ყოველი სიტყვა უშუერი თქუენით ნუ
გამოვალნ, არამედ რა იგი იყო კეთილ...
(ეფეს. 4, 29)
მთელ რიგ სიტყვებს ქრისტიანმა უნდა მიაჩვიოს თავისი თავი და ეს სიტყვები, რაც შეიძლება ხშრიად უნდა გამოიყენოს საუბარში. ასეთ სიტყვებს განეთუვნება, უპირველეს ყოვლისა, სიტყვა „მაპატიე“.
სიტყვა „მაპატიე“ მყის გვამდაბლებს ჩვენ ღვთისა და მოყვასთა წინაშე, მეტყველებს შეგნებაზე საკუთარი დანაშაულისა, მის გამო სინანულსა და მონანიებაზე.
ღირსი ანტონი დიდი გვასწავლის: „შეაჩვიე შენი თავი იმას, რომ შენი ენა ყველა შემთხვევისას, რაც კი შეგხვდება ცხოვრებაში, ყოველთვის, ყოველ ჟამს, ყველა ძმასა და თვით ზეციურ ღმერთსაც ეუბნებოდეს: „მაპატიე“.
ამასთან, ძალზე მნიშვნელოვანია ის განცდა, რომლითაც ითქმება სიტყვა „მაპატიე“. ის შეიძლება წარმოვთქვათ ცივად, თითქოს და იძულებით და დანაშაულის გრძნობისა და სინანულის გარეშე. მაშინ მას არ გააჩნია ძალა, ვერ შეარიგებს, ვერ აერთებს გულებს, ვერ განწმენდს სულებს.
ამიტომ ის აუცილებლად „დამარილებულ“ უნდა იქნას (მარკ. 9, 49), ე.ი. განზავებული სიყვარულით, სიმდაბლით და სიმშვიდით. მაშინ მას გააჩნია სულიერი ძალის სისავსე.
„მაპატიე“-ს უნდა ვამბობდეთ არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ დიდად ვავნეთ მოყვასს და მკვახედ ვაწყენინეთ მას. ასეთ შემთხვევაში ცოტაა „მაპატიე“-ს თქმა, არამედ მოყვასის წინაშე მუხლებზე უნდა დავეცეთ.
სიტყვა „მაპატიე“ უნდა წარმოითქვას ყოველთვის, როცა კი ვხედავთ ჩვენდამი უკმაყოფილების თუნდაც უმნიშვნელო ელფერს, წყენის ჩასახვის საწყისს, არაკეთილგანწყობის მცირე ნიშანსაც კი და სხვ. ურთიერთსიყვარულისამდი მიმართული ეს საფრთხე თავშივე უნდა აღმოვფხვრათ და ჩვენ თვითვე უნდა ვეძიოთ დაახლოება და გულწრფელად ვითხოვოთ პატიება მაშინაც კი, როდესაც საკუთარი დანაშაულის შეგრძნებაც არ გაგვაჩნია; დანაშაული შეიძლება ვერც შევამჩნიოთ საკუთარ თავს, თუმცა კი ის იყო.
როგორც წერს სქიმარქიმანდრიტი სოფრონი: „ყოველ ადამიანს ყოველ საქმეში შეუძლია ბევრი თქვას თავის გასამართლებალდ, მაგრამ თუ ის ყურადღებით ჩაიხედავს საკუთარ გულში, მაშინ იხილავს, რომ თავის მართლებით ვერ აარიდებს თავს მზაკვრობას“.
მოყვასის შეძრწუნებული სული ჩვენგან ნამვდილ სიყვარულს მოითხოვს, რომელიც პავლე მოციქულის სიტყვებით: „არა ეძიებნ თავისასა“ (I კორ. 13, 5). ე.ი. არ ეძებს თავის გამართლებას და მოყვასის განკითხვას, არამედ მზადყოფნით ელევა თავმოყვარეობას და იოლად ღებულობს საკუთარ თავზე ბრალს, ოღონდ კი დაიბრუნოს მოყვასის სიყვარული და სიმშვიდე.
საჭიროა საკუთარი თავი შევაჩვიოთ სიტყვა „გეთაყვა“-საც. ამ სიტყვით ჩვენი თხოვნები უფრო თავმდაბლური, ზრდილობიანნი ხდებიან, მათ სცილდება მოთხოვნის ელფერი და ამიტომაც მოყვასს ამ ჩვენი თხოვნის შესრულებისადმი განაწყობენ.
ასევე აუცილებელია ჩვენთვის მივაჩვიოთ ჩვენი თავი განსაკუთრებულად პატივსაცემ და საალერსო სახელებს. დაე, ესმოდეთ მშობლებს შვილების მათდამი სიყვარული ასეთ სიტყვებში „მამიკო“ ან „დედიკო“, ხოლო შვილებს - საპასუხო ალერსი სიტყვებში „შვილიკო“ და ტკბილ სახელწოდებებში „დათუნა, „ქეთი“, „ნინიკო“ და ა.შ.