წინაწარმეტყველება ოსესი

1

1. სიტყუაჲ უფლისაჲ, რომელი იყო ოსეს მიმართ, ძისა აბერისა, დღეთა ოზიასთა, და იოათამისთა, და აქაზისთა, და ეზეკიასთა, მეფისა იუდაჲსთა, და დღეთა იორობოამისთა, მეფისა ისრაილისათა:

2. დასაბამი სიტყუათა უფლისათა ოსეს მიმართ: და ჰრქუა უფალმან ოსეს: წარვედ და მოიყვანე თავისა შენისა დედაკაცი სიძვისაჲ და შვილნი მისნი სიძვისანი, რამეთუ სიძვით ისიძვიდეს ქუეყანასა უკანათგან უფლისა.

3. და წარვიდა და მოიყვანა გომერ, ასული დებელაიმისი, და მიუდგა და უშვა მას ძე.

4. და ჰრქუა ღმერთმან: უწოდე იეზრაელ ამისთჳს, რამეთუ მცირედღა და შური ვიძიო მე სახლისა მისთჳს იეზრაელისა და სახლსა ზედა იუდაჲსსა და დავაცხრვო მეფობა ისრაილისაჲ.

5. და იყოს მათ დღეთა შინა, შევმუსრო მშჳლდები იეზრაელისაჲ, ღელესა მას იეზრაელისასა

6. და მიუდგა და უშვა მას ასული და ჰრქუა მას უფალმან: უწოდე სახელი მისი არაშეწყალებულ, რამეთუ არღარა შევსძინო მერმე შეწყალებად სახლი ისრაილისაჲ, არამედ წინააღმდგომით წინაღუუდგე მათ.

7. ხოლო ძენი იუდაჲსნი შევიწყნარნე და ვიჴსნნე იგინი უფლისა მიერ ღმრთისა მათისა, და არა ვიჴსნნე იგინი მშჳლდითა, არცა მახჳლითა, არცა ბრძოლითა, არცა ცხენებითა, არცა მჴედრობითა

8. და სძესა განეყენა არაშეწყალებული იგი, და მერმე მიუდგა და შვა ძე

9. და უწოდა სახელი მისი - არა ერი ჩემი, და არა ვარ ღმერთი თქუენი, რამეთუ არა ხართ თქუენ ერი ჩემი

10. და იყოსღა თუ რიცხჳ ძეთა ისრაილისათაჲ, ვითარცა ქჳშაჲ, რომელი არა აღიწყოს და არცა აღირაცხოს, ნეშტი ოდენ ცხონდეს. და იყოს ადგილსა მას, სადა-იგი ეწოდოს მათ ძე ღმრტისა ცხოველისა.

11. და შეკრბენ ძენი იუდაჲსნი და ძენი ისრაილისანი ერთად, და დაიდგინონ თავისა მათისა მთავარი ერთი, და აღმოვიდენ ქუეყანისა მისგან, რამეთუ დიდ არს დღე იგი იეზრაელისა.

2

1. არქუთ ძმათა თქუენთა: ერი ჩემი და დასა თქუენსა: შეწყალებული.

2. ესაჯენით დედასა თქუენსა, ესაჯენით, რამეთუ იგი არა ცოლი ჩემი, და მე არა ქმარი მისი. განაგდოს სიძვაჲ პირისაგან მისისა და მრუშებაჲ მისი შორის ძუძუთაგან მისთა,

3. განვაშიშულო იგი და დავადგინო, ვითარცა დღესა შობისა მისისასა, და დავდვა იგი, ვითარცა უდაბნოჲ, და ვყო, ვითარცა ქუეყანა ურწყული, და მოვსპო იგი წყურილითა,

4. ძენი მისნი არა შევიწყალნე, რამეთუ ძენი მრუშებისანი არიან.

5. რამეთუ სიძვით ისიძვა დედამან მისმან და სირცხჳლვულ-ყო, რომელმან შვნა იგინი, და იტყოდა: შეუდგე ტრფიალათა ჩემთა, რომელნი მომცემენ პურსა და წყალსა ჩემსა, მატყლსა და სამოსელსა ჩემსა, და ზეთსა, და სასმელსა.

6. ამისთჳს დავჴშნე გზანი შენნი ბრწამლითა და მოგზღუდნე ყორითა, და კვალნი შენნი არა იპოვნეს.

7. მისდევდენ ტრფიალთა თჳსთა და ვერ ეწინეს მათ, ეძიებდეს მათ და არა პოვნეს. და თქუა: შევიქცე და მივიდე ქმრისა ჩემისა პირველისა, რამეთუ მაშინ უმჯობეს იყო ჩემდა, ვიდრე აწ.

8. ხოლო მან არა უწყოდა, თუმცა მე მივეც მათ იფქლი და ღჳნო და ზეთი, და განუმრავლენ მას ვეცლხლი და ოქროჲ, რომელი უქმნეს ბაალსა.

9. ამისთჳს მოვიქცე და მოუღო იფქლი ჩემი ჟამსა თჳსსა და განვსძარცო მისგან მატყლი ჩემი და სელი ჩემი, რომლითა დაიფარვიდენ სირცხჳლთა თჳსსა.

10. და აწ განვაცხადო სიცოფე მისი წინაშე ტრფიალთა მისთა, და კაცმან ვერ განარინნეს ჴელთაგან ჩემთა.

11. მოუღო ყოველი სიხარული მისი, და დღესასწაული მისი, და თთჳსთავნი მისნი, და შაბათობანი მისნი, და ყოველნი დღეკეთილობანი მისნი

12. უგულებელს-ვყუნე, ვენაჴნი მისნი და ლეღოვანნი მისნი, რომელთათჳს იტყოდა: მიზდი მრუშებისა ჩემისა არს ესე, რომელნი მომცეს მე ტრფიალთა ჩემთა, - ხოლო დავსხნა იგინი ოჴრად და მოსჭამდენ მას მჴეცნი უდაბნოსანი.

13. შურ-ვაგო დღეთა ბაალისთა, რომელ უზორვიდა და შეიმკობდა სამკაულითა თჳსითა და ვიდოდა ტრფიალთა თანა თჳსთა და მე დამივიწყა, იტყჳს უფალი,

14. ამისთჳს განვაძო იგი და წარვდევნო უდაბნოსა და ვიტყოდე შორის გულისა მისისა.

15. და მივცე მას მონაგები თჳსი, მასვე ადგილსა, ღელე ნაქორისა სასოდ მოსაღებელად და იმღერდეს დღეთაებრ სიჭაბუკისა თჳსისა და დღეთაებრ გამოსლვისა ქვეყანით ეგჳპტით.

16. და იყოს მას დღესა შინა, - იტყჳს უფალი, - მხადოს მე მან ქმარი. ჩემი და არღარა ხადოს მან ბალამის.

17. და მოიღოს სახელი ბალამის პირისა მისისაგან და არღარა მოიჴსენონ სახელები მათი.

18. და აღუთქუა მათ აღთქმა მათი მათ დღეთა შინა მჴეცთა თანა ველისათა, და მფრინველთა ცისათა და ქუეწარმავალთა ქუეყანისათა მშმჳლდი და ბრძოლა და მახჳლი შევმუსრო ქუეყანით. და დაგამკჳდრო შენ სასოებით,

19. და მოგითხოო შენ თავისა ჩემისა საუკუნოდ,

20. და მოგითხოო შენ თავისა ჩემისა სიმართლით, და განკითხვით, და წყალობით, და მოგითხოო შენ თავისა ჩემისა სარწმუნოებით, და იცნა შენ უფალი.

21. და იყოს მას დღესა შინა, -- იტყჳს უფალი, -- ვისმინო მე ცისა. და ცამან ისმინოს ქუეყანისა და ქუეყანამან ისმინოს იფქლისა და ღჳნისა, და მათ ისმინონ იეზრაელისა.

22. და დავსთესო იგი თავისა ჩემისა ქუეყანასა და შევიწყალო არა შეწყალებული იგი. და ვრქუა არა ერსა ჩემსა: ერი ჩვმი ხარი შენ. და მან მრქუას: უფალი ღმერთი ჩემი ხარი შენ.

3

1. თქუა უფალმან ჩემდამო კუალად: წარვედ შენ და შეიყვარე დედაკაცი ერთი, რომელსა უყუარდეს სიბოროტე და იყოს როსკიპ, ვითარცა შეიყვარა ღმერთმან ძენი ისრაჱლისანი. ხოლო იგინი ჰმსახურებდეს ღმერთთა უცხოთა და უყვარან ნაგუდალნი ყურძნისანი.

2. მორეწედ დავსდეგ ათხუთმეტისა ვეცხლისა და სათოველისა ერთისა ქრთილისა და ნახევარ სათოველისა ქერისა.

3. და ვარქუ მას: მრავალთა დღეთა მგებდი მე, და არღარა ისიძო, და არცა შეეყო კაცსა სხუასა და მეცა გგებდი შენა,

4. რამეთუ დღესა მრავალსა ისხდენ ძენი ისრაჱლისანი თჳნიერ მეფეთასა, და თჳნიერ მთავართათა, და თჳნიერ მსხუერპლთასა, და თჳნიერ საკურთხეველისა, და თჳნიერ მღდელთასა და თჳნიერ ხილვათასა:

5. ამისა შემდგომად მოიქცენ ძენი ისრაჱლისანი და იძიონ უფალი ღმერთი მათი და დავით, მეფე მათი, და შეიშინონ უფლისა მიერ და კეთილი მათი დღესა აღსასრულისასა.

4

1. ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ ძეთა ისრაჱლისათა, რამეთუ სასჯელი უფლისაჲ არს მკჳდრთა თანა ქუეყანისათა, რამეთუ არა არს ჭეშმარიტება, არცა წყალობა და არცა მეცნიერება ღმრთისაჲ ქუეყანასა ზედა.

2. წყევა და სიცრუვე, კლვა და პარვა და სიძვა განფენილ არს და სისხლთა სისხლსა შერევენ.

3. ამისთჳს იგლოვდინ ქუეყანაჲ და დასულბენ ყოველნი, რომელნი დამკჳდრებულ არიან, მჴეცნი უდაბნოსანი და მფრინველნი ცათანი და თევზნი ზღჳსანი მოკრბენ.

4. და არა ვინ იყოს განმსჯელ მათა და არცა მამხილებელ, ხოლო ერი ჩემი, ვითარცა მღდელი მაშფოთებელი.

5. მოუძლურდენ დღენი და მოუძლურდენ წინაწარმეტყუელნი შენ თანა, და ღამესა დავადუმო დედა შენი.

6. მიემსგავსა ერი ჩემი მათ, რომლისა თანა არა იყო მეცნიერება, რამეთუ შენ განიშორე მეცნიერება, და მეცა განგიშორო შენ და არღარა მღდელობდე ჩემდამო, ვინათგან დაივიწყე სჯული ღმრთისა შენისა, მეცა დავივიწყო ძენი შენნი.

7. სიმრავლისაებრ მათისა შემცოდეს მე, ეგრეთვე დიდება მათი სირცხჳლად გარადავსცვალო.

8. ცოდვასა ჭამენ ერი ჩემი და უსჯულოებამან მათმან აღამცირნა სულნი მათნი.

9. ვითარცა იყვნენ ერი, ეგრეთვე მღდელნი, და შურ-ვიგო მათ ზედა გზათაებრ მათგან და გულისსიტყუათაებრ მათისა მივაგო მათ.

10. სჭამდენ, ვერ განძღენ, მრუშობდენყე და არ დასცხრეს, ამისთჳს დაუტევეს უფალი არა დაცვითა.

11. სიძვამან, ღჳნომან და ანკანაკებამან გულნი მიუღნეს.

12. ერი ჩემი შეშისა მიერ იმისნვიდა და კუერთხებითა მითხრობდენ. აჰა, სულმან სიძვისამან შეაცთუნა და იმრუშეს ღმრთისაგან მათისა.

13. თხემთა მათთასა უზორვიდენ და ბორცვებთა ზედა დასწვიდენ რკოსა ქუეშე და ხესა ჩრდილოანსა, რამეთუ კეთილ არს საფარველი: ამისთჳს ისიძვენ ასულნი თქუენნი და სძალნი თქუენნი იმრუშებენ.

14. და არა მოვიხილო მე ასულთა თქუენთა ზედა, ოდეს ისიძვიდენ, არცა სძალთა თქუენთა ზედა, ოდეს იმრუშებდენ, რამეთუ იგინი მეძავთა თანა შეისვარვოდეს და მგებელთა თანა უზორვიდეს და ერი გულისხმისმყოფელი შეეთხზვოდა მეძავთა თანა.

15. ხოლო შენ, ისრაჱლ, ნუ უმეცარ ხარ, და იუდა, ნუ შეხუალთ გალგალად და ნუ აღხუალთ სახიდ მიმართ უსამართლოებისა, და ნუ ჰფუცავთ ცხოველსა უფალსა,

16. ვითარცა დიაკეული მტრიობალი, მტრიობალ იქმნა ისრაჱლი. აწ აძოვნეს იგინი უფალმან, ვითარცა კრავნი, ფართოსა შინა.

17. შემყოფმან კერპთამან ეფრემ დაუდვა მას საბრჴე, სათნო იყუნა ქანანელნი,

18. მსიძავნი განმეძვნეს, შეიყუარეს უპატიოებაჲ ფრტჳნვისაგან მისისა.

19. სტჳნვაჲ სულისაჲ სტჳნავს შორის ფრთეთა მისთა და ჰრცხუენოდის მსხუერპლისსაცავთა მისთაგან.

5

1. ისმინეთ ესე მღდელთა, და მოხედეთ სახლმან ისრაჱლისამან და სახლმან მეფისამან ყურად-იღეთ მით, რამეთუ თქუენდა მიმართ არს სასჯელი, რამეთუ მახე ექმნუნით სამსტუროსა.

2. და ვითარცა ბადე განმარტებული ოლესა ზმდა,

3. რომელი მომნადირებელთა ნადირისათა დაარწყუეს, ხოლო მე მწურთელი თქუენი. ვიცან ეფრემ და ისრაელი არ განმეყენა ჩემგან მით, რამეთუ აწ განმეძვნა ეფრემ, შეიბილწა ისრაჱლ.

4. არ მოსცნეს განზრახვანი მათნი მოქცევად ღმრთისა მომართ მათისა, რამეთუ ასული სიძვისაჲ მათ შორის არს, ხოლო უფალი არა იცნეს.

5. და დამდაბლდეს გინებაჲ ისრაჱლისაჲ წინაშე პირსა მისსა, და ისრაჱლი და ეფრემ მოუძლურდენ სიცრუეთა მათთა შინა და მოუძლურდეს იუდაჲცა მათ თანა.

6. ცხოვართა თანა და ზუარაკთა ვიდოდენ გამოძიებად უფლისა და არა პოოს უფალი იგი, მიაქცია მათგან,

7. რამეთუ უფალი დაუტევეს, რამეთუ ასულნი უცხონი შვნეს მათგან და აწ შეჭამნეს იგინი სრსჳლმან, და ნაწილნი,

8. და ჰნესტუეთ ნესტუთა ბორცუთა და იღაღადნეს მაღალთა ზედა, ქადაგი სახლსა არონისსა განჰკრთა, ბენიამენ,

9. ეფრემ განსარყუნელად შეიქმნა დღეთა შინა მხილვებისათა ტომთა შორის ისრაჱლისათა ვაჩუენენ სარწმუნონი,

10. იქმნნეს მთავარნი იუდასნი, ვითარცა გარდამცვალებელნი საზღუართანი. მათ ზედა მივჰფინო, ვითარცა წყალი, მიმართებანი ჩემნი.

11. ჰმძლავრა ეფრემმან მოსაჯულსა მისსა, დათრგუნა მსჯავრი, რამეთუ იწყო სლვად უკანა ამაოთასა.

12. და მე, ვითარცა შფოთი ეფრემისი და ვითარცა საწერტელი სახლისა იუდაჲსი.

13. იხილა ეფრემ სნეულება მისი და იუდა სალმობა მისი. და წარვიდა ეფრემ ასურასტანელთა მიმართ და მიავლინნა მოციქულნი მეფისა მიმართ იარიმისსა, და იგი ვერ შემძლებელ იქმნეს გამოჴსნად თქუენდა და ვერ დააცხროს თქუენგან სალმობა

14. მით, რამეთუ მე ვარ, ვითარცა ვეფხი ეფრემისსა და ვითარცა ლომი სახლისა იუდაჲსსა. და მე ვიწყო, და წარვიდე, და მოვიღო და არა იყოს განმარინებელ.

15. წარვიდე და მივიქცე ადგიდ ჩემდა, ვიდრე არა უჩინო იქმნენ და ეძიებდენ პირსა ჩემსა.