კანონთა გალობა დიდ მარხვაში

14 თებერვალი დიდმარხვის I შვიდეული. პარასკევი 27 თებერვალი
ძველი სტილით ახალი სტილით

ღირსისა მღვდელმონაზონისა ილარიონ ახლისა, მთაწმიდელისა (ყანჩაველი, 1864)**; ღირსისა ავქსენტი ბითვინიელი იღუმენისა (470); ღირსისა მარონ სირიელ მეუდაბნოისა (IV); აბრაამ კარიელ ეპისკოპოსისა (V); მოციქულთა სწორისა კირილესი, სლოვენთა მოძღვრისა (869); სოლომონისა, იერუსალიმის პატრიარქისა (IX).

 

ლიტურგია პირველშეწირულისა.

VI ჟამზე: ეს. 3: 1-14.
მწუხრ.: დაბ. 2: 20 - 3: 20. იგავ. 3: 19-34.

 

შენიშვნა: ამბიონის ლოცვის შემდგომ წაიკითხება (ან იგალობება) სავედრებელი გალობა წმიდა თეოდორესადმი და იკურთხევა წანდილი (იხ. მარხვანი, 1901 წ. გვ. 150-153).

* ხსენების დღე დაწესდა წმიდა სინოდის 2002 წლის 17 ოქტომბრის კრების განჩინებით.

შენიშვნა: ღირსი ილარიონის განგებაზე იხ. 10 თებერვლის შენიშვნა.