ნუ დამიტევებ მე, უფალო

„განამტკიცნის უფალმან ყოველნი დაცემადნი,
და აღმართნის ყოველნი დაცემულნი“
(ფსალ. 144, 14)

ჰოჲ, უფალო, სიყვარულო საუკუნოო, მომცველო სრულიად სამყაროსაო, მნათობო, განმანათლებელო ყოვლისა კაცისა, მომავალისა სოფლად, - განმინათლე წყვდიადი ცოდვილისა სულისა ჩემისა, გარემიაქციე გულისა ჩემისაგან ყოველი სისასტიკე, აღმავსე ნათლითა შენითა, რაჲთა ნათლითა შენითა ვიხილო მე ნათელი! აღმავსე მე სიყვარულითა შენითა, რათა სიყვარულითა ამით შევიყვარო ყოველივე, ქმნული ხელთა შენთაჲ. „ჰე, მოვიდოდე, უფალო იესუ!“ (გამოცხ. 22, 20).

განახვენ სულისა ჩვენისა თვალნი, მომეც შემეცნება შენთა ბრძანებულებათა ყოვლისმომცველი ჭეშმარიტებისა, რომელიც ჩვენ ყოველთა, მდიდართა და ღარიბთა, გონიერთა და უგუნურთა, აზნაურთა და უაზნოთა, მომიყვანებს ერთბამად სამარადისოსა მას ცხოვრებასა, რომელი განგიმზადებიეს მოყვარულთა შენთათვის. განმწმიდნე მე, უფალო, განმბანე მე და მხოლოდ მერეღა ვიქნები წმინდა! რამეთუ შენ გჭირდება არა გარეგანი ღვთისმოსაობა, არამედ სიმართლე ჭეშმარიტი, შემაღწეველი სიღრმესა შინა აზრთა და გრძნობათა.

განმწმინდე მე, განმბანე მე! მიხსენ მე ფარულთა შეცოდებათა ჩემთაგან და აღავსე შენითა საუკუნოჲთა სიმართლითა ყოველი არსებაჲ ჩემი!

ჰქმენ ჩემთანა ყოველივე, რაჲცა გენებოს, - გამომცადე მე, დამსაჯე მე; გარნა მეცა, მრავალგზის დაცემული, აღმადგინე, განმაახლე და მომიყვანე შენთანა!

თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
„მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური“, თბილისი, 2003 წ.