წიგნი მსაჯულთა, რომელსა ებრაულად ეწოდების სოფეტიმ

6

1. და უყვეს ბოროტი ძეთა ისრაჱლისათა წინაშე უფლისა და მისცნა იგინი უფალმან ჴელთა მადიამისასა შჳდ წელ.

2. და განძლიერდა ჴელი მადიამისაჲ ისრაჱლსა ზედა, და იქმნეს თავისა თჳსისა ძეთა ისრაჱლისათა პირისაგან მადიამისა საყოფლები მთათა შინა, და ქუაბთა და ძნელოვანთა.

3. და იყო, რაჟამს სთესის თესლი კაცმან ისრაჱლისამან, აღმოვიდის მადიამი და ამალეკი და ყოველნივე ძენი მზის აღმოსავალითისანი.

4. და მოვიდეს და დაიბანაკეს მათ ზედა, და განრყუნიან ჯეჯილი ქუეყანისა ვიდრე მოსლვადმდე გაზად. და არა დაუტევიან ძალი ცხორებისაჲ ისრაჱლისა შორის, რამეთუ იგინი და სამწყსოჲ და ზროხაჲ და ცხოვარი მათი.

5. აღმოვიდიან და კარვები მათი მოიწინიან, ვითარცა მკალნი სიმრავლითა და რემაკები მათი და აქლემებისა მათისა არა არნ რიცხჳ, და მოვიდიან ქუეყანასა ისრაჱლისასა და განხრწნიან იგი.

6. და დაგლახაკნა ისრაჱლი ფრიად პირისაგან მადიამისა და ძეთა ისრაჱლისათა ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ.

7. და იყო, რაჟამს ღაღად-ყვეს ძეთა ისრაჱლისათა უფლისა მიმართ მადიამისთჳს.

8. და მოავლინა უფალმან კაცი წინასწარმეტყუელი ძეთა ისრაჱლისა და ჰრქუა მათ: ამას იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ: მე ვარ, რომელმან აღმოგიყუანენ თქუენ ვგჳპტით, და გამოგიყვანენ თქუენ სახლისა მისგან კირთებისა.

9. და განგარინენ თქუენ ჴელთაგან მეგჳპტელთასა და ჴელთაგან ყოველთა მაჭირვებელთა თქუენთასა, და განვასხენ იგინი პირისაგან თქუენისა და მიგეც თქუენ მათი.

10. და გარქუ თქუენ: მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი: და არა გეშინოდის თქუენ ღმერთთათჳს ამორეველთასა, რომელთა შორის თქუენ დამკჳდრებულ ხართ ქუეყანას მათსა! და ისმინეთ ჴმისა ჩემისაჲ.

11. და მოვიდა ანგელოზი უფლისა და დაჯდა იგი მუხასა მას ქუეშე, რმელი-იგი იყო ეფრაასიოსისსა, მამისა ეზრისსა, და გედეონ, ძე მისი, გამოძეგუდა იფქლსა კუერთხითა საწნეხელსა შინა, რათა მოსტაცოს წინაშე პირსა მადიამისასა.

12. და ეჩუენა მას ანგელოზი უფლისა და ჰრქუა მას: უფალი შენ თანა ძლიერი ძალითა!

13. და ჰრქუა მას გედეონ: ჩემდა მოიხილე, უფალო, და უკუეთუ არს უფალი ჩუენ თანა, რაჲსათჳს მპოვნა ჩუენ ყოველმანვე ამან ბოროტმან? და სადა არიან ყოველნი იგი საკჳრველებანი მისნი, რავდენთა მითხრობდეს ჩუენ მამანი ჩუენნი? და თქუან, ვითარმედ: ეგჳპტით გამომიყვანნა ჩუენ. ხოლო აწ განგჳშორნა ჩუენ და მიგუცნა ჩუენ ჴელთა მადიამისათა.

14. და მოიხილა მისსა ანგელოზმან მან უფლისამან და ჰრქუა მას: წარვედ ძლიერებითა შენითა და იჴსენ ისრაელი: აჰა ეგერა, წარგავლინე შენ.

15. და ჰრქუა მას გედეონ: ჩემდა მოიქეც, უფალო, რათა ვიჴსნე მე ისრაჱლი. აჰა ესერა, ათასეული ჩემი უმდაბლეს არს მანასესა შორის და მე უმცირეს ვარ სახლსა შინა მამისა ჩემისასა.

16. და ჰრქუა მას: უფალი შენ თანა! და მოსრა შენ მადიამი, ვითარცა ერთი კაცი.

17. და ჰრქუა მას გედეონ: და უკუეთუ ვპოვე მადლი წინაშე თუალთა შენთა.

18. ნუ განმეშორები ამიერ ვიდრე მოსლვამდე ჩემდა წინაშე შენსა და მოგართუა მსხუერპლი ჩემი, დავაგო წინაშე შენსა. და ჰრქუა მას ანგელოზმან მან: მე ვარ, გგებდე შენ ვიდრე მოსლვადმდე შენდა.

19. და გედეონ შევიდა და შეაგბო თიკანი თხათა და საწყაული ერთი ფქჳლი უცომოთა. და ჴორცი იგი დააგო ლანკლასა ზედა. და წუენი იგი მისი შთაასხა ქოთანსა და გამოართუა მას მუხასა მას ქუეშე და თაყუანის-სცა მას.

20. და ჰრქუა მას ანგელოზმან მან უფლისამან: მოიღე ჴორცი ეგე და უცომონი ეგე პურნი და დააგენ კლდესა იმას ზედა, და წუენი ეგე, დაასხ, ხოლო მან ყო ეგრე.

21. და განირთხა ანგელოზმან მან უფლისამან წუერი იგი კუერთხისაჲ, რომელ იყო ჴელსა მისსა, და შეახო ჴორცსა მას და უცომოთა მათ პურთა. და ააღატყდა ცეცხლი კლდისა მისგან და შეჭამა ჴორცი იგი და უცომონი იგი და პურნი. და ანგელოზი იგი უფლისაჲ წარვიდა და მიეფარა თუალთაგან მისთა.

22. და გულისჴმა-ყო გედეონ, რამეთუ ანგელოზი უფლისაჲ არს. და თქუა: აჰა, უფალო, რამეთუ ვიხილე ანგელოზი უფლისაჲ პირისპირ.

23. და ჰრქუა მას უფალმან: მშჳდობაჲ შენ თანა! ნუ გეშინინ, არა მოჰკუდე.

24. და უშენა მუნ გედეონ საკურთხეველი უფალსა. და უწოდა მას „მშჳდობაჲ უფლისაჲ“ ვიდრე დღეინდელად დღედმდე. და ვიდრე იყოღა იგი მუნ იეფორას მამისა ეზრისსა.

25. იყო მას ღამესა მისა მიმართ სიტყუაჲ უფლისაჲ და ჰრქუა მას: მოიბ ზუარაკი იგი ჭამებული მამისა შენისა და ზუარაკი სხუაჲ შჳდ წელისაჲ, დაარღჳე საკურთხეველი იგი ბაალისი, რომელ არს მამისა შენისა და სერტყები იგი მისი მოკაფე.

26. და აღაშენე საკურთხეველი უფლისა ღმრთისა შენისაჲ თხემსა მას ზედა მანოზ მთისასა განსაწყობელსა; და მოიბ ზუარაკი იგი და შეწირე მსხუერპლად შეშითა მით მის სერტყებისაჲთა, რომელ მოჰკაფო.

27. და წარიყუანა გედეონ ათი კაცი მონათაგან თჳსთა ყოფად ეგრე, ვითარცა ეტყოდა მას უფალი; და რამეთუ ეშინოდა მას, სახლისათჳს მამისა თჳსისა და კაცთათჳს მის ქალაქისათა, არა ყო დღისი, არამედ ღამე.

28. და აღიმსთუეს კაცთა მის ქალაქისათა განთიად და იხილეს, რამეთუ დარღუეულ იყო საკურთხეველი იგი ბაალისი და სერტყები იგი მისი მოკაფულ იყო და ზუარაკი იგი ჭამებული შეიწირა საკურთხეველსა მას ზედა, რომელი ეშენა.

29. და ჰრქუა კაცად-კაცადმან მოყუასსა თჳსსა ვინმე ქმნა საქმე ესე? და გამოიკითხეს და გამოიძიეს და უთხრეს, ვითარმედ გედეონ, ძემან იოასისმან, ქმნა საქმე ესე.

30. და ჰრქუეს კაცთა მის ქალაქისათა იოასს: გამოიყვანე ძე შენი და მოკუედინ რამეთუ დაარღჳა საკურთხეველი ბაალისი და მოჰკაფა სერტყები იგი მას ზედა.

31. და ჰრქუა იოას კაცთა მათ, რომელნი აღდგომილ იყვნეს მის ზედა: აწ თქუენ უშჯითა ბაალსა? ანუ თქუენმე იჴსნეთა იგი, რომელმან-იგი ავნო მას? მოკუდეს იგი განთიადმდე, უკუეთუ ღმერთი არს, შურ-აგოს თავსა თჳსსა, რამეთუ დაამჴუა საკურთხეველი მისი.

32. და უწოდა მას სახელი მას დღესა შინა სამშჯავროჲ ბაალისი, რამეთუ დაარღჳა გედეონ საკურთხეველი მისი.

33. და ყოველი მადიამი და ამალეკი და ძენი იგი მზისაღმოსავალისათანი შეკრებილ იყუნეს ერთბამად, და მოვიდეს და დაიბანაკეს ღელესა მას იეზრაელისასა.

34. და სულმან უფლისამან განაძლიერა გედეონ, დაჰბერა ნესტუსა რქისასა, და აღიზახა აბიეზერ შემდგომად მისა.

35. და მოციქულნი წარავლინნა ყოველსა მანასესა, და აღიზახეს მათცა შემდგომად მისა და მოციქულნი წარავლინნა ასერისა და ზაბულონისა და ლეფთალემისა; და გამოვიდეს და მიეგებვოდეს მას.

36. და ჰრქუა გედეონ უფალსა: უკუეთუ იჴსნე ჴელითა ჩემითა ისრაჱლი, ვითარცა-იგი იტყოდე.

37. აჰა ესერა, მე დავდვა საწმისი ერთი მატყლისაჲ კალოსა ზედა; და უკუეთუ იყოს ცუარი საწმისსა მას ხოლო ზედა და ყოველი ქუეყანაჲ ჴმელი იყოს, უწყოდი, რამეთუ ჴელითა ჩემითა იჴსნე შენ ისრაჱლი, ვითარცა-იგი იტყოდის უფალი.

38. და იყო ეგრე. და აღიმსთო გედეონ განთიად და გამოწურა სასმისი იგი, და გამოჴდა ცუარი საწმისისა მისგან და აღავსო ფიალი წყლითა მით.

39. და ჰრქუა გედეონ ღმერთსა: ნუ განრისხნებინ გულისწყრომაჲ შენი ჩემ ზედა და ვიტყოდიღა ერთგზის; და გამოვცადოღა ერთგზის საწმისითა ამით და თქუა: იყავნ სიჴმელე საწმისსა ამას ხოლო ზედა და ყოველსა ქუეყანასა ზედა იყავნ ცუარი.

40. და ყო ღმერთმან ეგრეთ მას ღამესა შინა, და იყო ჴმელი საწმისსა მას ხოლო ზედა და ყოველსა ქუეყანასა ზედა იყო ცუარი.

7

1. და აღიმსთო იერობოალ, (ესე იგი თავადი არს გედეონ), და ყოველმან ერმან მის თანა და დაიბანაკეს წყაროსა მას ზედა არედისასა; და მადიამი იყო ბღუარით და ამალეკ იყო ჩრდილოთ გაბთანისა ველსა.

2. და ჰრქუა უფალმან გედეონს: ფრიად არს ერი ეგე შენ თანა, რათა არა მივსცე მე მადიამი ჴელთა მათთა, ნუუკუე იქადოს ჩემ ზედა ისრაჱლმან, ვითარმედ ჴელმან ჩემმან მიჴსნა მე.

3. ეტყოდე შენ ყურთა მიმართ მაგის ერისათა და არქუ: უკუეთუ ვინმე არს მოშიში გულითა, უკუნიქეცინ და განვიდეს მთისა მისგან გალადისა. და უკუნიქცა ერი მისგანი ოცდაორი ათასი, და ათ ათასნი დაშთეს.

4. და ჰრქუა უფალმან გედეონს: ფრიადღა არს ერი ეგე შენ თანა. შთაიყვანენ ეგენი მდინარესა მას და გამოცადენ ეგენი მუნ, და იყოს, რომლისა გრქუა შენ, ვითარმედ: ესე წარვიდეს შენ თანა, იგი წარვედინ, და ყოვლისა, რომლისა გრქუა შენ, ვითარმედ: არა წარვიდეს შენ თანა, იგი ნუ წარვალნ შენ თანა.

5. და შთაიყვანა ერი იგი წყალსა მას და ჰრქუა უფალმან გედეონს: ყოველმან, რომელმან წბას ენითა თჳსითა წყლისა მისგან, იგი წბის ძაღლმან. დაადგინნე იგინი თჳსაგან და ყოველი, რომელი მოდრკეს მუჴლთა თჳსთა ზედა სუმად წყლისა, გან-რე-ადგინო იგი.

6. და იყო ყოველი რიცხჳ, რომელთა წბეს ენითა მათითა, სამას ოდენ კაც, და სხუაჲ იგი ყოველი ერი მოდრკა მუჴლთა თჳსთა ზედა სუმად წყლისა.

7. და ჰრქუა უფალმან გედეონს: სამასითა ამით კაცითა, რომელთა წბეს ენითა მათითა, გიჴსნე თქუენ და მოვსცე მადიამი ჴელთა შენთა; და ყოველივე იგი ერი წარვედინ ადგილად თჳსა.

8. მოიღეს საგზალი ერისაჲ მის ჴელითა მათითა და ნესტუები იგი მათი რქისაჲ და ყოველი ისრაჱლი წარავლინა კაცად-კაცადი საყოფლად თჳსა, ხოლო სამასნი იგი კაცნი დაიყენნა და ბანაკი იგი მადიამაჲსი იყო ქუემო კერძო მისა ღვლესა მას შიდა.

9. და იყო მას ღამესა და ჰრქუა უფალმან გედეონს: აღდეგ და შთავედ ბანაკსა მას მადიამისა, რამეთუ მიგეც იგი ჴელთა შენთა.

10. უკუეთუ გეშინის შენ მარტოსა, შთავედ შენ და ფარა, მონაჲ ეგე შენი, ბანაკად.

11. და გესმეს, რასა-იგი იტყოდიან, და ამისსა შემდგომად განძლიერდენ. ჴელნი შენნი და მიუჴდენ ბანაკსა მას. და შთავიდა იგი და ფარა, მონაჲ მისი, ერთკერძოჲსა მისგან ერგასისისა, რომელნი იყვნეს მის ბანაკისანი.

12. და მადიამი და ამალეკი და ყთველნივე ძენი მზისაღმოსავალისანი დაბანაკებულ იყვნენ ღელესა მას შიდა, ვითარცა მკალი სიმრავლითა და აქლემებისა მათისა არა იყო რიცხჳ, არამედ იყვნეს, ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ სიმრავლითა.

13. და შევიდა გედეონ ბანაკსა მას. და, აჰა ესერა, კაცი უთხრობდა ჩუენებასა მოყუასსა თჳსსა, ვითარმედ: ვიხილე ჩუჱნებაჲ და, აჰა ესერა, ჴუეზაჲ პური ქრთილისაჲ გორვიდა ბანაკსა მადიამისასა და მოიწია ვიდრე კარვებადმდე მადიამისა, და ეკუეთა და დაამჴუნა იგინი.

14. მიუგო მოყუასმან მან თჳსმან და ჰრქუა: არა არს ეგე სხუაჲ, არამედ მახჳლი გედეონისი, ძისა იოასისი, კაცისა ისრაიტელისა, რამეთუ მისცა ღმერთმან ჴელსა მისსა მადიამი და ყოველი ესე ბანაკი.

15. და იყო, ვითარცა ესმა გედეონს თხრობაჲ იგი ჩუენებისაჲ მის და შეტყუებაჲ მისი, თაყუანის-სცა უფალსა და მოაქცია ბანაკად ისრაჱლისა და ჰრქუა მათ: აღდეგით, რამეთუ მოსცა უფალმან ბანაკი მადიამისაჲ ჴელთა ჩუენთა.

16. და განყო სამასი იგი კაცი სამად გუნდად და მისცა ნესტუ რქისა ჴელთა მათ ყოველთასა და ჩაფები ახლები და ლამპრები ჩაფებსა მას შიდა.

17. და ჰრქუა მათ: ჩემგან იხილეთ, ვითარ-იგი ვყო და თქუენცა ეგრევე ყავთ, და მე შევიდე შორის ბანაკსა მას, და იყოს, ვითარ-იგი ვყო, და თქუენცა ეგრევე ყავთ.

18. დავჰბერო ნესტუსა მას რქისასა და ყოველთავე ჩემ თანა დაჰბერეთ ნესტუსა თქუენსა გარემოჲს და თქუან: მახჳლი უფლისაჲ და გედეონისი.

19. და შევიდა გედეონ და ასი კაცი მის თანა ერთკერძო ბანაკსა მას, ვითარ ეწყო ოდენ მჴუმელთა მათ შუვა ღამე და განმაღჳძებელნი იგი აღ-ვე-აღჳძებდეს მჴუმილთა მათ, ხოლო მათ დაჰბერეს ნესტუსა მას რქისასა და განყარნეს ჩაფნი იგი ჴელთაგან მათთა.

20. და დაჰბერა სამმანვე მან გუნდმან ნესტუსა მას რქისასა. და შემუსრეს ჩაფები იგი და მიიღეს ჴელითა მარცხენითა მათითა ლამპრები იგი აღნთებული და ჴელითა მარჯუენითა ნესტუები იგი რქისაჲ. და ჰბერვიდეს, ღაღადყუეს და თქუეს: მახჳლი უფლისაჲ და გედეონისი.

21. და დადგა კაცად-კაცადი თჳსაგან გარემოის ბანაკსა მას. და რბიოდა ყოველივე იგი ბანაკი, და აუწყებდეს და ივლტოდეს.

22. და ჰბერვიდეს სამასსავე მას ნესტუსა რქისასა. და დასდვა უფალმან მახჳლი კაცისაჲ მოყუასსა თჳსა ზედა ყოველსავე მას ბანაკსა.

23. და ივლტოდა ბანაკი იგი ვიდრვ ბეთასეპადმდე და ვიდრე კიდედმდე საბილმაულისა და ტაბეთად. და აღიზახა კაცმან ისრაჱლისამან ლეფთალემით გამო და ასერით და ყოვლისაგან მანასესა და დევნა-უყუეს შემდგომად მადიამისა.

24. და მოციქულნი წარავლინნა გედეონ ყოველთა საზღუართა ეფრემისათა და ჰრქუა: გარდამოვედით შემთხუევად მადიამისა და დაიპყართ წიაღსავალი იგი ვიდრე ბეთბერადმდე და იორდანე. და აღიზახა ყოველმან კაცმან ეფრემისმან, და უსწრეს და დაიპყრეს წყალი იგი ვიდრე ბეთბერადმდე და იორდანე.

25. და შეიპყრნეს ორნი იგი მთავარნი მადიამისანი: ორებ და ზებ. და მოკლეს ორებ სურს შინა და ზებ მოკლეს იაკებზებს შინა და სდევდეს მადიამსა. და თავი ორებისი და ზეებისი მოართუეს გედეონს კაცთა მათ წიაღ იორდანესა.

8

1. ჰრქუეს გედეონს მთავართა ეფრემისთა: რაჲ არს სიტყუაჲ ესე, რომელი მიყავ ჩუენ, რამეთუ არა მხადენ ჩუენ, რაჟამს განხჳდოდე შენ წყობად მადიამისა? და ესჯოდეს მას ფრიად.

2. და ჰრქუა მათ გედეონ: რაჲ ვქმენ მე აწ, ვითარ-ეგე თქუენ? ანუ არა უმჯობეს არს საკუფხლებელი ეგე ეფრემისი ვიდრეღა სასთულებელი აბიეზერისი?

3. რამეთუ ჴელსა ოქუენსა მოსცნა უფალმან მთავარნი იგი მადიამისანი: ორვბ და ზებ. და რაჲ შევსძინე მე ყოფად, ვითარ-ესე თქუენ? მაშინ დააცხრვნა გულნი მათნი სიტყჳთა ამით მისითა.

4. და მოვიდა გედეონ იორდანედ და წიაღჴდა იგი და სამასნი იგი კაცნი მის თანა სულშემოკლებულნი და მშიერნი.

5. და ჰრქუა გედეონ კაცთა მათ სოქოთისათა: ეცით პური საზრდელად ერსა ამას ჩემსა, რომელ არს ჩემ თანა, რამეთუ ჰშის. და მე ვსდევნი ზეებს და სალმანას, მეფეთა მადიამისათა.

6. და ჰრქუეს მას მთავართა მათ სოქოთისათა: აწ ნუ თავი ზებესი და სალმანასი ჴელსა შენსა არს? და ვსცეთ ერსა შენსა პური.

7. და ჰრქუა გედეონ: არა ეგრე, არამედ რაჟამს მომცნეს უფალმან ზებეე და სალმა ჴელთა ჩემთა, მე დავწერტნე ჴორცნი თქუენნი ეკლითა უდაბნოჲსაჲთა და კუროჲსთავითა.

8. და წარმოვიდა მიერ და მოვიდა ფანუელდ და ეტყოდა მათ ეგრევე. და მიუგეს მას კაცთა მათ ფანუელისათა, ვითარცა-იგი ეტყოდეს კაცნი იგი სოქოთისანი.

9. და ჰრქუა გედეონ კაცთა მათ ფანუელისთა: რაჟამს მოვიქცე მე მშჳდობით ბრძოლისა ამისგან, დავარღჳო გოდოლი ესე.

10. და ზებეე და სალმანა იყვნეს კარკარას შინა და ბანაკი მათი მათ თანა, ვითარ ათხუთმეტ ათას ოდენ, რომელნი განრინებულ იყუნეს ყოვლისა მისგან ბანაკისა, ძეთა მზისაღმოსავლისათა, და რომელნი დაცემულ იყვნეს მახჳლითა. იყვნეს ას და ოც ათას კაცნი მახჳლოსანნი.

11. და აღვიდა გედეონ გზასა მას დამკჳდრებულთა კარვებისათა მზისაღმოსავალით ნაბაისა და წინაშე ნაბესა და დაესხა ბანაკსა მას და მოსრა იგი, ხოლო ბანაკი იგი მათი უზრუნველ იყო მიერითგან, და მეყსეულად დაესხნეს იგინი

12. და ევლტოდეს ზებეე და სალმანა, და დევნა-უყო გედეონ, და შეიპყრნა ორნი იგი მეფენი მადიამისანი, ზვბეე და სალმანა და ყოველი ბანაკი მათი განიბნია.

13. და მოიქცა გედეონ. ძე იოასისი, ბრძოლისა მისგან [აღ]მართსა მას თანა არერისასა.

14. და შეიპყრა ყრმაჲ ერთი კაცთაგან სოქოთისათა და ჰკითხა მას სახელები კაცთა სოქოთისათა და აღწერნა გედეონ მიავარნი და მოხუცებულნი იგი სოქოთისანი სამეოცდათჩჳდმეტნი კაცნი.

15. და მოვიდა გედეონ მთავართა მათ ზედა სოქოთისათა და ჰრქუა მათ: აჰა, ზებეე და სალმანა ჴელთა ჩემთა არიან, რომელთათჳს მაყუედრეთ მე და სთქუთ: ნუ თავი ზებეესი და სალმანასი ჴელთა შენთა არიან? და ვსცეთ ერსა შენსა პური მაშინ.

16. შეიპყრნა გედეონ მთავარნი იგი და მოხუცებულნი ქალაქისანი, და მოიღო ეკალი და კუროჲსთავი და ტანჯნა იგინი მით, კაცნი იგი სოქოთისანი.

17. და გოდოლი იგი ფანოველისაჲ დაარღჳა და კაცნი იგი მის ქალაქისანი მოწყჳდნა.

18. და ჰრქუა ზებეეს და სალმანას: ვირე. ადგენით კაცნი იგი, რომელ მოსწყჳდენით ბათორს შინა? და ჰრქუეს მას: ვითარცა-ეგე შენ, ეგრეცა იგინი იყვნეს მსგავს და შენ მსგავს მათა ხარ, ხატნი მათნი ეგრე იყვნეს, ვითარცა ძენი მეფეთანი.

19. და ჰრქუა მათ გედეონ: ძმანი ჩემნი იყვნეს და ძენი დედისა ჩემისანი. ცხოველ არს უფალი, უკუეთუმცა არა მოგეწყჳდნეს იგინი, არამცა მოგწყჳდენ თქუენ.

20. და ჰრქუა გედეონ იეთერს, ძესა თჳსსა: აღდეგ და მოწყჳდენ ეგენი! და ვერ იჴადა ყრმამან მახჳლი შიშითა, რამეთუ ყრმაღა იყო.

21. და ჰრქუა მას ზებეე და სალმანა: აღდეგ შენ და მომწყჳდენ ჩუენ! რამეთუ ვითარცა კაცი, ეგრეცა ძალი მისი არს და აღდგა გედეონ და მოწყჳდნა ზებეე და სალმანა. და მოიღო მანიაკები იგი, რომელ იყო ყელსა აქლემებსა მათსა.

22. ჰრქუეს კაცთა ისრაჱლისათა გედეონს: მთავრობდ შენ ჩუენ ზედა და ძენი შენნი, და ძენი ძეთა შენთანი, რამეთუ შენ განმარინენ ჩუენ ჴელთაგან მადიამისათა.

23. და ჰრქუა მათ გედეონ: არა გმთავრობდე მე თქუენ ზედა, არცა გმთავრობდეს თქუენ ძე ჩემი, არამედ უფალი გმთავრობდეს თქუენ.

24. და ჰრქუა მათ გედეონ: ვითხოვ მე თქუენგან თხოვასა ერთსა: მომეცინ კაცად-კაცადმან თქუენმან საყური ერთი ნატყუენავისაგანი! რამეთუ საყური ოქროსაჲ ესხა მათ, რამეთუ ისმაიტელ იყვნეს.

25. და ჰრქუეს მათ: მიცემით მიგცეთ და განიპყრნა გედეონ სამოსელნი თჳსნი და შთაუგდებდა კაცად-კაცადი მუნ საყურსა ოქროჲსასა ნატყუენავისა მისგან.

26. და იყო სასწორი საყურებისაჲ მის ოქროჲსა, რომელ ითხოვა მათგან ათას და შჳდას სასწორ, თჳნიერ მანიაკებისა მის და მძივისა და სამოსლისა ძოწეულისა. და რაჲ-იგი იყო მეფეთა მათ მადიამისათაჲ, გარნა ფარიელებისა მის, რომელ-იგი იყო ყელსა აქლემებსა მათსა.

27. და შექმნა იგი გედეონ ევფუთად და დადგა იგი ქალაქსა თჳსსა ეფრაას, და მიიქცა ყოველი ისრაჱლი მსახურებად მუნ და ექმნა იგი გედეონს სახლსა მისსა საცთურ დიდ.

28. და დამდაბლდა მადიამი წინაშე ძეთა ისრაჱლისათა. და ვერღარა შესძინეს აღებად თავისა მათისა. და დამშჳდნა ქუეყანაჲ ორმეოც წელ დღეთა გედეონისთა.

29. და წარვიდა იერობოალ, ძე იოასისი, ესე თავადი არს გედეონ, და დაემკჳდრა სახლსა თჳსსა.

30. და გედეონისნი იყუნეს ძენი სამეოცდაათ, რომელნი გამოსრულ იყუნეს წყჳლთაგან მისთა, რამეთუ ცოლნი მრავალნი ესხნეს მას.

31. და ხარჭმან მისმან, რომელი იყო საკიმას, უშვა მას მანცა ძე და უწოდა სახელი მისი აბიმელექ.

32. და მოკუდა გედეონ, ძე იოასისი, სიბერითა კეთილითა და დაეფლა საფლავსა იოასისსა მამისა თჳსისასა ეფრაას, მამისა ეზრისსა.

33. და იყო, ვითარცა მოკუდა გედეონ, გარდაიქცეს ძენი ისრაჱლისანი, და ისიძვიდეს კუალსა ბაალიმისსა და დაიდვეს თავისა თჳსისა ბალბერეთის თანა აღთქმაჲ, რათა იყოს იგი მათდა ღმერთად.

34. და არა მოიჴსენეს ძეთა ისრაჱლისათა უფალი ღმერთი მათი, რომელმან იჴსნნა იგინი ჴელთაგან მტერთა მათთასა გარემოჲს.

35. და არა ყვეს წყალობაჲ სახლსა იერობოალისსა, ესე იგი არს გედეონ ყოვლისა მისებრ, რომელ ყო კეთილი ისრაჱლსა თანა.

9

1. და წარვიდა აბიმელექ, ძე იერობოალისი, ძმათა თანა დედისა მისისათა, და ეტყოდა მათ და ყოველსა ნათესავსა სახლისა მამის-დედისა მისისათა და ჰრქუა მათ.

2. ეტყოდეთ თქუენ ყურთა მიმართ კაცთა სიკიმელთასა! რომელი უმჯობეს არს თქუენდა, რათა გმთავრობდენ თქუენ სამეოცდაათნი კაცნი ყოველნი ძენი იერობოალისნი, ანუ რათა უფლებდეს თქუენ ზედა კაცი ერთი? და მოიჴსენეთ, რამეთუ ჴორცი თქუენი ვარ, და ძუალი ძუალთა თქუენთაგანი.

3. და ეტყოდეს მისთჳს ძმანი დედისა მისისანი ყურთა მიმართ კაცთა სიკიმელთასა ყოველთავე ამათ სიტყუათა. და მოაქციეს გული მათი შემდგომად აბიმელექისა, რამეთუ თქუეს, ვითარმედ: ძმაჲ ჩუენი არს!

4. და მისცეს მას სამეოცდაათი სასწორი ვეცხლისაჲ სახლისაგან ბაალბერეთით აღთქმისა და მოინადნა მით აბიმელექ კაცნი უკეთურნი და განკრთომილნი და შეუდგეს მას.

5. და მოვიდეს სახლსა მამისა თჳსისასა ეფრაად და მოსრნა ძმანი თჳსნი ძენი იერობოალისნი, სამეოცდაათნი კაცნი ერთითა ლოდითა და დაშთა იოათარ, ძე იერობოალისი, უმწემესი ივლტოდა და დაემალა.

6. და შეკრბეს ყოველნი კაცნი სიკიმელნი და ყოველი სახლი მაალოაჲსი. და მოვიდეს და მეფე-ყვეს აბიმელექ მუხასა მას თანა, რომელი-იგი იყო სიკიმას.

7. და აგრძნა ესე იუათარ. და წარვიდა და დადგა იგი თხემსა მას ზედა მთისა გარიზინისასა. და აღიღო ჴმაჲ თჳსი, და ეტყოდა მათ და ჰრქუა: ისმინეთ ჩემი კაცთა სიკიმისათა, და ისმინოს თქუენი ღმერთმან!

8. და თქუა: წარსლვით წარვიდეს ხენი მაღნარისანი ცხებად თავისა თჳსისა მეფესა.

9. და ჰრქუეს ზეთისხილსა: მეფობდ ჩუენ ზედა! და ჰრქუა მათ ზეთისხილმან: აწ და-მე-უტეო სიპოხე ჩემი, რომელ ადიდა ჩემ თანა ღმერთმან და კაცთა, და მოვიდე და ვმთავრობდე ხეთა?

10. და ჰრქუეს ყოველთა მათ ხეთა ლეღუსა: მოვედ და მეფობდ შენ ჩუენ ზედა!

11. და ჰრქუა მათ ლეღუმან: და აწ და-მე-უტეო სიტკბოებაჲ ჩემი და ნაყოფი ჩემი კეთილი, და მოვიდე და ვმთავრობდე ხეთა?

12. და ჰრქუეს ხეთა მათ ვენაჴსა: მოვედ, მეფობდ შენ ჩუენ ზედა.

13. და ჰრქუა მათ ვენაჴმან: აწ და-მე-უტეოა ღჳნოჲ ჩემი, სიხარული კაცთაჲ, მოვიდე და ვმთავრობდე ხეთა?

14. და ჰრქუეს ყოველთა მათ ხეთა ძეძუსა: მოვედ და მეფობდ შენ ჩუენ ზედა!

15. და ჰრქუა ძეძუმან ხეთა მათ: უკუეთუ ჭვშმარიტად მცხებთ მე თქუენ ზედა მეფედ, მოვედით და მესევდით საფარველსა ჩემსა ქუეშე. და აწ უკუეთუ ეგრე არს, გამოვედინ ცეცხლი ძეძჳსა მისგან და შეჭამენინ ნაძუნი ლიბანისანი.

16. და თუ ჭეშმარიტად და სრულითა გულითა ჰქმენით თქუენ და მეფე-ჰყავთ აბიმელექ, და ვითარცა-იგი ჰყავთ იერობოალის თანა, და უკუეთუ მსგავსად მოგებისა მის ჴელისა მისისა მოაგეთ მათ.

17. ვითარ-იგი ჰბრძოდა მამაჲ ჩემი თქუენთჳს, და დადვა სული მისი წინაშე მის და გიჴსნნა თქუენ ჴელისაგან მადიამისა.

18. და თქუენ აღსდეგით სახლსა ზედა მამისა ჩემისასა დღეს და მოსრენით ძენი მისნი სამეოცდაათნი კაცნი ლოდითა ერთითა და მეფე-ჰყავთ აბიმელექ, ძე მჴევლისა მისისაჲ, კაცთა ზედა სიკიმელთა, რამეთუ ძმაჲ თქუენი არს.

19. და უკუეთუ ჭეშმარიტად სრულითა გულითა ჰყავთ იერობოალის თანა და სახლისა მისისა თანა ამას დღესა, იხარეთ აბიმელექის თანა და იხარენ აბიმელექ თქუენდა მიმართ.

20. უკუეთუ არა, გამოვედინ ცეცხლი აბიმელექისგან და შეგჭამენინ კაცნი სიკიმაისანი და სახლი მაალოჲსი, და გამოვედინ ცეცხლი კაცთაგან სიკიმაჲსათა და სახლისაგან მაალოჲსა და შეჭამენ აბიმელექ.

21. და წარვიდა და ივლტოდა იოათარ და მივიდა იგი ბეჰრად და იყოფოდა მუნ პირისაგან აბიმელექისა, ძმისა თჳსისა.

22. და მთავრობდა აბიმელექ ისრაჱლსა ზედა სამ წელ.

23. და მოუვლინა ღმერთმან სული უკეთური შორის აბიმელექისა და. შორის კაცთა მათ სიკიმისათა. და შეურაცხ-ყვეს კაცთა მათ სიკიმელთა სახლისა მიმართ აბიმელექისა.

24. რათა მოაწიოს უფალმან სიცრუვისა მისთჳს მისისა სამეოცდათთა მათთჳს ძეთა იერობოალისთა და სისხლი იგი მათი დაკრებად აბიმელექის ზედა, ძმისა მათისა, რამეთუ მოსრნა იგინი.

25. და კაცთა მათ ზედა სიკიმაჲსათა, რამეთუ განაძლიერნეს ჴელნი მისნი მოწყუედად ძმათა თჳსთა. და უმზირდეს მას კაცნი იგი სიკემელნი და ქმნეს მისთჳს სამზიროჲ თავთა ზედა მთათასა და მოიტაცებდეს ყოველსა ჟამსა წარმავალთა გზისათა და უთხრეს ესე აბიმელექს.

26. და მოვიდა გაალ, ძჱ აბედისი, და ძმანი მისნი და შევიდეს სიკემად. და მოსავ იყუნეს მის კაცნი იგი სიკემელნი.

27. და განვიდეს ველად და მოსთულეს ვენაჴები მათი, და დაწნიხეს და ერისკრებაჲ ყუეს. და შევიდეს ტაძრად ღმრთისა, და ჭამდეს და სუმიდეს და სწყევდეს აბიმელექს.

28. და თქუა ბაალ, ძემან აბედისმან: ვინ არს აბიმელექ და ვინ არს ძე, სუქემისი, რამეთუ ვჰმონებდეთ მას? ანუ არა ძე არს იერობოალისი და ზებულ მოღუაწე მისი და მონაჲ მისი კაცთა თანა ემორისთა, მამისა სჳქემისთა? და რაჲსათჳს ვჰონებდეთ მას ჩუენ?

29. ვინმცა მომცა მე ერი ესე ჴელთა ჩემთა? და გარდა-მცა-ვადგინე აბიმელექ და ვარქუ აბიმელექს: განიმრავლე ერი შენი და განვედ.

30. და ესმეს ზებულს, მთავარსა მის ქალაქისასა, სიტყუანი ესე გაალისნი, ძისა აბედისნი, და განრისხნა გულისწყრომითა ფრიად.

31. და მოუვლინნა მოციქულნი და ძღუენი აბიმელექისა და ჰრქუა: აჰა ესერა, გაალ, ძე აბედისი, და ძმანი მისნი მოსრულ არიან სიკიმად და იგინი აშფოთებენ ქალაქსა შენსა ზედა.

32. და აწ აღდეგ ღამე და ერი ეგე, რომელ არს შენ თანა, და უმზირე მათ ველსა.

33. და იყოს, განთიად აღმოსლვასა ოდენ მზისასა აღიმსთო და განირთხა ჴელი შენი ქალაქსა ამას ზედა. და იგი და ერი მისი მის თანა განგივლენ შენ და უყავ მას, რაჲ-იგი ძალ-გედვას ჴელსა შენსა.

34. და აღდგა აბიმელექ და ყოველი ერი, რომელ იყო მის თანა ღამე და უმზირდეს სიკიმასა ოთხი გუნდი ოთხად განყოფილი.

35. და გამოვიდა გაალ, ძე აბედისი, და დადგა იგი კართა თანა ბჭეთა მის ქალაქისათა. და წარმოიძრა აბიმელექ და ერი მის თანა ადგილისა მისგან სამზიროჲსა და მოვიდოდა.

36. და მიჰხედა და იხილა გაალ, ძემან აბედიმან, ერი იგი და ჰრქუა ზებულს: აჰა ესერა, რომელი გარდამოვალს თავთაგან მთისათა. და ჰრქუა მას ზებულს: აჩრდილსა მთათასა ხედავ. შენ კაცად.

37. და შესძინა გაალ მერმე სიტყუად და თქუა: ერი გარდამოვალს ზღჳთ კერძო მახლობლად ღელესა მას ქუეყანისასა. და გუნდი ერთი მოვალს გზისა მისგან მაღნარისა სამსტროთაჲსა.

38. და ჰრქუა მას ზებულ: სადა არს პირი შენი, რომელი იტყოდა, ვითარმედ: ვინ არს აბიმელექ, რამეთუ ვჰმონებდეთ? აჰა ეგერა, ეგე არს ერი იგი, რომელ შენ შეურაცხ-ჰყავ. აწ განვედ და ჰბრძოდე მას.

39. და განვიდა გაალ წინამძღუარად კაცთა მათ სიკიმელთა და ჰბრძოდა აბემელიქს.

40. და დევნა-უყო მას აბემელიქ და ივლტოდა გაალ პირისაგან მისისა. და დაეცნეს წყლულებითა მრავალნი ვიდრე ბჭედმდე მის ქალაქისა.

41. და შევიდა აბიმელიქ არიმად და იყო იგი მუნ და განაძო ზებულ გაალი და ძმანი მისნი, რათა არა მკჳდრობდენ სიკიმას შინა.

42. და იყო ხვალისაგან, განვიდა ერი იგი ველად და უთხრეს აბიმელექს:

43. ვითარმედ ზედა მოგივლენ. ხოლო მან წარმოიყვანა ერი თჳსი და განყო იგი სამად გუნდად და დაემალა მათ. და ვითარცა იხილა, რამეთუ ერი გამოჴდა ქალაქით, დაესხა მათ და მოსრნა იგინი.

44. და აბიმელექ და გუნდი იგი მისი მოიწინეს და გადგეს ბჭეთა თანა მის ქალაქისათა და ორი იგი გუნდი განეფინა მათ ზედა ყოველნი, რომელნი იყუნეს ველსა მას, დამუსრჳდეს მათ.

45. და აბიმელექ ჰბრძოდა ქალაქსა მას დღე ყოელ. და დაიპყრეს იგი და ერი მისი მოსრეს და ქალაქი იგი დაარღჳეს. და დასთესეს მას მარილი.

46. და ესმეს სიტყუანი ესე ყოველნი ყოველთავე მათ კაცთა გოდლისა სიკიმისათა და შევიდეს იგინი მოზღუდვილსა მას ტაძარსა ბაალბერითისსა.

47. და უთხრეს აბიმელექს, ვითარმედ: შეკრბეს ყოველნი იგი კაცნი გოდლისა სიკიმაჲსანი.

48. და აღვიდა აბიმელექ მთასა მას ევმონსა, იგი და ყოველი ერი მისი მის თანა. და მოიღო აბიმელექ ცული ჴელითა თჳსითა და მოკაფა ტჳრთი ერთი შეშაჲ, და აღიდვა იგი მჴარსა და ჰრქუა ერსა მას თჳსსა: ვითარცა-ესე მიხილეთ მე, რაჲ-ესე ვყავ. თქუენცა ესრეთ ყავთ ადრე, ვითარცა-ესე მე ვყავ.

49. და მოკაფა კაცად-კაცადმან ტჳრთი და შეუდგა აბიმელექს. და დაზჳნეს იგი გარემოს მოზღუდვილსა მას და დაწუეს იგი ცეცხლითა. და მოწყჳდა ყოველი კაცი გოდლისა მის სიკიმელთაჲსა, ვითარ ათას ოდენ მამაკაცი და დედაკაცი.

50. და წარმოვიდა აბიმელექ თებედდ და გარე მოადგა მას.

51. და იყო გოდოლი დიდი შორის ქალაქსა მას, და შეივლტოდეს მუნ მამანი და დედანი და ყოველნივე მთავარნი მის ქალაქისანი და დაჰჴშეს კარი და აღვიდეს იგინი ერდოსა მის გოდლისასა.

52. და მოვიდა აბიმელექ გოდოლსა მას თანა და ჰბრძოდეს მას. და მიეახლა აბიმელექ ვიდრე კარადმდე მის გოდლისა, რათამცა დაწუა იგი ცეცხლითა.

53. და გარდამოუტევა დედაკაცმან ნატეხი ფქჳლისა საფქუელისა თავსა ზედა აბიმელექისსა და შთატეხა თხემი მისი.

54. და ღაღად-ყო მეყსეულად და ჰრქუა მონასა მას ნიჟოგარსა თჳსსა: იჴადე მახჳლი შენი და მომკალ მე, რათა არა თქუან, ვითარმედ დედაკაცმან მოკლა იგი, და განგუმირა იგი მონამან მან თჳსმან და მოკუდა.

55. და იხილეს კაცთა მათ ისრაჱლისათა, რამეთუ მოკუდა აბიმელექ, და ივლტოდა და წარვიდა კაცად-კაცადი ადგილსა თჳსსა.

56. და მოაქცია ღმერთმან უკეთურებაჲ იგი აბიმელექესი თავსა ზედა მისსა, რომელ-იგი უყო მამასა თჳსსა, ვითარ-იგი მოწყჳდნა სამეოცდაათნი ძმანი თჳსნი.

57. და ყოველივე უკეთურებაჲ კაცთა მათ სუქემისათა შეაქცია ღმერთმან თავთა მათთა ზედა წყევაჲ იგი იოათამისი, ძისა იორობოალისი.

10

1. და აღდგა აბიმელექს შემდგომად ცხორებად ისრაჱლსა თოლა, ძე ფოლაჲსი, ძე მამისძმისა მისისა, კაცი ისაქარისაჲ და იგი მკუდრ იყო სამარიას მთასა მას ეფრემისსა.

2. და იგი შჯიდა ისრაჱლსა ოცდასამ წელ და მოკუდა თოლა, ძე ფულაჲსი, და დაფლეს იგი სამარიას.

3. და ამისა შემდგომდა აღდგა იარ გალაადელი და სჯიდა ისრაჱლსა ოცდაორ წელ.

4. და ესხნეს მას ოცდათორმეტ ძენი, აღსხდებოდეს ოცდაათორმეტსა საჴედარსა. და ოცდაათორმეტი ქალაქი იყო მათი. და უწოდა მათ საყოფლები იარისი ვიდრე დღენდელად დღედმდე, რომელ-იგი არიან ქუეყანასა გულაადისასა.

5. და მოკუდა იარ და დაეფლა იკამონსა.

6. და შესძინეს ძეთა ისრაჱლისათა ყოფად ბოროტისა წინაშე უფლისა და ჰმსახურებდეს ბაალის, და ასტაროთსა და ღმერთთა ასურეთისათა. და ღმერთთა სიდონისათა და ღმერთთა მოაბისათა და ღმერთთა ძეთა ამონისთასა და ღმერთთა უცხოთესლთასა. და დაუტევეს ღმერთი მათი და არა ჰმონებდეს მას.

7. და განრისხნა გულისწყრომით უფალი ისრაჱლსა ზედა და მისცნა იგინი ჴელთა უცხოთესლთასა და ჴელთა ძეთა ამონისთასა.

8. და დაგლახაკნეს იგინი და დაამდაბლნეს ძენი ისრაჱლისანი მას ჟამსა შინა ათრვამეტ წელ ყოველნივე, რომელნი იყუნეს წიაღ იორდანეს და ქუეყანასა ამორეველთასა და ბალაადისასა.

9. და წიაღმოჴდეს ძენი ამონისნი იორდანესა ბრძოლად, იუდაჲსსა და ბენიამენისსა და სახლისა ეფრემისა, და სჭირდა ფრიად ძეთა ისრაჱლისათა.

10. ღაღად-ყვეს ძეთა ისრაჱლისათა უფლისა მიმართ და თქუეს: შეგცოდეთ შენ, რამეთუ დაგიტევეთ უფალი ღმერთი ჩუენი და ვჰმსახურებდით ბაალსა.

11. და ჰრქუა უფალმან ძეთა ისრაჱლისათა: ანუ არა ეგჳპტელნი და ამორეველნი.

12. და ძენი ამონისნი, ამალეკი, და ქანანელნი გაჭირვებდეს და ჰღაღადყავთ ჩემდა მომართ და გიჴსენ თქუენ ჴელისაგან მათისა?

13. და თქუენ დამიტევეთ მე და ჰმონებდით ღმერთთა უცხოთა, ამისთჳს არღარა შევსძინო ჴსნად თქუენდა.

14. ვიდოდით და ღაღადებდით ღმერთთა მიმართ, რომელნი გამოირჩიენით თავისა თჳსისა და მათ გიჴსნენ თქუენ ჟამსა ჭირისა თქუენისასა.

15. და ჰრქუეს ძეთა ისრაჱლისათა უფალსა: ვცოდეთ, აწ მიყავ ჩუენ ყოვლისაებრ, რაჲ-იგი სათნო არს წინაშე თუალთა შენთა.

16. და განშორნეს ძეთა ისრაჱლისათა ღმერთნი უცხონი შორის მათსა და ჰმსახურებდეს ღმერთსა მხოლოსა და სულმოკლე იქმნა შრომითა ისრაჱლი.

17. და აღმოვიდეს ძენი ამონისნი და დაიბანაკეს გალაადით კერძო. და გამოვიდეს ძენი ისრაჱლისანი და დაიბანაკეს სამსტროსა მას ზედა.

18. და თქუა ერმან მან, რომელნი იყვნეს მთავარნი გალაადისანი, კაცად-კაცადმან მოყუსისა მიმართ თჳსისა: ვინმე იყოს კაცი, რომელმან იწყოს ბრძოლად ძეთა ამონისთა? და იყოს იგი მთავარ ყოველთა ზედა დამკჳდრებულთა გალაადისათა.