| 10 თებერვალი | დიდმარხვის I შვიდეული*. ორშაბათი | 23 თებერვალი |
| ძველი სტილით | ახალი სტილით |
ღირსისა იოანე ჭიმჭიმელისა, ფილოსოფოსისა (XIII); მღვდელმოწამისა ხარალამპისა და მის თანა მოწამეთა: პორფირისა, ბაპტოსისა და სამთა დედათა (202) მოწამეთა: ენათასი, ვალენტინასი და პავლესი (308); ანასტასი იერუსალიმელ პატრიარქისა (VIII); წმიდისა გალინასი (II); ღირსისა მაკარი რომაელისა (VII).
დიდი მარხვის დასაწყისი.
VI ჟამზე: ეს. 1: 1-20.
მწუხრზე: დაბ. 1: 1-13. იგავ. 1: 1-20.
* დიდი მარხვის პირველი შვიდეულის ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს დიდი სერობის ჟამზე იგალობება ღირსი ანდრია კრიტელ მთავარეპისკოპოსის სინანულის გალობანი (დიდი კანონი).
შენიშვნა: თუ დაემთხვა ეკლესიის წმიდის დღესასწაული მარხვის I შვიდეულის ორშაბათს, მაშინ მისი განგება იგალობება ყველიერის კვირიაკეს ან დიდმარხვის I შვიდეულის შაბათს, მსგავსადვე წინამორბედის თავის პოვნის დღესასწაულისა უპირატესის ნებისამებრ (იხ. მარხვანი, 1901 წ. გვ. 8, წინა).