მე მოვალე ვარ, გონს მოვეგო

„ლეღვი ვისმე ედგა სავენახესა თჳსსა, მოვიდა და ეძიებდა ნაყოფსა მისგან
და არა პოვა. და ჰრქუა ვენახის-მოქმედსა მას: ესერა სამი წელი არს,
ვინაჲთგან მოვალ და ვეძიებ ნაყოფსა ლეღუსა ამას შინა
და არა ვჰპოვებ. მოჰკუეთე ეგე, რაჲსათჳს ქუეყანაჲცა დაუპყრიეს უქმად?
ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: უფალო, უტევე ეგე ამასცა წელსა“
(ლუკა 13, 6-8)

ამ სიტყვებში მინიშნებაა მომავალ წლებზე. პირველად როდი მიაპყრობს უფალი მევენახის ყურადღებას ლეღვზე და პირველად როდი ეძიებს ამაოდ მასზე ნაყოფს. ეგებ, ვერც მე შევიძელ გარდასულ წლებში საკმაოდ სრულყოფილება? შესაძლოა, ვერც მე ვისარგებლე შემთხვევით ჩამედინა სიკეთე და როგორც ამ ლეღვმა მეც გავუცრუვე ჩემს პატრონს მოლოდინი? ნუთუ წელსაც იგივე განმეორდება? გასულ წლებში ბევრი დრო დაიკარგა ამაოდ, ბევრი შემთხვევა გავუშვი ხელიდან, ნაკლებად გამოვეხმაურე ჩემი უფლის მოწოდებას! ვავლებ რა თვალს წარსულს, გარდასულ წლებს, უნდა გამოვტყდე, რომ მათ საკმაოდ უნაყოფოდ ჩაიარეს! ნუუკუე ეს გარდასული წელიც უნაყოფო წლების მსგავსი იქნება?

არა, რაც უფრო ნაკლები მრჩება დრო ღვთის ნების აღსასრულებლად, რაც უფრო მეტად ვუახლოვდები აღსასრულს, მით უფრო მოვალე ვარ, გონს მოვეგო, გამოვფხიზლდე და ბევრი რამ შევცვალო ჩემს ცხოვრებაში! ვავლებ რა გონების თვალს ჩემს წარსულს, შეუძლებელია არ მომაგონდეს ის აურაცხელი კეთილისმყოფელობანი, რომელიც უფალმა დამაფრქვია. როგორღა არ ვიმედოვნებდე, რომ წელსაც არ დამტოვებს (ცოცხლებში) თავისი სიყვარულით, თავისი მოწყალებით? რაც არ უნდა მომელოდეს მომავალში, არ მეეჭვება, რომ უფალი თავად წარმართავს თითოეულ ჩემს ნაბიჯს, და ამიტომაც, სრული სასოებით გადავაბიჯებ პარნაღს დამდეგი წლისა.

ამასღა ვკითხავ საკუთარ თავს - როგორ განვლე გასული წელი? - გულმოდგინე აღთქმებით, საუკეთესო სურვილებით შევუდექ მას, გარნა მალევე განქარდნენ ისინი, და მთელი წელიწადი უსარგებლოდ გავატარე, არაფერი შემიძენია, ბიჯიც არ წამიდგამს წინ! ჰოჲ, უფალო! ნუ მიმიშვებ, რომ იგივე გავიმეორო „წელსაცა ამას“! შემწე მეყავ, რათა მოთმინებითა და სიმდაბლითა გულისა ჩემისათა გამოვიღო ნაყოფი წინაშე შენსა!

თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
„მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური“, თბილისი, 2003 წ.