წიგნი მსაჯულთა, რომელსა ებრაულად ეწოდების სოფეტიმ

11

1. და იეფთაელ გალაადელი იყო კაცი ძლიერი ძალითა, და ესე იყო ძე დედაკაცისა მეძჳსაჲ; და უშვა გალადს იეფთაე.

2. და მერმე უშვნა ცოლმან გალადისმან მას ძეებ. და განორძინდეს ძენი იგი ცოლისა მისისანი და გამოაძეს იეფთა და ჰრქუეს მას: ვერ დაემკჳდრო სახლსა შინა მამისა ჩუენისასა, რამეთუ დედაკაცისა უცხოჲსა ძე ხარ შენ.

3. და წარივლტოდა იეფთაე პირისაგან ძმათა თჳსთაჲსა და დაეშენა ქუეყანასა ტობისასა. და შეკრბებოდეს იეფთაეს თანა კაცნი წრფელნი და იყოფოდეს მის თანა.

4. და იყო, შემდგომად დღეთა მათ ჰბრძოდეს ძენი ამონის ისრაჱლსა და ვითარ-იგი ჰბრძოდეს ძენი ამონის ისრაჱლსა,

5. წარვიდეს მოხუცებულნი გალაადისნი მოყვანებად იეფთაესა ქუეყანით ტობისაჲთ.

6. და ჰრქუეს იეფთაეს: მოვედ და იქმენ ჩუენდა მთავარ და ვჰბრძოთ ძეთა ამონისთა.

7. და ჰრქუა იეფთაე მოხუცებულთა მათ გალაადისათა: თქუენ მომიძულეთ მე და გამომაძეთ მე სახლისაგან მამისა ჩემისა და წარმომგზავნეთ თქუენგან. და აწ მოსრულ ხართ ჩემდა, რაჟამსღა გჭირს?

8. მიუგეს და ჰრქუეს მოხუცებულთა მათ გალაადისათა იეფთაეს: ეგრე, არამედ წარმოსრულ ვართ შენდა, რათა წარმოხჳდე და ვჰბრძოდით ძეთა ამონისთა და იყავ შენ ჩუენდა მთავარ ყოველთა დამკჳდრებულთა გალაადისათა.

9. და ჰრქუა იეფთაე მოხუცებულთა მათ გალაადისათა: უკუეთუ მხადით მე თქუენ ბრძოლად ძეთა ამონისთა, და მომცნეს იგინი უფალმან წინაშე ჩემსა, ვიყო თქუენდა მთავარ.

10. მიუგეს და ჰრქუეს მოხუცებულთა მათ გალაადისათა იეფთაეს: უფალი იყავნ ჩუენ შორის, რომელსა-ესე ესმეს ჩუენი, ვითარმედ სიტყჳსა შენისაებრ ვყოთ.

11. და მოვიდა იეფთაე მოხუცებულთა თანა გალაადისსა და დაადგინეს იგი ერსა ზედა მათსა მთავრად და წინამძღურად. და იტყოდა იეფთეა ყოველთავე ამათ სიტყუათა მისთა წინაშე უფლისა მასეფატს.

12. და წარავლინნა იეფთაე მოციქულნი წინაშე მეფისა ძეთა ამონისთა და ჰრქუა: რაჲ ძეს შენი და ჩემი, რამეთუ მოსრულ ხარ ბრძოლად ქუეყანასა ჩემისა?

13. და ჰრქუა მეფემან ძეთა ამონისთამან მოციქულთა მათ იეფთაესთა: რაჲსათჳს მიმიღო მე ისრაჱლმან ქუეყანა ჩემი გამოსლვასა მას მისსა ეგჳპტით არნონითგან ვიდრე იაბოკდმდე, და იორდანედ? და კუალად მომაგე იგი მშჳდობით და წარვიდე შენგან. და შესძინა მერმე იეფთაე

14. და მიავლინნა მოციქულნი მეფისა ძეთა ამონისთასა

15. და ჰრქუა მას: ესრეთ იტყჳს იეფთაე: არა მოუღო ისრაელმან ქუეყანაჲ მოაბისაჲ და ქუეყანაჲ ძეთა ამონისთაჲ;

16. აღმოსლვასა მათსა ეგჳპტით, არამედ წარმოვიდა ისრაჱლი უდაბნოსა მას ვიდრე ზდუადმდე მეწამულად და მოიწია ვიდრე კადედმდე.

17. და მიუვლინნა ისრაჱლმან მოციქულნი მეფესა ედომისა და ჰჱქუა, ვითარმედ: წარვიდე ქუეყანით შენით. და არა ისმინა მეფემან ედომისამან მათი. და მერმე მეფესა მოაბისასა მიუვლინა და არავე ინება.

18. და დადგა ისრაჱლი კადესა შინა და განვლო უდაბნოჲ იგი და არა გარემოვლო ქუეყანაჲ ედომისაჲ და ქუეყანაჲ მოაბიჱსაჲ. და მოვიდა მზისა აღმოსავალით კერძო და დაიბანაკა წიაღკერძო არონისა, და არა შევიდა საზღუართა მოაბისათა, რამეთუ არონი არს საზღუარი მოაბისაჲ.

19. და მიუვლინნა ისრაჱლმან მოციქულნი სეონისა, მეფისა ამორეველთასა, მეფისა ესებონისა. და ჰრქუა მას ისრაჱლმან: წარვლო ქუეყანით შენით ვიდრე ადგიდმდე ჩემდა.

20. და არა ინება სეონ წარსლვად ისრაჱლი საზღუართაგან მისთა შეკრიბა სეონ ყოველი ერი თჳსი და დაიბანაკა იასას და ჰბრძოდა ისრაჱლსა.

21. და მოსცა უფალმან ღმერთმან სეონ და ყოველი ერი მისი ჴელსა ისრაჱლისსა და მოსრნეს იგინი და დაიმკჳდრა ისრაჱლმან ყოველი ქუეყანაჲ ამორეველთაჲ.

22. რომელნი დამკჳდრებულ იყუნეს მას ქუეყანასა არონითგან ვიდრე იაბოკადმდე.

23. და აწ უფალმან ღმერთმან აღიღო ამორეველი იგი ერისაგან თჳსისა ისრაჱლისა. და შენ დაიმკჳდრო იგია?

24. ანუ არა, რაოდენ დაგიმკჳდრა შენ ქამოს, ღმერთმან შენმან, იგი დაიმკჳდრო შენ? და ყოველი რომელი დაგჳმკჳდრა ჩუენ უფალმან ღმერთმან ჩუენმან წინაშე პირსა თქუენსა. იგი დავიმკჳდროთ ჩუენ.

25. და აწ შენ უმჯობეს ხარა ბალაკისა, ძისა სეფორისსა, მეფისა მოაბისასა? ლალვით ნუ ჰლალვიდა ისრაჱლსა, ანუ ბრძოლით ნუ ჰბრძოდა მას?

26. რაჟამს იყოფოდა ისრაჱლი იესებონს და ასულთა მისთა და ყოველსავე ქალაქებსა მისსა იორდანით კერძო სამას წელ, რაჲსათჳს არა იჴსნნეს იგინი მას ჟამსა შინა?

27. ხოლო მე არარაჲ შეგცოდე შენ და შენ იქმ ჩემდა მომართ ბოროტსა, და მბრძავ მე. საჯენ უფალმან, რომელმან საჯოს დღეს შორის ძეთა ისრაჱლისათა და შორის ძეთა ამონისთა.

28. და არა ისმინნა მეფემან ძეთა ამონისთამან სიტყუანი იგი იეფთაესნი, ვითარ-იგი მიუვლინა მას.

29. და ილოცა იეფთაე ლთცვაჲ უფლისა მიმართ და თქუა: უკეთუ მოცემით მოსცნე ძენი ამონისნი ჴელთა ჩემთა,

31. და იყოს, ყოველივე, რომელი გამოვიდეს კართაგან სახლისა ჩემისათა შემთხუევად ჩემდა, მო-რა-ვიქცე მე მშჳდობით ძეთაგან ამონისთა, იყავნ იგი უფლისაჲ და შევწირო იგი მსხუერპლად მისსა.

32. და წარვიდა იეფთაე ძეთა ამონისთა ბრძოლად მათა. და მოსცნა იგინი უფალმან ჴელსა მისსა.

33. და მოსრნა იგინი არონითგან ვიდრე მოსლვადმდე სემინნდ ოცი ქალაქი და ვიდრე აბელდმდე ვენაჴოანისა წყლულებითა დიდითა ფრიად. და ჰრცხუენა ძეთა ამონისთა პირისაგან ძეთა ისრაჱლისათა.

34. და მოვიდა იეფთაე მასეფად სახიდ თჳსა და ასული მისი გამოვიდოდა შემთხუევად მისა ბობღნითა და მძნობრითა. და იგი იყო იამავრი მისი და არა ესუა მას მისა გარეშე ძე გინა ასული.

35. და იყო, იგი ვითარცა იხილა მან, დაიპო სამოსელი თჳსი და თქუა: ვაჲმე ასულო ჩემო, ვაჲმე, რამეთუ ბორკილ მექმენ მე და საწერტელ თუალთა ჩემთა. და მე აღვაღე პირი ჩემი უფლისა მიმართ და ვერ ჴელ-მეწიფების მე ქცევად.

36. სიტყჳსა ჩემისა. და ჰრქუა მას ასულმან: უკუეთუ. ჩვმთჳს აღაღე პირი შენი უფლისა მიმართ, მიყავ მე, ვითარცა აღმოჰჴდა პირისაგან შენისა ამისთჳს, რამეთუ ჰყავ შენ უფალი შურისმეძიებელად მტერთა შენთათა ძეთათჳს ამონისთა.

37. და ჰრქუა მამასა თჳსსა: მიყავ მე სიტყჳსაებრ მის და მაცადე მე ორ თვე ოდენ და განვიდე მთად და ვტიროდი მე ქალწულებასა ჩემსა მოყუასთა ჩემთა თანა.

38. ხოლო მან ჰრქუა მას: განვედ! და განვიდა იგი და მის თანა სხუანი ქალწულნი. და სტიროდა ქალწულებასა თჳსსა მთათა გარე.

39. და იყო, შემდგომად აღსრულებისა ორთა თუეთაჲსა მოვიდა იგი მამისა თჳსისა. და აღასრულა მის ზედა აღთქუმაჲ იგი თჳსი იეფთაე, რიმელ-იგი აღუთქუა ღმერთსა, ხოლო მან არა იცოდა მამაკაცი და დამტკიცნა სიტყუაჲ ესე ბრძანებად ისრაჱლსა შორის.

40. მიერ დღითგან მუნ დღედმდე მასვე ჟამსა შეკრბიან ასულნი ისრაჱლისანი გოდებად ასულისა იეფთაეს გალაადელისა ოთხ დღე წელიწადსა შინა.

12

1. და შეკრბეს და მოვიდეს ძენი ეფრემისნი სეფინად და ჰრქუეს იეფთაეს: რაჲსათჳს განხუედ შენ ბრძოლად ძეთა ამონისთა და ჩუენ არა გუაუწყე, რათამცა ვჰბრძოლეთ ჩუენცა შენ თანა? აწ სახლი შენი დაგაწუათ ცეცხლითა შენ ზედა.

2. ხოლო იეფთაე ჰრქუა მათ: კაცი მსაჯული ვიყავ მე, და ერი ჩემი და ძენი ამონისნი მაჭირვებდეს მე ფრიად, და ვღაღადებდ მე თქუენდა მიმართ და არა მიჴსენით მე ჴელთაგან მათთა.

3. და ვითარცა ვიხილე, რამეთუ არავინ იყო მჴსნელ ჩემდა, წარვიღე თავი ჩემი სიკუდილად ჴელითა ჩემითა და წიაღუჴედ ძეთა ამონისთა. და მოსცნა უფალმან ძენი ამონისნი ჴელთა ჩემთა და თქუენ მოსრულ ხართ ბრძოლად ჩემდა?

4. და შეიკრიბა იეფთა ყოველი ერი გალაადისაჲ და ჰბრძოდა ძეთა ეფრემისთა. და მოსრეს კაცთა ბალაადისათა ძეთაგანი ეფრემისთა მახჳლითა.

5. და წინაწარ დაიპყრეს გალაადელთა წიაღსავალი იგი იორდანისაჲ ეფრემისი. და იყო, რაჟამს-იგი იქუეს განრინებულთა მათ ეფრემისთა, ვითარმედ: წიაღვჴდეთ იორდანესა: ჰრქუეს გალაადელთა მათ: ნუუკუე ეფრემისგანი იყუნეთ თქუენ? ხოლო მათ ჰრქუეს: არა ვართ ეფრემისგანნი.

6. და მათ ჰრქუეს: გჳთხარ ნუ რაჲ სასწაული და მათ ვერ წარიმართეს სიტყუად სიტყუად ეგრესახედ. და აღიპყრობდეს მათ და მოსწყუედდეს წიაღსავალსა მას ზედა იორდანისასა და დაეცნეს მას დღესა შინა ერისაგან ეფრემისი ორმეოცდაორი ათასი.

7. და სჯიდა იეფთაე ისრაჱლსა ექუს წელ. და მოკუდა იეფთაე გალაადელი, და დაფლეს იგი ქალაქსა თჳსსა გალაადს.

8. და სჯიდა მისსა შემდგომად ისრაჱლსა ესებონ ბეთლემელი.

9. და ესხნეს მას ოცდაათ ძე ოცდაათ ასულ, რომელნი მიეცნეს ქმართა ოცდაათნი ცოლნი შემოჰგუარნეს ძეთა თჳსთა, და სჯიდა ისრაჱლსა შჳდ წელ.

10. და მოკუდა ესებონ და დაფლეს იგი ბეთლემს.

11. და ამისა შემდგომად სჯიდა ისრაჱლსა ელომ ზაბულონელი ათ წელ

12. და მოკუდა და დაჰფლეს ქუეყანასა ზაბულონისასა.

13. და ამისა შემდგომად სჯიდა ისრაჱლსა აბოდონ, ძე ელექისი, ფარათონელი.

14. და ესხნეს მას ორმეოც ძე და ოცდაათ ძისწულ, რომელნი აღსხდებოდეს სამეოცდაათთა საჴედართა; და სჯიდა იგი ისრაჱლსა რვა წელ.

15. და მოკუდა აბოდონ, ძე ელექისი, ფარათონელი, და დაფლეს იგი ფარათონს, მთასა ამალეკისასა.

13

1. და შესძინეს ძეთა ისრაჱლისათა მერმე ყოფა ბოროტისა წინაშე უფლისა. და მისცნა იგინი უფალმან ჴელთა უცხოთესლთასა ორმეოც წელ.

2. და იყო კაცი სარაჲთ ტომისგან დანისა, და სახელი მისი მანოე. და ცოლი მისი იყო ბერწ და არა შობდა.

3. და გამოეცხადა დედაკაცსა მას ანგელოზი უფლისაჲ და ჰრქუა მას: შენ, ეგერა ბერწ ხარ და არა გიშობიეს, ხოლო აწ მიუდგე და შვე ძე.

4. არამედ ეკრძალე და ნუ ჰსუამ ღჳნოსა და თაფლუჭსა, ნუცა სჭამ ყოველსავე არაწმიდასა.

5. რამეთუ შენ მუცლად-იღო და ჰშვე ძე. და მახჳლი თავსა მისსა ნუ შეეხებინ, რამეთუ წმიდაჲ ღმრთისაჲ იყოს ყრმაჲ იგი შობითგან მისით. და მან იწყოს განრინებად ისრაჱლისა ჴელისაგან უცხოთესლთა, ფილისტიმელთასა.

6. და შევიდა ცოლი და ჰრქუა ქმარსა თჳსსა: რამეთუ კაცი უფლისაჲ მოვიდა ჩემდა და ხილვა მისი. ვითარცა ხილვა ანგელოზისა ღმრთისაჲ, შუენიერ იყო ფრიად. და ვკითხე მას: ვინა მოხვალ? და სახელი მისი არა მითხრა მე.

7. და მრქუა მე: ეგერა, შენ მუცლად-იღო და ჰშვე ძე. და მრქუა მე: ნუ სუამ ღჳნოსა და თაფლუჭსა და ნუ სჭამ ყოველსავე არაწმიდასა, რამეთუ წმიდაჲ ღმრთისაჲ იყოს ყრმაჲ იგი საშოჲთგანვე სიკუდიდმდე მისა.

8. და ევედრებოდა უფალსა მანოე და იტყოდა: მოიხილე ჩემდა, უფალო! და კაცი იგი ღმრთისაჲ, რომელი მოავლინე ჩუენდა, მერმეცა მოვედინ ჩუენდა, და მაუწყენ ჩუენ, რაჲ უყოთ ყრმასა მას. რომელ იგი იშვეს!

9. და შეისმინა ღმერთმან ვედრებაჲ იგი მანოესი, და მოვიდა ანგელოზი იგი უფლისაჲ დედაკაცისა მის. ხოლო დედაკაცი იგი ჯდა ველსა გარე, და მანოე, ქმარი მისი, არა იყო მის თანა.

10. და ისწრაფა დედაკაცმან მან და მირბიოდა და უთხრა ქმარსა თჳსსა და ჰრქუა მას: აჰა ესერა, მეჩუენა მე კაცი იგი, რომელი მოვიდა მას დღესა ჩემდა.

11. და აღდგა მანოე და შეუდგა ცოლსა თჳსსა და მოვიდა კაცისა მის და ჰრქუა მას: უკუეთუ შენ ხარა კაცი იგი, რომელ ეტყოდე ცოლსა ჩემსა? და მან ჰრქუა: მე ვარ.

12. და ჰრქუა მას მანოე: აწ, რაჟამს მოიწიოს სიტყუაჲ შენი, რაჲმე იყოს სამართალი ყრმისა მის და საქმე მისი?

13. ხოლო ანგელოზმან უფლისამან ჰრქუა მანოეს: ყოველივე, რომელი ვარქუ ცოლსა შენსა, ეკრძალენ.

14. და ყოველივე რომელი გამოვალს ვენაჴისგან, ნუ ჭამნ; და ღჳნოსა და თაფლუჭსა ნუ სუამნ და ყოველსავე არაწმიდასა ნუ ჭამნ; და ყოველივე რომელი ვამცენ მას, ეკრძალენ.

15. მიუგო და ჰრქუა მანოე ანგელოზსა მას უფლისასა: გაიძულოთ შენ და მოვჰმზადოთ შენ წინაშე თიკანი ერთი თხათაჲ.

16. და ჰრქუა ანგელოზმან მან უფლისამან მანოეს: დაღათუ მაიძულოთ, მე არა ვჭამო პური შენი. ხოლო შე-თუ-სწირავ მსხუერპლსა, უფლისა შეწირე იგი, რამეთუ. ვერ გულისჴმა-ყო მანოე, ვითარმედ ანგელოზი უფლისაჲ არს.

17. და ჰრქუა მანოე ანგელოზსა მას უფლისასა. რაჲ არს სახელი შენი? რათა, რაჟამს მოიწიოს სიტყუაჲ შენი, გადიდებდე შენ!

18. ჰრქუა მას ანგელოზმან უფლისამან: რაჲსათჳს ესრეთ მკითხავ მე სახელსა ჩემსა? და იგი არს საკჳრველ.

19. და მოიღო მანოე თიკანი იგი თხათაჲ და შესაწირავი. და შეწირა იგი უფლისა საკჳრველმოქმედისა კლდესა მას ზედა; და მანოე და ცოლი მისი ჰხედვიდეს.

20. და იყო, ვითარ-იგი აღვიდოდა ალი იგი ზედა კერძო საკურთხეველსა მას ზეცად, თანააღვიდა ანგელოზი იგი უფლისაჲ ალსა მას. და მანოე და ცოლმან მისმან იხილეს და დაცჳვეს იგინი პირსა ზედა თჳსსა ქუეყანად.

21. და არღარა შესძინა ანგელოზმან უფლისამან ჩუენებად მანოესა და ცოლსა მისისა. მაშინ გულისჴმა-ყო მანოე, ვითარმედ ანგელოზი უფლისაჲ არს.

22. და ჰრქუა მანოე ცოლსა თჳსსა: სიკუდილით მოვსწყდეთ, რამეთუ ღმერთი ვიხილეთ.

23. და ჰრქუა მანოეს ცოლმან თჳსმან: უკუეთუმცა უნდა უფალსა სიკუდილი ჩუენი. არამცა შეიწირა ჴელთაგან ჩუენთა მსხუერპლი ესე და შესაწირავი; და არამცა მაუწყა ჩუენ ესე ყოველი, და არამცა მასმინა ჩუენ.

24. და შვა დედაკაცმან მან ყრმაჲ იგი და უწოდა სახელი მისი სამსონ და აკურთხა იგი უფალმა.

25. და აღორძნდა ყრმაჲ იგი, და იწყო სულმან უფლისამან სლვად მის თანა ბანაკსა მას დანისსა შორის სარაასა და შორის ასთალონსა.

14

1. და შთავიდა სამსონ თამნთად და იხილა მუნ დედაკაცი ასულთაგან უცხოთესლთასა. და სათნო-უჩნდა იგი წინაშე მისსა.

2. და მოვიდა და უთხრა მამასა და დედასა თჳსსა და ჰრქუა მათ: ვიხილე დედაკაცი თამნათას ასულთაგან უცხოთესლთაჲსა, და აწ მომგუარეთ მე იგი ცოლად.

3. და ჰრქუეს მას მამამან და დედამან: არა ნუ არიანა დედანი ძმათა შორის შენთა და ერსა შორის შენსა. და აწ შენ მიხუალ მოყვანებად ცოლად ასულთაგან უცხოთესლთაჲსა წინადაუცუეთელთა? და ჰრქუა მამასა თჳსსა სამსონ: იგი მომგუარეთ, რამეთუ იგი სთნავს თუალთა ჩემთა.

4. ხოლო მამასა და დედასა მისსა ვერ გულისჴმა-ეყო, რამეთუ უფლისა მიერ არს. რამეთუ შურისგებასა ეძიებდა უფალი უცხოთესლთაგან, ხოლო მათ ჟამთა შინა უფლებდეს ისრაჱლთა ზედა.

5. და შთავიდა სამსონ და დედაჲ და მამაჲ მისი თამნათად და მიაქციეს ვენაჴოანსა მას თამნათაჲსსა, და აჰა ესერა, ლეკჳ ლომისა იზახებდა და მოეგებვოდა მას.

6. და წარიმართა მის ზედა სულმან უფლისმან და დააკუეთა იგი, ვითარცა თიკანი თხათაჲ და არა რაჲ იყო ჴელთა შინა. ხოლო მან არა უთხრა მამა-დედასა მისსა, რაჲ-იგი ყო.

7. და შთავიდეს და ეტყოდეს დედაკაცსა მას და სათნო-უჩნდა იგი წინაშე თუალთა სამსონისთა.

8. და მოვიდეს შემდგომად დღეთა მათ მოყვანებად მისსა და მიაქცია სამსონ ხილვად ლომის ლეკჳ, ესერა, ფუტკარი შეკრებილ იყო პირსა მის ლომისასა და გოლი თაფლისა.

9. გამოიღო პირისა მის ლომისაგან და ვიდოდა სლვით და ჭამდა და სცა მამა-დედასა თჳსსაცა და ჭამეს და არა უთხრა, ვიდრე მოიღო თაფლი იგი.

10. და შთავიდეს იგინი დედაკაცისა მის და ყო მუნ სამსონ სუმაჲ შჳდ დღე, რამეთუ ესრეთ ყჳან ჭაბუკთა.

11. და იყუნეს შეძრწუნებულ მისგან და დაადგინნეს მის თანა გმირნი ოცდაათნი, და იყოფოდენ მის თანა.

12. და ჰრქუა მათ სამსონ: დაგიდვა თქუენ იგავი და, უკუეთუ მითხრათ მე შჳდთა ამათ დღეთა სუმისათა, მოგცე თქუენ ოცდათი არდაგი და ოცდათი კუართი.

13. და უკუეთუ ვერ მითხრათ მე, თქუენ მომეცით ოცდაათი არდაგი კუართი. ხოლო მათ ჰრქუეს: გჳთხარ ჩუენ იგავი შენი და ვისმინოთ იგი.

14. და ჰრქუა მათ სამფსონ: მჭამელისაგან გამოჴდა ჭამადი და ძლიერისგან გამოჴდა ტკბილი. და ვერ უძლეს მათ თხრობად იგავი იგი სამთა მათ დღეთა.

15. და ჰრქუეს ცოლსა სამსონისსა: გამოჰკითხე შენ ქმარსა შენსა და გითხრას შენ იგავი იგი, რათა არა დაგწუათ შენ და სახლი მამისა შენისა ცეცხლითა.

16. და მიერითგან იწყო ტირილად ცოლმან სამსონისმან და ეტყოდა მას: მომიძულე მე. რამეთუ იგავი იგი, რომელ უთხრა ძეთა დედისა ჩემისათა, არა მითხარ მე. და ჰრქუა მას სამსონ: მამასა ჩემსა და დედასა ჩემსა არა უთხარ იგი და შენ გითხრა იგი?

17. და ტიროდა იგი შჳდთა მათ დღეთა, რომელთა შინა იყო სუმაჲ იგი. და იყო, დღესა მას მეშჳდესა უთხრა მას იგავი იგი, რამეთუ შეაურვა მას და მოაწყინა. და მან უთხრა ძეთა დედისა თჳსისათა.

18. და თქუეს კაცთა მათ მის ქალაქისათა დღესა მას მეშჳდესა ვიდრე დასლვად მზისა: რაჲ უტკბილეს არს თაფლისა, ანუ რაჲ უძლიერეს არს ლომისა? მიუგო სამსონ და ჰრქუა მათ: არა თუმცა დასაჯეთ დიაკეული ჩემი, ვერმცა ჰპოეთ იგავი ჩემი.

19. და წარიმართა მის ზედა სულმან უფლისამან, და შთავიდა ასკალონდ და დაესხა მუნ ოცდაათსა კაცსა. და მოიღო და მისცა მათ სამოსელი იგი, რომელთა უთხრეს მას იგავი იგი მისი. და განრისხნა გულისწყრომით სამსონ და წარვიდა სახიდ მამისა თჳსისა.

20. ხოლო ცოლი იგი სამსონისი შეირთო ძმამან მისმან, რომელ-იგი იყო მოყუასი მისი.

15

1. და იყო, შემდგომად დღეთა რავდენთამე დღეთა მკისა იფქლისათა მივიდა სამსონ ცოლისა თჳსისა და მიართუა მას თიკანი თხათაჲ და თქუა: შევიდე მე ცოლისა ჩემისა სასუენებელად.

2. ხოლო მამამან მის დედაკაცისამან არა უტევა იგი შესლვად და ჰრქუა მას: მე ვჰგონებდ და ვთქუ, ვითარმედ სიძულილით მოიძულე იგი. და მივეც იგი მოყუასსა შენსა! აწ, ესერა, დაჲ მისი უმრწემესი უმჯობეს მისა არს, იგი იყავნ შენდა ცოლად მის წილ!

3. და ჰრქუა მათ სამსონ: უბრალომცა ვარ მე ამიერითგან უცხოთესლთაგან, რამეთუ ყოფით ვყო მათ თანა ბოროტი!

4. და წარვიდა სამსონ და შეიპყრა სამასი მელი და მოიღო ლამპრები, და შეუკრა კუდი კუდსა თანა და გამოაბა ლამპარი ერთი შორის ორთა კუდთა და შეკრა მაგრად.

5. და აღუდვა ცეცხლი ლამპრებსა მას და განუტევნა იგინი შორის მჭელეულებსა მას უცხოთესლთასა. და მოწუა ჴუვილი ზჳნითგან ვიდრე უმკალადმდე და ვენაჴი და ზეთისხილი.

6. და ჰრქუეს უცხოთესლთა მათ: ვინმე ქმნა საქმე ესე? და თქუეს: სამსონ, ძემან მანოელისმან, რამეთუ მოუღო ცოლი მისი, და მისცა მოყუასსა მისსა. და აღმოვიდეს უცხოთესლნი იგი და დაწუეს იგი და სახლი მამისა მისისა ცეცხლითა.

7. და ჰრქუა მათ სამსონ: დაღათუ ჰყავთ ესე, არავე სათნო-მიჩნს მე, არამედ შურისგებაჲ ჩემისა კაცად-კაცადისაგან ვიძიო თქუენისა.

8. და მოსრნა იგინი წყლვითა ბარკალსხჳლითა გუემითა დიდითა ფრიად და წარვიდა იგი და დაემკჳდრა ჴევსა მას ქუაბსა ეტამისასა.

9. და აღმოვიდეს უცხოთესლნი და დაიბანაკეს იუდასა შორის და მოიწინეს ლექიდმდე.

10. და ჰრქუა კაცმან იუდაჲსმან უცხოთესლთა მათ: რაჲსათჳს აღმოსრულ ხართ ჩუენდა? და თქუეს უცხოთესლთა მათ: შეპყრობად და შეკრვად სამსონისა აღმოსრულ ვართ, რათა უყოთ მას, ვითარცა იგი ჩუენ მიყო მან.

11. და წარვიდეს სამათასნი კაცნი იუდაჲსაგანნი ჴურელსა მას კლდისა ეტამისასა. და ჰრქუეს სამსონს: არა უწყია, რამეთუ უცხოთესლნი უფლებენ ჩუენ ზედა? რაჲსათჳს მიყავ ჩუენ ესე? და ჰრქუა მათ სამსონ: ვითარცა-იგი მათ მიყუეს მე, ეგრეცა მე უყავ მათ.

12. ხოლო მათ ჰრქუეს მას: შეკრვად შენდა მოსრულ ვართ და მიცემად ჴელსა უცხოთესლთასა! ხოლო სამსონ ჰრქუა მათ: მეფუცენით, რათა არა მომკლათ მე თქუენ! და მიმეცით ჴელთა მათთა, ნუუკუე თქუენ მემთხჳნეთ მე.

13. და ეფუცნეს მას და ჰრქუეს: არა! არამედ შე-ხოლო-გკრათ შენ და მიგცეთ ჴელთა მათთა, ხოლო სიკუდილითა არა მოგკლათ შენ! და შეკრეს იგი ორითა საბლითა ახლითა მანქანისათა და წარიყვანეს იგი კლდისა მისგან ეტამისა.

14. და მოვიდა იგი ვიდრე ადგიდმდე მის ღაწჳსა, ხოლო უცხოთესლთა მათ აღიზახეს და მოიმართეს შეპყრობად მისა, და წარიმართა მის ზედა სულმან უფლისამან. და იქმნნეს საბელნი იგი მანქანისანი მკლავთა შინა მისთა, ვითარცა ნაძეძი, რაჟამს ეცის ცეცხლი, ეგრეთ დადნეს საკრველნი იგი მკლავთაგან მისთა.

15. და პოვა ღაწჳ ვირისა მდებარე, მიყო ჴელი მისი და მოიღო იგი და მოსრა მით ათასი კაცი.

16. და თქუა სამსონ: ღაწვითა ვირისაჲთა აღჴოცით აღვჴოცნე იგინი, რამეთუ ღაწჳთა ვირისაჲთა მოვსარ ათასი კაცი.

17. და იყო, რაჟამს აღასრულნა სიტყუანი ესე, დააგდო ღაწჳ იგი ჴელისაგან მისისა და უწოდა აღგილსა მას მუსრვაჲ ღაწჳთა.

18. და შეეწყურა, მას ფრიად, და ღაღად-ყო უფლისა მიმართ და თქუა: შენ წარუმართე ჴელსა მონისა შენისასა ცხოვრებაჲ ესე დიდი; და აწ, ესერა, მოვკუდები წყურილითა, დავვარდი მე ჴელთა წინადაუცუეთელთასა?

19. და განაღო ღმერთმან წყლული იგი ღაწჳსაჲ მის და გამოეცა მისგან წყალი, და სუა და მოიქცია სული თჳსი და განისუენა. ამისთჳს ერქუა სახვლი მისი წყაროჲ წოდებული ღაწჳსაჲ ვიდრე აქა დღედმდე.

20. და შჯიდა ისრაჱლსა სამსონ დღეთა მათ უცხოთესლთასა ოც წელ.