| 12 თებერვალი | დიდმარხვის I შვიდეული. ოთხშაბათი | 25 თებერვალი |
| ძველი სტილით | ახალი სტილით |
კრება ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა. ღირსისა პროხორე ქართველისა, იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტრის განმაახლებელისა (XI), ღირსმოწამეთა: ლუკა იერუსალიმელისა, მოწამეობრივად აღსრულებულისა (მუხაის ძე, აბაშიძე, 1273-1277), ნიკოლოზისა (დვალი, 1314)*, იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტერში მაჰმადიანთაგან წამებულისა, და იერუსალიმის ქართველთა მონასტრებში ცხოვრებულთა ყოველთა ქართველთა მოწამეთა და ღირსთა მამათა (IV-XVIII); მღვდელთმთავრისა მელეტი ანტიოქიელ მთავარეპისკოპოსისა (381); ღირსისა მარიამისა (მარინისა) და მამისა მისისა ევგენისა (VI); მღვდელთმთავრისა ანტონი კონსტანტინეპოლელ პატრიარქისა (895); მღვდელთმთავრისა ალექსი მოსკოველ მიტროპოლიტისა, სასწაულთმოქმედისა (1378).
ლიტურგია პირველშეწირულისა.
VI ჟამზე: ეს. 2: 3-11.
მწუხრზე: დაბ. 1: 24 - 2: 3. იგავ. 2: 1-22.
* იხილეთ 10 თებერვლის შენიშვნა.