სერგეი გოლოვინი

მსოფლიო წარღვნა: მითი, ლეგენდა თუ რეალობა?

წარღვნა და დედამიწის მოსახლეობა

როგორც ცნობილია, დედამიწის მოსახლეობის რაოდენობა განუწყვეტლივ იზრდება. ჩვენი ეპოქის დემოგრაფიული კრიზისის პირობებშიც კი მოსახლეობის მატება წელიწადში ერთ პროცენტზე ოდნავ დაბალია მხოლოდ მაღალურბანიზაციული რეგიონების უმნიშვნელო ნაწილში, მაშინ, როცა ზოგიერთ სხვა რეგიონში იგი აღწევს სამპროცენტიან ზღვარს. და თუ 1981 წელს პლანეტის მოსახლეობა 4,5 მილიარდ ადამიანს შეადგენდა, მოსალოდნელია რომ 2000 წლისთვის კაცობრიობა გადააჭარბებს 6 მილიარდიან ზღურბლს. სად ეძიონ ადგილი ამ პირობებში დინოზავრებმა? ალბათ იქ, სადაც თავიანთთვის ხელსაყრელია.

ლოგიკური იქნებოდა გვევარაუდა, რომ დროის შედარებით ძველ პერიოდში - როცა ჯერ კიდევ არ იყო პრობლემა დედამიწის ჭარბდასახლებისა; არ არსებობდა არც  მასობრივი განადგურების იარაღი და არც შობადობის კონტროლის თანამედროვე პროგრამები და საშუალებები; ომებიც კი „სასაცილო“ ხასიათს ატარებდა შედეგების მიხედვით ერების მთლიანად განადგურების თანამედროვე „მიღწევებთან“ შედარებით - კაცობრიობის რაოდენობის საშუალო მატება რამდენადმე მაღალი იყო, ვიდრე ახლანდელ დროშია. მაგრამ თუ ჩავთვლით, რომ მოსახლეობის ზრდის საშუალე სიჩქარე ყოველწლიურად 0,5%-ს არ სცილდებოდა არასდროს (დაახლოებით ასეთი იყო გერმანიის მოსახლეობის საშუალო ზრდადობა მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში - ორი დამარცხებული მსოფლიო ომის შემდეგ), თურმე გასული 5-5,5 ათასი წელი წარღვნის შემდეგ საკმარისზე მეტიცაა, რათა დედამიწაზე მცხოვრებთა რაოდენობას მიეღწია თანამედროვე ზღვრისთვის, თუნდაც საწყისი რაოდენობა მხოლოდ 8 ადამიანით შემოფარგლულიყო (ზუსტად ამდენი ადამიანი შევიდა კიდობნის ეკიპაჟში - ნოე, მისი ვაჟები: სემი, ქამი და იაფეთი ცოლებთან ერთად), რაც ბიბლიური ქრონოლოგიების რეალობაზე მეტყველებს.

ჩვენი პლანეტის თანამედროვე მოსახლეობის არა მხოლოდ რაოდენობა, არამედ შემადგენლობაც ამტკიცებს, რომ „ესე ტომნი ძეთა ნოესთანი ნათესაობათაებრ მათთა თესლისაებრ მათისა. ამათგან განეთესნეს ჭალაკნი ნათესავთანი ქუეყანასა ზედა შემდგომად წყლით რღუნისა“ (შესქ. 10,32). იგივე მტკიცდება უძველესი ხალხების ფოლკლორისა და ეპოსის შესწავლის საფუძველზე. შემთხვევით არ მიუღია მკვლევართა წრეში შესაქმის წიგნის მეათე თავს „ერების ცხრილის“ სახელწოდება. ხალხთა გარკვეული ჯგუფების წინაპრების - ნოეს შვილებისა და შვილთაშვილების სახელები, რომლებიც ამ თავშია წარმოდგენილი, ჩვეულებრივ მკაფიოდ აისახება:

1. საკუთრივ ერების სახელებში;
2. იმ ადგილების, მსხვილი ქალაქების, მდინარეების გეოგრაფიულ სახელებში, სადაც ბინადრობდნენ მათი შთამომავალნი;
3. ღვთაებების სახელებში, რომელთა კულტებიც იშვა დამაფუძნებელი წინაპრის დროთა განმავლობაში გადაგვარებული თაყვანისცემიდან.

ხალხების წარღვნისშემდგომი განსახლება

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი დეტალის თაობაზე ისტორიკოსების მოსაზრება ერთმანეთისგან განსხვავდება (რაც ბუნებრივია სხვადასხვა განშტოების ტომების ასიმილაციის შემთხვევაში), საერთო სურათის კვალს მაინც დიდი დამაჯერებლობით შეგვიძლია მივყვეთ.

მაშ ასე, იაფეთი წარმოადგენს ყველა იაფეთური (ინდოევროპული) ეთნიკური ჯგუფების წინაპარს. მასვე შევიცნოთ ბერძნების ლეგენდარულ წინაპარში - იაპეტოსში („ცისა და მიწის შვილი“) და ინდოელი არიელების წინაპარში - პრა-ჯაპატში, ასვე რომაელების იუ-პატერში (შემდგომში იუპიტერი). ამ უკანასკნელისგან პონტოელმა მეფეებმა მემკვიდრეობით მიიღეს სახელ ევ-პატორი („კეთილი მამა“), რომელიც შემორჩა ერთ-ერთი მათგანის მიერ დაარსებული ქალაქის, ევპატორიის სახელწოდებაში.

„ძენი იაფეთისნი: ღამერ, და მაგოგ, და მადაიმ, და ავან და ელიოსან, და თობელ და მოსოქ და თირას. და ძენი ღამერისნი: ასქანაზ და რიფათ და თორღამა. და ძენი ავანისნი: ელისა და თარშის კიტელნი. როდელნი, ამათგან განიყვნეს ჭალაკნი წარმართთანი ქუეყანასა მათსა, თჳთეულნი ენად-ენად ტომთა შინა მათთა და ნათესავთა შინა მათთა“ (შესქ. 10,2-5).

ღამერის შვილები სახლდებიან ჩრდილოეთის საზღვრებიდან (ეზეკ. 38,6 და 15). ანტიკური ხანის ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი ადასტურებს, რომ ღამერიტები გალატების (მცირე აზია) და გალების (საფრანგეთი) ძველი სახელწოდებაა. ღამერის შთამომავლებით იყო დასახლებული გალიცია (ჩრდილო-დასავლეთი ესპანეთი), კიმერია (ყირიმი), უელსი. უძველესი უელსური ქრონიკების თანახმად, ღამერი ბრიტანეთის კუნძულებზე ჩავიდა საფრანგეთიდან წარღვნიდან 300 წლის შემდეგ. უელსურ ენას დღემდე გომერეგი ჰქვია. ასქანაზმა თავისი კვალი დატოვა დასახელებებში: აშკენაზი (დღემდე გერმანიას ებრაულად ასე უწოდებენ), სკანდინავია, საქსონია, სკვითია (ჰეროდოტეს მტკიცებით, იოსებ ფლავიუსის დროს ბერძნები მაგოგის შთამომავლებს თვლიდნენ სკვითებად - როგორც ეტყობა, ამ ორმა განშტოებამ განიცადა ასიმილაცია), ასკანია. სახელიდან - რიფათი - წამოვიდა პაფლაგონია და კარპატები; თორღამიდან - სომხეთი და თურქეთი.

მადიამი - მედინა, მიდია (ირანი), ინდოეთი; ავანი - იონია, საბერძნეთი (ებრაულად ავანი); ელისა - ელადა; თარშისი - ტარტეზი, კართაგენი, ტარსი (კილიკია); კიტენი - კვიპროსი, მაკედონია; როდენი - დარდანელი, როდოსი.

ასურელი მეფე ტიგლათ-ფილასერ I (დაახლოებით 110 წ. ჩვენს ერამდე) მოიხსენიებს თაბალის ტომს; ესენი არიან თობელის შთამომავლები. ფლავიუსის დროს მათ მიწას იბერია ერთქვა (იბერია საქართველოს ძველი სახელწოდებაა, ხოლო ერთ-ერთი ვერსიით, სახელიდან - თობელი - წარმოიშვა მისი დედაქალაქის - თბილისის სახელწოდება). თობელის შთამომავლების ნაწილი მიდის ჩრდილოეთისკენ - მდინარე ტობოლისკენ, რის გამოც ამ მდინარეს შემდგომში ტობოლსკი ეწოდა.

სახელი მოსოქი სავარაუდოა გამოძახილს პოულობდეს სახელწოდებაში: მოსკოვი, მეშჩორა, მეშეხი (მეშერის დაბლობის რაიონი); თირასი - თრაკია (იუგოსლავია), ეტრუსკები.

ქამი წამოადგენს ქამიტური (აფრიკულ-აზიური) ეთნიკური ჯგუფების წინაპარს;

„ხოლო ძენი ქამისნი: ხუს, და მესარაიმ, ფუდ და ქანან. ხოლო ძენი ხუსისნი: სავა, და ლვილატ, და სავათა და რეღმაჲ და სავაკათა. ხოლო ძენი რეღამასნი: სავან და დათან. ხოლო ხუს შვა ნებროთ. ამან იწყო გმირ-ყოფად ქუეყანასა ზედა. ესე იყო გმირი მონადირე წინაშე უფლისა ღმრთისა. და იქმნა დასაბამ მეფობისა მისისა ბაბილონი, ორექი, აქადი და ხალანი ქუეყანასა სენარისსა. ქუეყანისა მისგან გამოვიდა ასურ და აღაშენა ნინევი, და ქალაქი რომოთი, და ხალანი. და დასე, საშუალ ნინევისა და საშუალ ხალანისა - ესე ქალაქი დიდი. და მესრაიმ შვნა ლუდიიმელნი, და ემატიიმელნი, და ლავიიმელნი, და ნეფთალიმელნი. და პატროსონიმელნი და ხასლორიმელნი, ვინა გამოვიდა მიერ ფილისტიმ და კაფთორიიმელნი. ხოლო ქანან შვა სიდონ პირმშოდ და ქეტელი. და იებოსლელი, და ამორეველი, და გერგესეველი. და ეველი, და არუკეველი, და ასენეველნი. და არადელნი, და სამარეელნი, და ამათეფელნი და ამაათი, შემდგომად მათსა განეთესნეს ტომნი ქანანელთანი. და იქმნნეს საზღვარნი ქანანელთანი სიდონისაგან და ვიდრე შესლვადმდე გერარად და ღაზად, და ვიდრე შესლვამდე სოდომად და გომორად. ადად და სებვომად - ესე ძენ ქამისნი ტომთა შინა მათთა და ენათა მათთა და სოფელთა მათთა“ (შესქ. 10,6-20).

ხუსი იყო ეთიოპიის ფუძემდებელი (ებრაულად - ქუში); მესარაიმ - ეგვიპტისა (იხ. შესქ. 50,11: ამისთვის ეწოდა ადგილსა მას „გლოვაჲ ეგვიპტისაჲ“); ფუდმა დააარსსა ლიბია (იოსებ ფლავიუსი). ქანაანის შთამომავალნი არიან: ფილისტიმელები (პალესტინა); სიდონის - სიდონიელები; ლუდის - ლიდიელები; ქეტის - ხეთები, ხატელები; სინეის - სინიტები, სინაელები, ჩინელები; რასენის - ეტრუსკები; ნებროთის - მარდუკები (ბაბილონის გაღმერთბული დაამარსებელი და მფარველი).

და ბოლოს, სემმა ჩაუყარა საფუძველი სემიტურ (ახლო აღმოსავლეთი) ეთნიკურ ჯგუფებს:

„ძენი სემისნი: ალიმ, და ასსურ, და არფაქსად, და ლუდდა, არამ და კაინან. და ძენი არამისნი: ოს, და იულ, და ღათერ და მოსოხ. და არფაქსად შვა კაინან. ხოლო კაინან შვა სალა. და სალა შვა ებერ. და ებერისა იშვნეს ორნი ძენი: სახელი ერთისა მის ფალეკ, რამეთუ დღეთა მისთა განინაწილა ქვეყანა, და სახელი ძმისა მისისა იეკტან. ხოლო იეკტან შვა ელმოდად, და სალეფ, და ასარმოთ, და იერარ. და დორრა, და ღაზილ, და დეკლა. და გებარ, და აბიმეილ, და სავარ. და უფირ, და ევილატ, და იობაბ. ესე ყოველნი ძენი იეკტანისნი. და იქმნა დამკჳდრებაჲ მათი მასისითგან ვიდრე მოსულადმდე სოფირად, მთად აღმოსავლისად. ესე ძენი სემისნი - ტომთა შინა მათთა, ენათაებრ მათთა, სოფელსა შინა მათთა და ნათესავთა შინა მათთა“ (შესქ. 10,22-31).

აქ შეიმჩნევა შემდეგი კავშირები: ალიმი - ელამიტები (ძველი სპარსელები, რომლებიც ასიმილირდნენ მადაის შთამომავლებთან (იხ. გამს. 2,9); ასსური - ასურეთი (სადაც ასურის სულის კულტი არსებობდა); არფაქსადი - ქალდეველები; იოკტანი - არაბეთის მცხოვრებნი; ფალეკნი (პელეგი) - პელასგები; ებერი - ებრაელები; ლუდი - ლიდია (ახლანდელი დასავლეთი თურქეთის რაიონი - დედაქალაქი სირდისი); არამი - არამეველები, სირიელები.

თუ თვალს მივადევნებთ ამ ხალხების ისტორიულ ბადეს, არ არის რთული შევამჩნიოთ მისი შესაბამისობა წინასწარმეტყველებასთან, რომელიც ნოემ თავის ვაჟებს აუწყა: „და თქუა: წყეულ ქანან ყრმა, მონა იყავნ ძმათა მისთა. და თქუა: კურთხეულ არს უფალი ღმერთი სემისი და იყოს ქანან მონა მისსა“ (შესქ. 9,25-27).

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის ფაქტია, რომ „ისტორიამდელი“ ქრონიკები, გადმოცემები და ეპიკური ნაწარმოებები, რომლებიც აღწერენ განსხვავებული ეთნოსების გენეალოგიას დაწყებული წარღვნაგამოვლილი პირველწინაპრიდან, ჰარმონიულად ერწყმის დღმდე დაგროვილ ისტორიულ და არქეოლოგიურ მონაცემებს. ეს ასევე ეხება ბიბლიას, რადგან აგერ უკვე აბრაამის დროიდან მოყოლებული, ბიბლიური და ისტორიული აღწერილობები ხელიხელჩაკიდებულნი მოდიან, ბრწყინვალედ ავსებენ რა ერთმანეთს. ეს მძიმე მდგომარეობაში აყენებს იმ შეხედულებათა მომხრეებს, რომელთა აზრით ბიბლია მითების კრებულია: თუკი მითი თანდათან რეალობაში გადადის, მაშ სად არის ზღვარი მათ შორის? ან ბიბლიური გადმოცემა რეალობაა, ანდა ჩვენ თვითონ ვართ მითი. მაგრამ როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, ჩვენ იმავე სამყაროს წარმომადენლები ვართ, რომელ სამყაროშიც ცხოვრობდნენ მოსე, აბრაამი, ნოე და ადამი.

 


<< წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი >>