„ყოველივე ზრუნვაჲ თქუენი მიუტევეთ მას,
რამეთუ იგი იღუწის თქუენთჳს“
(1 პეტრე 5,7)
მოციქული პეტრე არ ამბობს: მიუტევეთ მას თქვენი მხოლოდ დიდი საზრუნავები - არამედ ყოველივე ზრუნვაჲ. მას, ვისაც ყოველივე ძალუძს, შეუძლია აღასრულოს მცირეცა და დიდიც. უფალი, რომელიც გვიხსნის ჩვენი დიდი წუხილისა და მძიმე ცოდვებისაგან, ტვირთულობს ჩვენს სიმძიმილსაც.
ერთი და იგივე ყოფითი საზრუნავები, გვბეზრდება და გვრთგუნავს რა თავისი ხანგრძლივობით, არცთუ იშვიათად ნამდვილ გამოცდად გვექცევა ხოლმე, მსგავსად იმისა, უმნიშვნელო რამ რომ ჩაგვივარდება თვალში, დროებით მხედველობას გვართმევს და ტკივილს გვაყენებს. მაგრამ ცხოვრება ერთი განუყოფელი მთელი რამ არაა: იგი სხვადასხვა ნაწილებისაგან შედგება, რომელთაგან თითოეულს თავისი მნიშვნელობა აქვს და საბოლოოდ სარგებლობა მოაქვს. ცხოვრება შალის, აბრეშუმის, ოქრომკერდის, ქაღალდის სხვადასხვა ძაფებისაგან ნაქსოვი ქსოვილია; თითოეული ძაფი ამ ქსოვილის სიმტკიცისა და სილამაზისათვის აუცილებელია; როგორც კი ერთი მათგანი გაწყდება, წონასწორობა ირღვევა და ჩვენ ვევნებით.
რა თქმა უნდა, არცერთი დედა გულგრილად არ მოეკიდება აცრემლებულ შვილს, რომელიც გატეხილი სათამაშოს ან რაიმე უსიამოვნების გამო წუხს; ასევე ჩვენი ზეციური მამაც სიყვარულით გვტვირთულობს ჩვენი დამრთგუნველი, თუნდაც ნაკლებმნიშვნელოვანი, საზრუნავებით.
ძვირფასია ქრისტიანისთვის იმის შეგრძნება, რომ ლოცვაში შეუძლია ყოველივე შეჰვედროს მას, ვისი სულგრძელებაც ამოუწურავია. ვბრკოლდებით ცხოვრებისეულ გზაზე, ვშიშობთ ხვალინდელი დღის გამო, ამგვარია ოჯახური ცხოვრება, თუ გაუსაძლია ჩვენი შრომა: მიუტეოთ უფალს ყოველივე ჩვენი საზრუნავი იმ რწმენით, რომ მისგან შეწევნასაც მივიღებთ და თანადგომასაც, „რამეთუ იგი იღუწის თქუენთჳს“ (1 პეტრე 5, 7).
თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
„მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური“, თბილისი, 2003 წ.