კანონთა გალობა დიდ მარხვაში

17 თებერვალი დიდი მარხვის მე-2 შვიდეული. ორშაბათი* 2 მარტი
ძველი სტილით ახალი სტილით

დიდმოწამისა თეოდორე ტირონისა (IV); მღვდელმოწამისა თეოდორე აჭარელისა, ოსმალოთაგან წამებულისა (XIX)**; მართლისა მარიამნასი, მოციქულისა ფილიპეს დისა (I); მოწამისა მინა კალიკელადისა (აღმოყ. წმ. ნაწ-თა 867-889); მღვდელმოწამისა ერმოგენისა, რუსეთის პატრიარქისა, სასწაულთმოქმედისა (1612); ახალმოწამისა თეოდორე ბიზანტიელისა (1795).

 

ორშ. VI ჟამზე: ეს. 4: 2 - 5: 7.
მწუხრზე: დაბ. 3: 21 - 4: 7. იგავ. 3: 34 - 4: 22.

 

* დიდმარხვის მე-2 შვიდეულის ორშაბათიდან, მე-6 შვიდეულის პარასკევამდე, სერობის ჟამზე იგალობება თვენის იმ წმიდათა კანონები და დასდებელნი, რომელთა ხსენებაც ემთხვევა: ლაზარეს შაბათიდან თომა მოციქულის კვირიაკემდე პერიოდს. იხ. მარხვანი, 1901 წ. გვ, 187.

** იხ. ცხრილის შენიშვნა (5).