გამხნევდი, მცირე ეგე სამწყსო

„და მე ვტიროდე ფრიად, რამეთუ არავინ იპოვა,
რომლისამცა განეღო წიგნი იგი, ანუმცა მიეხედნეს მისა“
(გამოცხ. 5, 4)

იოანე ტირის არა თავისა თვისისათვის, არამედ ყოვლისა სოფლისათვის, რომელიც საკუთარ თავს მაცხოვარს უკარგავს; იგი კაცობრიობაზე ტირის, როგორადაც ქრისტე ტიროდა იერუსალიმზე, იგი ძმათა თჳსთა მატერიალურ სიდუხჭირეზე როდი წუხს, არამედ სწორედ იმაზე, რომ არავინ აღმოჩნდა ღირსეული გამოხმაურებოდა ანგელოსის მოწოდებას და „განეღო წიგნი ესე და განეხსნა ბეჭედნი მისნი“.

ღვთიური გამოცხადების, ღვთიური სიყვარულის, წიგნი ესე, გამოვლენილი კაცობრიობის გამოხსნაში, დახურული და დაბეჭდილია იმ ადამიანებისთვის, რომელნიც ხორციელად ცხოვრობენ და მხოლოდ ამა სოფლისთვის. ვიდრე ისინი უნანელობით, განუბანელი ცოდვებით, დაფარულან, მათ ამ წიგნში არც ჩახედვის სურვილი აქვთ და არც უნარი. მაცთური მას მათგან მიაქცევს: ისინი ბრმები და უძლურნი არიან.

მაგრამ მადლობა ღმერთს, როდესაც ამ სულიერ სიბრმავეს შეგნება შეცვლის, მაშინ შემუსვრილ სულს შინაგან თვალს აღუხელს და დაკლულ, უბიწო კრავზე მიუთითებს, რომელიც როგორც ცოდვასა და სიკვდილზე გამარჯვებული, ხელთა თჳსთა შინა იღებს წიგნს და გადაშლის. სული სჭვრეტს ერთსა მხოლოსა ღირსეულსა, უგალობს მას ქებისმეტყველებით ახალ საგალობელს და მისთა ბაგეთაგან, სიტყვას სიტყვაზე, იღებს იმ იდუმალი წიგნიდან, რომელიც ცოდვამ დაჰხშა. და კრავიც მწყურვალ სულებში ათავსებს, ამოსჭრის წმიდა სიტყვას.

შენ იოანესთან ერთად სტირი მცირერიცხოვნებას თვალახელილთა? თუ გებრალება ამდენი უზრუნველი, ვითომც ქრისტიანის ხილვა, მაშინ მოუხმე მათ ქრისტესკენ ცოცხალი, თავმდაბალი სიტყვითა და მაგალითით და უფლისადმი მიძღვანებული მთელი ცხოვრებით.

თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
„მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური“, თბილისი, 2003 წ.