ანჩისხატის ტაძრის მრევლმა მამუკა დემეტრაშვილმა ციფრული ფოტოაპარატით გადაიღო ტაძარში ჯერ კიდევ შემორჩენილი სხვადასხვა ფრესკები, მათ შორის ფრესკა, სადაც მეფე ავგაროზს გადასცემენ მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატს. ეს ფრესკა მდებარეობს ანჩისხატის ტაძრის სამხრეთ საყრდენი კოლონებს შორის განლაგებულ არკაში. ფრესკა მაშინაც და ეხლაც, სხვა დანარჩენი ფრესკებივით, ჩვეულებრივად გამოიყურება, მასზედ არ შეინიშნებოდა და არც ეხლა შეინიშნება არანაირი ნათება, შარავანდედი, მაგრამ კომპიუტერში სურათების ხილვისას მაცხოვარსა და მეფე ავგაროზს ნათელი შარავანდედი გამოესახა.