ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

რიცხვნი

თავი მეოთხე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს, უთხრა:

1

და ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს

2 დაითვალე კეჰათიანები ლევიანებში მათი საგვარეულოების, მათი მამისსახლების მიხედვით, 2 და ჰრქუა: მოიღე რიცხჳ იგი ძეთა მათ კაათისთაჲ შოვრის ძეთა მათ ლევისთა ტომად-ტომადი მათი და სახლად-სახლადი მამათა მათთაჲ,
3 ოცდაათი წლიდან მოყოლებული ორმოცდაათ წლამდე, ყველა, ვისაც კი შეუძლია სამსახურში გასვლა, რომ აკეთოს საქმე სადღესასწაულო კარავში. 3 ოცდახუთისა წლისაჲთ და უზეშთაესი ვიდრე ერგასისად წლადმდე ყოველი, რომელი შევიდოდის მსახურებად და საქმედ ყოველსავე მას საქმესა კარვისასა წამებისასა.
4 ეს არის კეჰათიანთა საქმე სადღესასწაულო კარავში, წმიდათა წმიდაში. 4 და ესე საქმე იყო ძეთა კაათისთაჲ კარავსა მას წამებისასა წმიდა წმიდათა.
5 შევლენ აარონი და მისი შვილები ბანაკის დაძვრისას, ჩამოხსნიან ჩამოსაფარებელს და მით დაფარავენ მოწმობის კიდობანს. 5 და შევიდეს აჰრონ და ძენი მისნი, რაჟამს აღიძრას ბანაკი იგი და გარდამოჰჴსნენ (!) კრეტსაბმელი იგი, რომელი აგრილობდა და დაჰხურონ მით კიდობანი იგი წამებისაჲ.
6 ზედ დააფენენ თახაშის ტყავის ფარდაგს და ზემოდან გადააფარებენ ლურჯი მატყლის ქსოვილს და გაუყრიან კეტებს. 6 და დასდვან მას ზედა საბურველი იგი ტყავი, იაკინთონი და დაჰბურონ მას სამოსელი ყოვლად იაკინთონი ზედა კერძო და განუთხინენ აღსაღებელნი იგი.
7 დასალაგებელ ტაბლაზე გაშლიან ლურჯი მატყლის ქსოვილს და დააწყობენ მასზე ჯამებს, კოვზებს, საწდეებს და თასებს საღვრელად. მუდმივი პური უნდა ეწყოს მასზე. 7 და ტაბლასა მას წინაშესა დასდვან მას ზედა ყოვლად ძოწეული სამოსელი, და პინაკები, და ფიალები, და ციცხუები და ტაკუკები, რომლითა-იგი შესწირვიდეს მით და პურნი იგი სამარადისონი მას ზედა იყუნენ.
8 გაშლიან ზედ ჭიაფერ ქსოვილს და გადააფარებენ მას თახაშის ტყავის გადასაფარებელს და გაუყრიან კეტებს. 8 და დასდვან მას ზედა სამოსელი მეწამული და დაფარონ იგი საბურველითა ტყავითა იაკინთონისაჲთა და განუთხინენ მას აღსაღებელნი იგი.
9 აიღებენ ლურჯი მატყლის სამოსელს და დაფარავენ სასანთლეს და მის ლამპრებს, მის მაშებს, აქანდაზებს და ზეთის ყველა ჭურჭელს, რომელსაც მისთვის იყენებენ. 9 და მოიღონ სამოსელი იაკინთონი და შეხურონ სასანთლე იგი, რომელ-იგი ჰნათობნ, და ორნი სანთელნი მისნი და მარწუხნი მისნი და მოსაყოფელნი მისნი და ყოველივე ჭურჭერი ზეთისაჲ, რომლითა-იგი ჰმსახურებედ მით.
10 გამოახვევენ მას და მთელს მის ჭურჭელს თახაშის ტყავის გადასაფარებელში და ტახტრევანზე დადებენ. 10 და შთადვან იგი და ყოველი ჭურჭერი მისი საბურველსა ტყავისა იაკინთონისასა და დადვან იგი აღსაღებელსა მათ ზედა.
11

ოქროს სამსხვერპლოზე გაშლიან ლურჯ ქსოვილს და გადააფარებენ მას თახაშის ტყავის გადასაფარებელს, გაუყრიან კეტებს.

11

და საკურთხეველსა მას ზედა ოქროჲსასა დაჰბურონ საბურველი იაკინთონი და დაფარონ იგი ტყავითა იაკინთონისაჲთა და განუთხინენ აღსაღებელნი მისნი.

12 აიღებენ ყველა სამსახურებელ ჭურჭელს, რომელსაც საწმიდარში ხმარობენ, დააწყობენ ლურჯ ქსოვილზე და გადააფარებენ თახაშის ტყავის გადასაფარებელს, გაუყრიან კეტებს. 12 და მოიღონ ყოველი ჭურჭერი სამსახურებელი, რომლითა ჰმსახურებდეს მით სიწმიდეთა შინა და შთადვან იგი სამოსელსა იაკინთონსა და დაფარონ იგი საბურველითა ტყავისა იაკინთონისაჲთა.
13 ნაცარს მოაშორებენ სამსხვერპლოს და გადააფარებენ მეწამულ ქსოვილს. 13 და დადვან აღსაღებელთა მათ ზედა და საბურველი იგი დაჰბურონ საკურთხეველსა მას და დასდვან მას სამოსელი ყოვლად ძოწეული.
14 დააწყობენ ზედ ყველა ჭურჭელს, რასაც კი იქ ხმარობენ - აქანდაზებს, ჩანგლებს, ნიჩბებს, სასხურებლებს, სამსხვერპლოს მთელს ჭურჭელს და გადააფარებენ ზედ თახაშის ტყავის გადასაფარებელს, გაუყრიან კეტებს. 14 და დაასხან მას ყოველი ჭურჭერი, რომლითა-იგი ჰმსახურებდენ მით, საცეცხურები იგი, და ფუცხუები, და ფიალები იგი, და საბურველი იგი და ყოველივე ჭურჭერი საკურთხეველისაჲ და დადვან მას ზედა საბურველი ტყავი იაკინთონი და განუთხინენ მას აღსაღებელნი მისნი.
15 როცა მორჩებიან აარონი და მისი შვილები საწმიდარისა და მთელი მისი ჭურჭლის დაფარვას ბანაკის დაძვრისას, მოვლენ კეჰათიანები მის წასაღებად. ოღონდ არ უნდა მიეკარონ საწმიდარს, რომ არ დაიხოცონ. ეს არის კეჰათიანთა სატარებელი ტვირთი სადღესასწაულო კარვის ჭურჭლიდან. 15 და მოიღონ სამოსელი ძოწეული და შეხურონ ემბაზსა მას და ხარისხთა მათ მისთა, და შთადგან იგი საბურველსა ტყავისა იაკინთოსა და დადგან იგი აღსაღებელთა მათ და აღასრულონ აჰრონ და ძეთა მისთა დაბურვაჲ იგი სიწმიდისაჲ მის და ყოველივე ჭურჭერი წმიდა ტრვასა მას ბანაკისასა და ამისა შემდგომად შევიდენ ძენი კაათისნი აღებად და არა შეეხნენ სიწმიდეთა მათ, რათა არა მოწყდენ. ესე აღიღოდიან ძეთა კაათისთა კარავსა მის საწამებელისასა.
16 ელიაზარს, აარონ მღვდლის ძეს, მინდობილი აქვს სასანთლის ზეთი, სურნელოვანი საკმეველი, მუდმივი შესაწირავი და საცხებელი ზეთი, თვალყური მთელს სავანეზე და ყველაფერზე, რაც მასშია, საწმიდარზე და მთელს მის ჭურჭელზე. 16 და მოღუაწემან ელიაზარ, ძემან აჰრონის მღდელისამან, ზეთი იგი სანთლისა და საკუმეველი იგი შეზავებული და შესაწირავი იგი დღითი დღედი, და ზეთი იგი ცხებისაჲ და საღუაწოჲ იგი ყოველი კარვისაჲ მის, და რაოდენი არს სიწმიდესა მას შინა, და ყოველივე საქმარი მისი.
17 ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს, უთხრა: 17 და ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს და ჰრქუა:
18 ნუ გადააშენებთ კეჰათის საგვარეულოთა შტოს ლევიანთა შორის. 18 ნუ მოსრავთ ნათესავსა გუნდისა მის კაათისსა შორის ლევიტელთა, ესრეთ ყავთ მათა მიმართ და ცხონდენ და არა მოწყდენ,
19 ასე მოიქეცით, რომ ცოცხლები დარჩნენ და არ დაიხოცონ, როცა წმიდათა წმიდას მიუახლოვდებიან. აარონი და მისი შვილები მივიდნენ მათთან და თითოეული თავის საქმეზე და თავის წასაღებ ტვირთთან დააყენონ. 19 მო-რაჲ-ვიდოდიან იგინი წმიდასა მას წმიდათასა, აჰრონ და ძენი მსნი შევიდენ და დაადგინონ კაცად-კაცადი მათი მსგავსად აღსაღებელისა მათისა.
20 არ უნდა მივიდნენ საწმიდარის შეფუთვის საყურებლად, თორემ დაიხოცებიან. 20 და არა შევიდენ იგინი ხილვად მეყსეულად წმიდასა მას წმიდათასა, რათა არა მოწყდენ.
21

ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:

21

და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: მოიყვანენ თავად-თავად

22 დაითვალე გერშონიანებიც მათი მამისსახლების და საგვარეულობების მიხედვით. 22 ძენი გეთსონისნი და ამათი სახლად-სახლად მამათა მათთაჲ, ტომად-ტომადი მათი
23 ოცდაათი წლიდან მოყოლებული, ორმოცდაათ წლამდე, აღრიცხე ისინი, ყველა, ვისაც სამსახურში ჩადგომა შეუძლია სადღესასწაულო კარვის საქმის საკეთებლად. 23 ოცდახუთისა წლისაჲთგან და უზეშთაესი ვიდრე ერგასისად წლადმდე და აღიხილენ იგინი ყოველი, რომელი შევიდოდის მსახურებად და საქმედ-საქმესა თჳსსა კარავსა მას შინა წამებისასა.
24 ეს არის გერშონის მოდგმის საგვარეულოთა საშრომელი სამსახურებლად და სატარებლად: 24 ესე არს მსახურებაჲ ტომისა გეთსონისი მსახურებად.
25 უნდა ატარონ სავანის კრეტსაბმელები, სადღესასწაულო კარავი და მისი გადასახურავი, თახაშის ტყავის გადასახურავი, ზემოდან რომ აფარია, სადღესასწაულო კარვის შესასვლელის ჩამოსაფარებელი, 25 და აღებად აღსაღებელსა მაშკები კარვისა მის და კარავი იგი წამებისაჲ და საბურველი იგი მისი და შესახურველი იგი იაკინთონი, რომელ არს ზედა კერძო მისსა და საბურველი იგი კარვისა საწამებელისაჲ.
26 ეზოს ფარდები, ეზოს კარიბჭის ჩამოსაფარებელი, სავანისა და სამსხვერპლოს ირგვლივ რომ არის, მისი საბელები და ყველა მისი სამსახურებელი ნივთი. ყველაფერი, რასაც აკეთებენ და იყენებენ. 26 და კარვის ძელები იგი ეზოჲსაჲ მის, და რაოდენი არს კარვისა მის საწამებელისაჲ და მეტი იგი, და ყოველი ჭურჭერი სამსახურებელი, რაოდენთა-იგი ჰმსახურებდენ მას შინა.
27 აარონისა და მისი შვილების ბრძანებით უნდა სრულდებოდეს გერშონიანთა ყველა საქმე - ყველაფრის ტარება და ყველაფრის კეთება. მათ ჩააბარე შესანახად ყველაფერი, რაც მათი სატარებელია. 27 ყონ იგი წინაშე პირსა აჰრონისა და ძეთა მისთა, იყოს მსახურებაჲ იგი ძეთა გეთსონისთაჲ ყოვლისა მისებრ საქმისა მათისა, და აღიხილენით იგინი სახელად-სახელად ყოველივე აღსაღებელი მათგან.
28 ეს არის გერშონიანთა საგვარეულოების საქმე სადღესასწაულო კარავში და მათი მოვალეობანი ითამარის, აარონ მღვდლის ძის, ხელმძღვანელობით. 28 ესე არს მსახურებაჲ ძეთა გეთსონისთაჲ კარავსა მას შინა წამებისასა და ჴუმილვაჲ იგი მათი ჴელითა ითამარისითა ძისა აჰრონის მღდელისაჲთა.
29 მერარიანები მათი საგვარეულოებისა და მამისსახლების მიხედვით აღრიცხე. 29 ძენი მერარისნი ტომად-ტომადი მათი და სახლად-სახლადი მამათა მათთაჲ აღიხილნეთ იგინი.
30 ოცდაათი წლიდან მოყოლებული ორმოცდაათ წლამდე აღრიცხე ისინი, ყველა, ვისაც სამსახურში ჩადგომა შეუძლია სადღესასწაულო კარვის საქმის საკეთებლად. 30 ოცდახუთისა წლისაჲთგანი და უზეშთაესი ვიდრე ერგასისა წლადმდე ყოველი, რომელი შევიდოდის მსახურებად და საქმედ კარავსა მას წამებისასა.
31

აი, რისი ტარება ევალებათ მათ (ეს არის მათი საქმე სადღესასწაულო კარვის სამსახურში): სავანის ბოძები, ლარტყები, სვეტები მათი ფეხებითურთ.

31

და ესე არს საცავი აღსაღებელი მათ მიერ ყოვლისავე მისებრ საქმისა მათისა კარავსა მას შინა წამებისა, სუეტისთავნი იგი კარვისანი და მოქლონები იგი და სუეტები იგი და ხარისხები მისი გარდასაბურველი და ხარისხები მათი და სუეტები იგი მათი და საბურველი იგი კარისა მის კარვისაჲ.

32 ეზოს სვეტები, ირგვლივ რომ დგას, მათი ფეხებით, პალოებითა და საბელებითურთ, ყველა მათი ნივთი და ყველა მათი სამსახურებელი, სათითაოდ აღრიცხე ყველა ნივთი, რაც სატარებლად ევალებათ. 32 და სუეტები იგი ეზოჲსა მის გარემო და ხარისხები მათი და სუეტნი იგი კრეთსაბმელისა ბჭისა მის ეზოჲსანი და ხარისხები მათი და მანაები მათი და საბლები იგი მათი და ყოველი სამსახურებელი მათი, სახელად-სახელად აღიხილნეთ იგინი და ყოველივე ჭურჭერი საცავი აღსაღებელი მათ მიერ.
33 ეს არის მერარიანთა საგვარეულოების საქმე სადღესასწაულო კარავში ითამარის, აარონ მღვდლის ძის, ხელმძღვანელობით. 33 ესე არს სამსახურებელი ძეთა მერარისთაჲ ყოველთა შინა საქმეთა მათთა კარავსა მას წამებისასა ჴელითა ითამარისითა, ძისა აჰრონის მღდელისაჲთა.
34 აღრიცხეს მოსემ, აარონმა და საზოგადოების თავკაცებმა კეჰათიანები მათი საგვარეულოებისა და მამისსახლების მიხედვით. 34 და აღიხილნეს მოსე და აჰრონ და მთავართა მათ ისრაჱლისათა ძენი კაათისნი ტომად-ტომადისაებრ მათისა და სახლისაებრ მამათა მათთაჲსა
35 ოცდაათი წლიდან მოყოლებული ორმოცდაათ წლამდე, ყველა, ვისაც სამსახურში ჩადგომა შეეძლო სადღესასწაულო კარვის საქმის საკეთებლად. 35 ოცდახუთისა წლისაჲთგან და უზეშთაესი ვიდრე ერგასის წლადმდე.
36 აღირიცხა საგვარეულოთა მიხედვით სულ ორი ათას შვიდას ორმოცდაათი კაცი. 36 ყოველი, რომელი შევიდოდის მსახურებად და საქმედ საქმესა კარვისა წამებისასა და იყო რიცხჳ იგი მათი ტომად-ტომადისა მათისაჲ ორ ათას შჳდასდაერგასის.
37 ესენი აღირიცხნენ კეჰათიანთა საგვარეულობებში, ყველა, ვინც სადღესასწაულო კარვის საქმეს აკეთებს, რომლებიც აღრიცხეს მოსემ და აარონმა უფლის სიტყვით და მოსეს ხელმძღვანელობით. 37 ესე არს აღხილვაჲ ძეთა კაათისთაჲ ყოველი, რომელი ჰმსახურებდა კარავსა მას წამებისსა, ვითარცა აღიხილნეს მოსე და აჰრონ სიტყჳთა უფლისათა ჴელითა მოსესითა.
38 აღირიცხნენ გერშონიანები მათი საგვარეულობების და მამისსახლების მიხედვით, 38 და აღიხილნეს ძენი გეთსონისნი ტომად-ტომადი მათი და სახლად-სახლად მამათა მათთაჲ.
39 ოცდაათი წლიდან მოყოლებული ორმოცდაათ წლამდე, ყველა, ვისაც კი შეეძლო სამსახურში ჩადგომა სადღესასწაულო კარვის საქმის საკეთებლად. 39 ოცდახუთისა წლისაჲთგანნი და უზეშთაესი ვიდრე ერგასის წლადმდე.
40 აღირიცხა საგვარეულოების მიხედვით და მამისსახლების მიხედვით სულ ორი ათას ექვსას ოცდაათი კაცი. 40 ყოველი, რომელი შევიდოდა მსახურებად და საქმედ საქმესა მას კარვისა წამებისასა. და იყო რიცხჳ იგი მათი ტომად-ტომადისა მათისაჲ სახლად-სახლად მამათა მათთაჲ ორ ათას და ექუსასდაერგასის.
41

ესენი აღირიცხნენ გერშონიანთა საგვარეულოებში, ყველა, ვინც სადღესასწაულო კარვის საქმეს აკეთებს, რომლებიც აღრიცხეს მოსემ და აარონმა უფლის სიტყვით.

41

ესე არს აღხილვაჲ ძეთა გეთსონისთაჲ, ყოველი, რომელი ჰმსახურებდა კარავსა მას წამებისასა, რომელნი აღიხილნეს მოსე და აჰრონ სიტყჳთა უფლისაჲთა და ჴელითა მოსესითა.

42 აღირიცხა მერარიანთა საგვარეულოები მათი საგვარეულოების და მამისსახლების მიხედვით, 42 აღიხილნეს ტომნიცა ძეთა მერარისთანი გუნდად-გუნდადი მათი და სახლად-სახლად მამათა მათთაჲ.
43 ოცდაათი წლიდან მოყოლებული ორმოცდაათ წლამდე, ყველა, ვისაც კი შეეძლო სამსახურში ჩადგომა სადღესასწაულო კარვის საქმის საკეთებლად. 43 ოცდახუთისა წლისაჲთგან და უზეშთაესი ვიდრე ერგასის წლადმდე.
44 აღირიცხა მათი საგვარეულოების მიხედვით სულ სამი ათას ორასი კაცი. 44 ყოველი, რომელი შევიდოდა მსახურებად საქმესა მას კარვისა წამებისასა. და იყო რიცხჳ იგი მათი ტომად-ტომადისა მათისაჲ და სახლად-სახლად მამათა მათთაჲ სამ ათას და ორას.
45 ესენი აღირაცხნენ მერარიანთა საგვარეულოებში, რომლებიც აღრიცხეს მოსემ და აარონმა უფლის სიტყვით და მოსეს ხელმძღვანელობით. 45 ესე არს აღხილვაჲ ტომისა ძეთა მერარისთაჲ, რომელნი აღიხილნეს მოსე და აჰრონ, სიტყჳთა უფლისათა, ჴელითა მოსესითა.
46 ყველა აღრიცხული, ვინც აღრიცხეს მოსემ, აარონმა და ისრაელის თავკაცებმა ლევიანებისგან მათი საგვარეულოების და მამისსახლების მიხედვით, 46 ყოველნივე აღხილულნი, რომელნი აღიხილხეს მოსე და აჰრონ
47 ოცდაათი წლიდან მოკიდებული ორმოცდაათ წლამდე, ვისაც კი შეეძლო სამსახურში ჩადგომა და სადღესასწაულო კარვის ტარება, 47 და მთავართა ისრაჱლისათა ლევიტელნი იგი ტომად-ტომადი მათი და სახლად-სახლად მამათა მათთაჲ.
48 აღირიცხა სულ რვა ათას ხუთას ოთხმოცი კაცი. 48 ოცდახუთისა წლისაჲთგან და უზეშთაესი ვიდრე ერგასისად წლადმდე, რომელი შევიდოდა საქმესა მას სიწმიდეთასა და საქმესა მას აღსაღებელსა კარვისა მის წამებისასა. და იყუნეს აღხილულნი იგი რვა ათს ხუთასდაოთხმეოც სიტყჳთა უფლისაჲთა. აღიხილნა იგინი მოსე, ჴელითა მოსესითა კაცად-კაცადი საქმესა მათსა ზედა,
49 უფლის ბრძანებით და მოსეს ხელმძღვანელობით მიეჩინა თითოეულს მისი საქმე და მისი სატარებელი ტვირთი და აღირიცხნენ, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. 49 და რომელი აღიღოდიან მათ და აღიხილნეს, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.