სერგეი გოლოვინი

მსოფლიო წარღვნა: მითი, ლეგენდა თუ რეალობა?

გამყინვარების პერიოდი

ჯორჯ დოდუელის მიერ წარმოებულმა გამოთვლებმა აჩვენა, რომ დედამიწის ღერძის დახრილობის ასეთ მნიშვნელოვან ცვლილებას უნდა გამოეწვია დედამიწის შეჯახება ობიექტთან, რომლის დიამეტრი სულ ცოტა 80 კმ-ს წარმოადგენდა! როგორც ცნობილი კომეტებისა და ასტეროიდების უმრავლესობა, ეს ობიექტიც, როგორც ეტყობა, ძირთადად შედგებოდა ყინულისაგან, რომელიც ატმოსფეროსთან შეჯახებისას დაიხლიჩა. ყინულის ასეთი რაოდენობა არ შეიძლებოდა იმწუთშივე აორთქლებულიყო, და ამიტომ მისი დიდი ნაწილი სავარაუდოდ დედამიწის ზედაპირზე ჩამოვარდებოდა. ამ დროს დედამიწის მაგნიტური ვერლის გავლენით მისი დაელექტოებული ნაწილაკები უნდა გადახრილიყვნენ პოლუსებისკენ.

ყინულის უზარმაზარი მასის გადმოსვლა; ატმოსფეროში გაფანტული ნაწილაკები, რომლებმაც შთანთქეს მზის სხივები; წელიწადის სხვადასხვა დროს საშუალე ტემპერატურებს შორის განსხვავების გაზრდა, რომელიც დედამიწის ღერძის დახრილობის გაზრდით იყო გამოწვეული - ყოველივე ეს იყო მიზეზი უეცარი გლობალური აცივებისა, რომელსაც ტრადიციის მიხედვით გამყინვარების პერიოდს უწოდებენ.

იობის წიგნში ჩვენ ვნახულობთ სიტყვებს: „ვითარცა ჴევი ღუარისაჲ, მოვაკლდი და, ვითარცა ელვაჲ, წარვჴედი. რომელთა-იგი ჩემდა ეშინოდა, აწ ზედა დამესხმიან... უბრძანოს თოვლსა ყოფად ქუეყანასა ზედა და ზამთარი წჳმათა ძლიერებისა მისისათაჲ... საუნჯეთაგან მოუჴდენ სალმობანი, მთათა მწუერვალთაბან ყინელი, და ქარისაგან ძლიერისა მოსცეს ნეფხუაჲ, შეკრიბნეს წყალნი, ვითარცა ჰნებავნ... მი-მე-სრულ ხარა საუნჯეთა თოვლისათა, გიხილვანა საუნჯენი სეტყუათანი?.. ვისისა მუცლისაგან გამოვალს მყინვარი? ანუ ნეფხუაჲ ცასა ქუეშე ვინ შვა? რომელი გარდამოვალს, ვითარცა წყალი მდინარე? ანუ პირნი ცისანი ვინ დაადნო?“ (იობ. 6,15-16; 37,6 და 9-10; 38,22 და 29-30). გასაკვირი არ არის, რომ იობისთვის - აწ ცხელი არაბეთის მკვიდრისთვის - გასაგები იყო, რის შესახებ გახლდათ საუბარი: იობი ხომ იეკტანის შვილი და ფალეკის ძმისშვილი იყო (შესქ. 10,23-29; იობ. 1,1), რომლებიც კატაკლიზმის თვითმხილველნი იყვნენ. იგი სავსებით აცნობიერებდა, რომას ნიშნავდა სიტყვები: „რომელი დააძუელებს მთათა და არა იციან, რომელმან დააქცინის იგინი რისხვითა. რომელმან შეძრის ცაჲ ქუეშე საფარველითურთ და სუეტნი მისნი იძრვიედ“ (იობ. 9,5-6). ამასთან, დედამიწის დახლეჩვა აღინიშნება იგივე სიტყვით პელეგი (ქართულ ვარიანტში - ფალეკი), რომლითაც შესაქმის 10,25-ში.

უეჭველია, იობი მოსწრო ამ გლობალური აცივების გამოძახილებს და არაერთხელ შეეძლო ენახა გაყინული წითელი ზღვა, დიდი თოვა, ან თუნდაც ცივი ქარიშხლები. მის დროს ჯერ კიდევ არ იყო ჩამცხრალი ტექტონიკური გრიგალები: „რომელი დააძუელებს მთათა და არა იციან, რომელმან დააქცინის იგინი რისხვითა. ხოლო მთაჲ დაცემით დაეცეს და კლდე დაძუელდეს ადგილით თჳსით“ (იობ. 9,5; 14-18).

 


<< წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი >>