ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იობი

თავი ოცდამეთექვსმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

განაგრძო ელიჰუმ და თქვა:

1

მიუგო ელიუს და ჰრქუა:

2 ცოტა მაცალე და გაგიცხადებ, რომ კიდევ არის სიტყვები ღვთის გასამართლებლად: 2 მგებდ მცირედღა, და გასწაო შენ, რამეთუ არიანღა მერმეცა ჩემ თანა სიტყუანი.
3 შორიდან წამოვიღებ ჩემს აზრს და ჩემს შემქმნელს მივაგებ სიმართლეს. 3 და აღვიღო მეცნიერებაჲ ჩემი შოვრად საქმითა ჩემითა, სამართალი ვთქუა.
4 რადგან, ჭეშმარიტად, არ არის სიცრუე ჩემს სიტყვებში, წრფელია ჩემი ფიქრები შენს წინაშე. 4 ჭეშმარიტებით, არა სიცრუვისა სიტყჳთა, ხოლო შენ ნაცილად გულისჴმა-ჰყოფ.
5 აჰა, ძლიერია ღმერთი, მაგრამ არავინ სძულს, ის სიბრძნის ძალით არის ძლიერი; 5 ესე უწყოდე, რამეთუ უფალმან არა განიშოროს უბიწოჲ იგი, ძლიერმან მან ძალითა.
6 ის არ აცოცხლებს ბოროტეულს და დაჩაგრულებს სამართალს აძლევს; 6 გულითა უღმრთოჲ იგი არა აცხოვნოს და სასჯელი გლახაკსა გამოსცეს.
7 მართალს თვალს არ არიდებს, მეფეებთან ერთად ტახტზე სვამს სამარადისოდ და აღზევდებიან ისინი; 7 არა გამოაშორნეს მართალსა თუალნი მისნი და მეფეთა თანამოსაყდრედ დასცნეს იგინი მძლედ, და აღმაღლდენ.
8 თუ ვინმეს ადევს ბორკილები და სივაგლახის საკვრელებით არის შეკრული, 8 და კრულნი იგი ჴელბორკილითა შეიკრნეს საბლითა სიგლახაკისათა.
9 გამოუცხადებს მათსავე ნამოქმედარს და ცოდვებს. თუ რაოდენ დამძიმდნენ ისინი; 9 და უთხრნეს მათ საქმენი მათნი და შეცოდებანი მათნი, რამეთუ განძლიერდენ.
10 გაუხსნის ყურებს შეგონებისთვის და ეტყვის, რომ განერიდონ უკეთურებას; 10 და მართლისა მის ისმინოს და თქუას, ვითარმედ: მოიქცენ სიცრუვისაგან.
11 თუ გაუგონებენ და დაემორჩილებიან, დღეებს სიკეთეში დაასრულებენ და წლებს - ნეტარებაში; 11 უკუეთუ ისმინონ, ჰმონებდენ. აღასრულნენ დღენი მათნი კეთილსა შინა და წელნი მათნი შეუნიერებით.
12

თუ არ გაუგონებენ, მახვილით დაიღუპებიან და უგუნურად დაიხოცებიან;

12

ხოლო უღმრთონი ვერ განერნენ, რამეთუ არა ჰნებავს მათ ცნობად ღმერთი და რამეთუ სწავლასა შინა ურჩ იყვნეს.

13 გულხენეშნი რისხვით არიან ატანილნი, შველას არ ითხოვენ, როცა ბორკავს მათ; 13 და ორგულთა გულითა დაამტკიცონ გულისწყრომაჲ. ვერცა დაღადყონ, რამეთუ შეკრნა იგინი.
14 სიყრმეშივე კვდება მათი სული და გარყვნილებაში გადის მათი სიცოცხლე; 14 მოკუედინ სიჭაბუკესა სული მათი და ცხორებაჲ მათი იწყალნ ანგელოზთაგან.
15 ის იხსნის გაჭირვებულს გასაჭირითვე და სატანჯელით ყურს უხსნის მათ. 15 ამისთჳს, რამეთუ აჭირებდეს ჭირვეულთა და უძლურთა. და სამართალი მშჳდთა გამოსცეს.
16 შენც გამოგიყვანდა სივიწროვიდან სიფართოვეში, გაშლილ ადგილზე და შენი სუფრა სავსე იქნებოდა ნუგბარი საჭმელებით; 16 და ამას თანა შეგაცთუნა შენ პირისაგან მტერისა უფსკრულისა მოფენაჲ ქუეშე მისსა. და დაემჴუა ტაბლაჲ შენი სავსე სიპოხითა.
17 შენ კი სავსე ხარ ბოროტეულის ბრალით, ხოლო ბრალი და სასჯელი კი ერთმანეთს არიან მოჭიდებულნი. 17 ხოლო არა მოაკლდეს მართალთაგან სამართალი, ხოლო გულისწყრომაჲ იყოს უღმრთოთა ზედა.
18 ბრაზმა სასაცილოდ არ გაგხადოს, დიდმა გასამრჯელომ არ გადაგხაროს. 18 უღმრთოებით, რომელ ქრთამსა მიიღებდეს ნაწილად.
19 თუ გიშველის ყვირილი გასაჭირში ან მთელი შენი ძალისხმევა? 19 ნუ სადა გარდაგაქცევნ ნებსით გონებაჲ შენი ვედრებასა ჭირსა შინა მყოფთა უძლურთასა, და ყოველთაგან, რომელნი მტკიცე იყუნენ ძალითა.
20 ნუ ესწრაფი ღამეს, როცა ხალხები აიყრებიან თავიანთი ადგილებიდან; 20 ნუ გამოიყვანებ ღამე ერსა აღსლვად მათ წილ.
21 ფრთხილად იყავი, არ მიიქცე ბოროტისკენ, რადგან ამით სატანჯველს ირჩევ. 21 ეკრძალე, ნუ იქმ უჯეროსა, რამეთუ ამათგან განერე გლახაკებასა,
22 აჰა, ღმერთი ზეობს თავისი ძლიერებით, ვინ არის მისი მსგავსი მოძღვარი? 22 აჰა, ესერა, ძლიერმან განამტკიცოს იგი ძალითა თჳსითა. ვინმე უკუე არს ძლიერ მისებრ?
23

ვის დაუწესებია მისთვის გზები? ვის უთქვამს, ბოროტება გაქვსო ჩადენილი?

23

ანუ ვინმე არს განმკითხველ საქმეთა მისთა? ანუ ვინ არს მეტყუელ მისა, ვითარმედ: ქმნა რაჲმე სიცრუით?

24 გახსოვდეს, რომ ადიდო მისი საქმენი, რომელთაც უგალობენ ადამიანები. 24 მოიჴსენე, რამეთუ დიდ არიან საქმენი მისნი, რომელთა ზედა მთავრობდეს კაცნი მართალნი.
25 მთელი კაცთა მოდგმა ხედავს მათ და შორადანვე ამჩნევს კაცი. 25 ყოველმან კაცმან იხილა მას შინა, ვითარცა წყლულნი არიან ყოველნი კაცნი,
26 აჰა, მაღალია ღმერთი და ვერ შეგვიცვნია; აღურაცხელია მისი დროჟამი. 26 აჰა, ესერა, ძლიერი იგი დიდ არს და ვერ გჳცნობიეს რიცხჳ წელთა დაუსრულებელ.
27 შემოიკრებს წყლის წვეთებს და წვიმად და ორთქლად აფრქვევს მათ; 27 აღრაცხილ არიან მისა ნაწუეთნი წჳმისანი და მოჰფინედ წჳმად ღრუბელთა.
28 რაც ღრუბლებიდან იღვრება, ხალხთა სიმრავლეს ესხურება; 28 და დიოდიან დაძუელებად, დაწყჳდიან, ექმნენ მრავალთა ზედა კაცთა, და აჩრდილობდეს ღრუბელი ურიცხუთა ზედა კაცთა. ჟამი განუწესა პირუტყუთა და იციან საწოლისა წესი. ამას ყოველსა ზედა არა განუკჳრდებისა გონებასა შენსა, არცა დაგეგების გული შენი ჴორცთაგან შენთა?
29 თუ მიხვდება ვინმე ღრუბელთა ხლეჩას, ჭექა-ქუხილს მისი კარვიდან? 29 და უკუეთუ გულისჴმა-ჰყო განწესებაჲ ღრუბელთაჲ და სწორებაჲ საყოფელისა მისისაჲ,
30 აჰა, გამოუტევებს ნათელს თავის გარშემო და ჩამალავს ზღვის უფსკრულებში; 30 აჰა, ესერა, განმარტის მას ზედა გზაჲ და ძირნი ზღჳსანი დაჰფარნა,
31 რადგან მით განსჯის ხალხებს და უხვად იძლევა საზრდოს; 31 რამეთუ მათ შინა განსაჯნეს ერნი, და მოსცეს საზრდელი ძლიერსა.
32 ელვა ფარავს მის ხელებს და გზავნის მას მტრების წინააღმდეგ; 32 ჴელითა დაფარა ნათელი და ამცნო მისთჳს, რომელი მოეგებვოდის მას,
33 თავისი გრგვინვით აცხადებს თავს, ჯოგი წინათგრძნობს მის მოახლოებას. 33 უთხრას მისთჳს მეგობართა თჳსთა და მონაგებთა სიცრუვისათჳს.