წინაწარმეტყველება ამოსისი

6

1. ვაჲ, რომელნი შეურაცხ-ყოფენ სიონსა და მოსავ არიან მთისა მიმართ სამარიისაჲსა. მოისთულნეს დასაბამნი წარმართთანი და შევიდა მათდა სახლი ისრაჱლისაჲ

2. გარდავედით ყოველნი ქანანად და იხილეთ და განვლეთ მიერ დიდად ემათ, რავვად მიმართ და შთავედით გეთდ და უცხოტომთად, უმტკიცესთა ყოველთაგან მეფობათა მათთასა, უკუეთუ უმრავლეს არიან საზღუარნი მათნი საზღუართა თქუენთა

3. რომელნი მოვლენ დღედ ბოროტად, რომელნი მიეახლებიან და შეეხებიან შაბათთა ნაცილთა

4. მძინარნი ცხედართა ზედა პილოჲძუალედთა. და მშუებელნი სარეცელთა ზედა მათთა და მჭამელნი თიკანთანი სამწყსოთაგან და ჴბოებსა შორის სამროწლისა მწუარებსა

5. რომელნი მტყუელვარეობენ ჴმისა მიმართ ორღანოთასა, ვითარცა მდგომარენი შეჰრაცხნეს და არა ვითარცა მლტოლვარენი

6. მსუმელნი წურვილსა ღჳნოსა და პირველთა მიჰრონთა მცხებელნი და არა ივნებდეს არარას შემუსრვასა ზედა იოსებისასა.

7. ამისთჳს აწ ტყუენი იყვნენ დასაბამსა ძალთასა და აღებულ იქმნეს ჴუვილი ცხენთა ეფრემისგან

8. რამეთუ ფუცა უფალმან თავისა მიმართ თჳსისა და თქუა უფალმან ღმერთმან ძალთამან, ვითარმედ: მძაგს მე ყოველი გინებაჲ იაკობისი და ქუეყანანი მისნი მოვიძულენ და აღვიღო ქალაქი ყოველთა თანა დამკჳდრებულთა მისთა

9. და იყოს, უკეთუ დაშთენ ათნი მამაკაცნი ერთსა შინა სახლსა და მოკუდენ

10. და დაშთენ ნეშტნი და მოიხუნენ სახლეულთა მათთა და იძულებოდიან გამოხუმად ძუალთა მათთა სახლისაგან. და ჰრქუას ზედამდგომელთა სახლისათა: უკუეთუ არსღა შენ თანა?

11. და თქუას: არღარა. და ჰრქუას: დუმენ არღა სახელის-დებისათჳს სახელსა უფლისასა

12. მით, რამეთუ, აჰა, უფალი ამცნებს და დასცეს სახლი დიდი წყლვითა და სახლი მცირე განხეთქითა

13. უკეთუ სდევდენ კლდეთა შორის ცხენნი, ანუ დუმდენ დედალთა შორის, რამეთუ თქუენ გარდააქციეთ გულისწყრომად მსჯავრი და ნაყოფი სიმართლისაჲ სიმწარედ

14. მოხარულთა არა რას ზედა, სიტყვისა მეტყუელთა: არა ძალითა ჩუენითა გუქონან რქანი

15. მით, რამეთუ აჰა, მე აღვადგინო თქუენ ზედა, სახლო ისრაჱლისაო, - იტყჳს უფალი ღმერთი, - მოლაშქრეთა ნათესავი და გაჭირვებდენ თქუენ არა შესლვად ემათად და ვიდრე ნაღუარევისამდე დასავალთაჲსა.

7

1. ესრეთ მიჩუენა მე უფალმან, უფალმან: და, აჰა, აღმოფუილი მკალთაჲ, მომავალი ცისკრეული და, აჰა, ბუზი გოგისსა მიმართ მეფე.

2. დაიყოს, და-თუ-ასრულოს ჭამაჲ თივასა ქუეყანისას და ვთქუ: უფალო, უფალო, მხილებელ იქმენ. ვინ აღადგინოს იაკობი, რამეთუ შემცირებულ არს?

3. შეინანე, უფალო, ამას ზედა. და ესე არა იყოს, -თქუა უფალმან.

4. ესრეთ მიჩუენა მე უფალმან, უფალმან. და, აჰა, უწოდა სასჯელსა ცეცხლისა მიერ უფალმან, უფალმან. და შეჭამა უფსკრული მრავალი და შეჭამა ნაწილი.

5. და ვთქუ: უფალო, უფალო, დააცხრვე! ვინ აღადგინოს იაკობი, რამეთუ შემცირებულ არს?

6. შეინანე, უფალო, ამას ზედა და ესე არა იქმნეს -იტყვის უფალი, უფალი.

7. ესრეთ მიჩუენა უფალმან, უფალმან: და, აჰა, კაცი ერთი მდგომარე ზღუდესა ზედა ადამანტისასა და ჴელსა შინა მისსა ადამასი.

8. და თქუა უფალმან ჩემდამო: რასა ხედავ შენ, ამოს? და ვთქუ: ადამასსა. და თქუა უფალმან: აჰა, მე დავამტკიცე ადამანტი საშუალ ერისა ჩემისა ისრაჱლისასა, არღა მერმე შევსძინო თანაწარსვლად მისსა.

9. და უჩინო იქმნნენ ბომონნი სიცილისანი და საზორველნი ისრაჱლისანი მოოჴრდენ და აღვდგე სახლსა ზედა იერობოამისსა მახჳლით.

10. და განავლინა ამასია მღდელმან ბეთელისამანი ერობოამის მიმართ, მეფისა ისრაილისა, მეტყუელმან: მიმოქცეულებათა ჰყოფს ძჳნად შენდა ამოსს შორის სახლსა ისრაჱლისსა. ვერ შემძლებელ არს ქუეყანა დათმენად ყოველთა ამათ სიტყუათა

11. მით, რამეთუ ამათ იტყჳს ამოს: მახჳლითა აღესრულოს იერობოამ, ხოლო ისრაჱლი ტყუედ წარიქციოს და წარიყვანოს ქუეყანით მისით.

12. და თქუა ამასია ამოსის მიმართ: მხედველო, ვიდოდე, განეშორე შენ ქუეყანად იუდაჲსსა და მუნ წინაწარმეტყუელებდე.

13. ბეთილს. არა მერმე შესძინო წიმაწარმეტყუელებად, რამეთუ სიწმიდე მეფისა არს.

14. მიუგო ამმოს და თქუა ამასიაჲს მიმართ: არა ვიყავ წინაწარმეტყუელი მე, არცა ძე წინაწარმეტყუელისაჲ, არამედ თხათ მეკოლტე ვიყავ, მსხეპელი ლეღუსულელთა.

15. და აღმიღო მე უფალმან ცხოვართაგან და თქუა უფალმან ჩემდამო: ვიდოდე, წინაწარმეტყუელებდ ერსა ზედა ჩემსა, ისრაჱლსა.

16. და აწ ისმინე სიტყუაჲ უფლისა - შენ იტყჳ: ნუ წინაწარმეტყუელებდ სახლსა ზედა ისრაჱლისასა და ნუ ერისკრება-ჰყოფ სახლსა ზედა იაკობისსა.

17. ამოსთჳს ამათ იტყჳს უფალი, უფალი: ცოლი შენი შორის ქალაქისა ისძვიდეს. და ძენი შენნი და ასულნი შენნი მახჳლისა მიერ დაეცნენ. და ქუეყანაჲ შენი საბლითა განიზომოს და შენ ქუეყანასა არაწმიდასა აღესრულო, ხოლო ისრაჱლი ტყუედ წარიქციოს ქუეყანისაგან თჳსისა.

8

1. ესრეთ მიჩუენა მე უფალმან, უფალმან: და, აჰა, ჭურჭელი მემახურისა

2. და თქუა: რასა ხედავ შენ, ამოსს? და ვთქუ: ჭურჭელსა მემახურისასა. და თქუა უფალმან ჩემდამო: მოიწია აღსასრული ერსა ზედა ჩემსა ისრაჱლსა, არა შევსძინო მერმე თანაწარსლვად მისა.

3. და ვალალებდენ სართულნი ტაძრისანი. და მას დღესა შინა, - იტყჳს უფალი, - მრავალი დაცემული ყოველსა ზედა ადგილსა, ზედა მივაგდო დუმილი.

4. ისმინეთ ესენი, რომელნი შეჰმუსრავთ განთიად დავრდომილსა და ჰმძლავრობთ გლახაკთა მიმწუხრი

5. მეტყუელნი: ოდეს გარდახდეს თთუე და განვყიდოთ, და შაბათნი და განვახუნეთ საუნჯენი ქმნად მცირე საწყეოჲ, და განდიდებად საწონი და ქმნად სასწორი უსამართლოჲ

6. მოსყიდად გლახაკნი ვეცხლითა და დავრდომილნი ფერჴთშესასხმელთა წილ, და ყოვლისაგან საქმისა ვივაჭროთ.

7. ფუცავს უფალი ამპარტავანებისათჳს იაკობისსა: უკეთუ დაივიწყნენ ძლევად ყოველნი საქმენი თქუენნი.

8. და ამათ ზედა არა აღშფოთნეს ქუეყანაჲ. და იგლოოს ყოველმან დამკჳდრებულმან მას ზედა და აღვიდეს, ვითარცა მდინარე, აღსასრული და შთავიდეს, ვითარცა მდინარე ეგჳპტისაჲ.

9. და იყოს მას დღესა შინა,- იტყჳს უფალი, უფალი. -დაჰჴდეს მზე შუადღე და დაბნელდეს ქუეყანასა ზედა დღესა ნათელი.

10. და გარდავაქცინე დღესასწაულნი თქუენნი გლოად, და ყოველნი გალობანი თქუენნი გოდებად, და აღვიღო ყოველსა წელსა ზედა ძაძაჲ, და ყოველსა თავსა ზედა სიმტიერე, და დავდვა მე იგი, ვითარცა გლოვაჲ საყუარელისაჲ, და მისთანანი, ვითარცა დღე სალმობისაჲ.

11. აჰა, დღენი მოვლენან, - იტყჳს უფალი, უფალი, - და გამოვავლინო სიყმილი ქუეყანასა ზედა, არა სიყმილი პურისაჲ, არცა წყურილი წყლისაჲ, არამედ ანუ სიყმილი სმენად სიტყუა უფლისაჲ.

12. და შეიძრნენ წყალნი ზღჳთგან ვიდრე ზღუამდე. და ჩრდილოთგან ვიდრე აღმოსავალთამდე მიმორბიოდიან მეძიებელნი სიტყჳსა უფლისასა და არა პოონ.

13. მას დღესა შინა მოაკლდენ ქალწულნი შუენიერნი და ჭაბუკნი წყურილითა

14. მფუცავნი სალხინებელსა ზედა სამარიაჲსასა და მეტყუელნი: ცხოველ არს უფალი შენი დან; ცხოველ არს უფალი შენი ბერსაბედ. და დაეცნენ და არა აღდგენ მერმე.

9

1. ვიხილე უფალი მდგომარე საკურთხეველსა ზედა და თქუა: ეც სალხინებელსა ზედა და შეიძრნედ წინაბჭენი და განკუეთილებისა მიმართ ყოველთასა და დაშთომილთა მათთა მახჳლითა მოვსწყუედ. არა განერეს მათგანი მტოლვარე და არა ცხოვნდეს მათგანი ცხოვნებული.

2. და-ღათუ-ეფლნენ ჯოჯოხეთსა, მიერ ჴელმან ჩემმან აღმოიტაცნეს იგინი; და-ღა-თუ-ვიდენ ცად მიერ, გამოვიძიო და მოვიყუანნე იგინი.

3. უკუეთუ დაჰჴდენ თუალთაგან ჩემთა სიღრმეთა შინა ზღჳსათა, მუნ ვამცნებ ვეშაპსა და შესთქრეს მათ.

4. და უკუეთუ წარვიდენ ტყუეობად წინაშე პირსა მტერთა მათთასა და ვამცნებ მახჳლსა და მოჰკლჳდეს მათ. და განვიმტკიცებ თუალთა ჩემთა მათ ზედა საბოროტოდ და არ საკეთილოდ.

5. და უფალი ღმერთი, ყოვლისა მპყრობელი, არს შემხებელი ქუეყანისა და შემძრველი მისი. და იგლოვდენ ყოველნი დამკჳდრებულნი მისნი. და აღვიდეს, ვითარცა მდინარე, აღსასრული მისი და შთამოვიდეს, ვითარცა მდინარე ეგჳპტისაჲ.

6. აღმაშენებელი ცად მიმართ აღსავალსა მისსა და აღთქმასა მისსა ქუეყანასა ზედა დამაფუძნებელი, მიმწოდებელი წყალსა ზღჳსასა. და მიმფენელი მისი პირსა ზედა ქუეყანისასა უფალი ყოვლისა მპყრობელი - სახელი მისი.

7. და ვითარცა ძენი ეთიოპელთანი ხართ თქუენ ჩემდა ძენი ისრაჱლისანი? - იტყჳს უფალი. არა ისრაჱლი აღმოვიყუანე ქუეყანისაგან ეგჳპტისა, და უცხოტომნი კაპპადოკიაჲთ და ასური მთხრებლით?

8. აჰა, თუალნი უფლისა ღმრთისანი მეფობასა ზედა ცოდვილთასა და აღვიღო იგი პირისაგან ქუეყანისა, გარნა რამეთუ არა სრულიად აღვიღო სახლი იაკობისი. - იტყჳს უფალი, -

9. მით, რამეთუ, აჰა, მე ვამცებ და განვფიწლო ყოველთა შორის სახლი ისრაჱლისა. ვითარსახედ განიფიწვლის ფიწვლასა და არა დავარდეს ნამუსრი ქუეყანასა ზედა.

10. მახჳლისა მიერ აღესრულნენ ყოველნი ცოდვილნი ერისა ჩემისანი მეტყუელნი: არ მოგუეახლოს, არც მოვიდენ ჩუენ ზედა ძჳრნი.

11. მას დღესა შინა აღვადგინო კარავი დავითისი დაცემული და აღვაშენნე დარღვეულნი მისნი და დათხრილნი მისნი აღვადგინნე და აღვაშენო იგი, ვითარცა დღენი საუკუნისანი,

12. რათა გამომიძიონ მე ნეშტთა კაცთასა და ყოველთა ნათესავთა, რომელსა ზედა წოდებულ არს სახელი ჩემი, - იტყჳს უფალი, მოქმედი ამათი.

13. აჰა, დღენი მოვლენან, - იტყჳს უფალი, - და ეწიოს მლეწავი მსთულებელსა. და მომწიფდეს ყურძენი თესლსა შინა. და დამოაწთონ მთათა სიტკბოება და ყოველნი ბორცუნი ნერგოან იყუნენ.

14. და მოვაქციო ტყუეობა ერისა ჩემისა ისრაჱლისაჲ. და აღაშენნენ ქალაქნი უჩინოქმნილნი და დაიმკჳდრნენ და დაჰნერგნენ ვენაჴნი და სუმიდეს ღჳნოსა მათსა და შექმნენ მტილნი და ჭამდენ ნაყოფსა მათსა.

15. და დავჰნერგე იგინი ქუეყანასა ზედა მათსა და არა აღიფხუერნენ არა მერმე ქუეყანისაგან მათისა, რომელი მივეც მათ, - იტყჳს უფალი, ყოვლისამპყრობელი.