წიგნი ისო, ძისა ნავესი

1

1. და იყო, შემდგომად აღსასრულისა მის მოსესი, მონისა მის უფლისა, ჰრქუა უფალმან ისოს, ძესა ნავესა, მსახურსა მოსესა.

2. მოსე, მონაჲ ჩემი, აღესრულა. აწ შენ აღდეგ და წიაღვედ იორდანესა, შენ და ყოველი ერი ესე ქუეყანასა მას, რომელსა მე მიგცემ თქუენ.

3. ყოველსა ადგილსა რომელსაცა დასდგათ კუალი ფერჴთა თქუენთაჲ, თქუენ მიგცე იგი, ვითარცა-იგი ვარქუ მოსეს,

4. უდაბნოჲ და წინაჲ ლიბანე, მიმდინარედმდე დიდად მდინარედ ევფრატისად და ყოველი ქუეყანა ქეტელთა ვიდრე ზღუადმდე დასასრულისად, მზისა დასავლადმდე იყვნენ საზღვარნი თქუენნი.

5. არა დაგიდგეს კაცი წინაშე თქუენსა ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა. და ვითარ ვიყავ მოსეს თანა, ეგრეცა შენ თანა ვიყო. და არა დაგაგდო შენ და არცა უგულებელს-გყო შენ.

6. განძლიერდი და მჴნე იყავ, რამეთუ შენ განუყო ერსა მას ქუეყანაჲ იგი, რომლისათჳს-იგი ვეფუცე მამათა თქუენთა მიცემად მათა.

7. აწ განძლიერდი და მჴნე იყავ დამარხვად და ყოფად, რაჲ-იგი გამცნო შენ მოსე, მონამან ჩუენმან. და არა გარდააქციო შენ მათგან მარჯულ, არცაღა მარცხულ, რათა გულისხმა-ჰყო ყოველი, რასაცა იქმოდი.

8. და არა განგეშოროს შენ წიგნი ესე ამის შჯულისა პირისაგან შენისა და იწურთიდე მას დღე და ღამე, რათა გულისხმა-ჰყო ყოფად ყოველი წერილი. მაშინ წარგემართოს და წარჰმართნე გზანი შენნი და მაშინ გულისხმა-ჰყო.

9. აჰა, ესერა, მე გამცნებ შენ: განძლიერდი და მჴნე იყავ, ნუ შესძრწუნდები, ნუცაღა გეშინინ. რამეთუ მე შენ თანა ვარ, უფალი ღმერთი შენი, ყოველსა ადგილსა, ვიდრეცა ხჳდოდი.

10. და უბრძანა ისო მწიგნობართა ერისათა და ჰრქუა: შევედით შორის ბანაკსა ამას ერისასა და ამცენით ერსა ამას და არქუთ:

11. აღჰმზადეთ საგზალი, რამეთუ შემდგომად სამისა დღისა წიაღსლვად ხართ იორდანესა ამას. შეხჳდეთ დაპყრობად ქუეყანისა მის, რომელი უფალმან ღმერთმან მამათა თქუენთამან მოგცეს თქუენ სამკჳდრებელად.

12. და რუბენს და გადს და ზოგსა ნათესავსა მანასესსა ჰრქუა ისო:

13. მოიჴსენეთ სიტყუაჲ, რომელ გამცნო თქუენ მოსე, მონამან უფლისამან, და გრქუა: უფალმან ღმერთმან თქუენმან დაგადგინა თქუენ და მიგცა ქუეყანა ესე.

14. დედა-წული თქუენი და საცხოვარი თქუენი შეიყვანენ ქუეყანასა მას, რომელ მიგცე თქუენ. ხოლო თქუენ წიაღხჳდეთ, ჭაბუკნი, პირველად ძმათა თქუენთა ყოველსა, რომელსა უძლავს, და შეეწინეთ მათ,

15. ვიდრემდის დაფუძნეს უფალმან ღმერთმან თქუენმან ძმანი ეს თქუენნი, ვითარცა-ეგე თქუენ. და დაიმკჳდრონ მათცა ქუეყანა იგი, რომელ უფალმან ღმერთმან თქუენმან მოსცეს მათ. და მაშინ წარხჳდეთ კაცად-კაცად სამკჳდრებელად თჳსად, რომელი მიგცა თქუენ მოსე წიაღ იორდანესა მზის აღმოსავალით.

16. და მიუგეს ისოს და ჰრქუეს: ყოველი, რავდენიცა გუამცნო, ჩუენ ვყოთ.

17. და ყოველსა ადგილსა, რომელსა მიგუავლინნე ჩუენ, მივიდეთ; ყოვლითა, რავდენითა ვერჩდით მოსეს, გერჩდეთ შენცა, გარნა უფალი ღმერთი ჩუენი იყავნ შენ თანა, ვითარცა იყო მოსეს თანა.

18. ხოლო კაცმან, რომელმან გაცილოს შენ, და რომელმან არა ისმინოს სიტყუათა შენთა, ამცნებდეთ თუ რასმე მას, მოკუედინ იგი, არამედ განძლიერდი და მჴნე იყავ.

2

1. და წარავლინნა ისო, ძემან ნავესმან, სატიმით ორნი ჭაბუკნი მსახურად და ჰრქუა მათ: აღვედით და იხილეთ ქუეყანა იგი და იერიქოჲ. და წარვიდეს ორნი იგი ჭაბუკნი და მოვიდეს იერიქოდ და შევიდეს სახლსა დედაკაცისა მეძავისასა, რომელსა სახელი ერქუა ჰრააბ. და იყვნეს მუნ.

2. და მიეთხრა მეფესა იერიქოჲსასა, ვითარმედ: აჰა, ესერა, კაცნი შემუსრულ არიან აქა ძეთა ისრაჱლისათანი მოხილვად ქუეყანისა.

3. და მიავლინა მეფემან იერიქოჲსამან, ეტყოდა ჰრააბს და ჰრქუა: გამოიყვანენ კაცნი იგი, რომელ შემოსრულ არიან სახიდ შენდა ღამე, რამეთ მსტოვრად მოსრულ არიან.

4. და მიიყვანნა მან დედაკაცმან კაცნი იგი და დამალნა იგინი. და მათ მიუგო და ჰრქუა:

5. შემოვიდეს ჩემდა კაცნი იგი და, რაჟამს დაჰჴშვიდეს ბჭეთა შერიჟუებასა, კაცნი იგი განვიდეს. არა უწყი, ვიდრე ვიდეს. დევნა-უყავთ უკუანა მათსა, ეწივნეთ ხოლო თუ მათ.

6. ხოლო მან აღიყვანნა იგინი სჴუენად და დამალნა იგინი სელსა შინა ძნეულსა, რომელ დაზჳნებულ იყო სჴუენსა შინა მისსა.

7. და კაცთა დევნა-უყვეს უკუანა მათსა გზასა იორდანისასა წიაღსავალით კერძო და ბჭენი დაუჴშნეს. და იყო, რაჟამს განვიდეს მდევარნი იგი უკუანა მათსა.

8. და ვიდრე დაწოლადმდე მათა აღვიდა იგი თავადი მათა სჴუენად და ჰრქუა მათ:

9. უწყი, რამეთუ თქუენ მიგცა უფალმან ქუეყანა. და აწ რამეთუ დაცემულ არს შიში თქუენი ჩუენ ზედა

10. და გუასმიეს, რამეთუ განაჴმო უფალმან ღმერთმან ზღუაჲ იგი ერუთრაჲსაჲ პირისაგან თქუენისა, რაჟამს გამოხჳდოდეთ ეგჳპტით, და რავდენი-იგი უყო ორთა მათ მეფეთა ამორეველთა, რომელ-იგი იყვნეს წიაღ იორდანესა: სეონ და ოგ, რომელ-იგი მოსრენით.

11. და, ესერა, გუესმა ჩუენ, უგონ ვიქმნენით გულითა ჩუენითა. და არღარა არს სულ არავის თანა პირისაგან თქუენისა, რამეთუ უფალი ღმერთი თქუენი ღმერთი არს ცასა შინა ზესკნელს და ქუეყანასა ზედა ქუე.

12. და აწ მეფუცენით მე უფლისა ღმრთისა, რამეთუ ვჰყოფ თქუენთჳს წყალობასა. და თქუენცა ყავთ წყალობაჲ სახლსა ზედა მამისა ჩემისასა.

13. და განარინეთ სახლი მამისა ჩემისაჲ და დედაჲ ჩემი, ძმანი ჩემანი და დანი ჩემნი. და ყოველივე, რაცა არს მათი, და იჴსენით სული ჩემი სიკუდილისაგან.

14. და ჰრქუეს მას კაცთა მათ: სული ჩუენი თქუენ წილ იყავნ სიკუდიდ. და მან ჰრქუა მათ: რაჟამს მიგცეს თქუენ უფალმან ქალაქი ესე, ყავთ ჩემთჳს წყალობაჲ და ჭეშმარიტებაჲ.

15. და გარდასხნა სარკუმლით

16. და ჰრქუა მათ: მთად წარვედით, ნუუკვე შეგემთხჳნენ მდევარნი იგი თქუენნი და დაემალენით მუნ სამ დღე ვიდრე უკმოქცევადმდე, რომელთა დევნა-უყოფიეს უკუანა თქუენსა. და ამისა შემდგომად წარხჳდეთ გზასა თქუენსა.

17. და ჰრქუეს მას კაცთა მათ: უბრალომცა ვართ ფიცსა მას შენსა.

18. აჰა, ესერა, ჩუენ შემოვიდოდით ზოგსა ქალაქისასა და დასდვა შენ სასწაულად: შტანგი ესე მეწამული გამოაბა სარკუმელსა, ვინა-იგი გარდამოგუსხენ ჩუენ მას ზედა. და მამაჲ შენი და დედაჲ შენი და ძმანი შენნი და ყოველი სახლი მამისა შენისაჲ შეჰკრიბნე. შენ თანა სახლსა შინა შენსა.

19. და იყოს, ყოველი, რომელი გამოვიდეს სახლით შენით გარე, თანამდებ იყოს თავისა თჳსისა. ხოლო ჩვენ უბრალო ვიყუნეთ ფიცსა ამას შენსა. და რავდენნივე იყვნენ სახლსა შენსა, ჩუენ თანამდებ ვიყვნეთ,

20. უკუეთუ ვინმე გუავნოს ჩუენ და განცხადნენ სიტყუანი ესე ჩუენნი უბრალო ვიყვნეთ ფიცსა ამას შენსა.

21. და ჰრქუა მათ: მსგავსად სიტყჳსა თქუენისა, ეგრეცა ყავთ. და განავლინნა იგინი და წარვიდეს. და მოაბა სასწაული იგი მეწამული სარკუმელსა.

22. და წარვიდეს და მივიდეს მთად და იყვნეს მუნ სამ დღე და ეძიებდეს მდევარნი იგი ყოველთა გზათა და არა პოვნეს იგინი.

23. და მოიქცეს ორნი იგი ჭაბუკნი და მოვიდეს მთით და წიაღვიდეს ისოჲსა, ძისა ნავესისა, და მიუთხრეს ყოველი, რაჲცა-იგი შეემთხჳა მათ,

24. და ჰრქუეს ისოს: რამეთუ მოგუცა უფალმან ჴელთა ჩუენთა ყოველი იგი ქუეყანაჲ და შეშინებულ არიან ყოველნი იგი მკჳდრნი მის ქუეყანისან ჩუენგან.

3

1. და აღიმსთო ისო განთიად. და წარმოიძრნეს სატიმით და მოვიდეს იორდანედ ოდენ. და დადგეს მუნ წიაღსლვადმდე.

2. და იყო, შემდგომად სამისა დღისა გამოვლეს მწიგნობართა მათ ბანაკი იგი

3. და ამცნეს ერსა მას და ჰრქუეს: რაჟამს იხილოთ კიდობანი იგი შჯულისა უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲ. და მღდელნი ჩუენნი და ლევიტელნი, რომელთა აღეღოს იგი, წარემართენით ადგილთაგან თქუენთა და შეუდეგით უკუანა მათსა.

4. და იყავნ განშორებაჲ საშუვალ თქუენსა და მისსა ორ ათასითა ოდენ წყრთითა, ადგილ-იპყართ ნუ შეეახლებით მას არამედ რათა უწყოდით ოდენ გზაჲ, რომელსა ხჳდოდით, რამეთუ არა სრულ ხართ გზასა ამას გუშინ და ძუღან დღეთა.

5. და ჰრქუა ისო ერსა: განწმიდენით ხვალისა რამეთუ ხვალე ყოს უფალმან თქუენ შორის საკჳრველი.

6. და ჰრქუა ისო მღდელთა: აღიღეთ კიდობანი იგი შჯულისაჲ და წარუძეღუთ ერსა ამას. და აღიღეს მღდელთა მათ კიდობანი იგი შჯულისა უფლისა და ვიდოდეს წინა ერისა მის.

7. და ჰრქუა უფალმან ისოს: ამას დღესა შინა ვიწყებ აღმაღლებად შენდა წინაშე ყოველთა ძეთა ისრაჱლისათა, რათა უწყოდიან, რამეთუ, ვითარცა ვიყავ მოსეს თანა, ეგრე ვიყო შენ თანაცა.

8. აწ ამან მღდელთა, რომელთა აღიღეს კიდობანი იგი შჯულისაჲ დ არქუ: რაჟამს შეხჳდეთ ზოგსა წყალსა იორდანისასა, იორდანესა შინა ადგილ-იპყართ.

9. და ჰრქუა ისო ძეთა ისრაჱლისათა: მოკერბით აქა და ისმინეთ სიტყუაჲ უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲ.

10. ამით გულისხმა-ჰყოთ, რამეთუ ღმერთი ცხოველი არს ჩუენ შორის და მოსრვით მოსრნეს პირისაგან თქუენისა ქანანელნი და ქეტელნი და ეველნი და ფარეზელნი და გერგესეველნი და იებოსელნი.

11. აჰა, ესერა, კიდობანი შჯულისა უფლისა ყოვლისა ქუეყანისა წიაღვალს იორდანესა.

12. გამოირჩიენით თქუენ ათორმეტნი კაცნი ძეთაგან ისრაჱლისათა: ერთი თითოსაგან ნათესავისა.

13. და იყოს, რამეთუ დადგენ ფერჴნი მღდელთანი, რომელთა აღეღოს კიდობანი იგი შჯულისა უფლისა ყოვლისა ქუეყანისაჲ წყალსა შინა იორდანისასა, წყალი იორდანისა დასწდეს, ხოლო წყალი იგი დამომავალი დადგეს.

14. და წარიძრა ერი იგი საყოფელთაგან მათთა წიაღსლვად იორდანესა. ხოლო მღდელთა აღიღეს კიდობანი იგი შჯულისაჲ წარძღუანვად ერისა.

15. და ვითარცა შევიდოდეს მღდელნი იგი, რომელთა აქუნდა კიდობანი იგი შჯულისა იორდანედ, და ფერჴნი მღდელთანი მათ კიდობნისა აღმღებელთანი შეისოლვნენ მცირედ წყალსა იორდანისასა, ხოლო იორდანე სავსე იყო რაჲთურთით კიდემდე მისად, ვითარცა დღეთა იფქლის მკისათა.

16. დადგეს წყალნი იგი ზენადამომავალნი. დგა მკდნარად განყენებულად შორს ჯეკმა ფრიად ადამინითაგან ვიდრე კარიათიმდმდე, ხოლო შთამავალი იგი შთაჴდა ზღვასა მარილოვანსა და სრულიად მოაკლდა და ერი იგი დგა მართლ იერიქოჲსა.

17. და დგეს მღდელნი იგი, რომელთა აქუნდა კიდობანი იგი შჯულისა უფლისა ჴმელსა ზედა შორის იორდანესა. და ყოველნი ძენი ისრაჱლისანი წიაღვიდოდეს ჴმელსა, ვიდრემდის დაასრულა ყოველმან ერმან წიაღსლვად იორდანესა.

4

1. და ვითარცა დაასრულა ყოველმან ერმან წიაღსლვად იორდანესა, მიუგო უფალან ისოს და ჰრქუა:

2. მოიყვანენ ერისაგანნი ათორმეტნი კაცნი: ერთი თითოჲსაგან ნათესავისა,

3. უბრძანე მათ და არქუ: აღიღეთ ამიერ საშუვალ იორდანესა, სადა ქუე დადგეს ფერჴნი მღდელთანი, მზანი ქვანი ათორმეტნი. და ესენი წიაღიხვენით თქუენ თანა და დასხენით იგინი საბანაკესა თქუენსა, სადა დაიბანაკოთ მუნ ამას ღამესა.

4. და მოუწოდა ისო ათორმეტთა კაცთა პატიოსანთა ძეთაგან ისრაჱლისათა, ერთსა თითოსაგან თესლისა.

5. და ჰრქუა მათ ისო: მოდით წინაშე ჩემსა. წინაშე პირსა უფლისასა საშუვალ იორდანესა. და აღებით აიღენ კაცად-კაცადმან ქვაჲ ერთი ზედა ბჭეთა თჳსთა მსგავსად რიცხჳსა მის ნათესავთა ისრაჱლისათა.

6. რათა იყვნენ ესენი თქუენდა სასწაულად მარადის. და რაჟამს გკითხვიდეს შენ ძე შენი ხვალე და გრქუას: რა არიან ქვანი ესე თქუენდა?

7. და შენ აუწყო ძესა შენსა და ჰრქუა, ვითარმედ: დასწყდა იორდანე მდინარე პირისაგან კიდობნისა შჯულისა უფლისა ყოვლისა ქუეყნისასა, რაჟამს წიაღვიდოდა მას. და იყვნენ თქუენდა ქვანი იგი საჴსენებელად ძეთა ისრაელისათა მიუკუნისამდე.

8. და ყვეს ეგრე ძეთა ისრაჱლისათა, ვითარცა უბრძანა უფალმან ისოს. და აღიხუნეს ათორმეტნი საშუვალ იორდანესა, ვითარცა უბრძანა უფალმან ისოს დასრულებასა მას წიაღსლვისასა ძეთა ისრაჱლისათასა და წიაღიხუნეს მათ თანა ბანაკად. და დასხნეს იგინი მუნ.

9. და აღჰმართნა ისო სხუანი ათორმეტნი ქვანი იორდანესა შინა ადგილსა, მას, სადა დადგეს ფერჴნი მღდელთანი, რომელთა აქუნდა კიდობანი იგი შჯულისა უფლისა და არიან მუნ დღეინდელად დღედმდე.

10. და დადგეს მღდელნი იგი, რომელთა აქუნდა კიდობანი იგი შჯულისაჲ, იორდანუსა შინა, ვიდრე დაასრულა ისო ყოველი, რავდენი ამცნო უფალმან ისოს თხრობად ერსა მას, და ისწრაფა ერმან მან და წიაღჴდა.

11. და იყო, რაჟამს აღასრულა ერმან მან წიაღსლვაჲ, წიაღჴდა კიდობანი იგი შჯულისა უფლისა და ქვანი იგი წინა მათსა.

12. და წიაღჴდეს ძენი რუბენისნი და ძენი გადისნი და ზოგი ნათესავისა, მანასესი განმზადებული წინაშე ძეთა ისრაჱლისათა, ვითარცა ამცნო მათ მოსე.

13. ოთხი ბევრი ჭურვილი ბრძოლად და წიაღჴდეს წინაშე უფლისა ბრძოლად იერიქოსა ქალაქისა.

14. მას დღესა შინა აღამაღლა უფალმან წინაშე ყოვლისა ნათესავისა ისრაჱლისა, და ეშინოდა მისგან, ვითარცა ეშინოდა მოსესგან, რავდენ ჟამ ცხოველ იყო იგი.

15. და მიუგო უფალმან ისოს და ჰრქუა:

16. უბრძანე მღდელთა, რომელთა აქუნდეს კიდობანი იგი შჯულისა საწამებლისაჲ გამოსლვად იორდანისაგან.

17. და უბრძანა მღდელთა მათ ისო და ჰრქუა: გამოვედით იორდანით.

18. და იყო ვითარ გამოჴდეს მღდელნი იგი, რომელთა აქუნდა კიდობანი იგი შჯულისა უფლისა, იორდანისაგან. და დაიდგნეს ფერჴნი მათნი ჴმელსა ზედა. და წარმოემართა წყალი იგი იორდანისა ადგილსავე თჳსსა და ვიდოდა, ვითარცა გუშინ და ძოღან დღეთა ყოლად კიდესა.

19. და ერი იგი აღმოჴდა იორდანით მეათესა თთუესა პირველისასა და დაიბანაკეს ძეთა ისრაჱლისათა გალგალს შინა მიერ კერძო მზის აღმოსავლით იერიქოჲსა.

20. და ათორმეტნი ესე ქვანი, რომელნი აღმოიხუნეს იორდანით, დასხნა ისო გალგალს შინა.

21. და ჰრქუა: რაჟამს გკითხვიდენ თქუენ შვილნი თქუენნი და გქუან: რა არიან ქვანი ესე?

22. უთხრათ შვილთა თქუენთა და ჰრქუათ, ვითარმე: ჴმელსა ზედა წიაღმოჴდა ისრაჱლი იორდანესა,

23. რამეთუ განაჴმო უფალმან ღმერთმან ჩუენმან, წყალი იორდანისა წინაშე მათსა, ვიდრე წიაღსლვადმდე მათა.

24. ვითარცა ყო უფალმან ღმერთმან ჩუენმან, ერუთრაჲ ზღუაჲ, რომელ განაჴმო უფალმან ღმერთმან ჩუენმან, წინაშე ჩუენსა,

25. ვიდრემდის წიაღვჰჴდით, რათა ცნან ყოველთა ნათესავთა ქუეყანისათა, რამეთუ ძალი უფლისა ძლიერ არს, და ჰმსახურებდეთ უფალსა ღმერთსა თქუენსა, ყოველსა ჟამსა.

5

1. და იყო, ვითარ ესმა ყოველთა მათ მეფეთა ამორეველთა, რომელ იყვნეს წიაღ იორდანესა, და მეფეთა ფჳნიკისათა, რომელ იყვნეს ზღჳსკიდესა, რამეთუ განაჴმო უფალმან ღმერთმან იორდანე მდინარე წინაშე ძეთა ისრაჱლისათა წიაღსლვასა მას მათსა და დადნეს გულნი მათნი, და ივლტნეს და არღარა იყო მათ თანა გონებაჲ არცა ერთ პირისაგან ძეთა ისრაჱლისათა.

2. მას ჟამსა შინა ჰრქუა უფალმან ისოს: იქმნენ შენ დანაკნი ქვისანი ქვისა ცისნატეხისანი და დაჯედ და წინადასცჳთე ძეთა ისრაჱლისათა მეორედ.

3. და შექმნნა ისო დანაკნი ცისნატეხისანი. და წინადასცჳთა ძეთა ისრაჱლისათა ადგილსა მას, რომელსა ერქუა ბორცჳ წინადაცუეთილთაჲ.

4. და ვითარცა განწმიდნა ისო ძენი იგი ისრაჱლისანი, რომელნი-იგი იყვნეს ოდესმე გზასა ზედა და რომელნი იგი ოდესმე წინადაუცვეთელ იყვნეს გამოსრულთაგანნი ეგჳპტით. ყოველსა ამას წინადასცჳთა ისო ყოველსა გამოსრულსა ეგჳპტით წულსა ყრმასა, რამეთუ ყოველნი კაცნი მბრძოლნი მოსწყდეს მუნვე უდაბნოსა გზას შემდგომად გამოსლვისა მათისა ქუეყანით ეგჳპტით.

5. რამეთუ წინადაცუეთილ იყო ყოველი იგი ერი, რომელ გამოსრულ იყო და ყოველი იგი ერი, რომელი ეშვა უდაბნოჲსა გზას შემგომად გამოსლვისა მათისა ქუეყანით ეგჳპტით, წინადასცჳთეს.

6. რამეთუ ორმეოცდაორ წელ იქცეოდა ისრაჱლი უდაბნოსა მას მადბარიტისადისასა. ამისთჳს წინადაუცუეთელ იყვნეს მრავალნი მბრძოლთა მათგანნი, რომელნი გამოსრულ იყვნეს ქუეყანით ეგჳპტით, რომელნი-იგი არა ერჩდეს ბრძანებათა ღმრთისათა, რომელნი-იგი განაჩინნა უფალმან არა ხილვად მათა ქვეყანა იგი, რომლისათჳს ეფუცა უფალი მამათა მათთა მოცემად ჩუენდა ქუეყანა, რომლისგან გამოსდის სძე და თაფლი.

7. ამათ წილ დაადგინნა ძენი მათნი, რომელთა წინადასცჳთა ისო, რამეთუ წინადაუცუეთელ იყვნეს, რამეთუ იყვნეს იგინი გზასა ზედა წინადაუცვეთელ.

8. და რაჟამს წინადაიცჳთეს ყოველთა მათ ნათესავთა, ყუედრებით იყვნეს მუნვე მსხდომარენი ბანაკსა მას შინა, ვიდრემდის განეგნეს.

9. და ჰრქუა უფალმან ისოს: დღესდღესა შინა განგაშოვრე ყუედრებაჲ ეგჳპტელთა თქუენგან. და უწოდა სახელი მის ადგილისა გალგალა მოდღეინდელად დღედმდე.

10. და დაიბანაკეს ძეთა ისრაჱლისათა გალგალს შინა. და ყვეს ძეთა ისრაჱლისათა ზატიკი მეათოთხმეტესა დღესა თთჳსასა მწუხრითგან დასავალით კერძო იერიქოსა ველსა ზედა.

11. და ჭამეს იფქლისაგან ქუეყანისასა ხვალისაგან უფუველი და ახალი.

12. ამას დღესა შინა მოაკლდა მანანაჲ შემდგომად ჭამისა მის მათისა იფქლისაგან ქუეყანისასა. და არღარაჲ ეპოვა ძეთა ისრაჱლისათა მანანაჲ და დაიკრიბეს ნაყოფი იგი ფჳნიკელთა მას წელსა.

13. და იყო, ვითარ იყო ისო იერიქოს, აღიხილნა თუალნი თჳსნი და იხილა კაცი ერთი მდგომარე წინაშე მისსა და მახჳლი ჴდილი ჴელთა შინა მისთა. და მოვიდა ისო და ჰრქუა მას: ჩუენი ხარ, ანუ მტერთა ჩუენთაჲ?

14. და მან ჰრქუა მას: მე ვარ ერისთავი ძალისა უფლისაჲ და აწ მოსრულ ვარ.

15. და ისო დავარდა პირსა თჳსსა ქუეყანასა ზედა, თაყუანის-სცა მას და ჰრქუა: უფალო, რაჲ უბრძანო შენსა მონასა?

16. და ჰრქუა ერისთავმან უფლისამან ისოს: განიჴსნენ ჴამლნი შენნი ფერჴთაგან შენთა, რამეთუ ადგილი ეგე, რომელსა შენ სდგა, წმიდა არს. და ყო ეგრე ისო.