მე არა გამაჩნია რა

„შენ უფალო, ნუ განმაშორებ შეწევნასა შენსა ჩემგან,
და ხელის აღპყრობად ჩემდა მომხედენ“
(ფსალ. 21, 20)

მაცხოვარო! მე მოვდივარ შენთან არა იმიტომ, რომ შემიძლია მოგიტანო რწმენაჲ მტკიცე, ურყევი, გული, აღსავსე სასოებითა და მორჩილებითა. არა! მე მოვდივარ შენთან, რადგან არა გამაჩნია, რამეთუ გავღატაკდი. ვითმენ შიმშილსა და წყურვილს და შენ ერთს შეგიძლია ჩემი დაპურება და ცოცხალი წყაროსთვალიდან წყურვილის მოკვლა.

უფალო! მე არაფერი შემიძლია მოგიტანო, გარდა გულისა შემუსვრილისა, რომელსაც შენს ფერხთით ვდებ. მტანჯველი მარტოობის ჟამს ვხმობ შენდამო სიღრმით მწუხარებისა ჩემისა, ვუწყი რა, რომ გსურს ჩემი იჭვნეულობისა და ცოდვის უფსკრულიდან ამოყვანა, რომელშიც ჩავმხობილვარ, და მომიწოდებ შენს საქორწინე ნადიმზე. მართალია ღატაკი და უბადრუკი ვარ, ვუწყი, რომ გსურს ჩემი შემოსვა ნათლითა სამოსლითა, ჩემისა სიღატაკისა უხრწნელ სიმდიდრედ გარდაქცევა და ჩემისა სიგლახაკისა საუკუნო დიდებით დაგვირგვინება. ერთსა მხოლოსა მას ძალუძს ჩემს სულში ყოველივე ბოროტის მოსპობა, თავისი სინათლით წყვდიადის გაცისკროვნება, ყოვლისა ჩემისა სიცარიელისა თჳსითა მადლითა აღვსება.

თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
„მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური“, თბილისი, 2003 წ.