წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი სამოცდამეთვრამეტე

მათ მიმართ, რომლებიც გვეკითხებიან: ქრისტეს ჰიპოსტასი ქმნილი არის თუ უქმნელი?

ღმერთი-სიტყვის ჰიპოსტასი ხორცშესხმამდე იყო მარტივი, შეუდგენელი, უსხეულო და უქმნელი, მაგრამ ხორცი შეისხა რა, გახდა თვითვე ხორცის ჰიპოსტასიც და გახდა შედგენილი ღმრთეებისგან (რაც მარადის ჰქონდა) და ხორცისგან, რაც შეიძინა. ამიტომ, ატარებს იგი ორი ბუნების თვისებებს და შეიცნობა ორ ბუნებაში. ასე რომ, ერთი და იგივე ჰიპოსტასი უქმნელიც არის ღმრთეებით და ქმნილიც ადამიანობით, ხილულიც და უხილავიც, თუ არა და, იძულებული ვიქნებოდით ან ორი ჰიპოსტასი გვეთქვა და ორად გაგვეყო ერთი ქრისტე, ანდა ბუნებათა განსხვავება უარგვეყო და გარდაქმნა და აღრევა შემოგვეტანა.

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი