენ წყალში, ან ცურვის შემოსაზღვრული შესაძლებლობა აქვთ. საშიშროების შემთხვევაში მისგან გაქცევა არ შეუძლიათ. ისინი ძალიან სუსტებიი და ადვილად მოწყლვადები არიან აჩოჩქოლებული წყლის მასისა და ვულკანური ამონაფრქვევის შედეგად მასში გაფანტული და გახსნილი უზარმაზარი რაოდენობით მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერებებთან მიმართებაში.

ამიტომაც ექცევიან ისინი ცხოველების იმ პირველ ჯგუფში, რომლებიც ბუნების არაკეთილსასურველი ზემოქმედების შედეგად იღუპებიან. მკვდარი ცხოველები ფსკერზე ეშვებიან. მარტივი ფორმის წყალობით (წრიული ან ოვალური) უფრო სწრაფად იძირებიან, ვიდრე რთული ფორმები, რომლებიც ყოველგვარ შესატყვის მონაცემებს ფლობენ. ამიტომ გათხრებისას, როგორც წესი, ასეთი სურათს ვხვდებით:

ა) მიწის ქერქის ყველაზე ქვედა ფენა - ზღვის ფსკერი ან ამოსავალი პირველდაწყებითი მიწა - ნაშთებს არ შეიცავს.

ბ) შემდეგი ფენა შეიცავს უბრალო (დრეიფირებული) ზღვის ცხოველებს ან იმათ, რომელნიც ფსკერის მახლობლად ცხოვრობენ.

გ) რაც მაღლაა ფენა განლაგებული, მით უფრო რთულ ფორმებს შეიცავს.

ზღვის ხერხემლიანი ცხოველები (თევზები, სელაპები და ა.შ.) მნიშვნელოვანწილად საფრთხისაგან თავდაცვისუნარიანები არიან (გაქცევა შეუძლიათ), ამიტომ არც ისე ადვილად ხდებიან მეწყერისა და წყალდიდობების მსხვერპლნი. მომწამვლელი ნივთიერებებისადმი მაღალი გამძლეობაც ეხმარებათ წარღვნის დასაწყისში არ დაიღუპონ. ამიტომ მათ ამოთხრილ ნაშთებს მოლუსკებთან შედარებით ზედა ფენებში პოულობენ.

ისინი ხშირად მასიურად დამარხულნი გვხვდებიან, რადგან მოზღვავებულმა ტალღამ ერთად წაიღო, ანდა მოულოდნელად კატასტროფა დაატყდა თავს. მაგალითად, კალიფორნიაში 10 კვ.მ-ზე განფენილი 1 მილიარდზე მეტი თევზის ნაშთი იპოვეს. დასახიჩრებული მოკრუნჩხული გვამები, მათ არაბუნებრივ სიკვდილზე მეტყველებს, როგორც ევოლუციის თეორიის მიხედვით იყო მოსალოდნელი. წყალხმელეთა ცხოველები და ქვეწარმავლები (ბაყაყები, ნიანგები და ა.შ.) ჭაობის სანაპირო ზოლში ბინადრობენ. ამიტომ ისინი კიდევ უფრო მაღალ ფენებში გვხვდებიან. ძუძუმწოვრებისა და ადამიანების ნამარხ ნაშთებს იშვიათად და მხოლოდ ყველაზე მაღალ ფენებში პოულობენ. ეს ალბათ იმით აიხსნება, რომ წყლის ადიდებისას ცხოველები მთებს აფარებდნენ თავს, მაგრამ მთებიც დაიფარა წყლით. მათი გვამები ლპობას იწყებდა, რადგან დანალექი ფენები მათ მაშინვე ბოლომდე არ ფარავდა. იგივე მიზეზის გამო ნამარხი ფრინველები და მწერები, იგულისხმება უფრო იშვიათად და ამასთან მხოლოდ ზედა ფენებში გვხვდება. სხვათა შორის მთებში, გამოქვებულებში ბევრი ნაკვალევია შემორჩენილი. სიმაღლისაკენ რომ მივყავართ, რაც ცხოველების წყლისაგან გაქცევას მოწმობს. ორგანიზმები მხოლოდ იმ შემთხვევაში ქვავდება, თუ მას უცაბედად უწყდება ჰაერი. სხვანაირად ეროზიული ძალები, ბაქტერიების ზემოქმედება, ამინდის პირობები მას პროცესის დასასრულამდე შლიან. ჩვენს დროში გაქვავებები ძირითადად იმგვარად წარმოიშობიან, როგორც ადრე, როცა მოდენილი წყალი უცაბედად ფარავს სხეულს რომელიმე მკვრივი მასალით. გაქვავება არასოდეს არ წარმოიშობა სხეულის ჭაობში დაფლვისას ან ჰაერის თანდათანობით შეწყვეტის შემთხვევაში. ან თუ ის არასაკმარისად მკვრივი ნივთიერებებით იფარება, მაგ. ფოთლებით (ტყეში) ან ქვიშით (სანაპიროზე).

ვიდრე წარღვნა მძვინვარებდა დედამიწის ფლორისა და ფაუნის 2/3 განადგურდა. რადგან ცოცხალი ორგანიზმების მხოლოდ 1/3 დარჩა, ბუნებრივია, რომ ნამარხ ორგანიზმებს შორის ბევრი ჩვენთვის ერთობ უცნაურად გამოიყურება. ჩვენ გვეხმარება ვიფიქროთ, რომ ეს ნამარხები გარდამავალ ფორმებს წარმოადგენენ, რადგან ისინი ჩვენთვის ცნობილი ცოცხალი ორგანიზმების არცერთ ჯგუფში არ შედიან. ასეთ მაგალითებად არქეოპტერიქსი, სამჩლიქინი ცხენი და ადამიანისმაგვარი მაიმუნები - ავსტრალოპტიკები გამოგვადგებიან.

ვულკანურმა ფერფლმა და ნაცარმა თვეობით დაფარა მზე. მზის ჩასვლასთან ერთად ტემპერატურა დედამიწაზე მკვეთრად ეცემა. მიწა უჩვეულოდ სწრაფად ცივდება, პოლუსებზე უზარმაზარი მყინვარები აღიმართებიან და ყოველივე ეს წარღვნის საფუძველზე. დგება ე.წ. გამყინვარების პერიოდი. გაყინული წყლები სამხრეთ პოლუსზე მოულოდნელად ცხოველების მთელ ფარებს მაგალითად მამონტებს ყინავდნენ. ასობით მამონტი ადგილზევე გაიყინა და ასე შემორჩა საკვებით პირში. თამამად შეიძლება მტკიცება, რომ მამონტები მიწის ქერქის ნაღვარევში არ მოხვედრილან, როგორც ამას ზოგიერთი ევოლუციონისტი ვარაუდობს, რადგან იმავე ფენაში მათთან ერთად სხვა ძუძუმწოვრების ბევრი ძვალიცაა შემონახული. მამონტები ნაპრალებში რომ ჩავარდნილიყვნენ, მიწის საკუთარი ფენისაგან რამდენადმე დაშორებული აღმოჩნდებოდნენ. ციმბირში ერთ მილიონამდე დაფლული მამონტია. ბელგიაში ათეულობით ათასი დინოზავრის ძვალი და მთელი ჩორჩხი იპოვეს 30 მეტრიანი სისქის ფენაში დაფლული. სულ ცოტა ხნის წინათ ჩინეთში 4 ათასი მეტრის სიმაღლეზე 70000 დინოზავრის ნაშთი ნახეს. დინოზავრის ანალოგიური სასაფლაო ყველა კონტინენტზე აღმოჩნდა. ევოლუციის თეორია არ იძლევა ათობით ასეთი გიგანტური მასიური სასაფლაოების არსებობის დამაკმაყოფილებელ ახსნას. მაგალითად, ლოს-ანჟელესის მახლობლად ყველა ეპოქისა და განსხვავებული კლიმატური სარტყლის ყველა ჯიშის ცხოველია ერთსა და იმავე ადგილზე მასიურად დასაფლავებული. ნუთუ ყველა ეს ცხოველი იმისათვის მოვიდა და მწყობრად დაწვა, რომ ბუნებრივი სიკვდილით მომკვდარიყო?

 

3. წარღვნის შემდეგ

მიწისძვრებმა და ქარიშხალმა დაანგრია ყველაფერი, რაც ადამიანურმა კულტურამ შექმნა. ნოეს შთამომავლებს ყველაფერი თავიდან უნდა დაეწყოთ. ასეთ საცოდავ დღეში ყოფნის გამო ისინი იძულებულნი გახდნენ მღვიმეები და სხვა თავშესაფარი მოეძებნათ და იარაღები ხისა და ქვისგან გამოეთალათ (ქვის ხანა). მხოლოდ მაშინ, როცა ხელახლა აღმოაჩინეს რკინის საბადო, შეძლეს უფრო დახვეწილი იარაღის დამზადება. შეუჩვეველმა სიტუაციამ, მკაცრმა კლიმატმა, ნესტიანმა მღვიმეებმა და არასაკმარისი რაოდენობის ერთფეროვანმა საკვებმა ადამიანები ტანმორჩილი და სუსტი გახადეს. ადამიანის ორგანიზმმა დეგრადაცია განიცადა. რა თქმა უნდა, სხვადასხვა რეგიონში ეს პროცესი სხვადასხვაგვარად მიმდინარეობდა, რასაც ნეანდერტანელი ადამიანისა და გამართულადმოსიარულე ადამიანების ნაშთები გვიჩვენებს, რომლებიც ალბათ წარღვნებს შეეგუა, მხოლოდ მაშინ შეძლო ახალი იარაღების დამზადება, და მიწის ნაკვეთების დამუშავება, მტკიცე სახლები ააშენა და უფრო ჯანმრთელი გახდა.

ცხოველები კიდობნიდან მთელს დედამიწაზე გავრცელდნენ. ისინი პატარა იზოლირებულ გჯუფებს წარმოადგენდნენ და ცხოვრება ექსტრემალურ ვითარებაში უხდებოდათ. ბიოლოგები მოწმობენ, რომ ასეთი სიტუაციები იდეალურად მოქმედებს მრავალრიცხოვანი ვარიაციებისა და განსხვავებული სახეობების წარმოქმნისათვის.

მიწის მთელი ზედაპირის 75% წყლით მოტანილი დანალექი ქანებითაა დაფარული, რაც წარღვნის თვალნათელი მოწმობაა. მაგალითად ამერიკაში, არიზონას შტატში არსებული დიდი კანიონი გამოდგება. აქ დანალექი ფენები, რომელთა საერთო სიღრმე 1500 მ-ია, აბსოლუტურად ხელუხლებელი ჰორიზონტალურად ძევს.

დანალექი ფენების ასეთი განლაგების ერთადერთი შესაძლებელი ახსნა იმაში მდგომარეობს, რომ ეს ფენები წარმოიშვა ელვის სისწრაფით მოვარდნილი წყლისგან, მაშინ, როცა მათი სისქე გვიჩვენებს წყალდიდობის გიგანტურ სიდიდეზე.

ფენები მილიონობით წლის მანძილზე კი არ ჩამოყალიბებულა, არამედ ძალიან მოკლე დროის განმავლობაში იქნა მოლექილი: ყველა ეს ფენა ერთდროულად რბილი იყო! ამის საბუთად მდინარე კოლორადოს კალაპოტი გამოდგება, თავისი მკვეთრი სიმეტრიული ზოლებით ფენებად რომ კვეთს 15000 მ სიღრმის კანიონს. მდინარის ასეთი სიმეტრიული და მძაფრი ვულკანის გაკეთება მხოლოდ რბილ საფუძველზე შეუძლია. მყარი ფენების არსებობის შემთხვევაში მდინარე ვერ ამოთხრიდა დაკლაკნილსა და ამავე დროს ღრმა კალაპოტს.

კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ წარღვნა მსოფლიო კატასტროფა იყო: ყველა პირველყოფილ ხალხებს მთელს მსოფლიოში ჩინეთში, ინდოეთში, სამხრეთ ამერიკაში, პერუში, სკანდინავიის მხარეში შემორჩენილი აქვთ ლეგენდები წარღვნაზე (მთლიანად 80-ზე მეტ ერსა და ტომს).

წარღვნის შემდეგ ადგილი ჰქონია ზოგიერთ სხვა კატასტროფას. პირველი ალბათ კონტინენტების დაყოფა იყო (შესაქმე 10, 25) გეოლოგები ფიქრობენ, რომ თავდაპირველად ყველა კონტინენტი ერთ მთლიან უშველებელ ხმელეთს ე.წ. პანგეას წარმოადგენდა. შემდეგ ეს ხმელეთი რამდენიმე კონტინენტად დაიყო. გადაადგილებებისა და შეჯახებების შედეგად ისეთი მაღალი მთის მასივები წარმოიქმნა, როგორიც ალპები, ჰიმალაი და კლდოვანი მთებია. ის ნიშნავს, რომ მანამდე მთები ასეთი მაღალი არ იყო, ზღვები ასეთი ღრმა, როგორც ახლა. მიწაზე ადვილად ხდებოდა წყალდიდობები. თავიდან ხმელეთის უეცარი გაყოფა მოხდა კონტინენტებად, ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანისათვის საგრძნობი იყო, როგორც შესაქმის წიგნიდან ჩანს. კონტინენტების უმნიშვნელოდ მცირე შერევა (1-15 სმ წელიწადში), რომელიც დღეს შეიმჩნევა, ალბათ, გადაადგილების უკანასკნელ ეტაპებს წარმოადგენს, რომელსაც დასაწყისი ფალეკის პერიოდში დაედო. ეს პროცესი შეიძლება ლოკომოტივს შევადაროთ, რომელიც ბიძგს აძლევს ვაგონს. ბიძგის შემდეგ ვაგონი თანდათან ანელებს თავის მოძრაობას და ბოლოს ჩერდება.

 

რამდენიმე დამატებითი ფაქტი

ევოლუციონისტების არგუმენტებმა ორ მოდელს შორის კამათისას (ევოლუციონისტურსა და კრეაციონისტულს), კარგა ხანია რაც თავისი აქტუალობა დაკარგეს. მაგრამ ძველ სახელმძღვანელოებსა და პოპულარულ ლიტერატურაში ეს მონაცემები შეტანილია, როგორც ევოლუციის დამადასტურებელი ფაქტები. ამიტომ ჩვენ მათ მოკლედ განვიხილავთ.

 

ჩანასახის განვითარება

წარსულში ითვლებოდა, რომ ადამიანის ჩანასახის განვითარება ევოლუციის პროცესის შეკუმშულ განმეორებად დეკაპიტულაციად გვევლინება. ადამიანის ემბრიონი თანმიმდევრულად მეტ-ნაკლებად თევზის, წყალხმელეთა ამფიბიების ცხოველებს, ქვეწარმავლებს და ბოლოს ძუძუმწოვრებს ჰგავს. მაგალითი, რომელიც ყოველთვის მოჰყავთ - განვითარების ადრეულ ეტაპზე ემბრიონს აქვს თევზის მსგავსი ლაყუჩები - მხოლოდ გარეგნული და ერთობ ზედაპირული მსგავსებაა. ე.წ. „ლაყუჩები“ ჯერ არდაბადებულ ბავშვში არ ასრულებენ სუნთქვის ფუნქციას, როგორც ეს თევზებთან გვხვდება: ადამიანის ემბრიონი ჟანგბადს პლანცეტის მეშვეობით იღებს. სინამდვილეში ეს ლაყუჩები სხვა არაფერია, თუ არა ქსოვილის ფენები, რომლისგანაც სხვადასხვა ორგანოები ვითარდება; როგორც ჩანს ეს სხეულის განსაზღვრული ნაწილების განვითარების საუკეთესო საშუალებაა. ადამიანის ემბრიონი თავისი განვითარების ადრეულ საფეხურზე რომ ყოფილიყო მოწყობილი, კარგად განვითარებას ვერ შეძლებდა. თვით ევოლუციონისტებსაც კი აღარ სწამთ, ემბრიონის მიერ ევოლუციური პროცესის გავლის თეორია. უნივერსიტეტებში მას ხშირად ხუმრობით ციტირებენ, რათა აჩვენონ რამდენად გულუბრყვილონი იყვნენ ძველად ადამიანები და როგორი ციებ-ცხელებით ეძებდნენ არგუმენტებს ევოლუციის სასარგებლოდ.

რუდიმენტული ორგანოები. ეს ის ორგანოებია, რომლებიც ბოლომდე არ განვითარდნენ, ან ორგანიზმში არანაირ ფუნქციას არ ასრულებენ, ყოველ შემთხვევაში, როგორც ეს ჩვენ გვეჩვენება. დღემდე მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ადამიანებს ასზე მეტი ასეთი ორგანო აქვთ. მათ მიაკუთვნებდნენ: ნუშისებრ ჯირკვლებს, მესამე ქუთუთოს, აპენდიციტს და ა.შ.

მაგრამ რამდენადაც ჩვენი ცოდნა იზრდება, რუდიმენტული ორგანოების რაოდენობა კლებულობს. აღმოჩნდა, რომ ეს ორგანოები რაღაც სამუშაოს ორგანიზმში ასრულებენ.

რუდიმენტული ორგანოების კლასიკურ მაგალითს ვეშაპის „უკანა კიდურები“ წარმოადგენს. დაახლოებით სხეულის შუაში ვეშაპს 15-25 სმ. სიგრძის ძვლოვანი გამონაზარდები აქვს. დღემდე ითვლებოდა, რომ ეს ძვლები სრულიად უსარგებლოა და ფეხების ნაშთებს წარმოადგენენ, რომლითაც ცხოველი ოდესღაც ხმელეთზე გადაადგილდებოდა. ბოლოს და ბოლოს, ვეშაპი ძუძუმწოვარი ცხოველია, ხოლო ევოლუციის თეორიის თანახმად, ის ხმელეთიდან ისევ ზღვას დაუბრუნდა. კვლევებმა ცხადჰყო, რომ ეს წანაზარდები არ ყოფილა უსარგებლო და არც განუვითარებელი უკანა კიდურები, არამედ ისინი სასქესო ორგანოების დაცვის ფუნქციას ასრულებენ.

შეგიძლიათ წარმოდგინოთ, რომ შემთხვევითობის წყალობით ცხოველს კუდი განუვითარდეს, სხეულმა გაწელილი ფორმა მიიღოს, თავის ზევით ნესტოები გადაუვიდეს და მკერდის ისეთი საწოვარი განუვითარდეს, რომ ახლადდაბდებული ვეშაპი წოვის პროცესში არ ჩაიძიროს. როგორ შეიძლება ქცევის სტერეოტიპები ისე შეცვლილიყო, რომ ვეშაპები არ ჩაძირულიყვნენ, განსაკუთრებით ახლადდაბადებული ვეშაპები. ნუთუ ყველა ეს ცვლილება შემთხვევითი მუტაციის წყალობით მოხდა მილიონობით წლის განმავლობაში. ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ იმ დროს დაბადებული ვეშაპის ნაშიერნი უნდა დამხრჩვალიყვნენ...

 

იხვნისკარტა

იმის მტკიცება, რომ იხვნისკარტა გარდამავალ ფორმას წარმოადგენს და ამიტომ ევოლუციის თეორიის სასარგებლოდ მეტყველებს, შედარებით მცირე უგუნურებაა. იხვნისკარტა სრულიად დამოუკიდებელი სახეობაა. მას იხვის ნისკარტი და გაერთიანებული თათები აქვს, ის ბუდეს ბალახისგან იკეთებს და კვერცხებზე ზის როგორც კრუხი. განა იმას ნიშნავს, რომ ის ვითარდებოდა როგორც ფრინველი? ამასთან მას 4 ფეხი, კანის ბეწვიანი საფარი და თახვის მსგავსი კუდი აქვს. შვილებს რძით კვებავს, როგორც ძუძუმწოვარა. არცერთი ევოლუციონისტი არ დაიწყებს მტკიცებას, რომ ჩიტებსა და ძუძუმწოვრებს შორის გარდამავალი ფორმები არსებობს: ხომ ითვლება, რომ ფრინველები რეპტილიებისაგან განვითარდნენ და არა ძუძუმწოვრებისაგან!

ევოლუციის თეორიის პოპულარობის მიზეზი მის თითქოს მეცნიერულობაში კი არ იმალება, არამედ იმაში, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ დაუშვან სხვა შესაძლებლობა: სამყაროს შექმნა ყოვლისშემძლე ღვთის მიერ. შემთხვევითი არ არის, რომ ევოლუციის თეორია ასე პოპულარული იყო კომუნისტურ ათეისტურ ქვეყნებში, სადაც ის სახელმწიფო რელიგიის რანგში იყო აყვანილი. ეს თეორია იძლევა იმ მტკიცების „მეცნიერულ საფუძველს“, რომ ღმერთი არ არსებობს და რომ ადამიანი არანაირი უმაღლესი არსების წინაშე პასუხისმგებელი არ არის.

ევოლუციის თეორიის ცნობილმა მედროშემ ჰექსლიმ ეს ასე გამოხატა: „ეს ახალი (ევოლუციური) თეორია საოცრად გვათავისუფლებს ზედმეტად ვიწრო დაბადების წიგნის მუნდირისაგან (თავი 1 და 2). რადგან თუ შესაქმის გვჯერა, მაშინ ცოდვით დაცემისა და ყოვლისშემძლე ღვთის არსებობისაც უნდა გვჯეროდეს, რომელიც პასუხისგებისთვის გვიხმობს და რომელსაც უნდა დავემორჩილოთ. ეს აგრეთვე ნიშნავს, რომ ჩვენ იესო ქრისტე გვჭირდება, როგორც ჩვენი გამომხსნელი და ჩვენი ცოდვების გამომსყიდველი. ადამიანები, რომელთაც არ სურთ ღმერთს ემსახურონ, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ის ჩვენი ცხოვრებიდან გამორიცხონ“.

 

შემაჯამებელი სიტყვა

მას შემდეგ, რაც დარვინმა 1859 წელს „სახეობათა წარმოშობის შესახებ“ თავისი წიგნი გამოაქვეყნა, მილიონობით სწავლული ცდილობდა და ცდილობს ევოლუციის თეორიის სამართლიანობა დაამტკიცოს, მაგრამ ბუნების შესახებ ჩვენი ცოდნის ზრდასთან ერთად ევოლუციის თეორია ყოველგვარ საფუძველს კარგავს. აი, რას წერს ევოლუციონისტი სწავლული მაიკლ დენტინი თავის წიგნში: „მცდარია იმის მტკიცება, რომ ბიოლოგიურ მეცნიერებაში პროგრესული მიღწევები აუცილებლად ადასტურებს ევოლუციური თეორიის სისწორეს“ და კიდევ 1859 წლიდან მოყოლებული დარვინისეული ევოლუციური თეორია არ დასტურდება არც ერთი ემპირიული ფაქტით, არც ერთი მეცნიერული აღმოჩენით“. პირიქით, ასობით ევოლუციონისტური თეორიის საწინააღმდეგო ფაქტი აღმოჩნდა. და მაინც ამ თეორიის მიმდევრები ძნელია გადაარწუნო მენიერული არგუმენტაციით, რადგან ევოლუციასა და შესაქმეს შორის არჩევანი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ორ თეორიას შორის არჩევანი. ეს არჩევანი ეხება ადამიანის ცხოვრების გულისგულს: გვჯეროდეს თუ არა ყოვლისშემძლე ღვთის არსებობისა.

თუ ჩვენ პატიოსნად და ობიექტურად შევისწავლით ბუნებას და შევადარებთ იმასთან, რასაც ბიბლია გვეუბნება, დავინახავთ, რომ სიტყვა ღმრთისა და ღმერთის ქმნილება სრულ თანხმობაში იმყოფებიან და ერთმანეთს ავსებენ. ეს ორი საშუალებაა, რომელთა წყალობითაც ღმერთი კაცობრიობას თავისთავს განუცხადებს, ორი ხერხი, რომელთა მეშვეობითაც ჩვენ მისი ძალისა და ღმრთაებრიობის შესახებ შეგვიძლია გავიგოთ, როგორც ამის თაობაზე რომაელთა მიმართ ეპისტოლეში გვაუწყებს პავლე მოციქული (1, 20). ღმერთის შეცნობა და მასთან ურთიერთობა მხოლოდ და მხოლოდ იესო ქრისტეს მეშვეობით არის შესაძლებელი.

დაბადების დასაწყისში ღმერთმა თქვა: „შევქმნათ კაცი ჩვენს ხატად და მსგავსად“ (დაბადება 1, 26). ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ თითქმის მისი სწორნი ვართ, რომ ჩვენ მასთან ერთ სიმაღლეზე ვართ, და მის ქმნილებას წარმოვადგენთ, რომელსაც მას როგორც თავის მეგობარს, ისე შეუძლია მიმართოს, როგორც თავის ერთადერთ ქმნილებას, რომელსაც უკვდავი სული და თავისუფალი ნება აქვს. ჩვენი ტრაგედია იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ თავისუფალნი ვართ რა, მუდამ არასწორ არჩევანს ვაკეთებთ, რის შედეგადაც მიზანს ვცდებით და ღმერთთან კავშირს ვკარგავთ. მხოლოდ იესო ქრისტეს მეშვეობით შეგვიძლია ხელახლა დავუბრუნდეთ სწორ გზას და ხორცი შევასხათ ჩვენი მიწიერი ცხოვრების მიზანს: საკუთარ შემოქმედს დავუმეგობრდეთ.

 


image
© საიტზე მოთავსებულ ტექსტებზე საავტორო უფლებები დაცულია. გთხოვთ, ავტორის ან მთარგმნელის ნებართვის გარეშე ნუ გამოიყენებთ
2003