მიცვალებულთა მოსახსენიებელი დღეები

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II
განჩინება მიცვალებულთა სულის მოსახსენებლად

წმიდათა შორის მამისა ჩვენისა იოანე ოქროპირის,
კონსტანტინეპოლელ პატრიარქის მიერ თქმული

ქრისტიანეთა მიცვალებისათვის

საყვარელნო! ქრისტიანეთა მიცვალებასა ზედა ანგელოსნი მოივლინებიან ზეცით მეუფისა მიერ, და მოუწოდებენ მონასა მას ღირსსა: ჰოი, ვითარ დიდი საიდუმლო აღესრულების, საშინელი და შესაძრწუნებელი, და ღირსი გალობისა და სახე დიდისა მის სიბრძნისა საღმრთოჲსა! ვითარ განვალს სული ხორცთაგან, ვითარცა სახლისა რაჲსაგანვე, და მივალს მეუფისა თვისისა. ვითარცა ოდეს იგი იშვებოდეს ყრმა, ეგრეთვე მიცვალებაჲცა კაცისა: შობა არს ფრიად უაღრესი მის შობისა, რამეთუ მივალს სული იგი ნათლად ბნელისა ამის სოფლისაგან, - განიხსნების, ვითარცა საკრველისაგან - განვალს დიდებისა ამისგან, განთავისუფლდების ღვაწლისაგან, და მივალს განსვენებად. რამეთუ, ვითარცა მზე ცისკარსა განწმედილსა აღმობრწყინდეს რა, ეგრეთვე სული, განვიდის რა ხორცთაგან, გონებითა წმიდითა ბრწყინავენ, და ვითარცა მეფე შარავანდითა შერავალნ პალატად შემკობილი, ესრეთ არს სული განმავალი ხორცთაგან, და მიმავალი ღმრთისა დიდებასა.

ამას უკვე ესე ვითარსა საღმრთოდ განგებულსა ვიხსენებდეთ, საყვარელნო, და ნუ ვიგლოვთ მიცვალებულთა ზედა უწესოდ და უშვერად, არამედ ვიქმოდეთ მათთვის ქველის საქმესა, და საღმრთოსა მსხვერპლისა შეწირვასა, გლახაკთა მიმართ წყალობასა, ქვრივთა და ობოლთა გამოზრდასა, ლოცვასა და ფსალმუნებასა. ესე არს წესი ქრისტიანეთა და სათნო ღმრთისა შესაწირავი, მიცვალებულისა მის ფრიადი შესაძინელი, და თავთა ჩვენთა დიდი სარგებელი. ამას ვიქმოდეთ, ძმანო, რათა მათცა და ჩვენცა სასუფეველი ღმრთისა დავიმკვიდროთ, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა და კაცთ-მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით, და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

როგორ უნდა ვიზრუნოთ მიცვალებულთა სულებისათვის

გარდაცვალებულთა მოხსენიების წესები

დიმიტრის შაბათი

სიკვდილის საყოველთაობა

როგორ აფასებენ მიცვალებულები ცოცხალთა ლოცვებს

ნუგეშისცემა ახლობელთა დაკარგვისას (წმიდა თეოფანე დაყუდებულის წერილებიდან)

სიკვდილის შესახებ

„უდროოდ“ გარდაცვლილთა შესახებ

გარდაცვლილთა გამოცხადების შესაძლებლობა

მარადიულ წყვდიადში

 

გახსოვდეთ საზვერეები

არის სამოთხე და ჯოჯოხეთი!

პატერიკული მოთხრობები მიცვალებულთა მოხსენიებაზე

შეხვედრა უფალთან

საზვერეები (მონაზონ სერგიას (კლიმენკო) მოგონებებიდან)