ძველი აღთქმა

მეორე ეზრა

თავი მეხუთე

1. ამის შემდგომ წასასვლელად აირჩიეს მამისსახლთა უხუცესნი მათი ტომების მიხედვით, მათი ცოლები, მათი ძენი და ასულნი, მათი ყმები და მხევლები და მათი საქონელი.

2. დარიოსმა გააყოლა მათ ათასი ცხენოსანი, რომ მიეცილებინათ იერუსალიმამდე მშვიდობით, მუსიკით, დაფდაფებითა და საყვირებით.

3. ყველა მათი ძმა მხიარულობდა და მისცა მათ ნება მათთან ერთად წასულიყვნენ.

4. აი, სახელები კაცთა, რომლებიც წავიდნენ მამისსახლთა მიხედვით ტომებად, უხუცესობის წესით.

5. მღვდლები, ძენი ფინხასისა, ძისა აარონისა; იესო იოცადაკისა, ძისა სერაიასი, იოაკიმი ზერუბაბელისა, ძისა შალთიელისა, დავითის სახლიდან, ფარესის საგვარეულოდან, იუდას ტომიდან,

6. რომელიც სპარსელთა მეფის დარიოსის წინაშე წარმოსთქვამდა ბრძნულ სიტყვებს მისი მეფობის მეორე წელს, ნისანის თვის პირველშა.

7. ესენი არიან იუდაელთაგანნი, გადასახლების ტყვეობიდან გამოსულნი, რომლებიც ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, გადმოასახლა ბაბილონში,

8. და დაბრუნდნენ იერუსალიმში და იუდას სხვა ადგილებში, თითოეული თავის ქალაქში, მოსულნი ზერუბაბელთან და იესოსთან, ნეემიასთან, ყაზარიასთან, რეყამიასთან, ნახმანისთან, მარდოქაისთან, ბილშანთან, მისფერეთთან, ბიგვაისთან, ნეხუმთან და ბაყანასთან - წინამძღოლებთან ერთად.

9. რიცხვი ხალხისა და მის წინამძღოლთა: ფოროსის ძენი - ორი ათას ას სამოცდათორმეტი.

10. შაფატის ძენი - ოთხას სამოცდათორმეტი. არახის ძენი - შვიდას ორმოცდათექვსმეტი.

11. ფახათმოაბის ძენი იესოს და იოაბის ძეთა ჩათვლით - ორი ათას რვაას თორმეტი.

12. მეშულამისა ძენი - ათას ორას ორმოცდა თოთხმეტი. ზათუს ძენი - ცხრაას ორმოცდა ხუთი. ზაქაის ძენი - შვიდას ხუთი. ბინუის ძენი - ექვსას ორმოცდა ორი.

13. ზებაის ძენი - ექვსას ოცდა სამი. ყაზგადის ძენი -ათას სამას ოცდა ორი.

14. ადონიკამის ძენი - ექვსას სამოცდა შვიდი. ზიგვაის ძენი - ორი ათას სამოცდა ექვსი. ყადინას ძენი - ოთხას ორმოცდა თოთხმეტი;

15. ატერის ძენი, ძისა ეზეკიასი - ოთხმოცდათორმეტი. ძენი კილანისა და აზეტასი - სამოცდა შვიდი. ყაზერის ძენი - ოთხას ოცდათორმეტი.

16. ხანანის ძენი - ას ერთი. არომის ძენი, ბეცაის ძენი - სამას ოცდა სამი. ხარიფის ძენი - ას თორმეტი.

17. გიბყონის ძენი - სამი ათას ხუთი. ბეთლეების ძენი - ას ოცდა სამი.

18. ნეტოფასგან - ორმოცდა თხუთმეტი; ყანათოთისგან - ას ორმოცდა თვრამეტი; ბეთ-ყაზამოთისგან - ორმოცდა ორი;

19. კირიათ-იეყარიმისგან - ოცდა ხუთი. კაპირასისა და ბეროთასაგან - შვიდას ორმოცდა სამი.

20. ქადიასნი და ამიდიოსნი - ოთხას ოცდა ორი.

21. მიქმასისგან - ას ოცდა ორი. ბეტოლიოსისგან - ორმოცდათორმეტი. ნიფისის ძენი - ას ორმოცდა თექვსმეტი.

22. კალამოლალოსის ძენი და ონუსის - შვიდას ოცდა ხუთი.

23. სენაასის ძენი - სამი ათას სამას ოცდაათი.

24. მღვდელნი: იედაყიას ძენი, ძისა იესოსი, ანასიბის ვაჟებთან ერთად - ცხრაას სამოცდა თორმეტი: იმერის ძენი - ათას ორმოცდა თორმეტი.

25. ფაშხურის ძენი - ათას ორას ორმოცდა შვიდი; ხარიმის ძენი - ათას ჩვიდმეტი.

26. ლევიანები: ძენი იესოსი, კადმიელისა, ბანისა და ჰოდუიასისა - სამოცდათოთხმეტი.

27. მგალობელნი: ასაფის ძენი - ას ოცდა რვა.

28. კარისმცველნი: შალუმის ძენი, ატერის ძენი, ტალმონის ძენი, ყაკუბის ძენი, ჰატიტას ძენი და შობაის ძენი, სულ - ას ოცდაცხრამეტნი.

29. ტაძრის მსახურნი: ესავის ძენი, ასიფას ძენი, ტაბაყოთის ძენი, კეროს ძენი, სიყას ძენი, ფედაიას ძენი, ლებანას ძენი, ხაგაბას ძენი,

30. ყაკუბის ძენი, უტას ძენი, კეტაბის ძენი, ხაგაბას ძენი, სამლაის ძენი, ხანანის ძენი, კათუას ძენი, გახარის ძენი;

31. იარის ძენი, რეცინის ძენი, ნეკოდას ძენი, ქასებას ძენი, გაზამის ძენი, ყუზას ძენი, ფასეახის ძენი, ასარას ძენი, ბესაის ძენი, ასნას ძენი, მეყუნის ძენი, ნეფისიმის ძენი, ბაკბუკის ძენი, აქიბას ძენი, ხარეხურის ძენი, ფარაკიმის ძენი, ბაცლითის ძენი.

32. მეხიდას ძენი, კუთას ძენი, ხარშას ძენი, სისერას ძენი, თამახის ძენი, ნეციახის ძენი, ხატიფას ძენი,

33. სოლომონის მსახურთა ძენი: ჰასოფერეთის ძენი, ფერუდას ძენი, თაყლას ძენი, დარკონის ძენი, გიდელის ძენი, შეფატიას ძენი.

34. ხატილის ძენი, ფოქერეთ-ხაცებაიმის ძენი, საროთიეს ძენი, მაყასიაჰუს ძენი, გასის ძენი, ადუსის ძენი, სუბასის ძენი, აფერას ძენი, ბაროდისის ძენი, შეფატიას ძენი, ამონის ძენი.

35. სულ ტაძრის მსახური და სოლომონის მსახურთა ძენი - სამას სამოცდათორმეტი.

36. ესენი გამოვიდნენ თელ-მელახიდან და თელ-ხარშადან, წინამძღვარი მათი - ქერუთ-ადანი და იმერი,

37. ვინც ვერ შეძლეს თავის მამების სახლთა და ტომთ უწყება, რომ ისრაელისგან არიან: ძენი ტუბანისა, ძისა დალანისა, ძენი ნეკოდასი - ექვსას ორმოცდათორმეტი.

38. ხოლო მღვდელთაგან, რომლებიც სამღვდელო სამსახურს ასრულებდნენ, მაგრამ არ აღმოჩნდნენ: ძენი ხობაიასი, ძენი ჰაკოცისი, ძენი იოდდუსისა, რომელმაც ცოლად შეირთო ავგია, ასულთაგანი ბარზელაისა და მისი სახელით იწოდებოდა.

39. რაკი ამათგანნი ძიების დროს საგვარტომო ნუსხაში არ აღმოჩნდნენ, განშორებულ იქნენ მღვდლობისაგან.

40. უთხრა მათ ნეემიამ და ჰათირშათამ არ ზიარებოდნენ სიწმიდეთ, ვიდრე არ აღდგებოდა მღვდელმთავარი შემოსილი გამოცხადებითა და ჭეშმარიტებით.

41. სულ იყვნენ ისრაელიანები თორმეტი წლიდან მოყოლებული, ყმათა და მხევალთა გარდა, ორმოცდაორი ათას სამას სამოცი: მათი ყმები და მხევლები - შვიდიათას სამას ოცდაჩვიდმეტი; მგალობელნი და მეფსალმუნენი - ორას ორმოცდახუთი.

42. აქლემი ოთხას ოცდათხუთმეტი და ცხენი შვიდათას ოცდათექვსმეტი, ჯორი ორას ორმოცდა ხუთი უფლის საქონელი ხუთიათას ხუთას ოცდახუთი.

43. ზოგიერთმა მამისსახლთა თავკაცმა, როდესაც ისინი მოვიდნენ ღვთის ტაძარში, რომელიც იერუსალიმშია, აღთქმა დადო, რომ აღადგენდა სახლს მისსავე ადგილას, შეძლებისამებრ.

44. შეიტანდა ტაძრის განძთსაცავში მშენებლობისათვის ათას ოქროს მნას და ვერცხლისას ხუთი ათასს და ას სამღვდელო სამოსელს.

45. დაემკვიდრნენ მღვდლები და ლევიანები და ერისაგანნი იერუსალიმში და მის შემოგარენში, ხოლო მგალობელნი და კარისმცველნი და ყოველი ისრაელი - თავიანთ სოფლებში.

46. მეშვიდე თვის დამდეგს, როცა იყვნენ ისრაელიანები უკვე თავ-თავიანთ სამკვიდრებლებში, შეიკრიბნენ ერთსულოვნად გაშლილ ადგილას, აღმოსავლეთის პირველ კარიბჭესთან.

47. ადგა იესო, იოცედეკის ძე და მისი ძმები - მღვდელნი და ზერუბაბელი, შალთიელის ძე და მისი ძმები და განუმზადეს სამსხვერპლო ისრაელის ღმერთს,

48. რათა შეეწირათ მასზე აღსავლენი, როგორც მოსეს, ღვთის-კაცის, წიგნში წერია.

49. შეიკრიბნენ მათთან ამ ქვეყნის სხვა ტომთაგანნიც და აღმართეს სამსხვერპლო თავის ადგილას, რადგან მტრობდნენ მათ და მძლავრობდნენ მათზე ხალხები იმ ქვეყნისა, და მოჰქონდათ მსხვერპლი დაწესებულ ჟამს და აღსავლენი უფლისათვის ცისკარზე და მწუხრზე.

50. გადაიხადეს კარვობის დღესასწაული, როგორც დადგენილია რჯულის კანონში და სწირავდნენ ყოველდღე, განწესებისამებრ,

51. და განუწყვეტელი შესაწირავი და მსხვერპლი შაბათთა, ახალმთავრობათა და ყველა წმიდა დღესასწაულისა.

52. რომელთაც აღავლინეს აღთქმა ღვთისადმი მეშვიდე თვის ახალ მთვარეზე, იწყეს მოტანა შესაწირავისა უფლისათვის, თუმცა ღვთის ტაძარი ჯერ არ აშენებულიყო:

53. აძლევდნენ ვერცხლს ქვისმთლელებს და ხუროებს და საჭმელ-სასმელს, ურმებს - ციდონელებსა და ტვიროსელებს, რათა ტივით მოეზიდათ ლიბანიდან კედრის ძელები იაფოს ნავსადგურში, როგორც უბრძანა მათ პიროსმა, სპარსელთა მეფემ.

54. მეორე წლის მეორე თვეს იერუსალიმის ღვთის ტაძარში მოსული ზერუბაბელ შალთიელის ძე და იესო იოცედეკის ძე, და მათი ძმები, და მღვდლები და ლევიანები და ყველა გამოსული ტყვეობიდან შეუდგა

55. ღვთის ტაძრის საძირკვლის ჩაყრას იუდაში და იერუსალიმში მოსვლის მეორე წლის მეორე თვეს, ახალმთვარობისას.

56. დაუყენეს ლევიანები, ოცი წლიდან მოყოლებული, საუფლო საქმეებს და დადგნენ იესო და მისი ძენი და ძმანი, ძმა კადმიელი და იესო ემადაბუნის ძენი და ძენი იოადაყ ილიადუნის ძისა, ვაჟიშვილებთან და ძმებთან ერთად, ყველა ლევიანი ერთსულოვნად ღვთის სახლის შენების საქმეთათვის.

57. და ააშენეს ამშენებლებმა უფლის ტაძარი. და დადგნენ შემოსილი მღვდლები მუსიკოსთა და საყვირთა თანხლებით, ხოლო ლევიანებს, ასაფის ძეთა, ეპყრათ დაფდაფები და უგალობდნენ უფალს და ადიდებდნენ დავით ისრაელის მეფის წესზე,

58. უხმობდნენ უფალს გალობით მადიდებელნი, რომ მადლი მისი და დიდება უკუნისამდეა მთელს ისრაელზე.

59. მთელი ხალხი საყვირს სცემდა და ღაღადებდა დიდი ხმით, ადიდებდა უფალს ღვთის სახლის აღდგენისათვის.

60. მოვიდნენ ლევიანი მღვდლები და მათი მამისსახლთა წინამძღოლნი და უხუცესნი, რომლებსაც ენახათ უწინდელი სახლი, ახალ მშენებლობაზე, მოთქმითა და დიდი გოდებით,

61. მრავალნი კი საყვირებითა და მხიარული ყიჟინით;

62. მაგრამ ხალხს არ ესმოდა საყვირთა ხმა სახალხო მოთქმის გამო, თუმცა ბევრნი აყვირებდნენ ხმამაღლა და შორს ისმოდა.

63. მოესმათ იუდასა და ბენიამინის ტომის მტრებს და მოვიდნენ იმის გასაგებად, თუ რას ნიშნავდა საყვირთა ხმა.

64. შეიტყვეს, რომ ტყვეობიდან დაბრუნებულნი უშენებენ ტაძარს უფალს, ისრაელის ღმერთს.

65. მივიდნენ ზერუბაბელთან და იესოსთან და მამისსახლთა წინამძღვრებთან და უთხრეს მათ: ჩვენც ავაშენებთ თქვენთან ერთად;

66. რადგან თქვენს მსგავსად ჩვენც ვუსმენთ თქვენს უფალს და ვწირავთ მას მსხვერპლს აშურელთა მეფის ასარხადონის დროიდან, რომელმაც გადმოგვასახლა აქ.

67. უთხრეს მათ ზერუბაბელმა და იესომ და ისრაელის მამისსახლთა წინამძღვრებმა: ვერ ავუშენებთ თქვენ და ჩვენ ერთად ტაძარს უფალს, ჩვენს ღმერთს.

68. რადგან ჩვენ თვითონ უნდა აღვუმართოთ იგი ისრაელის უფალს, როგორც გვიბრძანა ჩვენ კიროსმა, სპარსელთა მეფემ.

69. ხოლო იმ ქვეყნის ხალხები ავიწროებდნენ იუდაში მყოფთ და თავს ესხმოდნენ და აბრკოლებდნენ მშენებლობას.

70. ვერაგობით და ხალხში შფოთის შეტანით ხელს უშლიდნენ მშენებლობის დასრულებას კიროს მეფის მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

71. დაუბრკოლდათ შენება ორ წელს დარიოსის გამეფებამდე.