საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებითი ლექსიკონი
-
ვ -
ვარდის წყალი - გამოიყენება ტრაპეზის კურთხევის დროს.
ვარსკვლავი - ორი ერთიმეორეზე გადაჯვარედინებული ლითონის მოღუნული ვიწრო, თხელი ფირფიტა,
რომელსაც დგამენ ფეშხუმზე, იმ მიზნით, რომ დაფარნა არ შეეხოს ტარიგს. სიმბოლურად
ნიშნავს ვარსკვლავს, რომელიც წინ უძღოდა აღმოსავლეთიდან მომავალ მოგვებს.
ვნება - 1) ცოდვა, რომელიც მავნე ჩვევად იქცა; 2) გულისწყრომა, გულისთქმა; 3) ხორციელი
სნეულება, წყლული, ჭრილობა.
ვნების კვირა - აღდგომის წინა დიდმარხვის ბოლო კვირა.
|