ძველი აღთქმა

რიცხვნი

თავი მეორე

1. ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს, უთხრა:

2. თითოეულმა ისრაელიანმა თავის დროშასთან, თავისი მამისსახლის სანიშნოებთან დაიბანაკოს; სადღესასწაულო კარვის ირგვლივ დაიბანაკოს.

3. წინა მხარეს, აღმოსავლეთით, იქნებიან დაბანაკებულნი: იუდას ბანაკის დროშა მათი ლაშქრების მიხედვით და იუდიანთა თავკაცი ნახშონ ყამინადაბის ძე,

4. და მისი ლაშქარი რიცხვით სამოცდათოთხმეტი ათას ექვსასი კაცი.

5. მის გვერდით დაბანაკებული იქნებიან ისაქარის შტო და ისაქარიანთა თავკაცი ნათანაელ ცუარის ძე,

6. და მისი ლაშქარი რიცხვით ორმოცდათოთხმეტი ათას ოთხასი კაცი.

7. ზებულონის შტო და ზებულონის თავკაცი ელიაბ ხელონის ძე,

8. და მისი ლაშქარი, რიცხვით ორმოცდაჩვიდმეტი ათას ოთხასი კაცი.

9. იუდას ბანაკს მიეთვალა სულ ასოთხმოცდაექვსი ათას ოთხასი კაცი მათი ლაშქრებისდა მიხედვით; პირველად ესენი უნდა დაიძრან.

10. სამხრეთით რეუბენის ბანაკის დროშა მათი ლაშქრებისდა მიხედვით და რეუბენიანთა თავკაცი ელიცურ შედეურის ძე,

11. და მისი ლაშქარი, რიცხვით ორმოცდაექვსი ათას ხუთასი კაცი.

12. დაბანაკებული იქნებიან მის გვერდით სიმონის შტო და სიმონიანთა თავკაცი შელუმიელ ცურიშადაის ძე,

13. და მისი ლაშქარი, რიცხვით ორმოცდაცხრამეტი ათას სამასი კაცი.

14. გადის შტო და გადიანთა თავკაცი ელიასაფ რეღუელის ძე,

15. და მისი ლაშქარი, რიცხვით ორმოცდახუთი ათას ექვსას ორმოცდაათი კაცი.

16. რეუბენის ბანაკს მიეთვალა სულ ორმოცდათერთმეტი ათას ოთხას ორმოცდაათი კაცი მათი ლაშქრებისდა მიხედვით. მეორენი ესენი უნდა დაიძრან.

17. მერე დაიძრება სადღესასწაულო კარავი, ლევიანთა ბანაკი ბანაკებს შორის იქნება. როგორც არიან დაბანაკებულნი, ისევე უნდა იყვნენ გზაშიც, თითოეული თავის დროშასთან.

18. დასავლეთით ეფრემის ბანაკის დროშა მათი ლაშქრებისდა მიხედვით და ეფრემიანთა თავკაცი ელიშამაყ ამიჰუდის ძე,

19. და მისი ლაშქარი, რიცხვით ორმოცი ათასი ხუთასი.

20. მის გვერდით მენაშეს ტომი და მენაშეანთა თავკაცი გამალიელ ფედაცურის ძე,

21. და მისი ლაშქარი, რიცხვით ოცდათორმეტი ათას ორასი კაცი.

22. ბენიამინის შტო და ბენიამინიანთა თავკაცი აბიდან გიდეონის ძე,

22. და მისი ლაშქარი, რიცხვით ოცდათხუთმეტი ათას ოთხასი კაცი.

24. ეფრემის ბანაკს მიეთვალა სულ ასრვა ათას ასი კაცი მათი ლაშქრებისდა მიხედვით. მესამენი დაიძრებიან ესენი.

25. ჩრდილოეთით დანის დროშა მათი ლაშქრებისდა მიხედვით და დანიანთა თავკაცი ახიყეზერ ყამიშადაის ძე,

26. და მისი ლაშქარი, რიცხვით სამოცდაორი ათას შვიდასი კაცი.

27. მის გვერდით იქნებიან დაბანაკებულნი აშერის შტო და აშერიანთა თავკაცი ფაგიელ ყაქრანის ძე,

28. და მისი ლაშქარი, რიცხვით ორმოცდაერთი ათას ხუთასი კაცი.

29. ნაფთალის შტო და ნაფთალიანთა თავკაცი ახირაყ ყენანის ძე,

30. და მისი ლაშქარი, რიცხვით ორმოცდაცამეტი ათას ოთხასი კაცი.

31. დანის ბანაკს მიეთვალა სულ ას ორმოცდაჩვიდმეტი ათას ექვსასი კაცი. უკანასკნელნი უნდა დაიძრნენ ესენი თავიანთი დროშებით.

32. ეს არის ისრაელიანთა რიცხვი მათი მამისსახლების მიხედვით. მათი სრული რიცხვი ბანაკებში მათი ლაშქრებისდა მიხედვით იყო ექვსას სამი ათას ხუთას ორმოცდაათი.

33. ლევიანები არ აღრიცხულან ისრაელიანთა შორის, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.

34. ყველაფერი ისე გააკეთეს ისრაელიანებმა როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსესთვის. ასე ბანაკდებოდნენ თავ-თავისი დროშების მიხედვით და ასე მგზავრობდნენ თავ-თავისი საგვარეულოების მიხედვით, მამისსახლებად.