ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ლევიანნი

თავი მეჩვიდმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: 1 და ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა: ეტყოდე აჰრონს და ყოველთა ძეთა ისრაჱლისათა.
2 ელაპარაკე აარონს, მის შვილებს, მთელს ისრაელობას და უთხარი ეს სიტყვა, რომელიც უფალმა ბრძანა: 2 და არქუ მათ: ესე სიტყუაჲ არს, რომელ ამცნო ღმერთმან.
3 თუ ვინმე ისრაელიანთაგანი ან ხარს, ან ცხვარს, ან თხას ბანაკში დაკლავს ან ბანაკის გარეთ დაკლავს, 3 და ჰრქუა: კაცმან ძეთა ისრაჱლისათამან და მწირმან მან, რომელი მოსრულ იყოს თქუენ შორის, რომელმან დაკლას ზუარაკი, გინა ცხოვარი, ანუ თუ თხაჲ ბანაკსა შინა და რომელმან დაკლას გარეშე ბანაკსა.
4 სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან არ მიიყვანს, რომ უფლის სავანესთან შესწიროს უფალს, ამ კაცს სისხლი მიეკითხება. მან სისხლი დაღვარა და უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან. 4 და კარად კარვისა საწამებელისა არა მოიღოს ყოფად მისა მსხუერპლად ცხორებისა, უფლისა სათნოდ სულად სულნელად და დაკლას გარეშე ბანაკსა და კარად კარვისა საწამებელისა, არა მოიღოს იგი შესაწირავად ძღუნად ღმრთისა წინაშე კარავსა ღმრთისსა, სისხლად შეერაცხოს მას კაცსა, იგი სისხლი დასთხია მან, მოისპოს სული იგი ერისაგან მისისა.
5 იმისთვის, რომ მიიყვანონ ისრაელიანებმა საკლავი, რომელსაც ველზე კლავენ, რომ მიუყვანონ მღვდელს სადღესასწაულო კარავთან უფლისათვის და დაუკლან სამადლობელ მსხვერპლად უფალს. 5 არამედ რათა მოიღოდიან ძეთა ისრაჱლისათა მსხუერპლები მათი, რაოდენი-რაჲ დაკლან ველსა ზედა, მოიღედ იგი ღმრთისა კარად კარვისა საწამებელისა მღდელისა მის და შეწიროს იგი მსხუერპლად ცხორებისა წინაშე ღმრთისა.
6 დაასხუროს მღვდელმა სისხლი უფლის სამსხვერპლოს სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან და აკმიოს ქონი უფლისათვის კეთილსურნელებად. 6 და მოასხუროს სისხლი იგი გარემო საკურთხეველსა მას წინაშე უფლისა, კართა თანა კარვისა საწამებელისათა.
7 აღარ დაუკლან საკლავი ვაცებს, რომელთა კვალზეც გარყვნილობენ. ეს ჰქონდეთ სამარადისო წესად თაობიდან თაობაში. 7 და შეწიროს ცმელი მისი სულად სულნელად ღმრთისა და არღარა შესწირვიდენ მსხუერპლთა მათთა ამაოთა მიმართ, რათა არა ისიძვიდენ შემდგომად კვალსა მათსა, შჯულად საუკუნოდ იყოს, ესე თქუენდა და ნათესავსა შორის თქუენსა.
8 უთხარი მათ: თუ ვინმე ისრაელიანი ან ვინმე მდგმური, რომელიც მდგმურობს თქვენთან, შესწირავს აღსავლენს ან საკლავს. 8 და არქუ მათ: კაცმან-კაცმან ძეთა ისრაილისათამან, ანუ თუ მწირთაგანმან, რომელი მოსრულ იყოს თქუენ შორის, რომელმან ყოს მსხუერპლი, გინა შესაწირავი,
9 და სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან არ მიიტანს უფლისათვის გასამზადებლად, ეს კაცი უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან. 9 და კარად კარვისა საწამებელისა არა მოიღოს შეწირვად იგი ღმრთისა, მოისპოს კაცი იგი ერისაგან თჳსისა.
10 თუ ვინმე ისრაელიანი ან ვინმე მდგმური, რომელიც მდგმურობს თქვენთან, შეჭამს სისხლს, მივმართავ ჩემს პირს სისხლისმჭამელისკენ და მოვკვეთავ მას თავისი ხალხის წიაღიდან. 10 და კაცმან-კაცმან ძეთა ისრაჱლისათამან, გინათუ მწირმან მან, რომელი მოსრულ იყოს თქუენ შორის, რომელმან ჭამოს ყოველივე სისხლი, დავამტკიცო პირი ჩემი კაცსა მას ზედა, რომელმან ჭამოს სისხლი და წარვწყმიდო იგი ერისაგან თჳსისა.
11 რადგან სისხლშია ხორციელის სული. მე დაგიწესეთ იგი სამსხვერპლოსთვის თქვენი სულის შესანდობლად, რადგან სისხლია, რომ შეუნდობს სულს. 11 რამეთუ სული ყოვლისა ჴორციელისაჲ სისხლი თჳსი არს და იგი მიგცე თქვენ საკურთხეველსა ზედა სალხინებელად სულთა თქუენთათჳს, რამეთუ სისხლი მისი არს სალხინებელად სულთა თქუენთა წილ.
12 ამიტომაც ვუთხარი ისრაელიანებს: არავინ თქვენგანმა არ ჭამოს სისხლი; არც მდგმურმა, რომელიც თქვენთან არის მდგმურად, არ ჭამოს სისხლი. 12 ამისთჳს ვარქუ ძეთა ისრაჱლისათა: ყოველმან კაცმან თქუენგანმან არა ჭამოს სისხლი და მწირმან მან, რომელი მოსრულ იყოს თქუენ შორის, არა ჭამოს სისხლი.
13 თუ ვინმე ისრაელიანი და ვინმე მდგმური, რომელიც თქვენს შორის არის მდგმურად, მოინადირებს ნადირს ან ფრინველს, რომელიც იჭმევა, სისხლი უნდა გამოუშვას და მიწით დაფაროს. 13 და კაცმან-კაცმან ძეთა ისრაჱლისათამან და მწირმან მან, რომელი-იგი იყოს თქუენ შორის, რომელმან ინადიროს ნადირი მჴეცი, გინა თუ მფრინველი, რომელი იჭამების, დასთხიოს სისხლი მისი, დაფარენ იგი მიწითა, რამეთუ სული ყოვლისა ჴორციელისაჲ სისხლი თჳსი არს. და ვარქუ ძეთა ისრაჱლისათა: სისხლისა ყოვლისა ჴორციელისაჲ არა ჰჭამოთ.
14 რადგან სული ყოველი ხორციელისა მისი სისხლია, მის სულშია იგი. ვუთხარი ისრაელიანებს: არა ხორციელის სისხლი არ ჭამოთ, რადგან ყოველი ხორციელის სული მისი სისხლია; ყოველი მისი მჭამელი, უნდა მოიკვეთოს. 14 რამეთუ სული ყოვლისა ჴორციელისაჲ არს სისხლი თჳსი.
15 ყველა, ვინც ლეშს ან ნამხეცავს შეჭამს, მკვიდრი თუ მდგმური, ტანისამოსი წყლით უნდა გაირეცხოს და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე, მერე გაწმიდავდება. 15 ყოველმან, რომელმან ჭამოს იგი, მოისპოს და ყოველმან კაცმან, რომელმან ჭამოს მკუდრისაჲ, ანუ ნამჴეცავი, მკჳდრთაგანმან, გინა მწირთაგანმან, მოისპოს სული იგი ერისაგან თჳსისა და რომელი შეეხოს მათგანსა, განირცხეს სამოსელი თჳსი და განიბანოს წყლითა; და არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე და მიერ განწმიდნეს.
16 თუ არ გარეცხავს და ტანს არ დაიბანს, დანაშაული დაეკისრება. 16 უკეთუ არა განირცხეს სამოსელი თჳსი და არა დაიბანოს გუამი თჳსი წყლითა, მოიღოს მან უშჯულოებაჲ თჳსი.