საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებითი ლექსიკონი
-
რ -
რელიქვიები - მაცხოვრის, ღვთისმშობლის, წმინდანთა ცხოვრებასთან და მოღვაწეობასთან
დაკავშირებული საგნები ან სხეულის ნაწილები.
რენეგატი - ადამიანი, რომელმაც უღალატა თავისი წინაპრების რწმენას, მაგალითად ქრისტიანობიდან
მაჰმადიანობაში გადასვლისას.
რიპიდი - ვერცხლის ან მოოქროვილ გრძელ სახელურზე დამაგრებული წრე, რომლის შიგნით
მოთავსებულია ექვსფრთიანი სერაფიმის გამოსახულება. გამოიყენება მხოლოდ სამღვდელმთავრო
მსახურებისას.
რიტუალი - სარწმუნოებრივი ხასიათის წეს-ჩვეულებათა ერთობლიობა.
როტონდა - მრგვალი ფორმის ტაძარი, რომელიც სიმბოლურად აღნიშნავს წრეს, რომელსაც არა
აქვს დასასრული, ასევე ეკლესიის მიზანს, რომელიც გვამზადებს მარადიული ცხოვრებისათვის.
|