კანონთა გალობა დიდ მარხვაში

16 თებერვალი დიდი მარხვის I კვირიაკე (ხატთა თაყვანისცემისა). კრება მართლმადიდებლობისა*. ხმა V. 1 მარტი
ძველი სტილით ახალი სტილით

მოწამეთა - პამფილე ხუცისა, ვალენტი (უალენტი) დიაკონისა, პავლესი, პორფირიოსისა, სელევკისა, თეოდულესი, ივლიანესი, სამოელისა, ელიასი, დანიელისა, იერემიასი და ესაიასი (307-309); მოწამეთა სპარსელთა მარტიროპოლს ვნებულთა (IV); ღირსისა მარუთისა, მესოპოტამიელი ეპისკოპოსისა (422).

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი ავტოკეფალის (V საუკუნიდან) და საპატრიარქო ტიტულის ცნობა (აღიარება) კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს მიერ (1990 წ.) (აღესრულება სამადლობელი პარაკლისი)**.

 

ლიტურგია წმ. ბასილი დიდისა.

ცისკ.: სახ. მე-5, ლკ. 24: 12-35 (დას. 113).
ლიტ.: ებრ. 9: 24-26, 32-12: 2 (დას. 329, შუა). ინ. 1: 43-51 (დას. 5).

* გარდამავალია, ხსენება აღესრულება დიდმარხვის 1-ელ კვირიაკეს.

** კონსტანტინეპოლის საპატრიარქომ 1990 წლის 25 იანვარს ოფიციალურად აღიარა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია უძველესი დროიდან. ხოლო ამავე წლის 4 მარტს, მართლმადიდებლობის დღესასწაულზე, მთავარეპისკოპოსმა კონსტანტინეპოლისა - ახალი რომისა და მსოფლიო პატრიარქმა ყოვლადუწმიდესმა დიმიტრიოსმა საზეიმო ვითარებაში გადასცა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ს საქართველოს უწმიდესი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობისა და მტკიცების, და საქართველოს უწმიდესი ეკლესიის მეთაურის საპატრიარქო ტიტულის ცნობისა და ბოძების სიგელები.

გარდამავალია, სინოდის დადგენილებითა და უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა კურთხევით აღინიშნება დიდმარხვის I შვიდეულის კვირიაკეს.