წინასწარმეტყველება იერემიასი

11

1. სიტყვა, რომელი იყო იერემიაჲს მიმართ უფლისა მიერ, და თქუა:

2. ისმინე სიტყუა ანდერძისაჲ ამის და სთქუა კაცთა მიმართ იუდაჲსთა და დამკჳდრებულთა იერუსალიმს.

3. და იტყოდი მათდამი: ამათ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაილისაჲ: დაწყეულ იყავნ კაცი, რომელმან არა ისმინნეს სიტყუანი ამის ანდერძისანი,

4. რომელი ვამცენ მამათა თქუენთა დღესა შინა, რომელსა აღმოვიყვანენ იგინი ქუეყანისაგან ეგჳპტისა, საჴუმილისაგან რკინისა, მეტყუელმან: ისმინეთ ჴმისა ჩემისა, და ყვენით ყოველნი, რომელნიცა გამცნნე თქუენ, და იყვნეთ ჩემდა ერად და მე ვიყო თქუენდა ღმერთად,

5. რაჲთა დავამტკიცო ფიცი, რომელსა ვეფუცე მამათა თქუენთა, მიცემად მათდა ქუეყანაჲ მადინებელი სძესა და თაფლსა, ვითარცა დღესა ამას. და მიგება-ყვეს და თქუეს: იყავნ, უფალო!

6. და თქუა უფალმან ჩემდამო: წარიკითხენ სიტყუანი ესე ქალაქთა შორის იუდასთა და გარეშე იერუსალიმისა მეტყუელმან: ისმინეთ სიტყვანი ამის ანდერძისანი და ყვენით იგინი,

7. რამეთუ წამებით უწამე მამათა თქუენთა დღესა მას, რომელსა გამოვიყვანენ იგინი ქუეყანით ეგჳპტით, და ვიდრე აქა დღედმდე აღიმსთობდ, უწამებდ და ეტყოდე: ისმინეთ ჴმისა ჩემისა, და არა ისმინეს.

8. და გარეწარ-ყვნეს სასმენელნი მათნი. და ვიდოდა კაცადი ნებასა გულისა თჳსისა ბოროტისა და მოვიხუენ მათ ზედა სიტყვანი ესე ამის ანდერძისანი, რომელ ვამცენ მათ ყოფად, და არა ისმინეს.

9. და თქუა უფალმან ჩემდამო: იპოვა საკრველი კაცთა შორის იუდასთა და დამკჳდრებულთა შორის იერუსალემს.

10. მიიქცეს უსამართლოებათა მიმართ მამათა მათთა პირველთასა, რომელთა არა ინებეს სმენად სიტყუათა ჩემთა და, აჰა, ესენიცა ვლენან უკუანა ღმერთთა უცხოთასა მსახურებად მათდა. და განაქარვეს სახლმან ისრაჱლისამან და სახლმან იუდასამან ანდერძი ჩემი, რომელი აღუთქუ მამათა მათთა მიმართ.

11. ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი: აჰა, მე მოვაწინე მათ ზედა ძჳრნი, რომელთაგან ვერ შემძლებელ იყვნენ გამოსლვად მათგან, და ღაღადებდენ ჩემდამო და არა ვისმინო მათი.

12. და ვიდოდიან ქალაქნი იუდაჲსნი და მკჳდრნი იერუსალიმისანი და ღაღადებდენ ღმერთთა მიმართ მათთა, რომელთა-იგი უკუმევენ მათ. ხოლო მათ ვერ იჴსნენ იგინი ჟამსა შინა განშორებისა მათისასა,

13. რამეთუ რიცხჳსაებრ ქალაქთა შენთასა იყვნენ ღმერთნი შენნი, იუდა. და რიცხჳსაებრ გამოსავალთა იერუსალიმისათა დააწესნეს ბომონნი, სირცხვილისა საკმეველი კუმევად ბაალისსა.

14. და შენ ნუ ილოცავ ერისა ამისთჳს, და ნუ მევედრები მათთჳს ვედრებისა მიერ და ლოცვისა, რამეთუ არა შესმენით იქმნენ ჟამსა შინა, რომელსა მხადოდიან მე, ჟამსა შინა განბოროტებისა მათისასა.

15. რად შეყუარებულმან სახლსა შინა ჩემსა ქმნა საძაგელი: ნუ ლოცვანი და ჴორცი წმიდაჲ მოგისპობენ შენგან ბოროტთა შენთა, ანუ ამათ განარინონ?

16. ზეთისხილი შუენიერი, ჩრდილკეთილი ხილვით, გიწოდა უფალმან სახელი შენი. ჴმასა ზედა მეტკუეთილობისა მისისა, აღატყდა ცეცხლი მის ზედა, დიდი ჭირი შენ ზედა გინებულ იქმნეს რტონი მისნი.

17. და უფალმან ძალთამან, დამნერგველმან შენმან, თქუნა შენ ზედა ძჳრნი უკეთურებისა წილ სახლისა ისრაილისა და სახლისა იუდასსა, რამეთუ ქმნეს თავთა მათთად განრისხება ჩემი, უკუმევდეს რაჲ იგინი ბაალსა.

18. უფალო, გულისხმა-მიყავ მე და ვცნა, მაშინ ვიხილენ სიმარჯვენი მათნი.

19. მე, ვითარცა კრავმან უმანკომან მოყვანებულმან დაკლვად, არა ვცან. ჩემ ზედა ისიტყუეს გულისსიტყუა ბოროტი მეტყუელთა: მოდით და შეურიოთ ძელი პურსა თანა მისსა, აღვჴოცოთ იგი ქუეყანით ცოცხალთაჲთ, და სახელი მისი არა მოჴსენებულ იქმნეს მერმე.

20. უფალო საბაოთ, მსჯელო მართალო, გამომცდელო თირკმელთა და გულისაო, მიხილავსმცა შენ მიერი შურის-გება მათ ზედა, რამეთუ შენდა მიმართ განვაცხადე სამართალი ჩემი.

21. ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი კაცთა ზედა ანათოელთა, მეძიებელთა სულისა ჩემისათა, მეტყუელთა: არ წინასწარმეტყუელებდე სახელითა უფლისათა, თუ არა მოჰკუდე ჴელთა მიერ ჩუენთა.

22. ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი საბაოთ: აჰა, მე ზედმივიხილო მათ ზედა, ჭაბუკნი მათნი მახვილისა მიერ მოკუდენ და ძენი მათნი აღესრულნენ სიყმილისა მიერ.

23. და დანაშთომი არა იყოს მათი, რამეთუ მოვაწინე ძჳრნი მკჳდრთა ზედა ანათოთის თანა წელიწადსა მოხედვისა მათისასა.

12

1. მართალ ხარ შენ, უფალო, რამეთუ მიგიგო შენდამი, გარნა სასჯელნი ვთქუნე შენდამი. რად, რამეთუ გზაჲ უთნოთაჲ წარემართების? იეფის ყოველთა უგულებელს-მყოფელთა უგულებელს-ყოფათასა.

2. დაჰნერგენ იგინი და განიძირეს. შვილიერ იქმნეს, და ყვეს ნაყოფი. მახლობელ ხარ შენ პირისა მათისა და შორს თირკმელთაგან მათთა.

3. და შენ, უფალო, მიცი მე, გამოსცადე გული ჩემი წინაშე შენსა და შეკრიბენ იგინი, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი, უბიწო-ჰყვენ იგინი დღისათჳს დაკლვისა მათისა.

4. ვიდრემდის იგლოვდეს ქუეყანაჲ და ყოველი თივაჲ ველისაჲ განჴმეს უკეთურებისაგან დამკჳდრებულთა მას ზედა? უჩინო იქმნეს საცხოვარნი და მფრინველნი, რამეთუ თქუას: არა იხილნეს უფალმან გზანი ჩვენნი.

5. შენნი ფერჴნი რბიან და დაგჴსნიან შენ, ვითარ განემზადები ჰუნეთა ზედა? და ქუეყანასა ზედა მშჳდობისასა შენ ესავ, ვითარ ჰყოფ ოხრასა ზედა იორდანისასა?

6. რამეთუ ძმანიცა შენნი და სახლი მამისა შენისა, და იგინიცა გეცრუვნეს შენ, და მათცა ჴმა-ყვეს უკანისაგან შენისა, შენ ზედა შეკრბეს, ნუ ირწმუნებ მათდამი, რამეთუ იტყოდიან შენდამი მშჳდობითთა.

7. დაუტევე სახლი ჩემი და დავაგდე სამკჳდრებელი ჩემი. მივეც შეყუარებული სული ჩემი ჴელთა მტერთა მისთასა.

8. იქმნა სამკჳდრებელი ჩემი ჩემდა, ვითარცა ლომი მაღნარსა შინა. მოსცა ჩემ ზედა ჴმაჲ მისი, ამისთჳს მოვიძულე იგი.

9. ნუ ქუაბი აფთრისაჲ სამკჳდრებელი ჩემი ჩემდა, ანუ ქუაბნი გარემოს მისსა? მას ზედა ვიდოდეთ. შეკრიბენით ყოველნი მჴეცნი ველისანი და მოვიდენ ჭამად მისსა.

10. მწყემსთა მრავალთა განრყუნეს ვენაჴი ჩემი, შეაბილწებდეს ნაწილსა ჩემსა. მისცეს ნაწილი გულისსათქმელი ჩემი უდაბნოდ მიუალად,

11. დაიდვა უჩინო საქნელად წარწყმედისა, ჩემ მიერ უჩინო-ყოფითა უჩინო იქმნა ყოველი ქუეყანაჲ, რამეთუ არა არს მამაკაცი დამდებელი გულსა შინა.

12. ყოველთა ზედა ალაგთა უდაბნოსა შორის მოვიდეს საარებულნი, რამეთუ მახჳლმან უფლისამან შეჭამოს კიდითგან ქუეყანისაჲთ და ვიდრე კიდემდე ქუეყანისა არა არს მშჳდობაჲ ყოვლისა ჴორცისა.

13. სთესენით იფქლნი და ეკალნი მოიმკენით. ნაწილნი მათნი არსარგებელ ეყვნენ მათ. სირცხჳლეულ იქმნენით სიქადულისაგან თქუენისა, ყუედრებისაგან წინაშე უფლისა,

14. რამეთუ ამათ იტყჳს უფალი: ყოველთათჳს მეზობელთა ბოროტთა, შემხებელთა სამკჳდრებელისა ჩემისათა, რომელი განვიკერძე ერი ჩემი ისრაელი, აჰა, მე აღვიხუნე იგინი ქუეყანისაგან მათისა და სახლი იუდაჲსი გამოვიყვანო შორის მათსა.

15. და იყოს, შემდგომად გამოყვანებისა მათისა ჩემგან მოვაქციო და შევიწყალნე იგინი და დავამკჳდრნე იგინი კაცადი სამკჳდრებელსა ზედა თჳსსა და კაცადი ქუეყანასა ზედა თჳსსა.

16. და იყოს, უკეთუ მსწავლელთა ისწავონ გზაჲ ერისა ჩემისა, ფუცვად სახლისა მიმართ ჩემისა, ცხოველ არს უფალი, ვითარცა ასწავეს ერსა ჩემსა ფუცვად ბაალისა მიმართ, და აღეშენენ საშუალ ერისა ჩემისა.

17. ხოლო არა თუ მოიქცენ და მოვსპო ნათესავი იგი მოსპობით და წარწყმედით, - თქვა უფალმან.

13

1. ესრეთ იტყოდა უფალი ჩემდამო: ვიდოდე და მოიგე თავისა შენისა, გარემოსარტყმელი სელისა, და გარემოიდევ გარემო წელთა შენთა, და წყალსა შინა არა განვიდეს.

2. და მოვიგე მოსარტყმელი სიტყჳსაებრ უფლისა და მოვიდევ წელთა გარემო ჩემთა.

3. და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

4. მოიღე მოსარტყმელი გარემოჲსი წელთა შენთაჲ, და აღდეგ და ვიდოდე ევფრატად მიმართ, და დამალე ეგე მუნ სიჴურელესა შინა კლდისასა.

5. და წარვედ და დავმალე იგი ევფრატსა ზედა, ვითარცა მამცნო მე უფალმან.

6. და იყო შემდგომად დღეთა მრავალთა და თქუა უფალმან ჩემდამო: აღდეგ, ვიდოდე ევფრატად მიმართ და აღიღე მუნით მოსარტყმელი, რომელი გამცენ შენ დამალვად მუნ.

7. და წარვედ ევფრატად მიმართ მდინარედ, დავთხარე და მოვიღე მოსარტყმელი ადგილისაგან, რომელსა დავჰფალ იგი მუნ. და, აჰა, განხრწნილ იყო, რომელი არა იჴმაროს არარად.

8. და იქმნა სიტყვა უფლისაჲ ჩემდამო

9. მეტყუელი: ამათ იტყჳს უფალი: ესრეთ განვხრწნა გინებაჲ იუდაჲსი და გინებაჲ იერუსალიმისა,

10. ქალაქისა ამის, და ერისა ჩემისა, გინებაჲ არმნებებელთა სმენად სიტყუათა ჩემთა და მავალთა ნებასა გულისა მათისათა, უკანა ღმერთთა უცხოთასა, მსახურებად მათდა და თაყუანის-ცემად მათდა და იყვნენ, ვითარცა მოსარტყმელი ესე, რომელი არა იჴმაროს არარად,

11. რამეთუ ვითარ-იგი მოსარტყმელი წელთა ზედა კაცისათა, ეგრეთ შემოვიახლე თავისა მომართ ჩემისა სახლი ისრაჱლისა და ყოველი სახლი იუდაჲსი, - თქუა უფალმან, - ყოფად ჩემდა ერად სახელოვნად, სიქადულად და დიდებად, და არ შეისმინეს ჩემი.

12. და სთქუა ერისა მიმართ სიტყვა ესე: ამას იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისა: ყოველი თხიერი აღივსოს ღჳნითა. და იყოს, უკეთუ თქვან შენდამი არ მცნობთა: ვერ მცანით, ვითარმედ ყოველი თხიერი აღივსოს ღვინითა?

13. და სთქუა მათდამი: ამათ იტყჳს უფალი: აჰა, მე აღვავსებ ყოველთა დამკჳდრებულთა ამის ქუეყანისათა და მეფეთა მათთა მსხდომარეთა, ძეთა დავითისთა, საყდართა ზედა მისთა, და მღდელთა და წინაწარმეტყუელთა და იუდას და ყოველთა დამკჳდრებულთა იერუსალჱმს მთრვალობითა.

14. და განვაბნევ მათ და მამაკაცსა და ძმასა მისსა, და მამათა მათთა და ძეთა მათთა. მის შორის არა ვისურვო, - იტყვის უფალი, - და არა ვერიდო, არა შევიწყალნე განხრწნისგან მათისა.

15. ისმინეთ და ყურად-იღეთ და ნუ აღჰმაღლდებით, რამეთუ უფალი იტყოდა:

16. მიეცით უფალსა ღმერთსა ჩუენსა დიდებაჲ პირველ შერიჟუებისა და პირველ წარკუეთებისა ფერჴთა თქუენთა მთათა ზედა ბნელთა და მოელოდით ნათელსა, და მუნ აჩრდილი სიკუდილისაჲ, და დაისხნეთ სიბნელედ.

17. არა თუ ისმინოთ, დაფარულად ტიროდეს სული თქუენი პირისაგნ გინებისათა, და ცრემლოოდეთ ცრემლით და გარდმოადინეთ თუალთაგან თქუენთა ცრემლნი, რამეთუ შეიმუსრა სამწყსო უფლისაჲ.

18. არქუთ მეფესა და მმძლავრებელთა, დამდაბლდით და დასხედით, რამეთუ დაიჴსნა თავისაგან თქუენისა გჳრგჳნი დიდებისა თქუენისა.

19. ქალაქნი ბღუარითკერძონი შეიჴშნეს და არა იყო განმღები. გარდაისახლა იუდა. აღასრულა გარდასახლებაჲ სრული.

20. აღიხუენ თუალნი შენნი, იერუსალჱმ, და იხილენ მომავალნი ჩრდილოთ, სადა არს სამწყსოჲ, რომელი მიგეცა შენ, ცხოვარნი დიდებისა შენისანი.

21. რაჲ სთქუა, ოდეს აღგიხილვიდენ შენ? და შენ ასწავენ მათ შენ ზედა სასწავლელნი. დასაბამად სალმობათა მოგიცვან შენ, ვითარცა დედაკაცი მშობი.

22. და უკუეთუ სთქუა გულსა შინა შენსა: რაჲსათჳს დამემთხუნეს მე ესენი? სიმრავლისათჳს უმართლობისა შენისა, აღგესაბურველნეს უკუანაკერძონი შენნი განსაქიქებელად ქუსლთა შენთა.

23. უკუეთუ ცვალოს ეთიოპელმან ტყავი თჳსი და ვეფხმან სიჭრელენი მისნი, და თქუენცა შეუძლოთ კეთილისა ქმნაჲ მოსწავლეთა ბოროტთასა.

24. და განვხრწნენ იგინი, ვითარცა ქარქუეტი მოღებული ქარისაგან უდაბნოდ.

25. ესე არს ნაწილი შენი და ხუედრი ურჩებისა თქუენისაჲ ჩემდა, იტყვის უფალი, - ვითარცა დამივიწყე მე და ესევდი ცრუთა მიმართ.

26. და მეცა აღვსაბურველნე უკანაკერძონი შენნი წინაშე პირსა შენსა, და იხილოს გინებულებაჲ შენი.

27. და მრუშებაჲ შენი და ჴუვილი შენი, და უცხოქმნულებაჲ სიძვისა შენისა ბორცუთა ზედა და ველთა შორის ვიხილენ საძაგელნი შენნი. ვაჲ შენდა, იერუსალჱმ, რამეთუ არა განსწმდი უკანა ჩემსა, ვიდრემდის იყო შენ?

14

1. სიტყუაჲ უფლისაჲ, რომელი იყო იერემიაჲს მიმართ უწჳმროებისათჳს.

2. იგლოვა იუდეამან, და ბჭენი მისნი დაცალიერდეს, და დაბნელდეს ქუეყანასა ზედა, და ღაღადებაჲ იერუსალჱმისაჲ აღვიდა.

3. და დიდ-დიდთა მისთა წარავლინნეს ჭაბუკნი მათნი მერწყულად. მივიდეს ჯურღმულთა ზედა, და ვერ პოვეს წყალი და მიაქცინეს ჭურჭელნი მათნი ცალიერად. ჰრცხუენა და კდემულ იქმნეს და დაიფარნეს თავნი მათნი.

4. და საქმენი ქუეყანისანი მოაკლდეს, რამეთუ არა იყო წჳმაჲ. სირცხჳლეულ იქმნეს მუშაკნი, დაიფარნეს თავნი მათნი

5. ირემნი ველთა ზედა იზუებვოდეს და დაუტევებდეს, რამეთუ არა იყო მწუანე.

6. ვირნი ველურნი დადგეს ბორცვთა ზედა, მოიზიდნეს ქარნი, ვითარცა ვეშაპმან. მოაკლდა თუალთა მათთა, რამეთუ არა იყო თივა.

7. უკუეთუ ცოდვანი ჩემნი წინადამიდგეს ჩუენ, უფალო, მყვენ ჩუენ სახელისა შენისათჳს, რამეთუ მრავალ არიან ცოდვანი ჩუენნი წინაშე შენსა. შენ შეგცოდეთ.

8. თმენაო ისრაჱლისაო უფალო, დაგჳჴსნენ ჟამსა შინა ბოროტსა. რაჲსათჳს იქმენ, ვითარცა რაჲ მსხემი, ქუეყანასა ზედა და ვითარცა მის ქუეყანისა მიმქცევი სავანედ?

9. ნუ იყოფი, ვითარცა კაცი მძინარი, ანუ ვითარცა მამაკაცი შემძლებელი განრინებად და შენ ჩუენ შორის ხარ, უფალო. და სახელი შენი ზედწოდებულ არს ჩუენ ზედა. ნუ დამივიწყებ ჩუენ.

10. ვსრეთ ეტყჳს უფალი ერსა ამას: შეიყუარეს ძრვაჲ ფერჴთა მათთაჲ და არა ჰრიდეს. და ღმერთმან არ სათნო იყო მათ შორის. აწ მოიჴსენოს უსჯულოებათა მათთაჲ და ზედმიიხილოს ცოდვათა მათთა.

11. და თქუა უფალმან ჩემდამო: ნუ ილოცავ ერისა ამისთჳს საკეთილოდ,

12. რამეთუ უკუეთუ იმარხვიდენ, არა ვისმინო ვედრებისა მათისაჲ. და უკუეთუ შემოსწირვიდენ ყოვლადდასაწუელთა და მსხვერპლთა, არა სათნო ვიყო მათ შორის, რამეთუ მახჳლისა მიერ და სიყმილისა და სიკუდილისა მე მოვასრულნე იგინი.

13. და ვთქუ: მყოფო უფალო მეუფეო! აჰა, წინასწარმეტყუელნი მათნი. წინაწარმეტყუელებენ და იტყჳან. არა იხილოთ მახჳლი და სიყმილი არა იყოს თქვენ შორის, რამეთუ ჭეშმარიტებაჲ და მშჳდობაჲ მივსცე ქუეყანასა ზედა და ადგილსა ამას შინა.

14. და თქუა უფალმან ჩემდამო: ცილსა წინაწარმეტყუელებენ წინაწარმეტყუელნი სახელსა ზედა ჩემსა. არა მივავლინენ იგინი, და არა ვამცენ მათ, და არა ვიტყოდე მათდა მიმართ, რამეთუ ხილვათა ცრუთა და მისნობათა და სახრვათა და აღრჩევათა გულისა მათისათა გიწინაწარმეტყუელებენ თქვენ იგინი.

15. ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი წინაწარმეტყუელთათჳს: მწინაწარმეტყუელებთა სახელითა ჩემითა და მე არ მოვავლინენ იგინი. რომელნი იტყჳან: მახჳლი და სიყმილი არა იყოს ქუეყანასა ამას ზედა სიკუდილისა მიერ, ვითარცა ვიტყჳ, მოკუდენ და სიყმილისა მიერ, მოესრულნენ წინაწარმეტყუელნი.

16. და ერი, რომელთა ეგენი უწინაწარმეტყველებენ მათ, და იყუნენ დაცჳვნებულ საგზაურთა ზედა იერუსალიმისათა პირისაგან მახჳლისა და სიყმილისა. და არა იყოს დამფლველი მათი და ცოლნი მათნი და ძენი მათნი და ასულნი მათნი, და გარდავასხნე მათ ზედა ძჳრნი მათნი.

17. და სთქუა მათდა მიმართ სიტყუაჲ ესე: დამოადინენით თვალთაგან თქუენთა ცრემლნი დღე და ღამე და ნუ მოაკლდებინ, რამეთუ შემუსრვითა დიდითა შეიმუსრა ქალწული ასული ერისა ჩემისა და წყლულებითა სალმობიერითა ფრიად.

18. გან-თუ-ვიდე ველად, და, აჰა, წყლულებანი მახჳლისანი, და შე-თუვიდე ქალაქად, და აჰა, ტკივილი სიყმილისაჲ, რამეთუ მღდელი და წინაწარმეტყუელი წარვიდეს ქუეყანად, რომელი არა იცოდეს.

19. ნუ შეურაცხ-მყოფელმან შეურაცხ-ჰყავ იუდა, და სიონით განეშორა სული შენი. რაჲსათჳს დამცენ ჩუენ? და არა არს ჩუენდა კურნებაჲ? დავითმინეთ მშჳდობისათჳს, და არა არიან კეთილნი ჟამად კურნებისად და, აჰა, შფოთი.

20. ვაგრძნენით, უფალო, ცოდვანი ჩუენნი, უსამართლოებანი მამათა ჩუენთანი, ვითარმედ ვცოდეთ წინაშე შენსა.

21. დააცხრვე სახელისა შენისათჳს. ნუ წარსწყმედ საყდარსა დიდებისა შენისასა. მოიჴსენე, ნუ განაქარვებ აღთქმასა შენსა ჩუენ თანა.

22. ნუ არსა კერპთა შორის წარმართთასა მაწჳმებელი? და უკუეთუ ცამან მოსცეს სიმაძღრე თჳსი, არა შენ ხარა თავადი, უფალი, ღმერთი ჩუენი? და დაგითმობთ შენ, რამეთუ შენ ჰქმნენ ყოველნი ესე.

15

1. და თქუა უფალმან ჩემდამო: უკუეთუ დადგეს მოსე და სამუილ წინაშე ჩემსა, არა არს სული ჩემი მათდა მიმართ. განავლინე ერი ესე პირისა ჩემისაგან, განვიდენ.

2. და იყოს, უკუეთუ თქუან შენდამი: სადა განვიდეთ? და სთქუა მათდამი, - ამათ იტყჳს უფალი, - რაოდენნი სიკუდილადმი, - სიკუდილადმი. და რაოდენნი მახჳლადმი, - მახჳლადმი, და რაოდენნი სიყმილამდი, - სიყმილადმი, და რაოდენნი ტყუეობადმი, - ტყუეობადმი.

3. და შურ-ვიგო მათ ზედა ოთხგუარად, - იტყჳს უფალი - მახჳლი სიკუდიდ მიმართ და ძაღლნი. განბძარვად მიმართ, და მჴეცნი ქუეყანისანი და მფრინველნი ცისანი ჭამისა მიმართ და განხრწნისა.

4. და განვსცნე ეგენი ჭირთა მიმართ ყოველთა მეფობათა ქუეყანისათა მანასისთჳს, ძისა ეზეკიასა, მეფისა იუდაჲსთა, ყოველთათჳს, რომელნი ქმნნეს იერუსალჱმს შინა.

5. ვინ ჰრიდოს შენ ზედა, იერუსალჱმ და ვინ შეიშინოს შენ ზედა? ანუ ვინ მოაქციოს მშჳდობისა მომართ შენისა?

6. შენ გარემიმექეც მე, - იტყჳს უფალი, - შემდგომად სლვისაგან და განვყოფ ჴელსა ჩემსა, და განგრყუნე შენ და არღარა ულხინო მათ.

7. და განვსთესნე იგინი განთესვისა მიერ ბჭეთა შორის ერისა ჩემისათა. უშვილო იქმნეს და წარწყმდეს ერი ჩემი მკჳდრობისათჳს მათისა და არა მოიქცეს.

8. განმრავლდეს ქურივნი მათნი უფროს ქჳშისა ზღჳსა. მოვაწივ დედასა ზედა ჭაბუკთასა საარებაჲ შუადღე. მივაგდე მის ზედა მყის ძრწოლაჲ და სწრაფაჲ.

9. უშვილო იქმნა მშობელი შჳდთაჲ, შებოროტნა სული მისი, დაჰჴდა მზე მის ზედა ჯერეთ განმშოვლებასა დღისასა. სირცხჳლეულ იქმნა და ეყუედრა, ნეშტნი მათნი მახჳლსა მივსცნე წინაშე მტერთა მათთა, - თქუა უფალმან, -

10. ვაჲ ჩემდა, დედაო! ვითარცა ვინ მშევ მე? მამაკაცი დასჯილი და განმკითხველი ყოველსა ქუეყანასა. არ თანა-მედვა, არცა მეთანამდებებოდა არა ვინ, ძალი ჩემი მოაკლდა მწყევართა ჩემთა შორის.

11. იყავნ, უფალო, წარმართება მათდა. არა თუმცა წარმოვდეგ შენდა ჟამსა შინა ძჳრთა მათთასა და ჟამსა შინა ჭირისა მათისასა საკეთილოდ მტერთა მიმართ.

12. უკუეთუ იცნობოს ძჳნად და ზღუდედ რვალისად ძალი შენი?

13. და საუნჯენი შენნი იავრად მივსცნე ნაცვლად ყოველთათჳს ცოდვათა შენთა, ყოველთა შორის საზღუართა შენთა.

14. და დაგამონო შენ გარემო მტერთა შენთა ქუეყანასა ზედა, რომელ არა იცი. რამეთუ ცეცხლი აღატყდა გულისწყრომისა ჩემისაგნ თქუენ ზედა, და აეგზნას.

15. უფალო, მომიჴსენე მე და მომხედე მე და უბრალო-მყავ მე მდევართა ჩემთაგან. ნუ სულგრძელებისა შენისადმი დამმარხავ მე. ცან, ვითარ მოვიღე შენ ძლით ყუედრებაჲ.

16. უგულებელსმყოფელთაგან სიტყვათა შენთასა. მოასრულეს იგინი. და იყავნ სიტყუაჲ შენი ჩემდა ნუგეშინის-საცემელ და სიხარულ გულისა ჩემისა, რამეთუ ზედწოდებულ არს სახელი შენი ჩემ ზედა, უფალო ყოვლისა მპყრობელო.

17. არა დავჯდე შესაკრებელსა შორის მათ თანა, იმღერიედ რაჲ, არამედ ვიშიშვოდე პირისაგან ჴელისა შენისა. მარტოვებით ვჯდე, რამეთუ სიმწარითა აღვივსე.

18. რაჲსათჳს შემაწუხებელნი ჩემნი მძლევენ? წყლულება ჩემი მტკიცე არს. ვინაჲ განვიკურნო? ქმნილ იქმნა ჩემდა, ვითარცა წყალი ცრუჲ, არმქონებელი რწმენისა.

19. ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი: უკუეთუ მოაქციო, და კუალად-გაგო შენ, წინაშე პირსა ჩემსა დასდგე. და გამო-თუ-იყვანო პატიოსანი უღირსისაგან, ვითარცა პირი ჩემი იყო, და მოაქციონ მათ შენდა, და შენ არა მიაქციო მათდამი?

20. და მიგცე შენ ერსა ამას, ვითარცა ზღუდე რვალისაჲ მაგარი და გბრძოდიან შენ და ვერ უძლებდენ შენდამი მით, რამეთუ შენ თანა ვარ ცხოვნებად შენდა, - თქუა უფალმან,

21. და განრინებად შენდა ჴელისაგან ბოროტისა და გიჴსნა მე შენ ჴელისაგან სიყმილთასა, - იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისა.