წიგნი გამოსლვათა, რომელი ებრაელთაგან იწოდების ვეელესემოთ

31

1. ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

2. აჰა ეგერა, მიწოდებიეს სახელით ბესელიელ, ძე ურისი, რომელი-იგი არს ოვრაი ტომისაგან იუდასი.

3. და აღვავსო იგი სულითა საღმრთოჲთა, სიბრძნითა და მეცნიერებითა, ყოვლითა საქმითა.

4. განზრახვად და ხუროთმოძღვრებად საქმედ ოქროჲსა მის და ვეცხლისა და რვალისა.

5. და იაკინთისა და ძოწეულისა, და მეწამულისა მის სთულისა და ზეზისა მის ძახილისა სამსახურებელისა მის, და საქმისა მისა ძელით ხუროობისა საქმედ, ყოვლისავე საქმისაებრ.

6. და მე მივსცე მას ელიაბ, ძე აქისამაქისი, ტომისაგან დაანისა და ყოველსა გულისხმის-მყოფელსა გულითა მივეც მეცნიერებაჲ, და ქმნენ ყოველი, რომელი გიბრძანე შენ.

7. კარავი იგი საწამებელისაჲ და კიდობანი იგი შჯულისა და სალხინებელი მას ზედა და შესამზადებელი იგი კარვისაჲ.

8. საკურთხეველები და ტაბლა და ყოველი ჭურჭელი მისი, და სასანთლენი წმიდაჲ და ყოველნი ჭურჭელნი მისნი და საკურთხეველი საკუმეველთა.

9. და საკურთხეველი შესაწირავთა და ყოველი ჭურჭელი მისი და საბანელი და ხარისხი მისი.

10. და შესამოსელი ქვესამსახურებელი სიწმიდისანი და სამოსელნი იგი, სამსახურებელნი აჰრონისი და სამოსელნი იგი ძეთა მისთანი სამღდელოდ ჩემდა.

11. და ზეთი იგი ცხებულებისა და საკუმეველი იგი შეზავებული სიწმიდისა მსგავსად ყოვლისა, რომელი გიბრძანე შენ, ქმნენ ყოველთაებრ, რომელთა მე გამცნებდ შენ ქმნად.

12. და იტყოდა უფალი მოსეს მიმართ მეტყველი:

13. შენ ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა და არქუ: ეკრძალენით და შაბათი ჩემი დაიმარხენით, რამეთუ იგი სასწაული ჩემდამო და თქუენ შორის და ნათესავთა თქვენთა, რათა სცნათ, რამეთუ მე ვარ უფალი, რომელმან განგწმიდენ თქუენ.

14. დაიმარხეთ შაბათი ჩემი, რამეთუ წმიდაჲ არს უფლისა მიერ თქუენ შორის, რომელმან შეაგინოს იგი, სიკუდილითა მოკუდეს და ყოველმან, რომელმან ქმნეს საქმე მას შინა, მოისპოს სული იგი შორის ერისა მის.

15. ექუს დღე იქმოდე საქმესა შენსა, ხოლო დღე იგი მეშჳდე განსუენება არს, წმიდაჲ უფლისაჲ. ყოველმან, რომელმან ქმნეს საქმე მას დღესა, სიკუდილითა მოკუედინ.

16. და დაიმარხედ ძეთა ისრაჱლისათა შაბათისა მის. ყოფად მისა ნათესავთა მათ შორის სჯულად საუკუნოდ.

17. შორის ჩემსა და შორის ძეთა ისრაჱლისათა სასწაული არს ჩემ წინაშე საუკუნო, რამეთუ ექუსთა დღეთა ქმნა უფალმან ცა და ქუეყანაჲ და დღესა მეშჳდესა დააცადა.

18. და მოსცა უფალმან მოსეს, რაჟამს დასცხრა სიტყუად მისა მთასა მას ზედა სინასა, ორნი იგი ფიცარნი ქვისანი დაწერილნი თითითა ღმრთისაჲთა.

32

1. და ვითარცა იხილა ერმან მან, რამეთუ დაყოვნა მოსე გარდამოსლვად მიერ მთით, შეკრბა ერი იგი აჰრონის ზედა და ჰრქვეს მას: აღდეგ და მიქმენ ჩუენ ღმერთნი, რომელნი წინაგჳძღოდიან ჩუენ, რამეთუ კაცსა მას მოსეს, რომელმან გამომიყვანა ჩუენ ქუეყანით ეგჳპტით, არა ვიცით, რაჲ შეემთხჳა მას.

2. და ჰრქუა მათ აჰრონ: გამოუღეთ საყურები ოქროჲსა ყურთაგან ცოლთა თქუენთა და ასულთაგან თქუენთა და მომართვით აქა.

3. და გამოიჴადა ყოველმან ერმან საყურები ოქროჲსა ყურთაგან მათთა და მოართვეს აჰრონს.

4. და მოიღო იგი ჴელთაგან მათთა და გამოუქმნა იგი გამოწერით და შექმნა ჴბო გამოდნობილად დასხმით. და თქვეს: ესე არიან ღმერთნი შენნი, ისრაილ, რომელთა გამოგიყვანეს შენ ქუეყანით ეგჳპტით.

5. და იხილა აჰრონ და უშენა საკურთხეველი წინაშე მისა და ქადაგი განავლინა მათა აჰრონ და ჰრქუა: დღესასწაული არს უფლისაჲ ხვალე.

6. და აღიმსთო ხვალისაგან და შეწირა მსხვერპლები. და მოიღო შესაწირავი ცხორებისა და დასხდა ერი იგი ჭამად და სუმად და აღდგეს სიმღერად.

7. და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: გარდაგვალე ადრე ამიერ, რამეთუ უშჯულო იქმნა ერი შენი, რომელი გამოიყვანე ქუეყანით ეგჳპტით.

8. და გარდაჴდეს ადრე გზისა მისგან რომელი ამცენ მათ, იქმნეს თავისა მათისა ჴბოჲ გამოდნობილი და თაყუანის-სცეს მას და თქვეს: ესე არიან ღმერთნი შენნი, ისრაჱლ, რომელმან აღმოგიყუანა შენ ქუეყანით ეგჳპტით.

9. და ჰრქუა უფალმან მოსეს: ვიხილე ერი იგი, აჰა, ერი ქედფიცხელი არს.

10. და აწ მიტევე მე და განვრისხნე გულისწყრომითა დიდითა. და აღვჴოცნე იგინი და გყო შენ ნათესავად დიდად.

11. და ევედრა მოსე უფალსა ღმერთსა და ჰრქუა: რაჲსათჳს განრისხნები ერსა შენსა ზედა გულისწყრომითა შენითა, რომელი აღმოიყვანე ქუეყანით ეგჳპტით ძალითა დიდითა და მკლავითა მაღლითა?

12. ნუუკუე თქუან მეგჳპტელთა მათ, ვითარმედ ზაკჳთ განიყვანა იგინი ღმერთმან მოწყვედად მთათა ზედა და აჴოცად მათა ქუეყანით, დასცხერ რისხჳსაგან გულისწყრომისა შენისა და ლხინება-ყავ უკეთურებისა მისთჳს ერისა შენისა.

13. მოიჴსენე აბრაჰამისი, ისაკისი და იაკობისი, მსახურთა შენთა, რომელთა-იგი ეფუცა თავისა შენისა, ეტყოდე და ჰრქჳ: ფრიად განვამრავლო ნათესავი თქუენი, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი სიმრავლითა და ყოველი ესე ქუეყანაჲ, რომელ სთქუ, მიცემად ნათესავსა მათსა, და დაიპყრან იგი უკუნისამდე.

14. და ლხინებაჲ-ყო ბოროტისა მისთჳს ერისა, რომელ თქუა ყოფად მათდა.

15. მოიქცა მოსე და გარდამოვიდოდა მიერ მთით და ორნი იგი ფიცარნი წამებისანი ჴელთა მისთა, ფიცარნი ქვისანი, რომელნი წერილ იყო ორკერძოვე (იმიერ და ამიერ).

16. ფიცარნი იგი ქნულნი ღმრთისანი იყვნეს და წერილი იგი იყო წერილი ღმრთისაჲ გამოდგმულ ფიცართა მათ.

17. და ესმა ისოს, ძესა ნავესასა, ჴმაჲ იგი ერისა მის და ჰრქუა მოსეს: ჴმაჲ ბრძოლისა მესმის ბანაკსა მას.

18. და ჰრქუა: არა არს ჴმაჲ ესე მთავართაგან ძლევისა, არამედ ჴმაჲ განცხრომისა.

19. და ვითარცა მოეახლა ბანაკსა მას, იხილა ჴბოჲ იგი და მწყობრი და განრისხნა მოსე გულისწყრომითა და განუტევა ჴელთაგან თჳსთა ორნი იგი ფიცარნი და შემუსრნა იგინი მთასა მას ქუეშე.

20. და ჴბოჲ იგი, რომელ ქმნეს, დაწვა იგი ცეცხლითა, დამუსრნა წვლილად და შთააბნია იგი წყალსა და ასვა იგი ძეთა ისრაჱლისათა.

21. და ჰრქუა მოსე აჰრონს: რაჲ გიყო ერმან ამან, რამეთუ მოაწიე მათ ზედა ცოდვაჲ დიდი.

22. და ჰრქუა აჰრონ მოსეს: ნუ განრისხნები, უფალო, რამეთუ შენ უწყი სლვა ერისა ამის.

23. რამეთუ მრქუეს მე: მიქმნენ ჩუენ ღმერთნი, რომელნი წინამიძღოდიან ჩუენ. რამეთუ მოსე, კაცი იგი, რომელმან გამომიყვნა ჩუენ ეგჳპტით, არა ვიცით, რაჲ შეემთხჳა მას.

24. და ვარქუ მათ: ვის აქუს ოქროჲ, გამოიღენ. და მომცეს მე და შევაბნიე ცეცხლსა და გამოჰჴდა ჴბო ესე.

25. და ვითარცა იხილა მოსე ერი, რამეთუ განქარდეს და რამეთუ განაქარვა იგინი აჰრონ მოსაცხრომელად მტერთა მათთა.

26. დადგა მოსე ბჭეთა თანა ბანაკისათა და თქუა: ვინ არს უფლისა კერძო, მოვედინ ჩემდა. და შეკრბეს მისა ყოველნი ძენი ლევისანი.

27. და ჰრქუა მათ: ამას იტყჳს უფალი, ღმერთი ისრაჱლისა: შეიბ კაცად-კაცადმან მახჳლი წელთა მისთა და განვლეთ და მოაქციეთ ბჭით ბჭედ ბანაკისა მაგისაგან და მოკალნ კაცად-კაცადმან ძმა თჳსი და კაცად-კაცადმან მოყუასი თჳსი და კაცად-კაცადმან მახლობელი თჳსი.

28. და ყვეს ძეთა ლევისათა, ვითარცა ეტყოდა მათ მოსე და დაეცნეს მას დღესა შინა ოცდასამი ათასი კაცი.

29. და ჰრქუა მათ მოსე: აღასრულეთ ჴელითა თქუენითა დღეს უფლისა მიმართ კაცად-კაცადმან ძესა თჳსსა ზედა და ძმასა მოცემად თქუენდა კურთხევისა.

30. და იყო ხვალისაგან და ჰრქუა მოსე ერსა მას: თქვენ სცოდეთ ცოდვა დიდი და აწ აღვიდე მე ღმრთისა, რათა გილხინოს ცოდვათა თქუენთათჳს.

31. მიაქცია მოსე უფლისა და ჰრქუა: გევედრები, უფალო, ცოდა ერმან ამან ცოდვა დიდი და იქმნეს თავისა თჳსისა კერპნი ოქროჲსანი და აწ მი-თუ-უტევებ ცოდვათა მათთა, მიუტევენ.

32. უკუეთუ არა, აღმჴოცე მეცა წიგნსა მისგან, რომელსა დამწერე.

33. და ჰრქუა უფალმან მოსეს: რომელმან ცოდა, აღვჴოცე იგი წიგნისაგან ჩემისა.

34. ხოლო აწ ვიდოდე და წარუძეღუ ერსა მაგას ადგილსა მას, რომელსა გარქუ შენ. აჰა ესერა, ანგელოზი ჩემი წარგიძღვეს წინაშე პირსა შენსა, რომელსა დღესა მოვხედო, მოვჴადო მათ ზედა ცოდვა მათი.

35. და მოვსრა მე უფალმან ერისა მისგან ჴბოჲსა მის საქმისათჳს, რომელი-იგი ქმნა აჰრონ.

33

1. და ჰრქუა უფალმან მოსეს: გვალე, აღვედ შენ და ერი ეგე შენი, რომელი გამოიყვანე ქუეყანით ეგჳპტით ქუეყანასა მას, რომლისათჳს ვეფუცე აბრაჰამს, ისაკს და იაკობს და ვარქუ: ნათესავსა თქუენსა მივსცე იგი.

2. და თანამივავლინო ანგელოზი ჩემი უწინარეს შენსა და განასხნეს ქანანელნი იგი და ამორეველნი, ქეტელნი, და ფერეზელნი, და ეველნი, და გერგესეველნი, და იობოსელნი.

3. შეგიყვანო შენ ქუეყანასა მას, რომელსა გამოსდის სძე და თაფლი, ხოლო მე არა აღვიდე თქუენ თანა, რამეთუ ერი ეგე ქედფიცხელ არს, რათა არა აღვჴოცნე იგინი გზასა ზედა.

4. და ესმა ერსა მას სიტყვაჲ ესე ბოროტი და იგლოვდეს გლოვით და არა აღიღეს კაცთა მათ გვამნი.

5. და ჰრქუა უფალმან მოსეს: არქუ ძეთა ისრაჱლისათა: თქუენ ერი ქედფიცხელ ხართ. ეკრძალენით, ნუუკუე წყლულება სხუაცა მოჰჴდეს თქუენ ზედა და აღგჴოცნე თქუენ და აწ განიძარცვეთ სამოსელი დიდებისა თქუენისა და სამკაულები და გიჩვენო თქუენ, რაჲ-იგი გიყო თქუენ.

6. და განიძარცვეს ძეთა ისრაჱლისათა სამკაულები მათი და სამოსელი მთასა მას ქორებს.

7. და მოიღო მოსე კარავი იგი მისი და აღმართა იგი გარეშე ბანაკსა მას. და ეწოდა მას კარავი საწამებელი. და იყო, ყოველი რომელი ეძიებდა უფალსა, განვიდოდა კარავსა მას გარეშე ბანაკსა მას.

8. და რაჟამს შევალნ მოსე ბანაკსა მას, გარე დგა ერი იგი და იხედავნ კაცად-კაცადი კარავსა თჳსისაჲთ და ხედვიდიან მი-რაჲ-ვალნ მოსე, ვიდრემდის შევიდის კარავსა მას.

9. და ვითარცა შევიდის მოსე კარავსა მას, გარდამოჴდის სუეტი იგი ღრუბლისა და დადგის კართა თანა მის კარვისათა და ეტყჳნ უფალი მოსეს.

10. და ჰხედვიდა ყოველი იგი ერი სუეტსა მას ღრუბლისასა, მდგომარესა კართა ზედა მის კარვისათა. და დგან ყოველი იგი ერი და თაყუანის-სცის კაცად-კაცადმან კარით კარვისა თჳსისაჲთ.

11. და ეტყოდა უფალი მოსეს პირისპირ, ვითარცა-იგი ვინ ზრახავს თჳსსა მეგობარსა და მოივლინის ბანაკად. ხოლო მსახური იგი მოსესი, ისო ჭაბუკი, არა გამოვიდის კარვით.

12. და ჰრქუა მოსე უფალსა: აჰა, შენ მეტყჳ აღყვანებასა ამის ერისასა და შენ არა გამომიცხადე ვის-იგი მოავლინებ ჩემდა. ხოლო შენ მარქუ: გიცი შენ უფროჲს ყოველთასა და მადლი გაქუს ჩემ მიერ.

13. უკუეთუ ვჰპოვე მადლი შენ წინაშე, გამომიცხადე მე თავი შენი და განცხადებულად გიხილო შენ, რათა ვსცნა მე, ვითარმედ ვჰპოვე მადლი წინაშე შენსა და გულისხმა-ვყო, ვითარმედ შენი არს ნათესავი ესე.

14. და ჰრქუა უფალმან მოსეს: მე თავადი წინაწარგიძღვე და შეგიყვანო შენ.

15. და ჰრქუა უფალსა მოსე: უკუეთუ შენ არა მოხვალ ჩუენ თანა, ნუ აღმიყვანებ ჩუენ ამიერ.

16. და ვითარმედ საცნაურ იყოს ჭეშმარიტად, რამეთუ ვჰპოე მადლი წინაშე შენსა, არამედ მოსლვასა მას შენსა ჩუენ თანა ვიდიდნეთ მე და ესე უფროს ყოველთა ნათესავთა, რომელნი არიან ქუეყანასა ზედა.

17. ჰრქუა უფალმან მოსეს: ეგეცა სიტყუაჲ, რომელი სთქუ, ვყოვე, რამეთუ გიპოვნიეს მადლი წინაშე ჩემსა და გიცი შენ უმეტეს ყოველთასა.

18. და ჰრქუა მოსე უფალსა: მიჩვენე დიდებაჲ თავისა შენისა.

19. ჰრქუა უფალმან მოსეს: მე წარვიდე წინაშე შენსა დიდებითა ჩემითა და უწოდი სახელითა უფლისაჲთა წინაშე შენსა. და შევიწყალო, რომელი შევიწყალო და შევიწნარო, რომელი შევიწყნარო.

20. და ჰრქუა უფალმან მოსეს: ვერ ძალ-გიც პირისა ჩემისა ხილვად, რამეთუ არა არს კაცი, რთმელმან იხილა პირი ჩემი და ცხონდა.

21. და ჰრქუა უფალმან: აჰა ესერა, ადგილი შენ წინაშე და სდგე შენ კლდესა ზედა.

22. რაჟამს წარვიდოდის დიდებაჲ ჩემი, დაგდვა შენ ჴურელსა კლდისასა და დაგფარო შენ ჴელითა ჩემითა შენ ზედა, ვიდრემდე წარვიდე.

23. და აღვიღო ჴელი ჩემი და მაშინ იხილო ზურგით ჩემსა, ხოლო პირი ჩემი ვერ იხილო.

34

1. ჰრქუა უფალმან მოსეს: გამოჰქმნენ თავისა შენისა ორნი ფიცარნი, ვითარცა-იგი პირველნი და აღმოვედ ჩემდა მთასა ამას, და დავსწერნე ფიცართა სიტყუანი იგი, რომელნი წერილ იყვნეს პირველთა მათ ფიცართა, რომელნი შეჰმუსრენ.

2. და იყავ შენ განმზადებულად განთიადისა და აღმოხჳდე მთასა სინასა და დასდგე მუნ მწუერვალსა მთისასა.

3. და ნუ ვინ აღმოვალნ შენ თანა და ნუ ვინ იპოვებინ ყოველსა მას მთასა და საცხოვარი და ზროხა ნუ ძოვნ მახლობელად მთასა მას.

4. და გამოთალნა მოსე ორნი იგი ფიცარნი ქვისანი, ვითარცა-იგი პირველნი და აღიმსთო განთიად და აღვიდა მთასა მას სინასა, ვითარცა-იგი უბრძანა მას უფალმან. და მიიხუნა მოსე მის თანა ორნი იგი ფიცარნი ქვისანი.

5. და გარდამოჴდა უფალი ღრუბლითა და დგა მოსე მუნ და ხადა სახელი უფლისაჲ.

6. და წარმოვიდა უფალი წინაშე მისსა და უწოდა: უფალი ღმერთი, მოწყალე, შემწყნარებელ, სულგრძელ, დიდად მოწყალე და ჭეშმარიტ.

7. რომელმან დამარხის სიმართლე და ყვის წყალობა ათასამდე ნათესავად. და აჰჴოცის უსჯულოებანი და სიცრუენი და ცოდვანი და თანამდებნი იგი არა განწმიდის და მოჰჴადნის ცოდვანი მამათანი შვილთა ზედა და შვილისშვილთა მესამედ და მეოთხედ ნათესავადმდე.

8. და ისწრაფა მოსე, მოდრკა და თაყუანის-სცა უფალსა ქუეყანასაზედა.

9. და ჰრქუა: უკუეთუ ვჰპოვე მადლი წინაშე შენსა, მოვედინ უფალი ჩუენ თანა, რამეთუ ერი ესე ქედფიცხელ არს, და გჳლხინებდე შენ ცოდვათა და უშჯულოებათა ჩუენთა შენდად.

10. და ჰრქუა უფალმან მოსეს: აჰა ესერა, მე აღგითქუამ შენ აღთქუმასა წინაშე ყოვლისა ერისა შენისა და ვქმნე დიდებული, რომელი არა ყოფილ არს ყოველსა ქუეყანასა. და იხილოს ყოველმან ნათესავმან მაგან, რომელთა შორის ხარ შენ საქმედ უფლისა.

11. რამეთუ საკჳრველ იყო, რომელ გიყო შენ, ეკრძალე ყოველსა, რომელსა გამცნებ შენ, და აჰა, მე განვასხნე პირისაგან თქუენისა ამორეველნი იგი, და ქანანელნი, და ქეტელნი, და ფერეზელნი, და ეველნი, და გერგესეველნი, და იაბოსელნი.

12. ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე აღუთქუა აღთქუმა მკჳდრთა თანა მის ქუეყანისათა, რომელსა-იგი შეხვალ შენ, ნუუკუე გექმნეს საცთურ.

13. ბომონნი მათი დაარღჳე და ძეგლები მათი შეჰმუსრენ, და სერტყები მათი მოჰკაფენ და გამოქანდაკებულნი იგი ღმერთთა მათთანი დაწვენ ცეცხლითა.

14. რამეთუ არა ჴელ-გეწიფების თქუენ თაყუანის-ცემად ღმერთთა უცხოთა, რამეთუ უფალი ღმერთი მოშურნე სახელი არს, ღმერთი მოშურნე არს.

15. ნუუკუე აღუთქუა აღთქუმაჲ მკჳდრთა მის ქუეყანისათა და ისიძჳდეთ კუალსა მას შედგომად ღმერთთა მათთასა, დაუკლვიდენ კერპთა მათთა, და გხადოდიან შენ და სჭამო შენ ნაკერპავი იგი მათი.

16. და მოჰგვარნეთ ასულნი მათნი ძეთა თქუენთა, და ასულნი თქუენნი მისცნეთ ძეთა მათთა, და ისიძჳდენ ასულნი შენნი შემგომად კერპთა მათთა, და ძენი შენნი ისიძჳდენ შედგომად კერპთა მათთა.

17. და ღმერთნი გამოდნობილი არა იქმნეთ.

18. და დღესასწაული უცომოებისა თქუენისა დაიმარხეთ. შჳდ დღე სჭამო უცომოჲ, ვითარცა-იგი გამცენ ჟამსა მას ოდენ თთუესა მას ახალსა, რამეთუ თთუესა მას ახალსა გამოხვედ შენ ქუეყანით ეგჳპტით.

19. ყოველმან, რომელმან პირველად განაღოს საშოჲ წულან, ჩემი არს.

20. პირმშოჲ ზროხათა და პირმშოჲ ცხოვართა და პირმშოჲ კარაულისაჲ იჴსნე ცხოვართა, უკეთუ არა იჴსნე, სასყიდელი მისცე მისი. ყოველი პირმშოჲ ძე შენი იჴსნე. არა მეჩუენო წინაშე ჩემსა ცალიერი.

21. ექუს დღე იქმოდე და მეშჳდესა დღესა დააცადე თესლი შენი და სამკალი შენი დააცადე.

22. დღესასწაული იგი ჩემი შჳდეულთაჲ ჰყო დასაბამსა იფქლის მკასა, დღესაწაული ნაყოფის შეკრებისაჲ, განსაზოგებელისა წელიწდისასა.

23. სამგზის წელიწადსა ეჩუენოს ყოველი პირმშოჲ შენი წინაშე უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა.

24. რაჟამს განვასხნე ნათვსავნი იგი პირისაგან შენისა და განვავრცნე საზღვარნი შენნი, არავის გულმან უთქუას ქუეუანისათჳს შენისა, რაჟამს აღხჳდოდე შენ შემთხუევად წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა სამგზის წელიწადსა.

25. არა დაჰკლა ცომსა ზედა სისხლი საკლველთა ჩემთაჲ. და არა დაადგრეს განთიადმდე საკლველი დღესასწაულისა მის ვნებათა.

26. პირველი ნაყოფი ქუეყანისა შეიღო ტაძრად უფლისა ღმრთისა შენისა. არა შეაგბო კრავი სძითა დედისა თჳსისათა.

27. ჰრქუა უფალმან მოსეს: დაწერენ თავისა შენისა სიტყუანი ესე, რამეთუ ამათ სიტყვათა ზედა დაგიდებ შენ საშჯელსა ისრაჱლისასა.

28. და იყო მუნ მოსე წინაშე უფლისა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე. პური არა ჭამა და წყალი არა სუა და აღწერნა სიტყუანი ესე სჯულისანი ფიცართა ათნი იგი სიტყუანი.

29. და ვითარცა გარდამოვიდა მოსე მთისა მისგან სინაჲსა, და ორნი ფიცარნი იგი ჴელთა შინა მოსესთა და გარდამო-რა-ჰჴდა მიერ მთით მოსე, არა უწყოდა, რამეთუ დიდებულ იყო ფერი პირისა მოსესი სიტყჳთა მით მისითა ღმრთისა მიმართ.

30. და იხილა აჰრონ და ყოველთა ძეთა ისრაჱლისათა მოსე. და იყო დიდებულ წინაშე ფერი პირისა მოსესი. და შეეშინა მიახლებად მისა.

31. და უწოდა მათ მოსე და მოიქცეს მისა აჰრონ და ყოველნი მთავარნი კრებულისანი და ეტყოდა მათ მოსე.

32. და ამისა შემდგომად მოუჴდეს ძენი ისრაჱლისანი და ამცნო მათ ყოველი, რაოდენსა ეტყოდა უფალი მოსეს მთასა ზედა სინასა. და ვითარცა დასცხრა მოსე სიტყუად მათდა მიმართ, დაიბურა საფარველი პირსა მისსა.

33. და ოდეს შევალნ მოსე წინაშე უფლისა სიტყუად მისა, აღიჴადის საბურველი იგი ვიდრე გამოსლვადმდე მისა და გამო-რა-ვიდის, ეტყჳნ ყოველთა ძეთა ისრაჱლისათა, რაოდენი უბრძანის უფალმან.

34. და იხილეს ძეთა ისრაჱლისათა პირი მოსესი, რამეთუ დიდებულ იყო. და დაიბურის მოსე საფარველი პირსა მისსა ვიდრე შესლვადმდე მისა წინაშე უფლისა თანა ზრახვად მისსა.

35

1. და შეკრიბა მოსე ყოველი კრებული ძეთა ისრაჱლისათა და ჰრქუა მათ: ესე სიტყუანი არიან, რომელნი თქუა უფალმან ყოფად მათდა.

2. ექუს დღე იქმოდეთ საქმესა, ხოლო დღესა მის მეშჳდესა განისუენო, წმიდა არს ესე შაბათი ესე განსუენებაჲ უფლისაჲ. ყოველმან, რომელმან ქმნეს საქმე მას შინა, სიკუდილითა მოკუედინ.

3. არა აღაგზნეთ ცეცხლი ყოველსავე სამკჳდრებელსა თქუენსა დღესა შაბათსა, რამეთუ მე ვარ უფალი.

4. ეტყოდა მოსე ყოველსა მას კრებულსა ძეთა ისრაჱლისათა და თქუა: ესე სიტყუა არს, რომელი გიბრძანა უფალმან და თქუა:

5. მოიღეთ თქუენ თავისა თქუენისა შესაწირავად უფლისა. ყოველმან, რომელმან დაიჯეროს გულითა, მოიღოს ნაყოფად პირველად უფლისა ოქროჲ, ვეცხლი და რვალი.

6. ვიაკინთი, და ძოწეული და მეწამული რჩეული, და ზეზი შესთული და თმა თხათა.

7. და ტყავი ვერძთა ტარსიკონი, და ტყავი ცისხეული, და ძელი ულპოლველი.

8. და ზეთი სანთებელი, და საკუმეველები იგი ზავებული, და ნელსაცხებელი რჩეული.

9. და ქვაჲ სარდიონი, და ანთრაკი გამოქანდაკებულად საჴმართა მათ დასაწველთა.

10. და ყოველივე ბრძენი გონებით თქუენ შორის მოვედინ და იქმოდენ ყოველსავე მას რომელი ბრძანა უფალმან,

11. საქმედ კარავსა მას, და სტოაებსა, და სახურველებსა, და სამაგდარებსა, და მოქლონებსა, და სუეტებსა, და ხარისხთა.

12. და კიდობანსა მას საწამებელისასა და აღსაღებელთა მას მისთა. და სალხინებელსა, და კრეტსაბმელსა და განსაბმელსა მას ეზოსასა, და სუეტთა მათ მისთა, და ქვათა მათ ზმარაგდოთა საკმეველთა, და ზეთთა მათ ცხებისათა,

13. და ტაბლასა მას, და ყოველსავე ჭურჭელსა მისსა, და საგრილებელთა ტაბლისათა, და საკუმეველსა მას შეზავებულსა, და აღსაღებელსა მას, და ყოველსა ჭურჭელსა მისსა, და პურსა პირისა.

14. სასანთლესა სანთლისასა ყოველთა ჭურჭელთა მისთა, და სასანთლესა, და ზეთსა ნათლისასა.

15. და ტაბლასა საკუმეველისა, და საგრილებთა მისთა, და ზეთსა საცხებელისა, და საკუმეველსა შეზავებულსა და კრეტსაბმელთა ბჭისა კარვისათა,

16. და ტაბლასა საკუერთხთასა, და ლანძვსა რვალისასა და საგრილობელსა მისსა და ყოველთა ჭურჭელთა მისთა, და საბანებელთა, და ხარისხთა მისთა,

17. და სტოვაებსა, და კრეტსაბმელთა, და სვეტთა მისთა და ხარისხთა მისთა,

18. და კრეტსაბმელსა კარისა მის ეზოჲსასა, და მანაებსა მას ეზოჲსასა,

19. სამოსელსა მას წმიდასა აჰრონ მღდლისასა, და სამოსელსა მას, რომელი მსახურებენ სიწმიდესა მას შინა, და სამოსელსა მას ძეთა აჰრონისთასა სამღდელოსა.

20. და გამოვიდა ყოველი კრებული ძეთა ისრაჱლისათა მოსესგან.

21. და მოიღებდეს კაცად-კაცადი, რომელი უნდა გულსა მათსა, და რომელი ჯერ-უჩნდა სულსა მათსა, მოიღებდენ შესაწირავად უფლისა ყოველსავე საქმესა კარვისა მის საწამებელისასა, ყოველსავე მას საქმარსა მისსა და ყოველსავე

22. სამოსელსა წმიდასა.

23. მოიღეს ქმართა ცოლთაგან მათთა ყოველივე, რომელსა ჯერ-უჩნდეს გონებასა თჳსსა, მოაქუნდა ბეჭედი, და საყურები, და გრკალები, და საცხინველები, და სალტეები და ყოველივე ჭურჭელი ოქროჲსა და ყოველსა მოაქუნდა ოქროჲ შესაწირავად უფლისა.

24. და ყოველსა, რომელსა თანა იპოვა მეწამული და ვაკინთი და ზეზი ვანად თჳსად, მოაქუნდა ბალანი თხათა, და ტყავები მეწამული და ტყავები ცისხეული ტარსიკონი.

25. და მოიღეს ყოველი, რომელი შესწირვიდა შესაწირავსა ოქროჲსა და ვეცხლისა, და ყოველი მოაქუნდათ შესაწირავად უფლისა, და რომელთა თანა იპოვა მათ შორის ძელი ულპოლველი, მოაქუნდა ყოვლისა მისთჳს საქმისა მომზადებად.

26. და ყოველი დედაკაცი ბრძენი გონებითა ჴელითა სთვიდა და მოაქუნდა სთული მყიე, და ძოწეული და მეწამული, და ზეზი და ყოველსა დედაკაცსა, რომელსა ჯერ-უჩნდა გონებათა მათთა, სიბრძნით სთჳდეს თმასა თხისასა.

27. და მთავარნი იგი მამანი მოიღებდეს თვალთა პატიოსანთა: ანთრაკსა, ზამარაგდესა და ბივრილსა, და იაკინთსა ნივთად ვაკასისა მის.

28. და საკითხავისა შემზადებად და ზეთსა მას ცხებისასა და შემზადებასა მას საკუმეველთასა.

29. და ყოველი მამაკაცი და დედაკაცი, რომელთა მოუვიდოდა გონებითა მათითა, შევიდოდეს საქმედ ყოველსავე მას საქმესა, რომელი ბრძანა უფალმან საქმედ მოსეს მიერ. მოიღეს ძეთა ისრაჱლისათა შესაწირავი უფლისა.

30. და ჰრქუა მოსე ძეთა ისრაჱლისათა: აჰა ესერა, უწოდა ღმერთმან სახელით ბესელიელს ურისსა, ძისწულსა ურისსა, ტომისაგან იუდასსა.

31. და აღავსო იგი სულითა საღმრთოჲთა სიბრძნითა და გულისხმისყოფითა და მეცნიერებითა ყოვლითა.

32. ყოველსავე ზედა ხუროთმოძღურებად საქმედ ოქროჲსა და ვეცხლისა, და რვალსა და ანთრაკსა მას.

33. ხუროვნებად საქმედ ძელსა მას და ყოვვლსა საქმესა სიბრძნისასა და წინაწარ განზრახვად მოსცა მას.

34. და ელიაბს, ძესა მას აქის მაქისისასა, ტომისაგან დაანისსა.

35. და აღავსნა იგინი სიბრძნისა და განზრახვისა და გულისხმის-ყოფად და საქმედ ქსოვასა, და ჭრელსა ქსოვად მეწამულსა მას და ზეზსა ხუროთმოძღურებისა.