წიგნი ისო, ძისა ნავესი

16

1. და იყვნეს საზღვარნი ძეთა იოსებისთანი იორდანითგან, რომელ არს იერიქოჲთ კერძო, აღმოსავალით უდაბნოდ და აღვიდეს იერიქოჲთ მთით პირსა უდაბნოჲთ ბეთელად. და განვიდეს ბეთელით ლუზად,

2. და წარვიდეს საზღვართა ზედა არაქიასხ ტაუთისთა.

3. და განვიდეს ზღუად კერძო საზღვართა ზედა იეფალთისთა მისაზღუართამდე ბეთორინისათა. და იყოს გამოსავალი მათი ზღჳთ კერძო.

4. და დაიმკჳდრნეს ძეთა იოსებისთა: ეფრემ და მანასე.

5. და იყვნეს საზღვარნი ტომად-ტომად მათა: აღმოსავალით ასტაროთი და ადარი ვიდრე ზენა ბეთორონდმდე და გაზარაჲ.

6. და განვიდეს საზღვარნი ზღუად კერძო მაქთულდდ, ჩრდილოჲთ, მივიდეს აღმოსავალად თენად სელოთად და წარვიდეს აღმოსავალით იანოქად.

7. და დანაართად ატაროთდ, და დაბნები მათი და განვლოს იერიქოჲ და მიიწიოს იორდანედ.

8. და თაქუესა გარეწარვლნეს საზღუარნი ზღუად კერძო ჴევსა კანაჲსასა. და იყოს გამოსავალი მისი ზღჳთ კერძო. ესე არს სამკჳდრებელი ნათესავისა ძეთა ეფრემისთაჲ ტომად-ტომად მათა.

9. და ქალაქები, რომელ განიკუთნეს ძეთა ეფრემისთა შორის სამკჳდრებელისა, ძეთა მანასესთანი ყოველი ქალაქები და დაბნები მათი.

10. და არა მოსპო ეფრემ ქანანელი, რომელ მკჳდრ იყო გაზერს შინა, და შენ იყო ქანანელი შორის ეფრემისა მოაქადღედმდე ვიდრე აღმოსავალადმდე ფარაო მეფისა ეგჳპტისაჲ. და დაიპყრა ქალაქი და მოწუა იგი ცეცხლითა, და ქანანელნი და ფერეზელნი, და მკჳდრნი გაზერისანი და გმირნი, და მისცა იგი ფარაო ზითვად ასულსა თჳსსა.

17

1. და იყვნეს საზღვარნი ნათესავისა ძეთა მანასესთანი, რამეთუ ესე პიმშოჲ იყო იოსებისი, და მაქირს პირმშოსა მანასესა, მამასა გალაადისსა, რამეთუ კაცი მბრძოლი იყო გალაადიტს შინა და ბასანიტიდს შინა.

2. და იყო ძეთა მანასესთა სხუათა ტომად-ტომად მათა ძეთა აქიეზერისთა, და ძეთა ქეზეკისთა, და ძეთა იერეელისთა, და ძეთა სექემისთა, და ძე სემემირაესთა. ესე იყვნეს ძენი ტომად-ტომად მათა.

3. და სალფაათს, ძესა სოფერისსა, არა ესხნეს მას ძეებ, არამედ ასულებ. და ესე არს სახელები ასულთა სალპაადისთა: მაალი, და ნუსა და ეგლა, და მელქა და თესრა.

4. და წარდგეს წინაშე ელიაზარ მღდელისა და წინაშე ისოჲსა, ძისა ნავჱსა, და წინაშე მთავართა და თქუეს: ღმერთმან ამცნო ჴელითა მოსესითა ცემად ჩუენდა სამკჳდრებელი შორის ძმათა ჩუენთა და სცეს მათ ნაწილი ბრძანებითა უფლისათა შორის ძმათა მამისა მათისათა.

5. და აღმოუჴდა მანასეს ნაწილად ველი ლაბეკისაჲ ქუეყანისაგან გალაადის და ბასანისა, რომელ არს წიაღ იორდანესა.

6. რამეთუ ასულთა ძეთა მანასესთა დაიმკჳდრეს ნაწილი შორის ძმათა მათთა, ხოლო ქუეყანა გალაადისა ხუდა ძეთა მანასესთა, რომელ დაშთომილ იყვნეს.

7. საზღვარნი ძეთა მანასესთანი ასერ მაქთოჲთგან, რომელ არს პირისპირ სუქემსა. და მივლენ საზღვარნი იამინდ კერძო და იასებდ წყაროდ კერძო თაფოჲსა მანასჱსთა.

8. იყოს თაფთოჲცა საზღვართა ზედა მანასესთა.

9. ჴევსა ზედა კანესასა ჩრდილოჲთ კერძო ჴევსა ზედა იარისასა, რომელ არს ბელეკუნი ეფრემისი, შუვა ქალაქსა მანასესა და საზღვარნი მანასესნი.

10. ჩრდილოჲთ კერძო ნაღუარევისა და იყოს გამოსავალად მისა ზღუაჲ ჩრდილოჲთ კერძო და იზაქარისა აღმოსავალით.

11. იყოს მანასესი შორის იზაქარისა და შორის ასერისა, ბეთსანს და დაბნები მათი, და მკჳდრნი დორისანი, დაბნები მისი, და მკჳდრნი მაგედოჲსანი და დაბნები მისი, და მკჳდრნი თანაქისანი და დაბნები მისი, და მესამე ნაწილი ნაფეთისი და დაბნები მისი.

12. [და] ვერ შეუძლეს ძეთა მანასესთა მოსრვად ამის ქალაქებისა. და იწყო ქანანელმან დაშენებად ქუეყანასა მას.

13. და იყო, რამეთუ სძლეს ძეთა ისრაჱლისათა და მორჩილ იყვნეს ქანანელნი, ხოლო მოსრვით არა მოსრნეს იგინი.

14. სიტყუას უგებდეს ძენი იოსებისნი ისოს და ჰრქუეს: რაჲსათჳს დაგჳმკჳდრე ჩუენ ნაწილი ერთი და საზომი ერთი? ხოლო მე ერმრავალ ვარ და ღმერთმან მაკურთხა მე.

15. და ჰრქუა მათ ისო: ერმრავალ თუ ხარ შენ, აღგუალე მაღნარად და განკაფე თავისა შენისად. გიწრობს თუ შენ მთა ეფრემისი.

16. და ჰრქუეს ძეთა იოსებისთა: ვერ კმა არს ჩუენდა მთა, რამეთუ ცხენი რჩეული და მახჳლი აქუს ქანანელთა, რომელი მკჳდრ არს ბეთსანს შინა და დაბნებსა მისსა ღელესა შინა იზრაჱლისასა.

17. და ჰრქუა ისო ძეთა იოსებისთა: ერმრავალ თუ ხარ შენ და ძალი დიდი გაქუს, არა იყოს შენდა ნაწილი ერთი.

18. რამეთუ მაღნარი შენდა იყოს და რაჟამს აჰჴოცო ქანანელი, რამეთუ ცხენი რჩეული არს მისი, შენ ვერ სძლო მას.

18

1. და განკრბა ყოველი კრებული ძეთა ისრაჱლისათა სელომდ. და აღდგეს მუნ კარავი საწამებელისაჲ და ქუეყანაჲ დაიპყრა მათგან.

2. და დაშთეს ძენი ისრაჱლისანი, რომელთა არღა დაემკჳდრა შჳდნი ნათესავნი.

3. და ჰრქუა მათ ისო: ვიდრემდის აჰხუმიდეთ დამკჳდრებად ქუეყანისა, რომელ მიგცა თქუენ უფალმან ღმერთმან მამათა ჩუენთამან.

4. მომცენით მე თქუენნი სამნი კაცნი ნათესავისაგან და წარვავლინნე იგინი. და აღდგენ და მოვლონ ქუეყანაჲ და აღწერედ იგი წინაშე ჩემსა, ვითარცა ჯერ-არს განყოფაჲ მისი.

5. და მოვიდეს მისსა და განუყვეს მათ შჳდად ნაწილად იუდაჲ. დადგეს საზღვრად მათა ბღუარით კერძო. და ძენი იოსებისნი დადგეს საზღვართა ზედა მათთა, ჩრდილოჲთ კერძო.

6. ხოლო თქუენ განიყავთ ქუეყანა იგი თქუენდად შჳდად ნაწილად და მომართჳთ მე აქა. და გამოგცე თქუენ ნაწილი წინაშე უფლისა ღმრთისა ჩუენისა.

7. რამეთუ არა არს ნაწილი ძეთა ლევისთა თქუენ შორის. და მღდელობაჲ უფლისა ნაწილად მათა არს: და გად და რუბენ და ზოგმან ნათესავმან ძეთა მანასესთამან მიიღეს სამკჳდრებელი მათი წიაღ იორდანესა. აღმოსავალით, რომელ მისცა მათ მოსე, მონამან უფლისამან.

8. და აღდგეს კაცნი იგი და წარვიდეს. და ამცნო ისო, რომელნი-იგი წარვიდეს განზომად ქუეყანისა მის და ჰრქუა: წარვედით და განზომეთ ქუეყანაჲ და მოვედით ჩემდა აქა და მოგცე თქუენ სამკჳდრებელი წინაშე უფლისა სელომს შინა.

9. და წარვიდეს, და განზომეს ქუეყანაჲ და იხილეს იგი და აღწერეს ქალაქად-ქალაქად შჳდად ნაწილად წიგნსა და მოართუეს ისოს სელომდ.

10. და შთაუთხინა მათ ისო წილნი სელომს წინაშე უფლისა.

11. და აღმოუჴდა წილი ნათესავსა ბენიამენისსა პირველად ტომად-ტომად მათა. და აღმოუჴდა საზღვარი ნაწილისა მათისა საშუვალ იუდაჲსა და საშუვალ ძენი იოსებისნი.

12. და იყვნეს საზღვარნი მათნი ჩრდილოჲთ კერძო იორდანით. და აღვიდეს საზღვარნი ზურგით იერიქოჲსა ჩრდილოჲთ კერძო და აღვიდეს მთასა ზღუად კერძო. და იყოს გამოსავალი მისი მადბარიტის ბეთავნი.

13. და განვიდეს მიერ საზღვართა ლუზასათა ზურგით კერძო ლუზასა ბღუარით (ესე არს ბეთელი).

14. და შთავიდეს საზღვარნი ატაროთით ადარდ მთად კერძო, რომელ არს ბღუარით კერძო ბეთორონი ქუეყანაჲ. და განვლნეს საზღვარნი და გარეწარვიდეს ერთკერძო, რომელ მიაქცევს ზღუად კერძო ბღუარით კერძო მთისა პირთა ბეთორონ ლიბანსა. და იყოს გამოსავალი მისი კარითბაალდ (ესე არს კარითიმი, ქალაქი ძეთა იუდაჲსთა), ესე არს ნაწილი ზღჳთ კერძო.

15. და ნაწილი ბღუარით კერძო ნაწილად კარიათბაალით. და განვიდეს საზღვარნი გაიდდ წყაროსა ზედა წყლისასა ნაფთოჲსასა.

16. და შთავიდეს საზღვარნი ზოგსა ზედა მთისასა, რომელ არს პირით კერძო მაღნარსა ძისა ენუმისთა, რომელ არს ერთკერძო ემეკრაფაინსა: ჩრდილო და შთავიდეს გეონომდ, ზურგით კერძო იებუსისსა, ბღუარით კერძო და შთავიდეს წყაროსა ჰრუგელისასა.

17. და განვიდეს წყაროსა ზედა სამოჲსასა.

18. და განვიდეს გალილოთად, რომელ არს მართლ აღსავალსა ედომისასა, და შთავიდეს ქვად კერძო ბეან ძისა რუბენისსა და განვიდეს ზურგით ბეთაბრა ჩრდილოჲთ კერძო.

19. და შთავიდეს ზურგით კერძო ბეთაგლად, ჩრდილოჲთ კერძო. და იყო საზღვარი გამოსავალთაჲ ცხჳრად კერძო ზღუად მარილოვნისა ჩრდილოჲთ ნაწილსა იორდანისასა,

20. ბღუარით კერძო. ესე საზღვარნი ბღუარით კერძონი და იორდანე ეზღუანვის ნაწილითგან აღმოსავალით, ესე არს სამკჳდრებელი ძეთა ბენიამენისთა, საზღვარნი მისნი გარემო ტომად-ტომად მათა.

21. და იყვნეს ქალაქნი ძეთა ბენიამენისთა ტომად-ტომად მათა: იერიქოჲ,

22. და ბეთაგლაჲ, და ამეკანი, და თარაბაჲ, და სემბრიმი, და ბეთელი,

23. და აჳმმი, და აფარი,

24. და ეკრენი, და კაფერამ მისი, და გაბაჲ, და ქალაქები ათორმეტი და დაბნები მათი.

25. გაბაონი, და ჰრამაჲ, და ბეროთი.

26. და მასფაჲ, და კეფირაჲ, და ამოსაჲ.

27. და რეკიმი, და იერფაელი, და თარალაჲ.

28. და სჱ, და ლიფი, და იებუსი (და ესე არს იერუსალჱმი) და გაათი, და ქალაქი იარემი, და ქალაქები ათცამეტი და დაბნები მათი. ესე არს სამკჳდრებელი ძეთა ბენიამენისთა: ტომად-ტომად მათა.

19

1. და აღმოუჴდა ნაწილი მეორე სჳმეონს და იყო სამკჳდრებელი მათი საშუვალ ნაწილსა ძეთა იუდაჲსთასა.

2. და იყო მათა სრულიად ბერსაბე, და საბეჱ და მოლადამ,

3. და ასერსუალი და ბათული, და ბოლოჲ და ასუმი,

4. და ელთუმადი, და ერმაჲ,

5. და სეკელა და ბეთამმარქაგოთი, და ასერსურიმი.

6. და ბეთლაბათი, და აგარაკნი მათნი. და ქალაქები ათცამეტი და დაბნები მათი, იანი, და ჰრემონი, და იეთერი, და ასანი, ქალაქები ოთხი და დაბნები მათი,

8. რომელ იყო გარემო ქალაქთა ამათ ვიდრე ბალეთ ბერსამოთმდე. მისავალთა იამეთდ ბღუარით კერძო. ესე არს სამკჳდრებელი ნათესავისა ძეთა სჳმეონისთა.

9. რამეთუ იყოს ნაწილი ძეთა იუდაჲსთაჲ უფროჲს მათსა. და დაიმკჳდრეს ძეთა სჳმეონისთა შორის მათსა.

10. და აღმოუჴდა მესამე ნაწილი ზაბულონისი ტომად-ტომად მათა, და იყვნეს საზღვარნი სამკჳდრებელისა მათისანი სართითმდე.

11. საზღვარად მათა ზღუაჲ: და მიიწიოს...დმდე ჴევსა, რომელ არს პირისპირ იეკნამსა.

12. და მიიქცეს სარითით მართლ აღმოსავალით ბეთსამონსა საზღვართა ზედა ქასალოთ თაბორისათა და განვიდეს

13. დაბრათდ კერძო და აღვიდეს იაფგაიდდ კერძო და მიერ მი-გარე-ვიდეს მართლ აღმოსავალად გათად კერძო ქალაქად კასიმდ და განვიდეს ჰერმოთამმათარინ ანნუათდ.

14. და მი-გარე-ვლოს საზღვართა ზედა ჩრდილოჲსათა ენათონდ კერძო. და იყოს გამოსავალი მათი გეითიეფთაელდ კერძო,

15. და კატტათი, და ნაალოლი, და სერმონი, და იადელაჲ, და ბეთლემი.

16. ესე არს სამკჳდრებელი ნათესავისა ძეთა ზაბულონისათა, ტომად-ტომად მათა ქალაქები ესე არს და დაბნები მათი.

17. და იზაქარს აღმოუჴდა წილი მეოთხე ძეთა იზაქარისთა ტომად-ტომად მათა

18. და იყვნეს საზღვარნი მათნი: იეზრაელი, და ქასელოთი,

19. და სუნამი და აფერაიმი, და სიანი, და ჰრნათი, და ანარეთი, და რაბბოთი და კესიონი და აემსი,

20. და ჰრამათი და ენგანნიმი, და რინთ, და ენადაჲ,

21. და რაბბოთ, და კესიონ და აიემის რაჲენოთ და ენგდის და ენგდდო, და ჰრეთფასჱ.

22. და მიიწინეს საზღვარნი თაბორდ და სასიმად კერძო ზღჳთ და ბეთსამდ. და იყოს გამოსავალი საზღვართა მათთა იორდანჱ.

23. ესე არს სამკჳდრებელი ნათესავისა ძეთა იზაქარისთა ტომად-ტომად მათა, ქალაქები და ვანები მათი.

24. და აღმოუჴდა მეხუთე წილი ნათესავსა ძეთა ასერისთასა ტომად-ტომად მათა.

25. და იყვნეს საზღვარნი მათნი: ქელკათი და ოული, და ბატნაჲ, და აქსაფი, და ლიმელიქი,

26. და ამადი და მასალი და მიიწიოს კარმელად ზღჳთ კერძო და სიურდ, და ლაბანაოდ, და სამდ.

27. და მიიქცეს აღმოსავალით კერძო მზისათ ბეთაგონდ და მიიწიოს ზაბულონდ და ქუეყანად იეთფალისად ჩრდილოჲთ კერძო და შევიდეს საზღვართა ასაფთაისათა ბეთაემიკდ და მივიდეს გარეშე საზღუართა ანიელისთა და შევიდეს ქაბოლდ, მარცხლ კერძო.

28. და აქრანი, და ჰროობი, და ამმონი, და კანაჲ, და სიდონდმდე დიდად.

29. და გარეაღიქცევის საზღვარი ჰრამად ვიდრე ქალაქადმდე ძნელად ხჳრელთად და აღვალს საზღვარი ოსად კერძო და იყოს გამოსავალი მისი ზღუაჲ და ნაწილისაგან იაქსიფისა.

30. და ამოჲსი, და აფეკი, და ჰროობი, ქალაქები ოცდაორი.

31. ესე სამკჳდრებელი ნათესავისა ძეთა უერისთაჲ ტომად-ტომად მათა, ქალაქები მათი და დაბნები მათი.

32. და ძეთა ნეფთალემისთა ტომად-ტომად მათა აღმოუჴდა წილი მეექუსე.

33. და იყვნეს საზღვარნი მათნი მეელეფი, და მაელოჲ, და ბესენანი, და არმჱ, და ნაკები, და იაბნელი ლაკუმდე და იყვნეს გამოსავალნი მათნი იორდანედ.

34. და მოიქცევის საზღუარი ზღუად კერძო აზანოთ თაბორდ, განვალს მიერ იაკოკდ, და მიიწიოს ზაბულონისა ბღუარით კერძო და ასერისა მიიწიოს ზღჳთ კერძო და იორდანე იყოს აღმოსავალით კერძო.

35. და ქალაქი ზღჳსკიდები ტჳრელთაჲ, ტჳროსი, და ამათი.

36. და ადამი, და ჰრამაჲ, და ასორი.

37. და კედესი, და ედრაინი, და წყაროჲ ასორი,

38. და იარიონი და მაგდალიჱლი, ორამი და ბეთანათი, და თასმოსი, ქალაქები ათცხრამეტი და ვანები მათი.

39. ესე არს სამკჳდრებელი ნათესავისა ძეთა ნეფთალემისთაჲ ტომადტომად მათა.

40. და დანს აღმოუჴდა წილი მეშჳდე.

41. და იყვნეს საზღვარნი სამკჳდრებელისა მათისანი: სარააჲ და ესთაული, და ქალაქი სამესი.

42. და სალაბინი, და იაალომი, და ითლაჲ, და ელონი, და თამნაჲ, და კარონი,

43. და ელთეკლაჲ და გაბათონი, და აბალოთი, და ისუთი.

44. და ბანებარა, და ქალაქი მისი, და იალონ,

45. და ელონ, და აკკარონ, გაბათონ.

46. და გრემონი, და ზღჳთგან სოქორით საზღვარი მახლობელად იოპესა.

47. და აღმოუჴდა საზღვარი ძეთა დანისთა მათგან. ესე არს სამკჳდრებელი ნათესავისა ძეთა დანისთა ტომად-ტომად მათა, ქალაქები და დაბნები მათი. და აჭირეს ძეთა დანისთა ამორეველსა, მაჭირებელსა მათსა, მთასა შინა. და არა უტევებდეს მათ ამორეველნი შთასლვად ველად და იჭირვოდა მათგან საზღვარი ნაწილისა მათისა. და წარვიდეს ძენი დანისნი და ჰბრძოდეს ლესემსა, და დაიპყრეს იგი და მოსრნეს იგინი პირითა მახჳლისათა და დაეშენნეს მუნ და უწოდეს სახელი მისი ლესენდან მსგავსად სახელისა მის მთისაჲსა.

48. ესე არს სამკჳდრებელი ნათესავისა ძეთა დანისთა ტომად-ტომად მათა, ქალაქები ესე და დაბნები მათი.

49. და დაასრულეს ქუეყანაჲ იგი დამკჳდრებად საზღვრად-საზღვრად მათა. და ამორეველი დაშთა დამკჳდრებად აელომს და სალამიდს შინა. და დამძიმდა ჴელი ეფრემისი მათ ზედა. და ექმნეს მათ იგი მოჰარკე და წარვიდეს მოხილვად ქუეყანისა და საზღვართა მათთა. და სცეს ძეთა ისრაჱლისათა ნაწილი ისოს ძეთა ნავესთა მათ შორის ბრძანებითა უფლისათა.

50. და მისცა მას ქალაქი, რომელ ითხოვა, თამნათსარაჲ, რომელ არს მთასა ეფრემისასა და აღაშენა ქალაქი და დაეშენა მუნ.

51. ესე არს განყოფაჲ, რომელ დაუმკჳდრეს ელიაზარ მღდელმან და ისო, და ისო ნავესი და მთავართა ტომთა ნათესავთა ისრაჱლისათა წილით სედომს შინა წინაშე უფლისა კართა ზედა კარვისა მის საწამებელისათა და წარვიდეს მოხილვად ქუეყანისა.

20

1. და ეტყოდა უფალი ისოს და ჰრქუა:

2. ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა და არქუ: მისცენით ქალაქნი შესავედრებელთანი, რომელ გარქუ თქუენ ჴელითა მოსესითა,

3. შესავედრებელად კაცისმკლველისა, რომელმან მოკლას სული არა ნეფსით და იყვნენ თქუენდა ქალაქნი იგი შესავედრებელ. და არა მოკუდეს კაცსმკლველი იგი მეძიებელისაგან სისხლისასა, ვიდრე წარდგომადმდე წინაშე კრებულისა განკითხვად.

4. მიივლტოდეს ერთსა მას ქალაქთაგანსა და დადგეს შესავალთა მათ ბჭეთა ქალაქისათა და ეტყოდეს ყოველთა მოხუცებულთა მის ქალაქისათა სიტყუათა თჳსთა და შეწყნარებულ იყოს იგი ერისა მის თანა. და სცენ მას ადგილ და დაემკჳდროს მათ თანა.

5. და თუ სდევდეს მას მახლობელი სისხლისაჲ მის, ნუ მისცემედ ჴელთა მისთა მომკლველსა მას, რამეთუ არა ნებსით სცა მოყუასსა მას თჳსსა და არა მტერად იყო მისა გუშინ და ძუღუან.

6. და დაემკჳდრენ ქალაქსა მას ვიდრე წარდგომადმდე წინაშე ერსა მის საშჯელად ვიდრე სიკუდიდმდე მღდელისა მის დიდისა, რომელი იყოს დღეთა მათ და მაშინღა მოიქცეს მკლველი იგი ადგილად თჳსა და ქალაქად, რომლისაგან ივლტოდა.

7. და დადვეს კედელი გალილეას საზღვარსა ნეფთალემისასა და სჳქემი მთასა ეფრემისასა და ქალაქი არბოკი (ესე არს ქებრონი), საზღვარსა იუდაჲსსა,

8. და წიაღ იორდანესა იერიქოჲსა აღმოსავალით მისცეს ბოსორი და უდაბნოჲსა ველსა შინა ნათესავისაგან რუბენისისა და ჰრამოთი გალაადს შინა და გავლანი ბასანიტიდს შინა ნათესავისაგან მანასესისა.

9. ესე ქალაქნი განჩინებულნი ყოველთა ძეთა ისრაჱლისათანი და მწირისა, რომელ შევედრებულ იყოს მათ შორის შევედრებად მუნ. ყოველმან, რომელმან სცეს კაცსა, არა ნებსით, რათა არა მოკუდეს ჴელისაგან სისხლისმეძიებელისაჲსა, ვიდრემდე არ დადგეს წინაშე კრებულსა განკითხვად.