მართლმადიდებლური სწავლება ანტიქრისტეს შესახებ

(გაგრძელება)

შთაბეჭდილებები ანტიქრისტეს გარეგნული ქცევისაგან, რომელშიც მსახიობური ელემენტი ჭარბად იქნება და რომლითაც იგი ყველგან ღვთის ჭეშმარიტ წარმოგზავნილად მოაჩვენებს თავს, იმდენად დიდი იქნება, რომ მიუხედავად წმიდა წინასწარმეტყველთა - ელიასა და ენუქის მრისხანე მხილებისა, ანტიქრისტეს თავიანთ მეუფედ აღიარებენ პირველ ყოვლისა, იუდეველები.

ისრაელში ანტიქრისტეს სამეფო ძალაუფლებაზე აღზევებას შეფარვით გვაუწყებს გამოცხადების წინასწარმეტყველება, როცა საუბარია იმ ადამიანთა შესახებ, რომელთაც მხეცის ბეჭედი ექნებათ მიღებულნი, „ანუ რიცხვი სახელისა მისისაი. აქა არს სიბრძნე: რომელსა აქვს გონებაი, აღიპყარნ რიცხვი იგი მხეცისაი, რამეთუ რიცხვი კაცისაი არს რიცხვი მისი - ექვსასსამოცდაექვს“ (გამოცხ. 13,17-18). ამრიგად, გამოცხადების წმიდა შემოქმედი ყოველ მკითხველს იწვევს ამოსაცნობად ამ საიდუმლო რიცხვისა - 666-ისა.

აქამდე მრავალ ღვთისმეტყველს უცდია ამ რიცხვის საიდუმლოს გამოცნობა-ამოხსნა, მაგრამ რაკი წინდაწინ არავითარი პრინციპი მხეცის რიცხვის ასეთი გასაიდუმლოებისა ნავარაუდევი არ ჰქონდათ, ვერც ერთმა განმმარტებელმა ვერ შესძლო ბოლომდე მისაღები ამოხსნის შემოთავაზება. გამოცხადების განმმარტებელი, წმიდა ანდრია კესარიელი თავის „თარგმანებში“ ამბობს: „ჭეშმარიტებაი სახელისა მამისაი ჟამმან გამოაცხადოს, რამეთუ უკუეთუმცა ჯერ-იყო განცხადებულად ცნობაი სახელისა მისისაი მხილველსა მას, გამო-მცა-ეცხადა, არამედ არ ინება ღმერთმან საღმრთოთა წიგნთა შინა ბოროტისა მის სახელისა დაწერაი“. ასე რომ, მრავალი სახელის პოვნა შეიძლება სიტყვიერი და რიცხობრივი მანიპულაციებით, იზოფსეფიების გამოყვანით სხვადასხვა სიტყვებისა (და სხვადასხვა ენაშიც) - როგორც საკუთარი, ასევე საზოგადო სახელისაც, მაგრამ მხოლოდ ამ გზით ჭეშმარიტებას ვერ ჩავწვდებით. საკუთარი სახელებისგან იზოფსეფიის გამოყვანით შემდეგნი მიუსადაგებიათ მხეცის რიცხვისათვის: ლამპეტისი, ტიტანი, ბენედიქტე... აღწერით თუ საზოგადო სახელებით მრავლად უპოვნიათ და მათი შეფარდებაც უცდიათ მხეცის რიცხვისათვის, მაგალითად: ბოროტი წინამძღვარი, ძველი მოშურნე, ლათინი (ლატინეოს), ჭეშმარიტად მავნებელი, უკეთური კრავი და კიდევ სხვაც. ამგვარადვე სცადა მხეცის რიცხვის საიდუმლოს ამოხსნა დეკანოზმა მ.პოლსკიმ, რომელმაც თავისი სტატია „მხეცის რიცხვი“ გამოაქვეყნა ჟურნალში „სვიატაია ზემლია“ (1938 წ. №1). მისი განმარტებით, ამ რიცხვით - 666 - აღნიშნულია მეუფება ოქროსი, და აგრეთვე მეუფება ადამიანის შრომაზე. მხეცის ძალაუფლება, მისი მეუფება წარმოადგენს იმ ძალას, რომელიც თავის ხელში აიღებს არა მხოლოდ მთელს სიმდიდრეს ამა ქვეყნისა, არამედ შენს შრომასაც მთლიანად დაიმონებს“, - დაასკვნის თავის წერილში დეკანოზი მ.პოლსკი.

ვიდრე სხვა რომელიმე განმარტებაზე გადავიდოდეთ მხეცის რიცხვისა, საჭიროა მონახვა ერთადერთი სწორი პრინციპისა, რომელიც რიცხვის ახსნა-გამოცნობას, ანუ გაშიფრვას დაედება საფუძვლად; აუცილებელია ვიხელმძღვანელოთ ისეთი რამით, რაც საშუალებას მოგვცემს არა მარტო სახელად „ვაქციოთ“ ეს საიდუმლო რიცხვი, არამედ თვით იმ მიზეზსაც მივაგნოთ, რამაც აიძულა წმიდა მოციქული მხეცის სახელის გასაიდუმლოება-დაშიფრვისათვის მიემართა და ეს სახელი პირდაპირ, განცხადებულად არ მოგვაწოდა. თუკი ზემოთმოყვანილ განმარტებებს ამ თვალსაზრისით მივუდგებით და მარტივ კითხვას დავსვამთ: რატომ ჩათვალა მოციქულმა ისეთი მარტივი ცნობების დაშიფრვა-გასაიდუმლეობა, როგორიცაა „ოქრო“, „ოქროს მეუფება ადამიანის შრომაზე“, ანდა ისეთი სახელწოდებებისა, როგორიცაა „ბოროტი წინამძღვარი“, „ძველი მოშურნე“, „უკეთური კრავი“ და სხვა, მაშინ ყველა ეს მცდელობა რიცხვის გამოცნობისა თავისთავად უკუგდებული აღმოჩნდება, რადგან ისინი პასუხს ვერ გვცემენ ამ კითხვაზე და თვით საიდუმლოს, შიფრს - ცარიელ, პრაქტიკულად უაზრო თავსატეხად აქცევენ. იმის დაჯერება კი, რომ წმიდა ღმრთივსულიერი მოციქული, რომელიც ყოველივეს სულიწმიდის კარნახით წერდა, ჩვენი თავშექცევისათვის ირჯებოდა, ჩვენ, რა თქმა უნდა, არაფრით არ შეგვიძლია... ასე რომ, თუმცა ზემოთმოყვანილი ეპითეტები სავსებით შეეფერება ანტიქრისტეს ბუნებას, ჩვენ პრინციპულად სულ სხვა ამოხსნა უნდა ვეძიოთ მხეცის რიცხვისა.

და აი, ერთადერთი სერიოზული, ღრმა ახსნა-განმარტება ამ საიდუმლოსი, რასაც სავსებით ძალუძს აგვიხსნას მიზეზიც თვით დაშიფრვის, ანუ გასაიდუმლოების აუცილებლობისა, მოგვცა მღვდელმსახურმა მ.სლოტმა (Sloet). ეს ახსნა მოთავსებულია „ბიბლიურ მიმოხილვაში“ (Revue Biblique) 1893 წლისა, „წმიდა იოანეს გამოცხადების“ შენიშვნაში (გვ.512), სადაც შემდეგია ნათქვამი:

„გამოცხადების მხეცის სახელწოდებასთან დაკავშირებით ჩვენ მივიღეთ შემდეგი შინაარსის წერილი, რომელსაც ავტორის (სლოტი) ნებართვით, აქ ვაქვეყნებთ. იგი გვწერს: „ღირსო მამაო! „ბიბლიური მიმოხილვის“ წინა ნომერში, 298-ე გვერდზე ღირსმა მამამ სემერიამ მოიყვანა გ.გოდეს შეხედულება, რომელიც გამოცხადების მხეცს აიგივებს „საუკუნეთა დასასრულს იუდეველთა აღორძინებულ ძლიერებასთან“. მოწმენი ვართ რა ამ ხალხის სულ უფრო მზარდი ძლიერებისა მთელს მსოფლიოში, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს მოსაზრება სავსებით დასტურდება ჩვენი თანადროული ისტორიითაც და თუკი ეს ნამდვილად ასეა, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ანტიქრისტე იუდეველთა მეუფე იქნება. წმიდა იოანე ღვთისმეტყველი გვეუბნება, რომ „რიცხვი მისი - ექვსასსამოცდაექვსი“, და იქვე გვთავაზობს გამოვიცნოთ ამ რიცხვის მნიშვნელობა: „აქა არს სიბრძნე: რომელსა აქვს გონებაი, აღიპყარნ რიცხვი იგი მხეცისაი“-ო (გამოცხ. 13,18). თუკი წმიდა მოციქულის ამ მოწოდების არსი ის არის, რომ ამ რიცხვისაგან ანტიქრისტეს სახელი გამოვიყვანოთ, და თუკი ასეთი რამ შესაძელებელია მის ამქვეყნად გამოჩენამდე, მაშინ ნაკლებ სავარაუდოდ გვესახება ის, რომ მოციქულს რაიმე საკუთარი სახელი ჰქონოდა მხედველობაში: ყოველთვის, როგორც კი საკუთარი სახელის ძიებას შევუდგებით, სრულიად ნებისმიერი მანიპულაციამდე მივალთ და ჭეშმარიტებას ვერ მივაგნებთ.

რადგანაც ანტიქრისტე მესიის სახელით მოვა, იგი, სავარაუდოა, იუდეველთა მეუფის სახელწოდებასაც მიითვისებს, და ამასთან, ისიც უეჭველია, რომ მეფედ იგი, უპირატესად, თვით იუდეველთა შორის და ისრაელში იქნება წოდებული. ამ მაღალფარდოვანი ტიტულის გადმოსაცემად - „მეუფე ისრაელისა“ - სიტყვა ისრაელი, ებრაული ენის სინტაქსით, ნათესაობით ბრუნვაში კი არ დაისმება, არამედ მის წინ კუთვნილების პრეფიქსი „ლამედ“ დაისმება, და მაშინ ანტიქრისტეს ეს ტიტული შემდეგნაირად დაიწერება: „ჰა მელექ ლე იშრა, ელ“ („მეუფე ისრაელისა“).

თუკი თვითოეულ ამ ასო-ნიშანს მის რიცხვით მნიშვნელობას მივუწერთ, შემდეგ სურათს მივიღებთ: „ჰეთ“ - 5, „მემ“ - 40, „ლამედ“ - 30, „ქიაფ“ - 20, „ლამედ“ - 30, „იოდ“ - 10, „შინ“ - 300, „რეშ“ - 200, „ალეთ“ - 1, „ლამედ“ - 30. ჯამი ამ რიცხვითი მნიშვნელობებისა, ანუ ამ გამოთქმის იზოფსეფია, შეადგენს სწორედ მხეცის რიცხვს - ექვსასსამოცდაექვსს, რომელიც მოცემული გვაქვს იოანეს გამოცხადებაში/

არის აქ მხოლოდ ერთი ხინჯი, კერძოდ კი ის, რომ ასონიშანი „ქიაფ“-ი სიტყვაში „მელექ“, ბოლოკიდურია, და არა ჩვეულებრივი, ამიტომ რიცხვითი მნიშვნელობაც მისთვის ნაძალადევად გვაქვს აღებული... გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი პატივისცემა... და ა.შ. მ.სლოტი, ჰოლანდია, 18.V.1893 წ.“

მაგრამ ამ ახსნა-განმარტებას არავითარი ხინჯი არა აქვს, და მამა სლოტი ცდება, როცა ჰგონია, რომ ნაძალადევად აიღო რიცხვითი მნიშვნელობისათვის ბოლოკიდური „ქიაფ“-ი. სინამდვილეში მისი გამოთვლა აბსოლუტურად სწორია და არავითარ ეჭვს არ იწვევს, რადგან ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში რიცხვთა აღნიშვნისათვის გამოიყენებოდა მხოლოდ 22 ასონიშანი „წმიდა დამწერლობისა“ ბოლოკიდურ ასონიშანთა გარეშე; ყოველ მათგანს ზუსტი რიცხობრივი მნიშვნელობა აქვს, შესაბამისი თავისი რიგითი ადგილისა, და ეს რიგითი ადგილი, ანუ ნომერი, ერთნაირია როგორც ჩვეულებრივი „ქიაფ“-ისათვის, ასევე ბოლოკიდურისთვისაც (მსგავსად ყველა სხვა ორმაგი ასონიშნისა)“.

ამგვარი ახსნა-განმარტება მხეცის რიცხვისა, რაც გასული საუკუნის მიწურულს მოგვცა მ.სლოტმა, იმავდროულად გვიხსნის იმ მიზეზსაც, თუ რატომ იყო წმიდა მოციქულისათვის აუცილებელი რიცხვის გასაიდუმლოებისათვის მიემართა. ეს მიზეზი ჩვენ შემდეგნაირად გვესახება: თუკი მოციქული გადაწყვეტდა დაუფარავად ეთქვა - ანტიქრისტე, ანუ მხეცი, სწორედ ის მეუფე იქნებაო ისრაელისა, რომელსაც ასეთის მღელვარებით მოელოდნენ იუდეველები, და რომელსაც, მათის შეხედულებით, პირველ ყოვლისა, რომაელთა უღლისაგან უნდა გაეთავისუფლებინა ისრაელი, შემდეგში კი ყველა სხვა ხალხიც მათთვის დაემორჩილებინა და მსოფლიო სახელმწიფო შეექმნა, - მაშინ ასეთი დაუფარავი განცხადება ვერ გამოდგებოდა მკაცრი რელიგიური გაფრთხილებისათვის, პირიქითაც: იუდეველთა მიერ იგი აღიქმებოდა როგორც მათს საწინააღმდეგოდ მიმართული გამოსვლა, და დიდ რისხვასაც დაატეხდა თავს მის ავტორს. გარდა ამისა, აშკარა გამოცხადება ისრაელელთა მომავალი მეფისა (იმისდა მიუხედავად, თუ როგორ იქნებოდა იგი დახასიათებული - ჭეშმარიტ მესიად თუ ანტიქრისტედ) - იუდეველთაგან შეიძლებოდა აღქმული ყოფილიყო როგორც პოლიტიკური ღალატი, რადგანაც ისინი გულდასმით უმალავდნენ რომაელ ხელისუფლებს თავიანთ სანუკვარ მიზნებს, თავიანთ მოლოდინს ისრაელის მომავალი ძლევამოსილი მეუფისა და მის მიერ მსოფლიო ძალაუფლების მოპოვების თაობაზე; აკი ისინი ყოველმხრივ ცდილობდნენ დაერწმუნებინათ რომაელები - ჩვენ არ გვყავს სხვა მეფე, თვინიერ რომის კეისრისა, და არც გვინდა მეფედ სხვა ვინმეო. ამიტომ წმიდა მოციქულმა საიდუმლო რიცხვით დაფარა მხეცის არსი, ისეთი საიდუმლოთი, რომლის ამოხსნაც ჭეშმარიტი სულიერი ხედვით ყოველთვის შესაძლებელი იყო.

დასავლეთელი რელიგიური ფილოსოფოსი  ბენჯამენ კრიპი ასე გვისახავს ანტიქრისტეს გამოჩენას: „მსოფლიო მოძღვარი დანიშნულ დღეს საჯაროდ გამოაცხადებს საკუთარი თავის შესახებ. არ იფიქროთ, რომ იგი მოვა როგორც სულიერი მოძღვარი, ანდა როგორც რელიგიური წინამძღოლი. იგი მოვა როგორც მესია ჩვენი დროისა: გამოვა ხოლმე ტელევიზიით, და ყველა ეროვნებისა და ტომის ადამიანს საშუალება ექნება იხილოს ხოლმე იგი და მოუსმინოს კიდეც მას - თითოეულს თავის მშობლიურ ენაზე... მას აღიარებს ყველა ეროვნება და ხალხი, იმიტომ, რომ მას შეეძლება საზოგადოების ყველა პრობლემის გადაწყვეტა და კაცობრიობის გამოყვანა მსოფლიო კრიზისიდან. ეს იქნება თანამედროვე იდეების მქონე ადამიანი, დაინტერესებული ეკონომიკური და სოციალური პრობლემების პრაქტიკულ გადაწყვეტაში. ყველა არსებული რელიგია თავის მხსნელად აღიარებს მას. ებრაელებისათვის იგი იქნება მესსია, „ქრისტიანთათვის“ - ქრისტე, ბუდისტებისათვის - ბუდა... მისი მიზანი იქნება კაცობრიობის შეყვანა სოციალურ-ეკონომიკური წყობილების ახალ ერაში.

იგი დაიწყებს ერთიანი რელიგიის შექმნას მთელი კაცობრიობისათვის. და ვინც არ მიიღებს ამ რელიგიას, იგი განადგურებულ იქნება. ცხადია, რომ ეს რელიგია ქრისტეს გარეშე იქნება, ჩვენი უფლისა და ჭეშმარიტი ღმერთის გარეშე, და ამიტომაც ყოველი, ვინც კი ერთგული დარჩება ქრისტესი, მოსპობას დაექვემდებარება.

ეს ცრუ-მესია თავის მოქმედებას, ალბათ, დასავლეთში დაიწყებს. იგი სწრაფად მოიპოვებს მთელი მსოფლიოს აღტაცებულ სიმპათიას თავისი „კაცთმოყვარე“ მოღვაწეობის წყალობით. ხოლო როცა მთელი კაცობრიობის მეფე გახდება, იგი აშკარად გამოავლენს თავს როგორც საღმრთო წერილის „მხეცი“, „კაცი ცოდვისა“ და „ძე წარსაწყმედელისა“ (იხ. II თესალონიკ. 2,3; 2,7-12).

მომზადება მისი გამოჩენისა და გამეფებისათვის უკვე დასრულებულია. ყველაფერი დაიწყება ფულის გაქრობით, რომელიც ამჟამად მთელს მსოფლიოში მოქმედებს, და მისი შეცვლით ე.წ. „ელექტრონული ფულით“. ერთადერთი დოკუმენტი იქნება ელექტრონული ბეჭედი ადამიანის შუბლსა, ან მარჯვენა ხელზე. უკვე შექმნილია გიგანტური კომპიუტერი ბელგიაში, რომელშიც დაცულია მონაცემები დედამიწის ყოველ ადამიანზე“. ამ კომპიუტერს ასეც ჰქვია - „მხეცი“. მხეცის რიცხვი - 666 - უკვე დამკვიდრებულია ცხოვრებაში. უმთავრეს ფირმებს ამერიკაში რომლებიც იარაღს აწარმოებენ, სწორედ ეს ნომერი - 666 აქვთ! ყველა ავტობუსსა და მსუბუქ ავტომანქანას ისრაელში ასევე ეს რიცხვი აქვთ და ა.შ.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყოველივე მომზადებულია ანტიქრისტეს მისაღებად.

მესამე პერიოდი. ანტიქრისტეს მოქმედების ეს, მესამე და უკანასკნელი პერიოდი დაიწყება მის მიერ მთელი მსოფლიო ძალაუფლების მიტაცებით. ამას დიდად შეუწყობს ხელს ხალხთა უკიდურესი გაჭირვება, სულიერი გაღატაკება, და სასოწარკვეთა, რაც, შესაძლოა, გამოწვეული იყოს მსოფლიო ომისა თუ სხვა რამ დიდი უბედურებისაგან. ამ ერთიან მსოფლიო ძალაუფლებაში, რაც ყველასაგან განდიდებული ანტიქრისტეს ხელში იქნება მოქცეული, კაცობრიობის უდიდესი ნაწილი დაინახავს ერთადერთ გარანტიას ახალი ომებისა და არეულობისაგან თავდასაზღვევად და ერთადერთ გზასაც მსოფლიოს შემდეგომი მშვიდობიანი აყვავებისათვის.

ანტიქრისტეს მოსვლას მსოფლიო ძალაუფლების სათავეში საღმრთო წერილი შემდეგნაირად გვიწინასწარმეტყველებს: ომით გავერანებული და აოხრებული კაცობრიობის სხეულზე „ათნი მეფენი აღდგენ“ (დანიელ 7,24); შვიდს მათგან „ერთი ნება“ ექნება ანტიქრისტესთან, და სწორედ ისინი „ძალასა და ხელმწიფებასა მათსა მხეცსა მისცემენ“ (გამოცხ. 17,13); დანარჩენი სამი მეფე კი თავისი დამოუკიდებლობისათვის იბრძოლებს, რის გამოც ანტიქრისტეს მათი დამორჩილება სამხედრო ძალით მოუწევს (დან. 7,8,20,24). ლაქტანციუსი წერდა: „როცა ხალხები განამრავლებენ მხედრობასა და მიატოვებენ მიწათმოქმედებას, რასაც ქვეყნის მოოხრება-გავერანება მოჰყვება, როცა ისინი ყველაფერს გამოლევენ, დააცარიელებენ და შეჭამენ, მაშინ ჩრდილოეთის მხარის უკიდურესი საზღვრებიდან უეცრად აღდგება მის (ანტიქრისტეს) წინააღმდეგ უძლიერესი მტერი. სამს ამ მტერთაგან იგი დაამარცხებს და მოსპობს, სხვები კი მასთან კავშირს შეკრავენ, და იგიც ყველას მთავრად დაუდგება. სწორედ ეს მთავარი იქნება „ანტიქრისტე“ („საღმრთო დარიგებანი“, წგ.VII, თ.16).

ეს სამი მეფე, რომელთაც დაამარცხებს და მოსპობს ანტიქრისტე, წმიდა იოანე ოქროპირის განმარტებით, არიან მეფენი თუ მთავარნი ეგვიპტისა, ლიბიისა და ეთიოპიისა (აბისინიისა).

სამ სახელმწიფოზე გამარჯვების შემდგომ, რითაც ანტიქრისტესთვის უკანასკნელი დაბრკოლება მოისპობა მსოფლიო გაბატონების გზაზე, იოანეს გამოცხადება მას ხატავს წითელი მხეცის სახით, რომელსაც ათი რქა (ანუ ათი დამორჩილებული სახელმწიფო) და შვიდი თავი აქვს (ანუ ის შვიდი მთავარი რომელნიც მას ნებით დამორჩილდნენ და მისი სრულუფლებიანი წარმომადგენლები არიან თავიანთ ქვეყნებში): „და აჰა ვეშაპი ცეცხლისაი (ანუ ალისფერი) დიდი, რომელსაც ედგნეს თავნი შვიდნი და რქანი ათნი, და თავთა ზედა მისთა შვიდნი გვირგვინნი“ (გამოცხ. 12,3). (ზემოთქმულთან დაკავშირებით იხილეთ გამოცხადების განმარტებანი წმიდა მამებისა - ირინეოს ლიონელისა და კირილე იერუსალიმელისა).

ანტიქრისტეს მსოფლიო პოლიტიკური ბატონობის შესახებ გამოცხადება შემდეგს გვიწინასწარმეტყველებს: „და მიეცა მას ბრძოლისაცა ყოფად წმიდათა მიმართ და ძლევად მათდა; მიეცა მას ხელმწიფებაი ყოველსა ზედა ტომსა და ერსა და ენასა და ნეთესავსა“ (13, 7). ანტიქრისტეს მიერ ასეთი ბატონობის მიღწევაში თუმცა ჩვეულებრივ ადამიანურ ძალისხმევასა და ფიზიკურ საშუალებებსაც გარკვეული მნიშვნელობა ექნება, მაგრამ მაინც მთავარი წყარო მისი ძლევამოსიელბისა ეს როდი იქნება. „და მტკიცე იყოს ძალი მისი, და არა ძალითა მისითა“... (დანიელი 8,24). მთელ თავის ძალას ანტიქრისტე სატანისაგან მიიღებს“... და მისცა მას ვეშაპმან მან ძალი თვისი და საყდარი თვისი და ხელმწიფებაი დიდი“ (გამოცხ. 13,2). სატანის მხრივ სწორედ ამ მუდმივი თანადგომით შეიძლება აიხსნას ანტიქრისტეს უჩვეულო წარმატება მსოფლიო ძალაუფლების ესოდენ მოკლე დროის მანძილზე მიტაცებაში, და სწორედ ეშმაკისაგან ექნება მას მიღებული უჩვეულო ძლიერება, რომელსაც ვერავითარი ადამიანური ძლიერება და ვერავითარი ხელისუფლება წინ ვერ აღუდგება, ხელს ვერ შეუშლის.

როგორც უკვე ვთვით, ანტიქრისტე ეშმაკის ძალითა და მისმიერი ცრუ-სასწაულებით იმოქმედებს, ამასთან, უნდა ვივარაუდოთ, რომ მას ურიცხვი დამხმარენი ეყოლება ადამიანთა შორისაც. გარდა ამისა, თანამედროვე მსოფლიოს პირობებში, როცა სწრაფი მიმოსვლის, კავშირგაბმულობისა და ფრენის საშუალებები არსებობს, სავსებით შესაძლებელი იქნება უეცარი გადატრიალება მთელს დედამიწაზე, ყველა მნიშვნელოვან და ძლიერ სახელმწიფოში. ასე რომ, ზემოთ აღწერილ გაბატონებაში მთელს მსოფლიოზე, რაც ანტიქტისტემ უნდა განახორციელოს, წარმოუდგენელი და შეუძლებელი არაფერია.

ანტიქრისტეს საყოველთაო აღიარება ხალხთა მოძღვრად და მისი გამოცხადება მსოფლიო მონარქად იმავდროულად დაკავშირებული იქნება მის მიჩნევასთან ყველა რელიგიის სულიერი წინამძღვრადაც. ვლადიმირ სოლოვიოვმა თავის უკანასკნელ ესქატოლოგიურ შრომაში „სამი საუბარი“ გამოთქვა ვარაუდი, რომ ანტიქრისტე, მსოფლიო ძლიერების მოპოვების შემდეგ, მოიწვევს მსოფლიო საეკლესიო კრებასაც ყველა სარწმუნოებისა და აღმსარებლობის წარმომადგენელთა მონაწილეობით. ამ, ეგრეთ წოდებულ საეკლესიო კრებაზე, რომელიც, ალბათ, იერუსალიმში შედგება, იგი ყველას შესთავაზებს ერთ სამწყსოში გაერთიანებას ერთი სულიერი მწყემსის მთავრობის ქვეშ. უმთავრეს ყურადღებას, ვარაუდობს ვლ. სოლოვიოვი, ანტიქრისტე ქრისტიანულ რელიგიაში არსებულ სხვადასხვა აღმსარებლობას დაუთმობს, და ყოველმხრივ მფარველობას აღუთქვამს ყველას თავისი აღიარებისათვის ყველა ეკლესიის მეუფედ და პირველმღვდელმთავრად. „იგი საყვირით დასცემს საკუთარი თავისთვის, - ამბობს წმიდა ეფრემ ასური, - როგორც საყვირითვე სცემდნენ მისთვის მისი წინამორბედნი; საკუთარ თავს მქადაგებელს და ჭეშმარიტი ღვთისშემეცნების ამაღორძინებელს უწოდებს. ვისაც ჯეროვნად არ შეუმეცნებია ჭეშმარიტი ქრისტიანობა, იგი მასში ჭეშმარიტი რწმენით აღვსილ კაცსა და მისთვის მებრძოლს დაინახავსა, ამიტომაც ასეთნი მრავლად შეუდგებიან მას. საყვირს დასცემს იგი და თავს აღთქმულ მესიად გამოაცხადებს: ღაღადისით შეეგებებიან მას ხორციელი სიბრძნის შვილები, და იხილავენ რა მის განდიდებას, ძალას, გამორჩეულ უნარს და შემძლებლობას ქვეყნის სტიქიონებზე ზემოქმედებისათვის, მაშინ ღმერთად აღიარებენ მას, თვითონ კი მისი მიდევარნი გახდებიან“ (106-ე სიტყვა).

აქ ძალზე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეკლესიის წმიდა მამები ადამიანთა ასეთი შეცდენისა და ანტიქრისტეს მიერ გატაცების მთავარ მიზეზად ასახელებენ სულიერი გონიერების მოკლებას, რის გამოც თითქმის მთელი კაცობრიობა ხორციელ მისწრაფებათა მორევში ჩაიძირება. ხოლო რადგანაც სულიერი გონიერების მოპოვება და მისი ხელმძღვანელობით წარმატებული ცხოვრება შესაძლებელია მხოლოდ სწორი სულიერი ცხოვრების პირობებში, რასაც ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეკლესია გვასწავლის, ამიტომაც იმ მძიმე დროს, როცა ამქვეყნად ანტიქრისტე გაბატონდება, სრულყოფილი სულიერი საჭურველით შემოსილნი მხოლოდ მართლმადიდებელი ქრისტიანები იქნებიან, მხოლოდ ჭეშმარიტ მორწმუნეებს ხელეწიფებათ დაინახონ მისი მზაკვარებანი. თუმცა, ალბათ, მართლმადიდებელ ქრისტიანთა შორისაც ყველა როდი იქნება აღჭურვილი ამ უნარით სიცრუის შეცნობისა, არამედ მათგან მხოლოდ ისინი, რომელნიც წმინდა ეკლესიის სწავლების შესაბამისად სულიერი ცხოვრებით იცხოვრებენ. ხოლო ყველა მწვალებელი და ცრუდ მორწმუნე, რომლებშიც ან სულ არ იქნება ხედვა და რომლებიც ვეღარ იცხოვრებენ სულიერი ცხოვრებით, ანდა დამახინჯებული ექნებათ იგი, - გარდუვალ მსხვერპლად გადაექცევა ანტიქრისტეს ძლიერ ცთუნებას და დაიღუპება.

ყველაზე დიდი, უმთავრესი მზაკვარება ანტიქრისტესი ის იქნება, რომ იგი მზაკვრული მახვილგონივრულობით შეცვლის აქამდე გაბატონებულ სახეს ღმერთკაცისა - კაცღმერთის კულტით, და ყველა ადამიანისაგან ღვთის საფერ და ღვთის კუთვნილს თაყვანისცემას მოითხოვს. საღმრთო წერილში ანტიქრისტე გამოსახულია როგორც განმადიდებელი თავისა და მგმობი ღმრთისა: „...მოვიდეს განდგომილებაი იგი პირველად, და გამოჩნდეს კაცი იგი უშჯულოებისაი, მხდომი იგი და განლაღებული ყოველთა ზედა, რომელნი სახელ-დებულ არიან ღმრთად გინა სამსახურებლად, ვითარმედ და-ცა-ჯდეს იგი ტაძარსა მას ღმრთისასა და გამოაჩინებდეს თავსა თვისსა ვითარცა ღმერთი“ (II თესალონიკ. 2,3-4). „და მიეცა მას (ანუ მხეცს - ანტიქრისტეს) პირი დიდად მეტყველი და მგმობარი, და მიეცა მას ყოფად ბრძოლისა ორმეოც და ორ თვე. და აღაღო პირი თვისი გმობად ღმრთისა მიმართ, გმობად სახელისა მისისა და სამკვიდრებელისა მისისა და ცათა შინა დამკვიდრებულთა მათ“ (გამოცხ. 1,5-6).

ამასთან დაკავშირებით უნდა შევნიშნოთ, რომ ქრისტიანობის საწინააღმდეგო - კაცღმერთის კულტთან დაკავშირებულია თანადროული მსოფლიოს მრავალი რელიგიური თუ სხვა სახის თეორიული მიმდინარეობანი. ასეთ შეხედულებათა გასავრცელებლად ამჟამად ქმედით პროპაგანდას ეწევიან როგორც იოგები, ასევე მათი დასავლელი მიმდევრები - თეოსოფები. ისინი ამტკიცებენ, რომ თითქოს, ჩვენი ადამიანური „მე“ ღვთაებრივი იყოს და ერთარსიც ღმერთისა.

„სული ადამიანის სამშვინველში - არის ადამიანის ჭეშმარიტი „მე“, რომლითაც იგი ნამდვილად და სამარადისოდ ერთარსია მამისა“ (ანუ ღმერთისა - ჟნანი იოგა. გვ. 100).

„ჭეშმარიტი „მე“ ადამიანისა არის ღმერთის გამოვლინება, და მასში („მე“-ში) მდგომარეობს თვითარსი ღვთაებისა“ (რაჯა იოგა, გვ. 50).

„ღვთაებრივი არსება, რომელიც ჩვენი უცნობელობის გამო, ჩვენგან მოცილებული წარმოგვიდგენია, სინამდვილეში სულაც არ არის შორს მყოფი ჩვენგან, არამედ იგი არის თვით ჩვენი საკუთარი „მე“, მოქცეული ჩვენი არსების შიგნით“ (სუომი აბედანანდა. „როგორ გავხდეთ იოგა“, გვ.28).

იგივე ავტორი ამტკიცებს, რომ გამოცხადება, ზეშთაგონება რომელიღაც განსაკუთრებული წყაროდან კი არ მომდინარეობს, არმაედ იგი არის მხოლოდ ახსნა-გამოვლენა უმაღლესი „მე“-სი თვით ადამაინის არსებაში“, - ანუ აქაც ადამიანი ღვთაებას უტოლდება (გვ. 32).

ასეთივე ანტიქრისტიანულ შეხედულებებს ვხვდებით თეოსოფიის მქადაგებლებთანაც. თეოსოფიური საზოგადოების პრეზიდენტი ა.ბეზანტი ამტკიცებს: „უმაღლესი „მე“ ადამიანისა არის სწორედ ის ძალა, რომელმაც სამყარო შექმნა. იგი ნაწილია ლოგოსის ცხოვრებისა და განუყოფელია მისგან“ („ძალა აზრისა“, 1912).

თეოსოფები ამტკიცებენ, რომ ღმერთის მოვლინება ამქვეყნად არ არის ერთხელ აღსრულებული, ერთადერთი მოვლენა, არამედ იგი განმეორებადია ეგრეთწოდებული „ავატარების“ სახით. „ავატარების“, ანუ „მსოფლიოს მხსნელების“ მოვლინება ამქვეყნად, თეოსოფების მოძღვრების თანახმად, მრავალგზის განმეორებულა. ა.ბეზანტი წერს, რომ „აქამდე დედამიწაზე ჩამოსულა ცხრა ავატარი. მეათე უნდა მოვიდეს“ (ლექცია „ქრისტეს იდეა“, 1914). ამ ავატარებში იგულისხმება ბუდა, კრიშნა, იესო ნაზარეველი, და კიდევ სხვაც (ა.ბეზანტი „მსოფლიო მოძღვართა შესახებ“, 1913).

ამ შეცდომილებათა საპირისპიროდ უნდა მტკიცედ განვაცხადოთ, რომ ქრისტიანული სარწმუნოებრივი მოძღვრებით მამა ღმერთის ერთ არსნი არიან მხოლოდ ძე ღმერთი და სულიწმიდა, და ეს არის ჭეშმარიტად ერთარსი და განუყოფელი სამება; ქვეყნის, კაცობრიობის ხსნა, გამოსყიდვა აღესრულა ერთხელ; ადამიანთა ერთადერთი მხსნელი და ცოდვათაგან გამომსყიდველი არის განკაცებული ძე ღმრთისა, უფალი და მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე; და სხვა „მხსნელები“ არც არასდროს ყოფილან და ვერც მომავალში იქნებიან!

მაგრამ ზემოთ მოყვანილი სიტყვები აღმოსავლეთისა და დასავლეთის ოკულტიზმის წარმომადგენლებისა მხოლოდ იმას მოწმობს, რომ უკვე პირდაპირ მზადდება მომავალი ანტიქრისტეს გამოცხადება „ღმერთად“ და მსოფლიოს, მთელი კაცობრიობის „მხსნელად“.

გაგრძელება...