ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ივდითი

თავი მეხუთე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ეუწყა ოლოფერნეს, აშურის ლაშქრის მთავარსარდალს, რომ ისრაელიანები გამზადებულნი არიან საბრძოლველად და ჩაკეტილი აქვთ მთის მისადგომები, რომ ზღუდეებით გაამაგრეს მაღალი მთების ყველა მწვერვალი, დაბლობებზე კი დაბრკოლებები მოაწყვეს.

1

და უთხრეს ჰოლომფორნეს, ერისთავსა მას ძლიერებისა ასურასტანისასა, ვითარმედ ძენი ისრაჱლისანი განმზადებულ არიან ბრძოლად; გამოსავალნი მთათანი დაჴსნეს და მოზღუდნეს ყოველნი თხემნი მთათა მაღალთანი, დაუგიან ველთა ზედა დასაბრკოლებელნი.

2 ძლიერ განრისხდა იგი და უხმო მოაბის ყველა მთავრს, ყამონის სარდლებს და ზღვისპირეთის გამგებლებს. 2 და განრისხნა ჰოლომფორე გულისწყომით ფრიად და მოუწოდა ყოველთა მთავართა მოაბისათა და ერისთავთა ამონისთა და ყოველთა პეტთა ზღჳსკიდისათა.
3 უთხრა მათ: მაუწყეთ, ქანაანელნო, რა ხალხია, მთაში რომ მოკალათებულა, ვინ არიან, ქალაქებში რომ სახლობენ, შემატყობინეთ მათი ლაშქრის რაოდენობა, რა არის მათი სიმაგრე და ძალა, ვინაა მათი მეფე, მათი ლაშქრის წინამძღოლი? 3 და ჰრქუა მათ: მითხართ მე, ძენო ქანანისანო! ვინ არს ერი ესე, რომელი სხედს მთასა ამასა? და ვინ არიან დამკჳდრებულნი ქალაქთა და რა არს სიმრავლე ძალისა მათისა? და რა არს სიმაგრე მათი და სიმტკიცე? და ვინ აღდგომილ არს მათ ზედა მეფე წინამძღურად ერისა მათისა?
4 რატომ მაქციეს ზურგი და არ მოვიდნენ ჩემს შესახვედრად ყველა დასავლეთელთან ერთად? 4 და რასათჳს არა ისმინეს ჩემი, რათამცა მოვიდეს და მომეგებოდეს მე, ვითარცა-იგი ყოველნი მკჳდრნი მზისა დასავლისანი?
5 მიუგო მას აქიორმა, ყამონიანთა წინამძღოლმა: ისმინოს ჩემმა უფალმა სიტყვა შენი მორჩილის პირიდან და გაუწყებ სიმართლეს იმ ხალხზე, რომელიც მთაზე სახლობს, შენს მახლობლად. არ ამოვა ტყუილი შენი მორჩილის პირიდან. 5 მიუგო და ჰრქუა მას აქიორ, მთავარმან ძეთა ამონისთამან: ისმინენ უფალმან ჩემმან სიტყუაჲ პირისაგან მონისა მისისა, და გითხრა შენ ჭეშმარიტი ერისა მისთჳს, რომელი დამკჳდრებულ არს მთასა ამას მახლობელად შენსა და არა გამოვიდეს ნაცილი პირისაგან მონისა შენისა.
6 ეს ხალხი ქალდეველთა შთამომავალია. 6 ესენი არიან ნაშობნი ქალდეველთანი.
7 წინათ შუამდინარეთში ცხოვრობდნენ, რადგან არ ისურვეს შედგომოდნენ ღმერთებს თავიანთი მამა-პაპის, რომლებიც ქალდეველთა ქვეყანაში იყვნენ შობილნი. 7 და მწირობდეს პირველად შუამდინარესა, რამეთუ არა ინებეს შედგომად ღმერთთა მამათა მათთასა, რომელნი იყვნეს ქუეყანასა ქალდეველთასა დაბადებულ.
8 გადაუდგნენ წინაპართა გზას და ცის ღმერთს დაუწყეს თაყვანისცემა, ღმერთს, რომელიც შეიმეცნეს და რომელმაც ჩამოაშორა ისინი თავიანთ ღმერთებს. გაიქცნენ შუამდინარეთში და იქ სახლობდნენ დიდხანს. 8 და გამოვიდეს გზათაგან ნათესავთა მათთასა.
9 უთხრა მათმა ღმერთმა, გამოსულიყვნენ თავიანთი საცხოვრისიდან და ქანაანის ქვეყნისკენ წასულიყვნენ. ისინიც დამკვიდრდნენ იქ და მეტისმეტად გამდიდრდნენ ოქრო-ვერცხლითა და ყოველგვარი საქონელით. 9 და თაყუანი-სცეს ღმერთსა ცათასა, ღმერთსა, რომელი იცნეს ჭეშმარიტი, და გამოიყვანნა იგინი პირისაგან ღმრთისათა და ივლტოდეს შუამდინარედ. მწირობდეს მუნ დღეთა მრავალთა და ჰრქუა მათ ღმერთმან მათმან: მწირობისაგან მათისა გამოსულა და მოსულა ქუეყანად ქანანისა, და მკჳდრობდეს მუნ ორასდაათხუთმეტ წელ და განმრავლდეს ოქროთა და ვეცხლითა და საცხოვრით ფრიად. და შთავიდეს ეგჳპტედ, რამეთუ დაფარა სიყმილმან პირი ქუეყანისა ქანანისა და მწირობდეს კუალად მუნ ორასდაათხუთმეტ წელ, ვიდრემდე გამოიზარდნეს. და იქმნეს მუნ სიმრავლე დიდი და არა იყო რიცხჳ ნათესავისა მათისა.
10 მერე ეგვიპტეში ჩავიდნენ, რადგანაც შიმშილი ჩამოვარდა ქანაანის ქვეყანაში. იქ სახლობდნენ, სანამ საკვები ჰქონდათ და ისე ძალიან გამრავლდნენ, რომ სათვალავი აღარ ჰქონდა მათ მოდგმას.    
11 ეგვიპტის მეფე გადაემტერა მათ. დაჯაბნა ისინი ჯაფითა და აგურის კეთებით, დააბეჩავა ისინი და მონებად აქცია. 10 და აღდგა მეფე ეგჳპტისა ბრძოლად მათ ზედა შრომითა ალიზისა საქმითა და დაამდაბლის სიმრავლე მათი და დაიმონნეს იგინი. და ღაღადებდეს ღმრთისა მიმართ მათისა და გვემნა იგინი ღმერთმან მათმან მათითა ტანჯვითა და მოსრა ყოველი ქუეყანა ეგჳპტისა წყლულებით, რომლისა არა იყო კურნებაჲ.
12 შეჰღაღადეს მათ თავიანთ ღმერთს და მოისრა მთელი ეგვიპტის ქვეყანა წყლულებით, რომელთა განკურნება შეუძლებელი გახდა. ეგვიპტელებმაც გამოაძევეს ისინი მათი პირისაგან.  

ოდეს გამოავლინეს ეგჳპტელთა, აღებულ იქმნეს წყლულებანი მათგან და კუალად დევნა-უყვეს, ენებათ დაპყრობაჲ, დამონებაჲ და კირთადა.

13

დააშრო ღმერთმა მეწამული ზღვა მათ წინაშე,

12 და ივლტოდენ რა, ღმერთმან ცათამან განაჴმო ზღუაჲ მეწამული წინაშე მათსა, და წყალნი იგი იქმნნეს ზღუდე მაღალ ამიერ და იმიერ და იგინი ფერჴითა დაულტოლველითა ვიდოდეს სიღრმეთა ზღჳსასა.
14 წარუძღვა სინასა და კადეშ-ბარნეას გზით და აჰყარა უდაბნოს ყველა მცხოვრები.    
15 დასახლდნენ ამორეველთა მიწაზე და თავიანთი ძლიერებით საბოლოოდ გაანადგურეს ხეშბონელები, მიადგნენ იორდანეს და დაიმკვიდრეს მთელი მთიანეთი.    
    13 და სადა სდევნიდეს მეგჳპტელნი, მოაქცია და წყალმან დაანთქნა იგინი, რომელ არცაღა თუ ერთი განერა მოსაჴსენებელად შემდგომთათჳს.
    14 ხოლო მათ განვლეს ზღუაჲ მეწამული და დაეშენნეს მთასა სინასა, სადა არა ძალ-ედვათ კაცთა დაბანაკებად, ანუ ძესა კაცთასა განსუენებად.
    15 მუნ წყალნი მწარენი დაუტკბნა სასმელად მათდა და ზეცით საზრდელი უწჳმა ორმეოცთა წელთა.
    16 თჳნიერ მშჳლდ-კაპარჭთა და საჭურველთა და მახჳლთასა ბრძოდა მათ წილ ღმერთი მათი და ყოველნივე მძლავრნი დასცნა.
    17 და არა ვისგან ევნო ბანაკსა მათსა, უკუეთუმცა არა შესცოდეს უფალსა ღმერთსა მათსა.
    18 ხოლო უკუეთუ სხუათა თაყუანის-სციან გარეშე ღმრთისა მათისა, მიეცემოდიან ტყუეობასა და სრვასა და იქმნებოდიან ყოველთაგან საყუედრელ.
    19 და რაოდენგზის შეინანებდენ განშორებასა ღმრთისა მათისასა, ღმერთი ცათა მისცემდა ძლიერებასა და სიმჴნესა.
16 აჰყარეს ქანაანელები, ფერიზელები, იებუსელები, შექემელები, ყველა გირგაშეველი და სახლობდნენ იქ მრავალი ხანი. 20 და განასხნეს ქანანელნი იგი პირისაგან მათისა. ეგრევე ფერეზელნი იგი და იებოსელნი და სუიქემი და ყოველნი გერგესეველნი, და დაემკჳდრნეს მათ შინა დღეთა მრავალთა,
17 ვიდრე არ შესცოდავდნენ თავიანთ ღმერთს, ყოველივე სიკეთე მათთან იყო, რადგან მათთან იყო უსამართლობის მოძულე ღმერთი. 21

ვითარცა არღა ეცოდა წინაშე ღმრთისა მათისა და იყო კეთილი მათა, რამეთუ ღმერთი მოძულე სიცრუისა არს მათ თანა.

18 როგორც კი გადაუხვევდნენ მათთვის დაწესებულ გზას, სასტიკად მარცხდებოდნენ უამრავ ბრძოლებში, წარიტყვევნებოდნენ უცხო ქვეყანაში, მისაფუძვლამდე ინგრეოდა მათი ღმერთის ტაძარი და მათ ქალაქებს მტრები იპყრობდნენ. 22 ხოლო რაჟამს განდგეს გზისა მისგან, რომელი ღაუდვა მათ სჯული, მოისრნეს მრავლითა ბრძოლითა მრავალ ჟამ ფრიად და წარიტყუენნეს ქუეყანასა უცხოსა, და ტაძარი ღმრთისა მათისა იქმნა ოჴერ და ქალაქნი მათნი დაიპყრნეს მტერთა მათთა.
19 ახლა კი, თავიანთი ღმერთისკენ მიქცეულნი, დაბრუნდნენ იქიდან, სადაც გაფანტულნი იყვნენ, აიღეს იერუსალიმი, სადაც მათი საწმიდარია, და დამკვიდრდნენ მთიანეთში, რადგან უკაცრიელი იყო იგი. 23 და აწ მოიქცეს ღმრთისა მათისა, აღმოსრულ არიან განბნეულებისაგან მათისა, სადა-იგი იყვნეს განთესილად და კუალად და-ვე-იპყრეს იერუსალჱმი, სადა-იგი არს სიწმიდე მათი, და დაემკჳდრნეს მთასა ამას შინა, რამეთუ იყო მოოჴრებულ.
20 ახლა, ხელმწიფევ და ბატონო, თუ რაიმე უმეცრებაა ამ ხალხში, თუ სცოდავენ ღმერთის წინაშე და თუ შევატყობთ, რომ არის მათში ცთუნება, ავიდეთ და შევებრძოლოთ მათ. 24 და აწ, ჴელმწიფეო უფალო! უკუეთუ არს რამე უმეცრება ერსა მას შინა, ცოდვენ ღმრთისა მიმართ მათისა და ვიხილოთ, რამეთუ ესე საცთურ არს მათა, აღვიდეთ და ვჰბრძოთ მათ.
21 თუ არ არის დანაშაული ამ ხალხში, უნდა გაეცალოს მათ ჩემი ბატონი. ვაითუ შეეწიოს მათ მათი უფალი. ვაითუ დაიფაროს ისინი მათმა ღმერთმა და სასირცხოდ გავიხადოთ თავი მთელი ქვეყნის თვალში. 25 და უკუეთუ არა არს უსჯულოება მათ შორის და ნათესავსა მათსა თანა, წარვედინ უფალი ჩემი. ნუუკუე შეეწეოდის მათ ღმერთი მათი და ვიქმნნეთ ჩუენ სირცხჳლეულ და ყუედრებულ ყოველსა ქუეყანასა.
22 როცა აქიორმა დაამთავრა ეს სიტყვები, ახმაურდა მთელი ერი, კარვის ირგვლივ რომ იყო შემოკრებილი. ოლოფერნეს დიდებულებმა, ყველა ზღვისპირელმა და მოაბელმა თქვა, ავჩეხოთო იგი, 26 და ვითარცა დასცხრა აქიორ სიტყუათაგან, დრტჳნვიდა ყოველი ერი, რომელი გარემო იყო კარავსა ჰოლომფორესა.
23 არ შევუშინდებით ისრაელიანებს. ამ ხალხს ბრძოლისთვის არც ძალა აქვს და არც შეძლება. 27 და თქუეს მთავართა ჰოლომფორესთა და ყოველთა მკჳდრთა ზღჳსკიდისათა და მოაბელთა, რათა განიპატიჟოს აქიორ, რამეთუ არა გუეშინის ჩუენ ძეთაგან ისრაჱლისათა, ერისა მის, რომელთა არა ძალ-უც წყობად.
24 ამიტომაც, თუ ავალთ, შენი ლაშქრის ჩასანთქმელი გახდებიან ყველანი, ხელმწიფევ ოლოფერნე! 29 აწ აღვიდეთ ჩუენ და ვქმნეთ შესაჭმელ ყოვლისა ერისა შენისა, უფალო ჰოლომფორე!