ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ნეემია

თავი მეათე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

აჰა, ისინი, ვინც ბეჭდები დაუსვეს: განმგებელი ნეემია, ხაქალიას ძე, და ციდკია,

1

და ესენი არიან, რომელთა დაბეჭდონ წიგნი ესე სარწმუნოებისა და შენდა მიმართ: ნეემია, ძემან აქალისმან, და სედეკა, ძემან

2 სერაია, ყაზარია, იერემია, 2 სარეასმან, და აზარია და იერემია,
3 ფაშხური, ამარია, მალქია, 3 და ფასურ, მიქია,
4 ხადგეში, შებანია, მალუქი, 4 ატოს, ასაბანია, მალუქ,
5 ხარიმ, მერემოთი, ყობადია, 5 ემათ, მარამოთ, აბდია,
6 დანიელი, გინთონი, ბარუქი, 6 დანიელ, კანათონ, ბარუქ,
7 მეშულამი, აბია, მიამინი, 7 მესულამ, აბია, მიამინ,
8 მაყაზია, ბილგაი, შემაყია - ესენი მღვდლები არიან. 8 მადია, ბელგეენ, სემეი. ესე ყოველნი არიან მღდელნი
9 ლევიანები: იესო აზანიას ძე, ბინუი-ხენადადის ძეთაგან, კადმიელი; 9 და ლევიტელნი: ისუ, ძე აზანიასი, ბანია ძეთა მათგან ენადადასთა, კადმელ,
10 მათი ძმები: შებანია, ჰოდია, კელიტა, ფელაია, ხანანი, 10 და ძმანი მისნი: ზებანია, ოდოია, კალიტან, ფელია, ამაან,
11 მიქა, რეხობი, ხაშაბია, 11 მიქაან, რობა, სებია,
12 ზაქური, შერებია, შებანია, 12 ზაქორ, ზარაბია, სებანია,
13 ჰოდია, ბანი, ბენინუ, 13 ლოდუა, ბანუნიას.
14 ხალხის თავკაცები: ფარყოში, ფახათი, მოაბი, ყელამი, ზათუ, ბანი, 14 მთავარნი ერისანი: ფოროს, ფაათ, მოაბ, ელაამ, ზათონია.
15 ბუნი, ყაზგადი, ბებაი, 15 ძენი ბანესნი: აზურათ, ბეგაია,
16

ადონია, ბიგვაი, ყადინი,

16

ადონია, ბაგოვ, ეგინ,

17 აცერი, ხიზკია, ყაზური, 17 ატერ, ეზეკია, აზორ, ადოვია,
18 ჰოდია, ხაშუმი, ბეცაია, 18 აიდა, ასამ, ბესეია,
19 ხარიფი, ყანათოთი, ნებაი, 19 არიფ, ანათოთ, ნოვრა,
20 მაგფიყასი, მეშულამი, ხეზირი, 20 მაგაფელ, მესულამ, ეზირმე,
21 მეშეზაბელი, ცადოკი, იადუაყი, 21 ნოზაბელ, სადუკ, ედუქ,
22 ფელატია, ხანანი, ყანაია, 22 ფალტა, ანან, ანანია,
23 ოსია, ხანანია, ხაშუბი, 23 ოსეე, ანანიას, ასუფ,
24 ჰალოხეში, ფილხა, შობეკი, 24 აპოეს, პილა, სოფეკ,
25 რეხუმი, ხაშაბანა, მაყასეია, 25 ჰრეუმ, ესაბანან, მალუვა,
26 ახია, ხანანი, ყანანი, 26 აია, ენან, ონან,
27 მალუქი, ხარიმი, ბაყანა. 27 მალუს, ჰრეუმ, ბანა.
28 დანარჩენი ხალხი - მღვდლები, ლევიანები, კარისმცველნი, მგალობელნი, შეწირულნი, უცხო ქვეყანთა ხალხს გამორიდებულნი და ღვთის რჯულისკენ მოქცეულნი, მათი ცოლები, ვაჟები, ასულები, ყველა მცოდნე და გამგები, 28 და სხუანიცა ნეშტნი ერისანი მღდელნი და ლევიტელნი, მეკარენი, მგალობელნი, ნათანელნი და ყოველი ერი ესე ჩუენი, რომელთა გვესმის სჯული უფლისა ღმრთისა ჩუენისა, დავსდებთ წამებასა დღეს შენ წინაშე, მამანი და დედანი, ძენი და ასულნი მათნი.
29 შეუერთდნენ თავიანთ ძმებს, თავიანთ წარჩინებულებს, და შეჰფიცეს და ფიცით აღთქმა დადეს, რომ მოსეს, ღვთის მორჩილის ხელით მოცემულ ღვთის რჯულს დაიცავდნენ და შეასრულებდნენ უფლის, ჩვენი პატრონის, ყველა მცნებას, მის სამართალს და წესებს, 29 და რომელნი-იგი ერთკერძო გარდაჴდეს სჯულსა შენსა, ფიცით დავამტკიცებთ დღეს შენ წინაშე: იყავნ იგი შეჩუენებულ და დაწყეულ, რომელთა დაიმარხონ შჯული შენი, რომელ-იგი მოგუეც ჴელითა მონისა შენისა მოსესითა, არამედ ყოველთა ნებითა ჩუენითა დავიმახროთ, და ვყოთ ყოველივე ნება უფლისა ღმრთისა და განკითხვანი მისნი და ბრძანებანი
30 რომ ჩვენს ასულებს უცხო ქვეყნის ხალხებს არ გავატანდით, და არც მათ ასულებს შევრთავდით ჩვენს ვაჟებს. 30 არა მივსცნეთ ასულნი ჩუენნი ერსა უცხოსა და ასულნი წარმართთანი არა მოვგუარნეთ ძეთა ჩუენთა.
31

იმ ქვეყნის ხალხებისგან, რომელთაც შაბათობით გასასყიდათ მოაქვთ საქონელი და ყოველგვარი საზრდო, აღარაფერს შევიძენთ შაბათ დღეს - წმიდა დღეს. მეშვიდე წელს ყანას დავასვენებთ და ყველანაირ ვალს მივუტევებთ.

31

და ერმან ამის ქუეყანისამან არა მოიღოს ჩუენდა სავაჭრი, დღესა შაბათსა და არა ვიყიდოთ მათგან შაბათსა რამეთუ დღე წმიდა არს და წმიდად ვიმარხოთ ყოველი იგი შჳდეული.

32 წესად დავიდეთ, რომ წელიწადში სამი შეკელი გავიღოთ ჩვენი ღმერთის სახლის სამსახურისათვის - 32 და მივსცეთ ქველისსაქმარი მესამისა მის დიდრაქმისა წლითი წლად ხარკი სახლისა ღმრთისა.
33 საწირი პურისათვის, ყოველდღიური ძღვენისთვის, ყოველდღიური აღსავლენი მსხვერპლისათვის, შაბათებისათვის, ახალმთვარობებისთვის, დღესასწაულებისათვის, წმიდა საგნებისათვის, ისრაელის ცოდვებისგან განსაწმედი მსხვერპლისათვის და ჩვენი ღმერთის სახლის ყველანაირი საქმისთვის. 33 და პური იგი პირველი და შესაწირავი ჟამად და ჟამად, საკუერთხი ყოველთა დღესასწაულთა წელიწდისათა და შაბათთა და ყოველთა თვისთავთა და სატფურებისა და სიწმიდეთა და ცოდვათათჳს, რომელ-იგი არს სალხინებელად ისრაჱლისა და საქმე ტაძრისა უფლისა ღმრთისა ჩუენისა.
34 შეშის მოტანაზე მღვდლებმა, ლევიანებმა და ხალხმა წილი ვყარეთ, რომ ჩვენი ღმერთის სახლში, ჩვენ-ჩვენ მამისსახლთა მიხედვით, დათქმულ დროს, წლიდან წლამდე შეშა ვზიდოთ, რომ უფლის, ჩვენი ღმერთის სამსხვერპლოზე ცეცხლი ისე ენთოს, როგორც რჯულში სწერია. 34 და წილ-ვიგდოთ მკჳდრობისათჳს ძელისა მისთჳს, რომელ მიუვლინა მღდელთა მათ და ლევიტელთა და ერმან მოიღენ სახლად უფლისა ღმრთისა ჩუენისა და სახლსა მამათა ჩუენთასა ჟამად და ჟამად და წლითი წლად, რომელი-იგი წეს იყოს, საგზებელად ზედა საკურთხეველსა შესაწირავთა უფლისა ღმრთისა ჩუენისათა, ვითარცა წერილ არს სჯულსა მოსესსა
35 ჩვენ ვიკისრეთ მიწის პირველმოწეული ნაყოფის, ყველა ხეხილის პირველმოწეული ნაყოფის წლიდან წლამდე უფლის სახლში მიტანა, 35 და მივეცით ნაყოფისაგან პირველთა ქუეყანისათა ჩუენისაგანისათა და ნაყოფი ხეთაგან ჩუენთა წლითი წლად სახლსა უფლისა ღმრთისა ჩუენისასა,
36 ჩვენი ვაჟებიდან და პირუტყვიდან, რჯულში დაწერილის მიხედვით, პირმშოთა მიყვანა ჩვენი ღმერთის სახლში, ღვთის სახლში მომსახურე მღვდლებთან, ჩვენს პირველმოგებულ ხარებთან და ცხვრებთან ერთად. 36 დიდრაქმა პირმშოთა შვილთა ჩუენთა და პირმშოები საცხოვართა ჩუენთა. ვითარცა წერილ არს სჯულსა მოსესა, და პირმშოები ზროხათა ჩუენთა და არვეთა ჩუენთა მოვიღოთ სახლსა ღმრთისა ჩუენისასა, მღდელთა შენთა და ლევიტელთა, რომელნი დგანან მსახურებასა სახლისა უფლისასა
37 ჩვენს პირველ ცომს, ჩვენს შესაწირავს, ყველა ხის ნაყოფს, მაჭარს და ზეითუნის ზეთს, მღვდლებს მივართმევთ, ჩვენი ღმერთის სახლის ოთახებში; ჩვენი მიწიდან მეათედს ლევიანებს მივუტანთ. ლევიანები მეათედს აიღებენ ყველა ჩვენი სამიწათმოქმედო ქალაქებიდან. 37 და პირველი იფქლისა ნაყოფი ხეთა ვენაჴისა და ზეთისხილისა მივართვათ მღდელთა მათ სახლისა საფასისა ღმრთისა ჩუენისასა და ათეული ქუეყანისა ჩუენისა, და ლევიტელნი იგი მივიდენ და მოიღონ ყოველი ერთბამად.
38 აარონიანი მღვდელი იქნება ლევიანებთან, როცა ისინი ლევიანთა მეათედს აიღებენ. ლევიანები ამ მეათედიდან მეათედს ჩვენი ღმერთის სახლის საგანძურის ოთახებში აიტანენ; 38 და იყავნ მღდელი ძეთა მათგან აჰრონისთა, რომელმან მოათეულნეს ლევიტელნი იგი. და ლევიტელთა მათ ათეულისა მისგან ჩუენისა მისცედ ათეული მღდელსა მას დიდსა სახლსა ღმრთისა ჩუენისასა, ადგილსა მას საფასისასა, რომელ არს ტაძარსა მას უფლისასა.
39 რადგან ამ ოთახებში უნდა მიიტანონ ისრაელიანებმა და ლევიანებმა შესაწირავი ხორბალი, მაჭარი და ზეითუნის ზეთი. იქ ინახება წმიდა ჭურჭელი; მოსამსახურე მღვდლები, კარისმცველნი და მგალობელნიც იქვე არიან. არ მივატოვებთ ჩვენი ღმერთის სახლს! 39 რამეთუ იდვა საფასედ და საუნჯედ ძეთა მათთჳს ლევიტელთასა და მსახურთა მათ ადგილსა მას, სადა არს ჭურჭელი იგი სიწმიდისა, და იყავნ მღდელთა მათ და ლევიტელთა და მეკარეთა და მეფსალმუნეთა, და ნუ სადამცა მოაკლდების მათ როჭიკი სახლისაგან ღმრთისა ჩუენისასა უკუნისამდე, ნუცამცა იგინი დააყენებენ მსახურებასა უფლისასა.