ძველი აღთქმა

ნეემია

თავი მეშვიდე

1. კედელი რომ აშენდა, კარები ჩავაყენე და კარისმცველნი, მგალობელნი და ლევიანნი განვაწესე.

2. ვუბრძანე ხანანის, ჩემ ძმას, და ხანანიას, იერუსალიმის ციხისთავს, რომელიც მართალი და სხვებზე მეტად ღვთისმოშიში კაცი იყო.

3. ვუთხარი, რომ იერუსალიმის კარიბჭეები არ გაეღოთ, ვიდრე მზე არ დააცხუნებდა, და დაეხურათ და ჩაეკეტათ კარები, ვიდრე იდგებოდნენ; მცველები იერუსალიმის მკვიდრთაგან დაეყენებინათ, თითოეული თავის საგუშაგოზე, თითოეული თავისი სახლის წინ.

4. ქალაქი ფართო და დიდი იყო, ხალხი კი ცოტა იყო მასში და არც სახლები იყო აშენებული.

5. ღმერთმა გულში ჩამიდო, რომ დიდებულები, თავკაცები და ხალხი აღსანუსხავად შემეკრიბა. ვიპოვნე პირველმოსულთა საგვარტომო ნუსხა, მასში ჩაწერილნი იყვნენ:

6. ქვეყნის ის მკვიდრნი, რომელნიც ნაბუქოდონოსორ ბაბილონის მეფის მიერ გადასახლებულ ტყვეთაგან წამოვიდნენ და იერუსალიმში და იუდაში დაბრუნდნენ, თავ-თავიანთ ქალაქებში.

7. აგრეთვე ისინი, ვინც ზერუბაბელთან, იესოსთან, ნეემიასთან, ყაზარიასთან, რაყამიასთან, ნახამანთან, მორდექაისთან, ბილშანთან, მისფერეთთან, ბიგვაისთან, ნეხუმთან და ბაყანასთან ერთად მოვიდნენ. ისრაელის ხალხის კაცთა რიცხვი იყო:

8. ფარყოშის ძენი - ორიათას ასსამოცდათორმეტი,

9. შეფატიას ძენი - სამას სამოცდათორმეტი,

10. არახის ძენი - ექვსას ორმოცდათორმეტი,

11. ფახათ-მოაბის ძენი, იეშუაყისა და იოაბის ძეთაგან - ორიათას რვაას თვრამეტი.

12. ყელამის ძენი - ათას ორას ორმოცდათოთხმეტი.

13. ზათუს ძენი - რვაას ორმოცდახუთი,

14. ზაქაის ძენი - შვიდას სამოცი,

15. ბინუის ძენი - ექვსას ორმოცდარვა,

16. ბებაის ძენი - ექდსას ოცდარვა,

17. ყაზგადის ძენი - ორიათას სამას ოცდაორი,

18. ადონიკამის ძენი - ექვსას სამოცდაშვიდი,

19. ბიგვაის ძენი - ორიათას სამოცდაშვიდი,

20. ყადინის ძენი - ექვსასორმოცდათხუთმეტი.

21. აცერის ძენი, ხიზკიას სახლიდან - ოთხმოცდათვრამეტი,

22. ხაშუმის ძენი - სამას ოცდარვა,

23. ბეცაის ძენი - სამას ოცდაოთხი,

24. ხარიფის ძენი - ასთორმეტი,

25. გაბაონის ძენი - ოთხმოცდათხუთმეტი,

26. ბეთლემელი და ნეტოფელი კაცები - ასოთხმოცდარვა,

27. ყანათოთელი კაცები - ასოცდარვა,

28. ბეთ-ყაზმავეთელი კაცები - ორმოცდაორი,

29. კირიეთ-იეყარიმელი, ქერიფელი და ბეეროთელი კაცები - შვიდას ორმოცდასამი,

30. რამელი და გაბაყელი კაცები - ექვსას ოცდაერთი,

31. მიქმასელი კაცები - ასოცდაორი,

32. ბეთ-ელელი და ჰაღაიელი კაცები - ასოცდასამი,

33. ნებო-ახერელი კაცები - ორმოცდათორმეტი,

34. სხვა ყელამის ძენი - ათას ორას ორმოცდათოთხმეტი,

35. ხარიმის ძენი - სამასოცი,

36. იერეხოს ძენი - სამას ორმოცდახუთი,

37. ლოდის, ხადიდის და ონოს ძენი - შვიდას ოცდაერთი,

38. სენაას ძენი - სამიათას ცხრაას ოცდაათი,

39. მღვდლები: იედაყიას ძენი იესოს სახლიდან - ცხრაას სამოცდაცამეტი,

40. იმერის ძენი - ათას ორმოცდათორმეტი,

41. ფაშხურის ძენი - ათას ორას ორმოცდაშვიდი,

42. ხარიმის ძენი - ათას ჩვიდმეტი,

43. ლევიანები: იესოს ძენი, კადმიელის სახლიდან, ჰოდეკას ძეთაგან - სამოცდათოთხმეტი,

44. მგალობელნი: ასაფის ძენი - ას ორმოცდარვანი,

45. კარისმცველნი: შალუმის ძენი, აცერის ძენი, ტალმონის ძენი, აკუბის ძენი, ხაციტას ძენი და შობაის ძენი - ას ოცდათვრამეტი,

46. ნეთინელნი: ციხას ძენი, ხასუფას ძენი, ტაბაყოთის ძენი,

47. კეროსის ძენი, სიყას ძენი, ფადონის ძენი,

48. ლებანას ძენი, ხაგაბაბას ძენი, შალმაის ძენი,

49. ხანანის ძენი, გიდელის ძენი, გახარის ძენი,

50. რეაიას ძენი, რეცინის ძენი, ნეკოდას ძენი,

51. გაზამის ძენი, ყუზანის ძენი, ფასეახის ძენი,

52. ბასაის ძენი, მეყუნიმის ძენი, ნეფიშსიმის ძენი,

53. ბაკბუკის ძენი, ხაკუფას ძენი, ხარხურის ძენი,

54. ბაცლითის ძენი, მეხიდას ძენი, ხარშას ძენი,

55. ბარკოსის ძენი, სისრას ძენი, თამახის ძენი,

56. ნეციახის ძენი, ხატიფას ძენი,

57. სოლომონის მორჩილთა ძენი, სოყაის ძენი, სიფერეთის ძენი, ფერიდას ძენი,

58. იაყლას ძენი, დარკონის ძენი, გიდელის ძენი,

59. შეფატიას ძენი, ხატილის ძენი, ფოქერეთ-ჰაცება იმის ძენი, ამონის ძენი.

60. შეწირულნი და სოლომონის მორჩილთა ძენი სულ სამას ოთხმოცდათორმეტნი იყვნენ.

61. აჰა, თელ-მელახიდან, თელ-ხარშადან, ქერუბ-ადონიდან და იმერიდან გამოსულნი, რომელთაც აღარ შეეძლოთ რაიმე ეთქვათ თავიანთ მამისსახლზე და მოდგმაზე, ისრაელიდან იყვნენ თუ არა,

62. დელაიას ძენი, ტობიას ძენი და ნეკოდას ძენი - ექვსას ორმოცდაორი.

63. მღვდელთაგან: ხობაიას ძენი, ჰაკოცის ძენი და ძენი ბარზილაისა, ბარზილაი გალაადელის ასულთაგანი რომ შეირთო და მათ სახელზე დაეწერა.

64. ეძებეს მათ თავიანთი სია საგვარტომო ნუსხაში, მაგრამ ვერ იპოვნეს, ამიტომაც გაათავისუფლეს მღვდლობიდან.

65. განმგებელმა ისინი გააფრთხილა, რომ წმიდათა წმიდადან არ ეჭამათ, ვიდრე მღვდელი არ დადგებოდა ურიმითა და თუმიმით.

66. მთელ კრებულში ერთიანად ორმოცდაორი ათსამასსამოცნი იყვნენ,

67. ყმებისა და მხევლების გარდა; ისინი სულ შვიდიათას სამას ოცდაჩვიდმეტნი იყვნენ. მათგან ორას ორმოცდახუთი მგალობელი ქალი და კაცი იყო.

68. მათ ჰყავდათ შვიდას ოცდათექვსმეტი ცხენი, ორას ორმოცდახუთი ჯორი,

69. ოთხას ოცდათხუთმეტი აქლემი და ექვსი შვიდას ოცი სახედარი.

70. ზოგიერთმა მამისსახლის თავკაცმა სამუშაოსთვის მესაწირავი გაიღო; თირშათამ შესწირა საგანძურს ათასი დრაქმა ოქრო, ორმოცდაათი თასი, ხუთას ოცდაათი სამღვდელო კვართი.

71. მამისსახლის თავკაცთაგან საგანძურს შესწირეს სამუშაოსთვის ოცი ათასი დრაქმა ოქრო და ორიათას ორასი მინა ვერცხლი.

72. დანარჩენმა ხალხმა შესწირა ოციათასი დრაქმა ოქრო, ორი ათასი მინა ვერცხლი და სამოცდაშვიდი სამღვდელო შესამოსელი.

73. დაიწყეს ცხოვრება მღვდლებმა, ლევიანებმა, კარისმცველებმა, მგალობლებმა, მდაბიორებმა, შეწირულებმა და მთელმა ისრაელმა თავიანთ ქალაქებში. დადგა მეშვიდე თვე და ისრაელიანები თავიანთ ქალაქებში იყვნენ.